თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ჩვენი ინტერნეტ + ჰოსტ პროვაიდერები _ MyHost.ge - 3 თვე უფასო ჰოსტინგი

პოსტის ავტორი: Eka Nadirashvili Jun 25 2009, 06:49 AM

აქცია „ჯეონეთისგან“ - 3 თვე უფასო ჰოსტინგი!

შეიძინეთ 12 თვიანი ვებ ჰოსტინგ პაკეტი და გადაიხადეთ მხოლოდ 9 თვის საფასური. დაზოგეთ თქვენი ფინანსების 25% MyHost.ge-ს საშუალებით დღეს.
შეუერთდით MyHost.ge-ს აქციას და გახადეთ თქვენი ბიზნესი გაცილებით მომგებიანი!

www.myhost.ge
info@myhost.ge
(+99532) 470000

პოსტის ავტორი: domen Jun 25 2009, 08:01 AM

გამოგიყენებიათ ვინმეს ეს ჰოსტინგი?

პოსტის ავტორი: aaa Jun 25 2009, 08:23 AM

არა

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 25 2009, 08:33 PM

domen
არც მე,და არც გამოვიყენებ smile.gif

პოსტის ავტორი: Eka Nadirashvili Jun 26 2009, 06:29 AM

თქვენ რომელი ჰოსტინგ პროვაიდერის მომსახურებით სარგებლობთ?

პოსტის ავტორი: domen Jun 26 2009, 07:11 AM

Eka Nadirashvili
მე ამწუთას არცერთის, პრინციპში smile.gif თუმცა ქართულ ჰოსტინგებთან დაკავშირებით ცუდი მოგონებები მაქვს biggrin.gif

ყველა ვარიანტში, ამ ჰოსტინგზე ცუდს მე ვერაფერს ვიტყვი (თუმცა ვერც კარგს), ვინმე გამოცდილი გვინდა, ვისაც უკვე უსარგებლია smile.gif

Bekward, შენ ხომ არა?

პოსტის ავტორი: Eka Nadirashvili Jun 26 2009, 08:47 AM

domen,

იქნებ მითხრა რატომ გაქვს ქართულ ჰოსტინგებთან ცუდი მოგონებები? მე ვთვლი, რომ ადგილობრივ ჰოსტინგს ბევრი ბენეფიტები აქვს, რათქმაუნდა კომპანიას გააჩნია smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Jun 26 2009, 08:55 AM

Eka Nadirashvili
ჯერ კომპინფო.ჯი-ს წარსული გამოცდილება კმარა მგონი smile.gif საკუთარ სერვერზე გადასვლამდე, სტაბილურობა მხოლოდ საოცნებო იყო. ამაზე არაერთხელ დაუწერია ja_ja-ს (ამ საიტის ძირეულ ადმინისრატორს). სადმე "ჩვენი ინტერნეტ + ჰოსტ პროვაიდერები" განყოფილებაში აუცილებლად წააწყდებით.

პოსტის ავტორი: domen Jun 26 2009, 08:58 AM

Eka Nadirashvili
კი, ლოკალზე განთავსების უპირატესობა ნამდვილად დიდი იქნებოდა, ქართული ჰოსტინგ კომპანიები თავიანთი სერვერების წესიერად გამართვაზე (ცოტა ხნის წინ სულ თითზე ჩამოსათვლელი იყო ჰოსტინგები იგივე php5-ის მხარდაჭერით, ვთქვათ) და uptime-ის თუნდაც 90%-ზე შენარჩუნებაზე რომ ზრუნავდნენ, არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ხანდახან სერვერი "გადაიწვება" ან უკვალოდ გაქრება (თავისი საპორტით და საკონტაქტო მეილებით თუ ნომრებით) და მთელი ინფორმაციაც თან მიაქვს! ამისთანა ნაკლი რომელსაც გინდა უპირატესობას გადასძლევს smile.gif

ალბათ განვითარება გვაკლია?

პოსტის ავტორი: Eka Nadirashvili Jun 26 2009, 10:09 AM

გეთანხმებით იმაში, რომ ყველა ქართულ ჰოსტინგ პროვაიდერს ვერ ანდობ საიტს, მაგრამ არიან მაღალი დონის პროვაიდერებიც. მაგალითად, MyHost.ge ყოველგვარი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მართლა ძალიან კარგად უვლის სერვერს, php5-ის მხარდაჭერაც აქვს, uptime-იც 99.9% აქვს და სერვერიც არასდროს არც ითიშება და არც იწვება. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია support-ი აქვს ძალიან კარგი და ყოველთვის მზად არიან დახმარებისათვის ნებისმიერ ჰოსტინგთან დაკავშირებულ საკითხებში. მგონი ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, არა? smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jun 26 2009, 10:11 AM

domen

ციტატა(domen @ 26th June 2009 - 11:11 AM) *
Bekward, შენ ხომ არა?

