მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

10 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი!
domen
პოსტი Feb 3 2008, 06:31 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



აქა ამბავი დომენისა და ანტივირუსებისა


შესავლის მაგივრად

ბოლო დროს სულ უფრო მაღელვებს კომპის დაცვის საკითხი. რამდენიმე თვის წინ სუსტ კომპზე ვიჯექი და ერთადერთი ანტივირუსი, რომელსაც მასზე XP-სთან ერთად მუშაობა შეეძლო ისე, რომ ჩემთვისაც დარჩენილიყო ცოტა რესურსი, NOD32 2.7 (იმ დროისთვის ბოლო ვერსია) გახლდათ. პლიუს-მინუსებზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, ისედაც ყველას გაგვიგია ნოდის მინიმალისტობაზე რესურსების მოხმარების თუ ვირუსების აღმოჩენის ((IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) საკითხებში, მთავარია ის, რომ რამდენიმე თვეა, ახალი, საკმაოდ ძლიერი კომპი და უფრო "აზიზი" გემოვნება გამიჩნდა.

თავის ტკივილი: დასაწყისი

ჰმმ, უკვე ძნელი არჩევანის წინ დავდექი - მინიმუმ 5 ძირითადი და უამრავი ნაკლებ შესაძლებელი ალტერნატივა გამიჩნდა. მოკლედ ჩამოვაყალიბოთ პრეტენდენტების სია:
  1. Kaspersky, საქართველოში ცნობილი თავისი სიმძიმით და "აიტატატა, მოიდა ზურაბაა!!" დაცვით.
  2. BitDefender, კიდევ უფრო მძიმე, მაგრამ საუკეთესო შედეგების მქონე საკმაოდ ბევრ ავტორიტეტულ ტესტში.
  3. McAfee, დილით კბილების გახეხვას და ჭამის წინ ხელ-პირის დაბანასაც რომ გვიკონტროლებს.
  4. Panda, შორიდან ნაცნობი "კარგია, რა" დაცვით და საშუალო სისტემური რესურსების მოთხოვნით.
  5. AVG, მშვენიერი, უმარტივესი ინტერფეისით, მაგრამ ცუდი რეპუტაციით.
  6. Avira, ნაქები "ერთი ძაან სანდო პირისგან" (ჰა, gearge? (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) )
  7. ThreatFire, ძალიან სწრაფი, რესურსების მინიმალისტურად მომხმარებელი, განახლებაც კი არ სჭირდება (მთელი პლიუსები და მინუსები აქაა)!
  8. Norton Antivirus, ანუ "Terra Incognita".
  9. NOD32, ერთი სიტყვით - მინიმალისტი :-)
საკმაოდ ბევრი გამომრჩა, მაგრამ მგონი ესეც საკმარისია ჩემი მდგომარეობის წარმოსადგენად და მცირე განხილვის დასაწერად :-)

საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დასვენების დღეები იდგა და დროც საკმარისი მქონდა; ასე რომ, დავჯექი მყარად და დავიწყე ინფორმაციის მოპოვების, საინსტალაციოს+გასაღების შოვნის და ტესტვის არც ისე სასიამოვნო პროცესი.

კარგი, ჯერ გვჭირდება განხილვები, ხომ უნდა ვიცოდეთ, დაახლოებით რომელი ანტივირი როგორ ეფარდება ერთმანეთს. ახლა რაც მახსენდება, PCMag, VB100% და AV-Comparatives ყველაზე მეტად დამეხმარა. დაახლოებით მივხვდი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსები, ასე თუ ისე, ლიდერობდნენ და პირადი სიმპათია-ანტიპათიის ჩამოყალიბება დავიწყე.

აღარ მოვყვები ქრონოლოგიის მიხედვით, პირდაპირ ჩამოვაყალიბებ პლიუს-მინუსებს საკუთარი შეხედულების მიხედვით.
  1. Kaspersky-ს საუკეთესო ავტორიტეტი და შედეგები აქვს ყველა ტესტსა თუ განხილვაში. პირადი შეხედულებით, საუკეთესო ინტერფეისი გააჩნია და უმარტივესია მოსახმარად. უძლიერესი იარაღია ნებისმიერი მომხმარებლის ხელში, ცოტა გარკვეულმა მომხმარებელმა კი შეიძლება უნივერსალურ დაცვად აქციოს, უბრალოდ ამ დროს კომფორტზე ლაპარაკი ზედმეტია. პირადი ანტიპათია ჩამომიყალიბდა პროაქტიული დაცვის გამო - ამ მოდულის ჩართვის შემდეგ ინტერფეისი იყინებოდა ნახევარ წუთში ერთხელ.
  2. BitDefender ტესტების და განხილვების მიხედვით ძალიან ძლიერი ანტივირუსია. ახალბედა მომხმარებლისთვის მისწრებაა, აკონტროლებს ყველაფერს, ინფორმაციის დარეზერვების და კომპის ოპტიმიზაციის ჩათვლით. მინუსებია კატასტროფულად ბევრი რესურსის მოხმარება და ყიდვის აუცილებლობა (მე ვერ გავტეხე). პირადად ჩემთვის ასევე დიდი მინუსია ის, რომ პროგრამა კომპის კონტროლში მერევა.
  3. ვერაფერს ვიტყვი, რატომღაც (არ მახსოვს, რატომ) დაქაჩვამდე გადავიფიქრე ინსტალირება :-)
  4. Panda - მშვენიერი არჩევანია, მე ვიტყოდი. ანტივირუსს განსაკუთრებით მარტივი და ლამაზი ინტერფეისი აქვს, უპრობლემოა მოხმარებაში. ამოვაინსტალირე სისტემური რესურსების ჭარბი მოხამრების გამო (Opera მეჭედებოდა ძალიან ხშირად)
  5. AVG-ს ყოველთვის ვაქებ ახალბედებთან მარტივზე უმარტივესი ინტერფეისის გამო. მოიხმარს ცოტა სისტემურ რესურსებს და კარგი შედეგი აქვს ტესტებში, მაგრამ ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებელზე დაბლაა.
  6. Avira-ს ყველაზე მაღალი შედეგი აქვს AV-Comparatives-ის მიერ ჩატარებულ ბოლო ტესტში. ნორმალური ინტერფეისი და საკმაოდ ჰუმანური რესურსების მოხმარება. გადავაყენე იმიტომ, რომ ვერ გავტეხე :-) ერთი აღსანიშნავი მინუსი - სკანირებისას საჭიროებს მუდმივ ჩარევას. ინფიცირებული ფაილის პოვნისას იყინება მთელი პროცესი და ელოდება, რას გადაუწყვეტს მომხამრებელი ამ ფაილს.
  7. ThreatFire სრულყოფილი ანტივირუსული გადაწყვეტა არცაა, რადგანაც საერთოდ არ იყენებს ანტივირუსულ ბაზებზე დაფუძნებულ სკანირების მეთოდებს; ამის ნაცვლად პროგრამა საკუთარ ევრისტიკულ "ალღოს" ენდობა და, შეიძლება ითქვას, არც ისე უსაფუძვლოდ. პოულობს ბევრ ვირუსს და სხვა პროდუქტებთან შედარებით განსაკუთრებით ეფექტურია ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ვირუსებთან მიმართებაში. პლიუსებია სისტემური რესურსების დაზოგვა და (ამ ფაქტორის გათვალისწინებით) საკმაოდ კარგი დაცვა. მინუსებად შეიLება ჩაითვალოს ბაზების და On-Demand სკანირების უქონლობა (უკანასკნელი ფუნქცია მისაწვდომია სრულ ვერსიაში, რომელიც ვერ ვიშოვე). მოკლედ, დიდი არაფერი სხვა ანტივირუსებთან შედარებით.
  8. რაც შეეხება NOD32-ს, მართლა მშვენიერი ანტივირუსია! თავი დავანებოთ ტესტებს და განხილვებს (ერთ აუგს ვერ იპოვით ამ ანტივირზე, ერთ-ერთი მოწინავეა), Full Scan-ისას კომპზე გაშვებულია VMware და Opera ერთ ანგარიშზე, ორი Word 2007 დოკუმენტი და ერთი Skype ვიდეო კონფერენცია ჩატით, შენელება თითქმის არ იგრძნობა! ბოლო ვერსიას (3.0.621.0 Business) მშვენიერ ინტერფეისთან ერთად განახლებული Firewall მოდულიც აქვს .. მოკლედ, ჩემგან ამ ანტივირზე ცუდს ვერ გაიგონებთ :-)
ანტივირები გავტესტე შემდეგი რიგითობით: ThreatFire 3.0 > ESET Smart Security 3.0.551.0 > KIS 7.0 > Avira AntiVir Premium Security Suite 7 > Panda IS 2008 > Panda Antivirus 2008 > ESET Smart Security v3.0.621 Business

კასპერსკიმ სადღაც სამნიშნა რაოდენობის ვირუსი იპოვა, Avira-მ (გაითვალისწინეთ - Kaspersky-ს შემდეგ) 69 ტროიანი და 2 ვირუსი, Panda IS-მა დაახლოებით 30-მდე ინფიცირებული ფაილი, Panda Antivirus-მა (ეს ყველაზე უცნაურია) 10-მდე ვირუსი, NOD32 ამწუთას მუშაობს Full Scan-ზე, ნახევარზეა მისული და უკვე 4 ინფიცირებული ფაილი აქვს ნაპოვნი.

დასკვნა: ჯერ ერთი, AntiVirs Suck!! (ასოციაცია ამ ვიდეოკლიპიდან :-)) მეორე, თუ გინდათ კარგი დაცვა კარგი ინტერფეისით და რესურსების ჰუმანურად მოხმარებით, მე ESET Smart Security-ს გირჩევთ.

P.S. დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რეცენზიებს და ანტივირების განხილვებს, მაგრამ რადგანაც პოტენციური VS თემაა, მოქმედებს განსაკუთრებული წესი. კერძოდ, ყოველი პოსტი, რომელშიც იქნება რომელიმე ანტივირის უაზრო ქება-დიდება სხვების დაკნინების ფონზე, წაიშლება და მისი ავტორი დაჯილდოვდება 50%-იანი გაფრთხილებით!


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Feb 4 2008, 06:19 PM
პოსტი #2





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




დავიწყეეეეე!
არ გამოვრნო ყველაზე მეტს კასპერაზე ვილაპარაკებ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

დავიყოთ "eset NOD 32"-ით, კომპი არ თუ ისე სუსტი (ჩემი არა ), გაშვებული NOD32 2.6 დაკრეკილი "საზიზღარი" nod 2.x fix-ით, პროგრამების გაშვებისას ნეტში სერფირების დროს არავითარი ბორძიკი +1, დალშე ვაგძელებ ტესტს ვიყებ პროგრამის ინსტალაციას (არაფერი განსაკუთრებული ისეთი პროგა რომლის ინსტალაციაზეც კასპრასაც არ გაუჭედია კერძოთ Layes Everest ) და რას ხედავას ჩემი თვალები სისტემა ეკიდება ყოველი ფაილის შექმნისას! შევიხედე დიპეჩერში და რა ვნახე nodkernel32.exe (მგონი ესე ქვია არა?) ასულია 96%-ზე lol, კარგი ვიფიქრე რომ იქმნება ფაილების ბაზა MD5-ის საფუძველზე და ნაცობ ფაილებს აღარ სკანავს და ის ჩუმი მუშაობა ამის დამსახურებაა. მარა როცა დისპეჩერში პროცესები ვანხე ვაი , საღაც 7-8 ტროანი, დავხედე დაინსტალეებულ პროგრამათა სიას და რას ვხდევ ბალაბლა screen saver და ეგეთი რაღაცეები, მოკლედ ამ სკრინ სეივერებს ვრჩერთი ანტი ვირი ვერ გაუძლებს მარა ჩუმათ თვალების პახური რაღა იყო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , სკანირების დროს სულ წამიხდა სთაბეჭდილება გახსნილი ფაილები გამოტოვა lol, ერთი რაც მომეწონა ეს იყო აპდეიტების სიხშირე მართლა კარგია 15 წუთში ერთხელ! მოკლედ რა იყო არ ვიცი მარა ამ ანტივირმა არ გაამართლა

"avira" კარგი რამეა! მარტო pagefile.sys ვერ გასკანა დანარჩენი დაბდღვნა, ბაზე მომწონს, სკანირების სისტემა domen-ის თქმის არ იყოს არ მომეწონა უბრალოდ ცოტა მოუხერხებელია, ვირუსის პოვნას არ ვგულისმობ რომ რჩება სკანირებას ლოგების კითხვა და ფანჯარა არ იკიტებოდა lol დანარჩენს ვერაფერს ვერ დავუწუნებ არც დაგრუზვა არც არაფერი უბრალოდ მარტო ამ ანტი ვირს ვერ ენდობი (რატომღაც NAV 2003-ი გამახსენდა)

"treatfire" კარგი გადაწყვეტილება ჭკვიანი "სიტემჩიკის" ხელში არავითარი ანტივირის ბაზები მარტო პროგრამების ქცევის ანალიზი, ჩემს სტილშია! მაგრად მომეწონა, თუმცა მინუსი ის იყო რომ მწირე კონფიგურების საშუალება ქონდა დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი მარა ორ პროატიულს რა გაუძლებს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