არა laugh.gif ერთით რომ ვსარგებლობდი ხომ ავშენდი, არც ეხლანდელი მაკლებს მარა მაინც ასე თუ ისე ვსუნთქავ, ახლის გასინჯვის სურვილი დიდი ხნის წინ გამიქრა sad.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: domen Jun 26 2009, 10:31 AM

Eka Nadirashvili
შენ რა დამოკიდებულებაში ხარ მაგ ჰოსტინგთან? მუშაობ თუ უბრალოდ მომხმარებელი ხარ? smile.gif

კიდევ ერთხელ ვიტყვი - არ მისინჯავს ეგ ჰოსტინგი და ვერაფერს ვიტყვი, ვერც კარგს და ვერც ცუდს. smile.gif ზოგადქართული დამოკიდებულება ჰოსტინგების ადმინისტრაციისა მათი მომხმარებლების და სერვისის მიმართ კი რაც ვთქვი, ისაა.

და ამ პირობებში, თუ ჰოსტინგს ბოლომდე არ ენდობი, 12 თვიანი პაკეტის ყიდვა ძალიან საყოყმანო საქმეა smile.gif

პოსტის ავტორი: Eka Nadirashvili Jun 26 2009, 12:59 PM

როდესაც განვიხილავთ საქართველოში არსებულ ჰოსტინგ პროვაიდერებს, უნდა განვასხვავოთ 1. ის კომპანიები, რომელთაც სერვერი უდგათ საქართველოში და მათ ხელშია მართვა და მოვლა, და
2. კომპანიები, რომლებიც არიან უცხოური ჰოსტინგ პროვაიდერების რესელერები.

პირველი კატეგორიის კომპანიები თვითონვე არიან პასუხისმგებელნი თავიანთ მომსახურებაზე და მთლიანად ფლობენ პროცესს. ხოლო, რესელერები ყიდულობენ იაფფასიან ჰოსტინგს და ყიდიან საქართველოში.

პოსტის ავტორი: domen Jun 26 2009, 03:16 PM

Eka Nadirashvili
და ზუსტად რესელერებს უკეთესი პირობები აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ უცხოურ, ხარისხიან ჰოსტინგს ყიდიან smile.gif პირველი კატეგორიის პროვაიდერები კი უმეტეს შემთხვევაში თავს ვერ აბამენ ხარისხიან მომსახურებას smile.gif

კითხვაზე მიპასუხე smile.gif

პოსტის ავტორი: Eka Nadirashvili Jun 26 2009, 08:04 PM

domen,
მესმის შენი , როდესაც არ ენდობი ქართულ პროვაიდერებს და თვლი, რომ რესელერები უფრო ხარისხიან უცხოურ ჰისტინგს სთავაზობენ მომხმარებელს, მაგრამ დამერწმუნე, რომ ნამდვილად არსებობენ თუნდაც თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ ძალიან ხარისხიანი ქართული ჰოსტინგ პროვაიდერებიც.

საინტერესოა შენ რომელ პირველი სახის ჰოსტინგ პროვაიდერთან გქონდა ურთიერთობა და კონკრეტულად რაში შეგექმნა პრობლემები.

რაც შეეხება შენს კითხვაზე პასუხს, გეტყვი, რომ მე არ ვარ "გულგრილი" ამ ჰოსტინგის მიმართ smile.gif თუმცა ვარ ძალიან ობიექტური.

პოსტის ავტორი: domen Jun 27 2009, 06:24 AM

Eka Nadirashvili
ასე კამათი უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ თუ გავარკვევთ, რაზე ვკამათობთ, გამოვა, რომ არც არაფერზე :-) კი ბატონო, შეიძლება არსებობდეს კარგი ქართული ჰოსტინგი, ამ აზრის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მანამ ჩემი ხელით არ შევეხები, ვერ დაგერწმუნები smile.gif მოვრჩეთ.