მოკლედ ფრეევარებეის მოყვარულებს ვურჩევ avira + treatfire + რამე კარგი ფაერვოლი, თუ ბანერების ხილვაც არ გინდათ მაშინ ერთი ანტი ბანერიც წაამატეთ და მიიღებთ კარგ დაცვას

"ikarus", ავტობუსი მოვიდა! ვაიმე ეს რა ვანხე არა ინტერფესს არ ვგულისმობ ინტერფეისი მომხიბვლელია, პირველი მინუსი .NET ტექნოლოგიაზე მუშაობა (ამ ტექნოლოგიას არ ვუარყობ მარა ანტი ვირს ეს არ ეკადრება), და რაც მთავარია ძალით ვაჭამე ვირები (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , ერთ გასკანვაზე იჭერდა მეორეზე ვერა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , თუ მთლიან პაკას სკანავდი ვერ იჭერდა ვირებს, ხოლო ცალჩალკე თუ გასკანავდი ტრეიდში ისეთ ამბავს ტექდა რომ ვაი lol, მარა ამ ოხერს მაგარი ბაზა აქვს ჩემ ყველა კრეკს უპოვნა ვირუსი, მოკლედ ვისაც კრეკები გიყვართ ჩაწერეთ და ნახავთ თქვენ კრეკებს რამდენი ნაგავი მოყვება (IMG:style_emoticons/default/wink.gif) , ხოლო GNU-ის ფანები მიიღებთ მუქთახორა უსაქმურს ტრეიდში (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , რომელსაც ლიცენზიის ფაილი უნდა lol

"Sophos" ეს ანტ ვირი ბოლომდე არც ჩამიწერია, ინსტალაციის დროს ჯერ სერვერის სერვისის ჩართვა, მერე კი Simpfli file sharing-ის გამორთვა მომთხოვა ასე რომ გამგები გაიგებს (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

"Norton" ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ ერთ ვიტყვი ამარიკაში მუშაობს 5-ზე აქვს კარგი ფაერვოლი მარა ანტი ვირების ბაზა ნაგავია როცა კრეკებს დაზდევ! და რესურსებსაც საკაიფოდ ათოხლავებს მოკლდე მტრები თუ გყავთ ჩაუწერეთ ეს!

"Kaspersky" ჩემი უსაყვარლესი ანტი ვირი! აქვს პროატიული დაცვა ანუ treatfire-ს ალტენრატივა უკვე მოყვება! თან კონფიგურებადი. თვითონ ფაილების სკანში მოყვება Heutrict ანალიზერი. აქვს საკმაოდ მარტივი და კონფიგურებადი ინტერფეისი და თვითOნაც საკმაოდ კონფიგურებადია. იყენებს iSvift და iData-ის ტექნოლოგიებს რის საშუაებიტაც შეუძლია ნებიემიერი გაშვებული ფაილის სკანვა. ინტერეაციულ რეჟმში პარანოიის დონეზე აკონტროლებს ყველაფერს რის გამოც ანტივირის კონფიგის დასრულების მერე საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ lol, ერთერთ თვალი აგითამშთდებათ და მინიმუმ ვინდის dll ფაილებიც სახელებს დაამუშამებთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , უკეთესი შედეგია kaspersky internet security-ის ჩაწერისას არანაირი ბანერი არანაირი ფიშინგი, არანაირი სპამი რომელის მოდლიც მთლიანად huestrict-ზეა დაფუძვნებული და თქვენთვის სასურველი წერილების მიხედვით სწავლობს რა მოგწონთ და რა არა , მარა ამის კონფიგის მერეც თვალები თ აგითამაშდათ არ გაგიკვირდეთ lol, ასევე მოყვება ჩაშენებული ბარაუმანდირი, რომელიც მაღალი დონისაა და დაცვის 5 ლეველი აქვს (5-ე ყველაფერს ბლოკავს ანუ ნეტს თიშავს), 4-ე მარტო იმას გაგასხნევინებთ რაც დართულ სიაშია, ხოლო 3-ე დართულ სიის დამზადებში მოგეხმარებათ (აქც ნევროზს აკიდებთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). მოკლედ თუ ბაზურ რეჟიმში მუშაობთ ამ ანტი ვირს აზრი ეკარგება და ჯობია მისი დონის სხვა პროდუქტები გამოიყენოთ panda Mcaffee და სხვა, ხოლო ინტერეცტივში საუკეთესოა IMO, ეხლა მინუსები დიდი პაკეტის გახსნის დროს შეიმჩნევა ბორძიკი ასევე ჩატვირთისას დაახლოებით 3-5 წუთი, და ყველაზე ცუდი ამბავი (IMG:style_emoticons/default/mad.gif) უძლიერესი ბირთვის და უძლიერესი ანალიტიკოსების მიუხედავად 6-ეს პოპულარობის შემდეგ სიგნატურეების დამზადება გაიშვიათდა აპდეიტებს იშვიათად ვიღებთ და სიგანტურებიც სულ ცოტათი ისვება (მახსოვს 5-ე ვერსია ერთ აპდეიტზე სიგნატურები მოდიაოდა დაახ. 100 (10 წუთის ინვერტალზე ვამბობ)), ეხლა კი აპდეიების დრო დაახ. 45 წუთამდე გაიწელა და სინატურების რაოდენობაც ასეთი შთამბეჭდავი არაა, არ ვიცი რა იქნებ ახალ ვერსიაში მარა ამ ვერსიას ეს ცუდი რამე აქვს (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

ეხლა რჩევა ვინ არა დააყენოს:
ვისაც freeware უყვარს დააყენოს avira +treatfire (თუ სისტამში კარგად ერკვევა)+ კარგი ფაერვოლი და ასევე რამე ბანერების მომშორებელი.
ვისაც ცალცალეკ ამეების აგროვება არ უნდა და კრეკებს დიდი სიამოვნებით იყენებს გამოიყენოს MCafee (ინტერნეტ დაცვა), Panda(ინტერნეტ დაცვა) ან KIS-ი და არა KAV-ი, ხოლო თუ ერთი-ორი დღე მოცლილია მაშIნ ინტერაქტიულ რეჟიმში დააყენოს KIS-ი და არა წინა ორი ალტერნატივა.

კრეკების მადევარებს ვურჩევ რამენაირად თავის ანტი ვირთან ართად გამოიყენოს ikarus-ი ამით კრეკების ვირუსბს უფრო მეტად შეებრძოლებIთ. რადგან ეს ავტობუსი ამ კრეკებს დაზდევს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

და საერთოდ გასკანეთ ყველა საეჭვო ფაილი აქ http://www.virustotal.comgi0rgius)

ყურადღება!
ყველა ზემოთ ნახსენებ ანვტირთან ერთად აუცილებლად დააყენეთ განახლებები, დახურეთ ვინდის ხვრელები და არ შეხვიდეთ არა სანდო რესურსებზე! ასევე აუცილებლად ჩაიწერეთ კარგი ფაერვოლი და თქვენი კომპის დაცვა მოიმატებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

domen
ციტატა
მოკლედ, ჩემგან ამ ანტივირზე ცუდს ვერ გაიგონებთ :-)

კიდე ჩვენ ვათ სუბიექტურები lol (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Feb 4 2008, 06:39 PM
პოსტი #3


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



otosaxel
ციტატა
არ გამოვრნო ყველაზე მეტს კასპერაზე ვილაპარაკებ

აფსუს, ერთხელ მაინც დაგეპოსტა განხილვა მტკიცებულებების გარეშე, ხელი მეფხანებოდა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

ციტატა
დავიყოთ "eset NOD 32"-ით, კომპი არ თუ ისე სუსტი (ჩემი არა ), გაშვებული NOD32 2.6 დაკრეკილი "საზიზღარი" nod 2.x fix-ით, პროგრამების გაშვებისას ნეტში სერფირების დროს არავითარი ბორძიკი +1, დალშე ვაგძელებ ტესტს ვიყებ პროგრამის ინსტალაციას (არაფერი განსაკუთრებული ისეთი პროგა რომლის ინსტალაციაზეც კასპრასაც არ გაუჭედია კერძოთ Layes Everest ) და რას ხედავას ჩემი თვალები სისტემა ეკიდება ყოველი ფაილის შექმნისას! შევიხედე დიპეჩერში და რა ვნახე nodkernel32.exe (მგონი ესე ქვია არა?) ასულია 96%-ზე lol, კარგი ვიფიქრე რომ იქმნება ფაილების ბაზა MD5-ის საფუძველზე და ნაცობ ფაილებს აღარ სკანავს და ის ჩუმი მუშაობა ამის დამსახურებაა. მარა როცა დისპეჩერში პროცესები ვანხე ვაი , საღაც 7-8 ტროანი, დავხედე დაინსტალეებულ პროგრამათა სიას და რას ვხდევ ბალაბლა screen saver და ეგეთი რაღაცეები, მოკლედ ამ სკრინ სეივერებს ვრჩერთი ანტი ვირი ვერ გაუძლებს მარა ჩუმათ თვალების პახური რაღა იყო , სკანირების დროს სულ წამიხდა სთაბეჭდილება გახსნილი ფაილები გამოტოვა lol, ერთი რაც მომეწონა ეს იყო აპდეიტების სიხშირე მართლა კარგია 15 წუთში ერთხელ! მოკლედ რა იყო არ ვიცი მარა ამ ანტივირმა არ გაამართლა

შე კაცო, 3.0-ია გამოსული უკვე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) თან ეს უბედური ფიქსი რაღა იყო, შენი საკუთარი ნებით გტედნენ ანტივირის პაჩს, რა ძნელი მისახვედრი ეგააა, რომ რასაც უნდა, იმას (Malware-ზე მაქვს ლაპარაკი) ჩაგიტენის ამ ფიქსის შემქმნელი შიგნით და თან ანტივირსაც შესაბამისად დაგიკონფიგებს?

აგერ მე გეუბნები, ჩემი ცოცხალი მაგალითით, რომ ბოლო ვერსიის კასპერათი გასუფთავებულ კომპზე 4-ვე ანტივირმა იპოვა ჯამში 100-ზე მეტი ინფიცირებული ფაილი, აქიდან 4 Smart Security-მ (ალბათ იმიტომ, რომ ეგ ბოლო გადავატარე). სცადე, იქნებ დაგაინტერესოს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

თუ რამე, სკაიპში ვარ :-)

კარგი, KIS-ზე არაფერს ვამბობ, ერთს წავამატებ მხოლოდ - ინტერაქტიული რეჟიმის პირველი დღეები და რესურსების ჭარბი მოხმარება სულ მალე დაგამსგავსებს "ცხელი წერტილიდან" ახალჩამოსულს.

ვინ-რა-დააყენოს რჩევაზე არ გედავები, კარგი არჩევანია, მაგრამ არ გეჩვენება, რომ ამდენი პროგრამის ცალ-ცალკე ყენება-კონფიგურირებაში კომფორტი (რისთვისაც შეიქმნა საერთოდ კომპიუტერი) გაქრა? :-) ნუ Panda IS, KIS, McAfee Total Protection და მისთანები პირდაპირ ყლაპავენ რამსაც და პროცესორის თავისუფალ რესურსებსაც ..

P.S. ეხლა შევამჩნიე ეს:
ციტატა
აქვს პროატიული დაცვა ანუ treatfire-ს ალტენრატივა უკვე მოყვება!

ვინმე შეცდომაში არ შევიდეს - ასეთი ტექნოლოგია მოყვება აბსოლუტურად ყველა ანტივირს, რომელსაც საერთოდ რამეზე აქვს პრეტენზია. მაგალითისთვის, Eset-ის პროდუქტებში მას ThreatSense-ს ეძახიან, Panda-ში TruePrevent-ს, Kaspersky-ში ცალკე მოდულადაა ჩაშენებული და Proactive Defence ჰქვია და ა.შ. სხვათა შორის, ESET-ის ევრისტიკული ანალიზი კასპერსკისას არ ჩამოუვარდება (წყარო - AV-Comparatives), Avira-ს შესაბამისი მოდული კი საერთოდ ყველას სჯობს თავის საქმეში ..


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gio_kiborg
პოსტი Feb 5 2008, 11:56 AM
პოსტი #4


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 407
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Georgia;Tbilisi
წევრი №: 219



ბევრი რომ არ ვილაპარაკო,მე ამ ბოლოს Norton- ზე გადავედი,მართალია რაღაც-რაღაცაები არ მომწონს- მაგალითად განახლებები ხელით უნდა უკეთო, სწრაფად ვერ გამორთავ როც არ გჭირდება(კეიგენების ასამუშავებლად) ასევე სკანირებაზე თუ არ დააკონფიგურირე ეგრევე Full Scan ზე გარბის,თუმცა დაცვა ნამდვილად კარგი აქვს არ ვიცი რამე ეჩვენება თუ არა მაგრემ რამდენჯერმე ამომიგდო შეტევა მოვიოგერიეო(ლოკალური ქსელიდან მგონი,რადგან IP 192.168.xxx.xxx. იყო
მოქნილობის მხრივ NOD ჯობია აშკარად(რესურსებზე აღარაფერს ვამბობ) ძალიან მომეწონა 3.0 ში ინტეგრირებული firewall-პრაქტიკულად ეგაა განსხვავება 2.7 თან,თორე ვირუსების ბაზები ერთი და იგივე აქვს,მაგრამ პრობლემაა რომ ხშირად საჭიროებს username და password ის შეცვლას(გავიტანჯე ჩინურ საიტებზე ძრომიალით.
დანარჩენთან შეხება მაინცდამაინც არ მქონია ამიტომ არაფერს დავწერ


--------------------
Let's force be with you....
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Feb 5 2008, 01:27 PM
პოსტი #5


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



gio_kiborg
უი, ნორტონის განხილვა გამომრჩენია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ეგეც მოვსინჯე და ..