მე რაც შემეხება, ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაახლოებით ხუთ სხვადასხვასთან მომიწია ურთიერთობა (ბოდიში, სახელებს ვერ ვიხსენებ ზუსტად, არც მიცდია დამახსოვრება) და ყველა იმდენ პრობლემას ქმნიდა, რომ ბოლო-ბოლო უცხოურზე გადასვლა გადაწყდა. ერთადერთი ჰოსტინგი, რმელთანაც პრეტენზიები არ მქონია, webhosting.ge იყო (ეს იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ჩვენი ერთ-ერთი ძველი ფორუმელის ჰოსტინგი იყო, გაყიდვამდე) და მასთანაც იმდენად აქტიური აქტიური ურთიერთობა არ მქონია, რომ კარგად შემეფასებინა, სულ რამდენჯერმე გამოვიყენე smile.gif

პოსტის ავტორი: PITERSONA Jun 28 2009, 07:34 PM

ისე დაცდილი მაქვს რომელ ჰოსტსაც ესეთი პიარი აქვს, ნუ დაახლოებით ესეთი. (3 თვე უფასო, აიღე 6თვე და მიიღე 9 წელი უფასოდ, თვეში 2 ლარად და ა.შ.)
იმ დროს ჭედავს 3 თვის ფული რო გაქვს გადახდილი. ნუ ჭედავს რა თუ ფტპ-ზე რაც 2 თვის მანძილზე აგიტვირთია და წაგიშალეს ეგ რა გაჭედვაა მაგრამ მაინც smile.gif

ისე SiteGround-მა რომ მასიამოვნა ტყუილია რა.. თან ძვირიც არ არის... მართალია საქართველოში არ უდგათ სერვერი სუფთა ჰაერზე მაგრამ მაინც smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 9 2009, 07:09 AM

ჰოო, აი ჯეონეტის სერვერებთან ურთიერთობა არ მქონია არასდროს, მაგრამ კომპინფოს სერვერი ჯეონეტში დგას და კავშირის ხარისხთან პრობლემები არ გვქონია smile.gif არც ვინმეს გაუთიშავს ჩვენი სერვერი, ვმუშაობთ მშვენივრად. ანუ კონექტი ჯეონეტს კარგი აქვს საკმაოდ. ჰოსტინგ მომსახურებაზე კი მეც ვერაფერს ვიტყვი, არ მქონია შეხება sad.gif

პოსტის ავტორი: eXDrive Oct 20 2009, 07:59 PM

პირველ რიგში ვიტყოდი რომ ძვირია, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მართლაც ხარისხიანი და სანდო პროვაიდერი იყოს ... 500 მბ სთვის 10 ლარი რატომ უნდა გადაიხადოს კაცმა როცა 7 ლარად 1 გიგაბაიტს შეიძენ შეზღუდვების გარეშე ...

პოსტის ავტორი: LOADER Jan 20 2010, 09:05 PM

ძალიან მაინტერესებს რა საჭიროა ეს კამათი და დისკუსიის გამართვა ?
ყველა კითხვაზე ერთადერთი ლოგიკური და ძალიან ზუსტი პასუხი არსებობს.

ეს საქართველოა, აქ არავინ ფიქრობს იმაზე, როგორ მოარგოს თავისი სერვისი მომხმარებელს.

აქ არის ერთადერთი აზრი რაც შეილება მეტი ფული გამოძალონ მომხმარებელს და რაც შეილება "ძიშოვი" სერვისი შესთავაზონ.

სამწუხაროა მაგრამ ესაა ფაქტი და მწარე რეალობა.

პოსტის ავტორი: Frrrredo Jan 20 2010, 10:09 PM

რეალურად საქართველოში ჰოსტინგი არ არსებობს. შემიძლია დავასაბუთო. ის რასაც ქართველი პროვაიდერები ან "ჰოსტერები" თავაზობენ მომხმარებელს დღეისთვის ძალიან შორასაა სიტყვა ჰოსტინგისგან.
ქართული რეალობა : გააკეთე რამე კილერ დიზაინის საიტი, იშოვე ოხრად სტორიჯი და რამე საშუალო კლასისი სერევრი დააყენე cpanel ის პირატული ვარიანტი და თქვი რომ ჰოსტერი ხარ და საქართველოში გაჩნდება კიდევ ახალი "ჰოსტ" კანტორა ბუნდოვანი მომავალით.