ერთი - რესურსებს ეგეც მშვენივრად ჭამს, ორი - დაყენებისთანავე გათიშა ყველა ქსელი (მათ შორის ინტერნეტი), "უსაფრთხოებისთვის, ბატონოო" და სამი - არც ითიშება (ჰა-ჰა, მიუთითო, კომპის ჩართვისას არ ჩაირთოო და გადაიტვირთო). მასეთი უსაფრთხოება რომ მდომებოდა, საერთოდ გამოვრთავდი კომპიუტერს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

მოკლედ, ჩემი შეფასებით სადღაც McAfee-ს და BitDefender-ის კლასში გადის, ოდნავ ნაკლები დონის დაცვა აქვს, მაგრამ თავს ნაკლებად არ გაბეზრებს :-)

ციტატა
მოქნილობის მხრივ NOD ჯობია აშკარად(რესურსებზე აღარაფერს ვამბობ) ძალიან მომეწონა 3.0 ში ინტეგრირებული firewall-პრაქტიკულად ეგაა განსხვავება 2.7 თან,თორე ვირუსების ბაზები ერთი და იგივე აქვს,მაგრამ პრობლემაა რომ ხშირად საჭიროებს username და password ის შეცვლას(გავიტანჯე ჩინურ საიტებზე ძრომიალით.

2.7-ის შემდეგ ძრავიც გაუმჯობესდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) Username/Password-ს რაც შეეხება, http://nod321.com და ყველა პრობლემა მოხსნილია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ისე, თავიდან მეც გამიჭირდა დაკრეკვა, კარგა ხანს ვეძებე ვალიდური გასაღები.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Feb 6 2008, 01:13 PM
პოსტი #6





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




domen
ციტატა
ვინმე შეცდომაში არ შევიდეს - ასეთი ტექნოლოგია მოყვება აბსოლუტურად ყველა ანტივირს, რომელსაც საერთოდ რამეზე აქვს პრეტენზია. მაგალითისთვის, Eset-ის პროდუქტებში მას ThreatSense-ს ეძახიან, Panda-ში TruePrevent-ს, Kaspersky-ში ცალკე მოდულადაა ჩაშენებული და Proactive Defence ჰქვია და ა.შ. სხვათა შორის, ESET-ის ევრისტიკული ანალიზი კასპერსკისას არ ჩამოუვარდება (წყარო - AV-Comparatives), Avira-ს შესაბამისი მოდული კი საერთოდ ყველას სჯობს თავის საქმეში ..

კაცო ამას შეხედე:
(IMG:http://img341.imageshack.us/img341/116/kavforeverheustrictqm8.th.png)
ეს ის ჰოისტრიცტია რაც ავირას აქვს მართალია უფრო სუსტი (უფრო კი არა კარგად მარტო ბოლო ბუილდშია, ასე რომ ჯერ ცოტა უნიჭოა მარა მე-8-ში ყველაფერი გასწორდება, როგორც 7-ე-ში გამოსორდა რუტკიტების დეტექტირების სისტემა) მარა ამის სისუსტეს პოაცტივე ანაზღაურებს. სხვა პროდუქტებზე ვერ შეგედავები იმიტომ რომ Mcafee და Panda კარგა ხანია არ გამომიყენებია მაგრამ თავის დროზე ორივე მაგრად მომეწონა. mcafee მართვის მხრივ ყველაფერი მარტივ ზოლებად გამოისახბოდა და აპდეიტებიც კარგა მოდიოდა, არც ფაილებს ტოვებდა და რაღაცაც დაიჭირა, ხოლო რაც შეეხება პანდას ადრე მახსოვს მომეწონა მარა ვერ ვიხსენებ რის გამო, თუმცა virustotal-ზე რაღაცეები რომ გავსკანე ამ გიგანტებიდან ყველა მეტს პანდა იჭერდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ხო ნორტონი მეც არ მომწონს ჯერ ერთი შენ რაც თქვი ეგ ახურებს და მეორე ბაზები აქ უბანძესი არაამერიკელი კომპის მომხმარებლისთვის (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , ზომოთაც დავწერე ვის უნდა ჩაუწერო ნორონი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
რაც შეეხება ნოდოს 2.5 გამიტესტია ტრაილ ვერსია და იგივე გამოტოვებები ქონდა, ასევე იყო ძალიან მოუხერხებელი ვაღიარებ რომ მაღალი დონისაა მარა Mcafee, Panda-ს და kaspesky მერე არასრულყოფილად ჩანს თან კომპს ის 2.5-იც კარგად გრუზავდა (IMG:style_emoticons/default/wink.gif) , ეხ ვირტუალურზე თუ გადავაყენე ვინდიკი აუცილებლად გავტესტავ ახალ 3-ე ვერსიას და ჩემს შთაბეჭდილებებს აქ დავწერ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , იმედია 2.x-ის მერე მარტო ინტერფეისი არ გასწორდა (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gio_kiborg
პოსტი Feb 11 2008, 01:23 PM
პოსტი #7


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 407
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Georgia;Tbilisi
წევრი №: 219



domen
არ ვიცი შენ რომელი ვერსია ნახე ნორტონის,ჩემთან მშვენივრად დაყენდა,დაცვაც კარგი აქვს(ყოველ შემთხვევაში რაც ნოდმა ვერ იპოვა ფლეშზე მაგან იპოვა)ასევე მატყობინებს თუ რომელიმე პროგრამა აპირებს გასვლას ინტერნეტში და ა.შ,რაც შეეხება გამორთვას setting ებიდან ყველაფერი off ზე უნდა დააყენო (ან გარკვეული დროით,ან გადატვირთვამდე),ანუ მიჩვევა უნდა ინტერფეისს,თორემ უფრო მოქნილიცაა ვიდრე ნოდი


--------------------
Let's force be with you....
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Feb 11 2008, 01:59 PM
პოსტი #8


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ციტატა
მოქნილობის მხრივ NOD ჯობია აშკარად

ციტატა
მიჩვევა უნდა ინტერფეისს,თორემ უფრო მოქნილიცაა ვიდრე ნოდი

(IMG:style_emoticons/default/huh.gif)

ბოლო ვერსია ვნახე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არც ისე დიდი ხნის წინ.

ციტატა
ასევე მატყობინებს თუ რომელიმე პროგრამა აპირებს გასვლას ინტერნეტში

ეგ Firewall-ია, დიდი აზრი მანდ არ დევს, ნებისმიერი Internet Security პაკეტი აკეთებს იგივეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა
დაცვაც კარგი აქვს(ყოველ შემთხვევაში რაც ნოდმა ვერ იპოვა ფლეშზე მაგან იპოვა)

ეს ფრაზა ჩემი ტკივილია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ზემოთ ხომ ნახე, საერთოდ გავრცელებულია აზრი, რომ კასპერსკი საუკეთესოა, NOD32 რასაც ვერ პოულობს, ეგ პოულობს, მაგრამ

ციტატა
კასპერსკიმ სადღაც სამნიშნა რაოდენობის ვირუსი იპოვა, Avira-მ (გაითვალისწინეთ - Kaspersky-ს შემდეგ) 69 ტროიანი და 2 ვირუსი, Panda IS-მა დაახლოებით 30-მდე ინფიცირებული ფაილი, Panda Antivirus-მა (ეს ყველაზე უცნაურია) 10-მდე ვირუსი, NOD32 ამწუთას მუშაობს Full Scan-ზე, ნახევარზეა მისული და უკვე 4 ინფიცირებული ფაილი აქვს ნაპოვნი.


მოკლედ, უნვერსალი არ არსებობს, ზოგი ერთ ვირს პოულობს, ზოგი მეორეს, მთავარია, ჯამში რომელი მეტს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თან შეიძლება ევრისტიკული ანალიზის შედეგი იყო მაგ ვირუსის აღმოჩენა და სინამდვილეში არც არაფერი ხდებოდა ..


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Mar 4 2008, 07:59 PM
პოსტი #9


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



domen
ციტატა
კასპერსკიმ სადღაც სამნიშნა რაოდენობის ვირუსი იპოვა, Avira-მ (გაითვალისწინეთ - Kaspersky-ს შემდეგ) 69 ტროიანი და 2 ვირუსი, Panda IS-მა დაახლოებით 30-მდე ინფიცირებული ფაილი, Panda Antivirus-მა (ეს ყველაზე უცნაურია) 10-მდე ვირუსი, NOD32 ამწუთას მუშაობს Full Scan-ზე, ნახევარზეა მისული და უკვე 4 ინფიცირებული ფაილი აქვს ნაპოვნი.

ეგ ნიშნავს რომ ნოდმა 4 ინფიცირებული ფაილი იპოვა რომელიც კასპერსკიმ ვერ იპოვა, მაგრამ ერთი რამ გაურკვეველია:იმ კასპერსკის ნაპოვნი სამნიშნა რაოდენობის ვირუსებიდან იპოვიდა კი ყველას? ანუ ერთის გასკანულზე მეორის გადატარებით ვერ გაიგებ რომელი უფრო მეტი რაოდენობის ვირუსს იჭერს...
ამიტომ ანტივირუსის ტესტერებო ((IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) შეაგროვეთ რამე ვირუსების მოშნი ბაზა, შეინახეთ იმდენ ეგზემპლარად რამდენი ანტივირუსის გატესტვაც გინდათ და დალშე თქვენც იცით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , მგონი უფრო კონკრეტულ პასუხს მივიღებთ...


otosaxel
კასპერსკის 2 დიდი მინუსი რომლის გამოც უარს ამბობენ ამ ანტივირუსზე(ყოველშემთხვევაში მე ვთქვი უარი):
1.რესურსების შთანთქვა...
2.მუშა key-ს იშვიათობა...
ერთი ეგ მუშაობდა, black list-ისთვის Read Only ატრიბუტის მინიჭება მაგრამ ახლა მაგიც აღმოფხვრეს...

ისე დაცვისთვის რამდენიმე პროგრამის დაყენებას მგონი ჯობია ერთი დააყენო რომელსაც ყველაფერი ინტეგრირებული აქვს (KIS ან ESS, რაღაც მეტი არ მახსენდება) იმიტომ რომ ჯამში მაინც ბევრ რესურსს მოითხოვს, არადა სწორედ ამ პრობლემის გამო ვამბობთ უარს ერთ მთლიან პაკეტზე...

საბოლოო ჯამში ESS ყველაზე ნაკლებ პრეტენზიულია ყველა გაგებით, ამიტომაც მიყენია ახლა (აქ domen-ს სიამოვნების გრძნობა დაეუფლა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) )


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 5 2008, 05:40 PM
პოსტი #10


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



da_ta
ციტატა
შეაგროვეთ რამე ვირუსების მოშნი ბაზა, შეინახეთ იმდენ ეგზემპლარად რამდენი ანტივირუსის გატესტვაც გინდათ და დალშე თქვენც იცით

შე კაცო, მაგის მეტს კი არაფერს აკეთებენ ტესტურ ლაბორატორიებში (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) რაღა ჩვენ ვიწვალოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ - AV-Comparatives-ზე თებერვლის ტესტის შედეგები რელიზდება 10 მარტს, კარგა ხანია ველოდები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ციტატა
ისე დაცვისთვის რამდენიმე პროგრამის დაყენებას მგონი ჯობია ერთი დააყენო რომელსაც ყველაფერი ინტეგრირებული აქვს (KIS ან ESS, რაღაც მეტი არ მახსენდება) იმიტომ რომ ჯამში მაინც ბევრ რესურსს მოითხოვს, არადა სწორედ ამ პრობლემის გამო ვამბობთ უარს ერთ მთლიან პაკეტზე...

რამდენიც გინდა გაიხსენო, ყველაზე ნაკლები რესურსების მოხმარება ESS-ს მერე KIS-ს აქვს, მაგრამ ეგეც ბევრია, მე რომ მკითხო ..