ტკბილი და შორეული მომავალი : ამ ზემოთ აღნიშნულის გაკეთება ყველას შეუძლია, ნორმალური ჰოსტინგი გულისხმობს შემდეგს:
1. NS სრული კონტროლის საშუალებას დაწყებული A ჩანაწერიდან დამთავერებული txt. მდე დღეს 1-2 ჰოსტერი თუ გვაძლევს საკუთარ დომენზე MX ცვლილების უფლებას, ისიც გაჭირვებით, როცა მე ტოტალურად უნდა ვაკონტროლებდე ჩემი დომენის ყველა ჩანაწერს.
2. დღეს ვერცერთი ქართველი ჰოსტერი ვერ გვთვაზობს დომენური სახელების ყიდვის სერვვისს თუნდაც .ge ზონაში.
3. ვერ გვთავაზობენ visa, paypall, და პროცესინგს ანგარიშსწორებისთვის. ეს ჩემთვის კომფორტია, რომ არ მჭირდება webmoney ზე დარეგისტრირება ან ტრანსფერი ბანკიდან.
4. უაზროდ გაბერილი ფასები მომსახურებაზე. რეალურად ფასები დღევანდელი გადასახედიდადნ ძალიან ძვიარია, თუნდაც ადგილების მიხედვით, პარადოქსია მაგრამ სტორიჯი ძალიან იაფია აპარატურულ რესუსრსებში და დსწორედ სტორიჯის მიხედვითაა ფასი smile.gif (რათქმაუნდა სან სტორიჯი არ იგულისხმება და დიდი ეჭვი მაქ რომ ვინმე ამ ტექნოლოგიოას იყენებდეს ინფორმაციის შენახვისთვის ჩვენთან, აქ ლაპარაკია ჩვეულებრივ DAS სტორიჯზე რომელიც პირდაპირ სერევრზე დაკიდებული)
5. uptime ........ არავინ დაიტრაბახოს.
7. დაცულობა. მარტო mod_security_ის მიყენება apache-ზე არ ნიშნავს რომ დაცულია ჰოსტინგი, რეალურად ამ მხრივადაც სუსტები ვართ ჯერ.
8. საკუთარი მართვის პანელი, მარტივი და გასაგები, ქართული ინტერფეისი, დახმარებები, ალბათ მისტიკის სფეროა ჯერ.
9. სტაბილურობა, რათქმაუნდა ჰოსტერი არ უნდა იყვეს დამოკიდებული ერთ ან ორ პროვაიდერის ინტერნეტზე. ერთ ან ორ აპარატურულ რესურსზე.

მწარე რეალობა კი ის არის, რომ ჰოსტინგი დღეს დაკოპირებული იდეების ტენდენციაა ქართულ IT სივრცეში, რომელიც ახალს და მნიშვნელოვანს არაფერს, გვთავაზობს. არ მინდა ვიყო პესიმისტი და ამ ყველაფერს იმით გავცე პასუხი, რომ კონკურენტუნარიანი ჰოსტინგის აწყობა ძალიან ძვირი ჯდება, და ამიტომაც ვერ განვითარდა ეს სფერო ჩვენთან საქართველოში.

პოსტის ავტორი: zghuladze Jan 21 2010, 09:20 PM

Frrrredo
სერვ.ჯი-ს ვარიანტში განვიხილოთ smile.gif

1) უკვე ვთავაზობთ კლიენტებს სატესტო რეჟიმში. MX-ს ყველა აკონტროლებს.
2) GE ზონა მონოპოლისტის ხელშია. კომ, ორგ და ა.შ. უახლოეს ხანებში დაემატება.
3) იურიდიული ფორმალობა დარჩა, ტექნიკურად გაკეთებულია. სავარაუდოდ მაქსიმუმ 1-2 კვირაში გაეშვება. ვიზას და მასტერკარდს ვგულისხმობ. პეიპალი საქართველოში ჯერ კიდევ კაი ხანი ვერ იქნება და ეგ ჰოსტერებზე არ არის დამოკიდებული, სამწუხაროდ.
4) სან სტორიჯი გვაქვს smile.gif
5) რატომ არ დაიტრაბახოს ? smile.gif
6) არ გიწერია ეს პუნქტი smile.gif)))
7) მართალი ხარ, მარტო mod_sec არ არის. ASA ფაირვოლები (დუბლირებული) და ჩეკპოინტები თავის საქმეს აკეთებენ wink.gif
8) კი, ეგ ჯერ მისტიკაა, გეთანხმები. მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ჰოსტინგი ცუდია.
9) 2 პროვაიდერი, თითოეული მინიმუმ 2 გასასვლელით, ქართველ პროვაიდერთა უმეტესობამდეც დუბლირებული არხები, არ კმარა ? smile.gif აპარატურულ რესურსებზე უკვე აღარ მაქვს საუბარი.