ციტატა
საბოლოო ჯამში ESS ყველაზე ნაკლებ პრეტენზიულია ყველა გაგებით, ამიტომაც მიყენია ახლა (აქ domen-ს სიამოვნების გრძნობა დაეუფლა )

ერთი სული კი არა და კომპი გადარჩენილია! წინ, ახალი სექტანტ .. ტფუ, მომხმარებლების მოზიდვისკენ! (IMG:http://forum.ge/html/emoticons/sa.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
CHABA
პოსტი Mar 5 2008, 07:19 PM
პოსტი #11


ზარმაცი
****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 21



KIS! KIS! KIS! რათქმაუნდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რესურსი მგონი არცისე ბევრი მიაქ რო ნაკლად ჩაითვალოს და მგონი key ს შოვნაც არაა მაინცდამაინც უსაშველო (ნუ მეც ვწვალობ ხოლმე მარა ვარდი უეკლოდ ვის მოუკეფიაო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )


--------------------
ჩაბარუხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 14 2008, 05:56 PM
პოსტი #12


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Gi0rgius
არ მელოდებოდი? ](IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ესე იგი, შესწორებები:

ციტატა
3)ასევე გააჩნია თავისი ფაერვოლი,რომელიც ასე თუ ისე კარგად მუშაობს

ასე თუ ისე არა, საუკეთესოდ! :-) ყველაზე მეტად ეგ მომწონს მთელ პაკეტში.

ციტატა
1)ამ ანტივირუსის იუზერები და პაროლები ძალიან ხშირად იცვლება

გეთანხმები - ასე ორ-სამ დღეში ერთხელ, მაგრამ უუუმარტივესი საშოვნელია - nod321.com

ციტატა
2)ინსტალაციას დიდხანს უნდება ,განსაკუთრებით რაღაც დრაივერების დაყენებას

ეგ მინუსად როდის აქით ითვლება .. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა
3)მიუხედავად იმისა რომ ფაირფოქსი დამატებული მყავდა სანდო ზონაში მოულოდნელად იაჰუ,გუგლი და აოლი დაბლოკა ,ვერაფრით ვერ შევედი,ამავდროულად კომპინფოზე და ქართულ საიტებზეც შედიოდა,შევამოწმე ქსელი და გუგლი იპინგებოდა,20 წუთი ველოდე ყველანაირად,რა არ ვცადე და რომ არაფერი ეშველა,AVG და ავასტი დავაყენე ეხლა და იმათ ვტესტავ

შენი ბრალია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჩემთან რატომ არ მოსდის? (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

ციტატა
4)ეს ანტივირუსი ვერ არჩევს ერთმანეთისგან ტროანებს,ჰაკტულზებს და პოტენციურად შაშიშ პროგრამებს,მისთვის ყველა საეჭვო პროგრმა ვირუსია,ხოლო კასპერსკი კი ზუსტად აჩვენებს რა კატეგორიას მიეკუთვნება ის და შესაბამის ბმულსაც იძლევა

ისიც დაამატე, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ზუსტი ინფორმაცია შედგება ვებ-გვერდისგან, რომელზეც ბოდიშს გიხდიან, მალე დავამატებთ ამ malware-ზე ინფორმაციასო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) კასპერა საკმაო ხანს მეყენა და ერთის გარდა ყველა შემთხვევაში ასეთი ფანჯარა შემხვდა.

მით უმეტეს, რომ უბრალო მომხმარებელს არაფერში სჭირდება ასეთი ინფორმაცია, მისთვის მთავარია, რომ არსებობს ვირუსი და საჭიროა მისი განადგურება.

თანაც, თუ დააკვირდები, ყველა threat-ს აწერია თავისი ტიპი, რომელიც შეგიძლია virus radar-ზე (ან სადმე სხვაგან) მოძებნო.

ციტატა
5) პარამეტრების სირთულე:თავიდან გეგონება რომ პარამეტრები მხოლოდ რამოდენიმეა ,მაგრამ კარგად თუ ჩაძვრები,ოხრად პარამეტრები აქვს,რომელთა უმრავლსების აზრი და და დანიშნულება ვერგავიგე

მიჩვევის ამბავია.

ციტატა
6)მომხამრებელს უჩნდება საოცარი დაცულობის გრძნობა,რაც მის სიფხიზლეს ადუნებს

ლოლ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რა თქმა უნდა, თვალებჩასისხლიანებული და თმაგაწეწილი მომხმარებელი ჯობს, რომელიც ყველა ხმოვან შეტყობინებაზე ჭერს ურტყამს თავს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) სამაგიეროდ, მოდუნებული არ აქვს სიფხიზლე! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ხომ, წაშლას რაც შეეხება, მეც მქონდა ამასთან პრობლემები და ვფიქრობდი, რომ ძალიან ზედმეტად გათვალეს-მეთქი ახალბედებზე, მაგრამ ვიპოვე პარამეტრი, რომელიც უფლებას გაძლევს, შენით აირჩიო, რა მოხდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Mar 14 2008, 05:58 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 14 2008, 06:19 PM
პოსტი #13


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Gi0rgius
ESS-ზე გაქვს ნაცადი? ჯერ გამოცადე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თან ცოტა შერბილებული მოთხოვნებით მიუდექი - პირველი სრული პაკეტია კომპანიისთვის და ვიტყოდი, მშვენივრად შესრულებული!

ციტატა
ეგ არაა მთვარი ,მთვარია ის რომ ზუტს სპეციფიკაცია აძლევს ,თუ აწერია ნოტ ე ვირუს ესეიგი პოტენციურად საშიში პროგრმაა,ხიდა რადგან ვიცი რომ ეს პროგრამა მე თვითონ გადმოვწერე და ვიცი რას აკეთებს რისი შემეშინდება

მაგას ევრისტიკული ანალიზი ჰქვია და ყველა ნორმალური ანტივირი ეგრე აკეთებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

უაზროდ არ გეჩვენება დაყენებისას ერთჯერადად "გადასატან" ორ წუთზე დავა?

ციტატა
ეტყობა არ მოვეწონე

ეტყობა ვერ დააკონფიგე (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

ციტატა
მე კი მჭირდება ,რომ თვითონ გადავწყვიტო ღირს თუ არა წაშლა

ციტატა
ხომ, წაშლას რაც შეეხება, მეც მქონდა ამასთან პრობლემები და ვფიქრობდი, რომ ძალიან ზედმეტად გათვალეს-მეთქი ახალბედებზე, მაგრამ ვიპოვე პარამეტრი, რომელიც უფლებას გაძლევს, შენით აირჩიო, რა მოხდება



--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 16 2008, 06:25 PM
პოსტი #14