ციტატა
ჰოსტინგის აწყობა ძალიან ძვირი ჯდება

თუ ნორმალურის გაკეთება გინდა, ძალიან, ძალიან ძვირი ჯდება. ვერ დავასახელებ ციფრს, მაგრამ დიდი სახსრებია სერვ.ჯი-ში ჩადებული.

საერთო ჯამში, რაც დაწერე, ყველაფერში გეთანხმები, გარდა ამისა:

ციტატა
ქართული რეალობა : გააკეთე რამე კილერ დიზაინის საიტი, იშოვე ოხრად სტორიჯი და რამე საშუალო კლასისი სერევრი დააყენე cpanel ის პირატული ვარიანტი და თქვი რომ ჰოსტერი ხარ და საქართველოში გაჩნდება კიდევ ახალი "ჰოსტ" კანტორა ბუნდოვანი მომავალით.


პ.ს. იდეაში, ეს ცალკე თემაში განსახილველია და არა მაიჰოსტის smile.gif

კიდე პ.ს. smile.gif

http://serv.ge/news

ციტატა
პირველად საქართველოში, შემუშავებული და დანერგილი იქნა TBCPAY, OSMP, eMoney -ის გადახდების ავტომატიზირებული სისტემა.

პოსტის ავტორი: Frrrredo Jan 22 2010, 12:08 PM

1. მარტო MX არ მაწყობს smile.gif A Name და CNAME რა დააშავა ? smile.gif
2. ვერ დაგეთანხმები რომ მონოპოლისტების ამბავია , უბრალოდ კარგადაა გასარკვევი IANA ლიცენზია და + 3900$ თუ არა ვცდები ლიცენზიისთვის.
3. მივესალმები, ფაქტიურად წინსვლა გვქონია არ ვიცოდი. smile.gif
ყველა დანარჩენ პუნქტებში ჯერ ჯერობით ასე იყო აქამდე, მე არ ვიცნობ თქვენს სპეციფიკას, (მალე გავიცნობ ალბათ, კოლოკაციაზე იმ კვირაში tongue.gif ) ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, ეს ყველაფერი ზოგადად იყო ნათქვამი. რაც უფრო მეტი ჰოსტერი არ დაეთანხმება მოყვანილ აზრს და დაგვიმტკიცებს რომ ვცდებით მით უკეთესი ჩვენთვის.

პოსტის ავტორი: zghuladze Jan 23 2010, 05:08 AM

Frrrredo
ლიცენზიისთვის საჭიროა:
1) 2500 ევროს გადახდა, როცა ავსებ განაცხადს. მოგცემენ რეგისტრარობას თუ არა, ამ ფულს მაინც იხდი;
2) 70 000 ევრო ბანკში ანგარიშზე (უნდა ანახო ამის საბუთი, ნოტარიულად დამტკიცებული);
3) ასევე ნოტარიულად დამტკიცებული ცნობა, რომ შენი ბიზნესი (რომლითაც ხდები რეგისტრარი), დაზღვეული გაქვს 500 000 (ხუთასი ათას) დოლარად.

ამის გარდა, გარკვევით გეუბნებიან, რომ TLD რეგისტრარი თითო სახელმწიფოში შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი !
ანუ, ჩვენთან უკვე არის კაუკასუსი.

თუ შენ ძალიან გინდა რეგისტრარობაო, დაელაპარაკე და იქნებ მოგცეს რესელერობა, ეგ მისი გადასაწყვეტია და ჩვენ არ/ვერ ჩავერევითო.


ახლა მითხარი შენ, არ არის კავკასუსი მონოპოლისტი ? smile.gif



პ.ს. ნს-ებს რაც შეეხება, როგორც დაგიწერე, სატესტო რეჟიმშია ახლა, მალე ჩაირთვება.

პოსტის ავტორი: hostings.ge Apr 28 2010, 04:33 PM

ვეთანხმები Eka Nadirashvils, რომ myhost.ge -ის მართლაც კარგი მომსახურება აქვს smile.gif აი მაგალითად მე დავიწყე www.hostings.ge საიტის კეთება, სადაც მინდა განვათავსო ყველა ქართული ჰოსტინგ პროვაიდერი ერთ გვერდზე, ამისათვის დავუკავშირდი თითქმის ყველას და ყველაზე ოპერატიულად პასუხი გამცა ჯერ myhost.ge -იმ და შემდეგ prohosting.ge -იმ, რომელსაც აქვს skype support -იც და მომენტალურად პასუხობს შეკითხვებზე smile.gif