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Gi0rgius
ციტატა
პატარა ისტორიას გავიხსენებ ,ერთმა ჩემმა ნაცნობმა მასწავლა მეთოდი დაფლუდვისა ანუ ეგეთი რაღაცაა აგზავნი დაახლოებით 2000X75 ბიტან პინგს წამში ... ხო ხვდები რა საშინელებაა როუტერზე მიდის პაკეტები რომელსაც იგი ვეგარ ამუშავებს იჭედება და გადაიწვება ბოლოს
იმ ნაცნობმა მოინდომა ამ მეთოდის ჩემს კომზე გამოცდა(შერბილებული მოთხოვნებით,პაკეტები რაოდენობა ზემოთნახსენებ ციფრებთან შედარებით ნაკლები იყო) ხოდა რა მოხდა გეტყვი,მიუხდავად იმის არომ დაცვა გამორთული იყო მასთან ჩემი IP არც კი გაიპინგა,ეს მეთოდი კი ყველა სხვა პროგრამებზე ჭრის თვითონ ნორტონ ინტერნეტ სექიურითიც კი ვერ აკავებს ,მხოლოდ კასპერსკი,აი კიდევ ერთი მიზეზი

რას ნიშნავს მხოლოდ კასპერსკი აკავებს? ცოტა დეტალურად, თუ შეიძლება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Mar 16 2008, 06:36 PM
პოსტი #15


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Gi0rgius
მოგეხსენება მეც კასპერსკის ვიყენებ მაგრამ პინგს მხოლოდ კასპერსკი აკავებს რას ნიშნავს ვერ მეტყვი? როგორც მახსოვს კასპერსკი კომპზე ყენდება და არა როუტერზე, ასე რომ რაღაცეებს ურევ მგონია ან შენ ახლობელს შეეშალა IP (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
levani15
პოსტი Apr 5 2008, 05:56 PM
პოსტი #16


ახალბედა
*

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 9
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 465



მე nod32 მირჩევნია ყველას, საკმაოდ ბევრი ანტივირუსი გამოვცვალე სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდი. kaspersky მეყენა და მოკვდა რამის კომპიუტერი, avast-ი მეყენა და ვირუსების ბუდედ მიქცია კომპიუტერი, AVG გადავწერე მაგრამ არ დამიყენებია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ნუ მოკლედ ნოდი ყველაზე იდიალური ვარიანტია ალბათ ყველა დეტალის გათვალისწინებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Apr 15 2008, 09:57 PM
პოსტი #17


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



დიდი ხანია ეს თემა არავის გაუღვიძებია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მოგეხსენებათ ვეძებდი ვირუსების დიდ ბაზას და გიორგიუსის დახმარებით აღმოვაჩინე კიდეც, იყო ტორენტ ფაილი და გუშინ დილამდე ვიწერდი (უკვე ერთი კვირაა), ნუ გავარკვიეთ რომ ბაზა გვაქვს ამასობაში არქივი იყო 4.07GB და შიგნით იყო 66 713 ფაილი ანუ ვირუსი (ნუ როგორც მერე აღმოჩნდა რადგან კასპერსკიმ ამ ციფრზე მთელი 2-3000-ით მეტი იპოვა ეტყობა Explore-ი შეცდა? ამაზე მოგვიანებით) მოკლედ აგერ სურათი თუ როგორ გამოიყურება ექსპლორერის Properties-ის ფანჯარა იმ საქაღალდეზე რა თქმა უნდა(IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
(IMG:http://img508.imageshack.us/img508/2900/52227833kp2.jpg)
შემდეგ დავიწყე Kaspersky Internet Security 7.0.0.120-ით სკანირება (სკანირება მიმდინარეობდა რამოდენიმე საათი, ასევე წაშლა ნაპოვნი ვირუსების მიმდინარეობდა 3 საატი და რაღაც წუთები!) და მივიღე ასეთი შედეგი:
(IMG:http://img252.imageshack.us/img252/366/39821581mq9.jpg)
შემდეგ სკანირების შემდეგ ვცადე თვითონ საქაღალდეში ხელით შევხებოდი ყველა დარჩენილ ფაილს რომ იქნებ მოქმედებაზე მაინც ერეაგირა მაგრამ შედეგი 0 რაც იყო ის დარჩა, მოკლედ ქალბატონებო და ბატონებო წარმოგიდგენთ შედეგს (დარჩენილი ვირუსების):
(IMG:http://img252.imageshack.us/img252/995/91304738sv8.jpg)
მე თუ მკითხავთ მშვენიერი შედეგია 68 445 ვირუსიდან გადარჩა მხოლოდ 344 ფაილი, ასევე შემოგთავაზებთ Nod32 Smart Security-ს შედეგებს თუ მოვასწარი დღესვე თუ არადა ხვალ რადგან ისიც ზარმაცობს ნამეტანი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ხო რაც მთავარია არ გამომრჩეს ორივე შემთხვევაში გაკეთებულია ყველაზე ბოლო Update-ბი, და ორივე მათგანზე ჩართულია მაქსიმალურზე მაქსიმალური სკანირების მეთოდები ნუ ყველაფერი ჩართულია საერთოდ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Apr 16 2008, 04:23 AM
პოსტი #18


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Giena
ვაა ყოჩაღ შენ! კარგი რამე გამოვიდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ისე, იმ 344 ფაილში იქნებ არაა ვირუსები? შესაძლოა კასპერამ თვითონ ფაილები გაწმინდა წაშლის გარეშე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ფაილების რაოდენობაზე მეტი ვირუსი რომ იპოვა, მაგას მარტივი ახსნა აქვს, კასპერსკი წერს არა დავირუსებული ფაილების რაოდენობას, არამედ თვითონ ნაპოვნი ვირუსების რაოდენობას. შედეგად, თუ ერთ ფაილში 2 ან 3 ვირუსია, ჩაითვლება 3-ად და არა 1-ად.
კარგი იქნება, ეგ 344 ფაილი სხვა ანტივირებითაც გადაასკანირო, რომ დავრწმუნდეთ, მართლა სუფთები არიან.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Apr 16 2008, 08:46 AM
პოსტი #19


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Power_VANO
ხო იდეაში მართალი ხარ, მაგრამ რავი შესაძლებელია ერთ ფაილში ორი ვირუსი? ნუ რაც შეეხება იმას რომ ისინი დატოვა არამგონია გაეწმინდა რადგან მივეცი Delete All ანუ ყველაფერს შლიდა რაც კი რამე ვირუსს გავდა, გუშინ რაღაცეები გამეწელა ნოდთან მიმართებაში და დღეს თავიდან შევუდგები ოღონდ ღამე და ალბათ ხვალ იქნება შედეგები(IMG:style_emoticons/default/smile.gif) მერე ავირა-თიც ვცდი და კიდევ რომელი გაინტერესებთ აბა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Apr 16 2008, 08:50 AM
პოსტი #20


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Giena
ციტატა
ხო იდეაში მართალი ხარ, მაგრამ რავი შესაძლებელია ერთ ფაილში ორი ვირუსი?

ერთიც შეიძლება და 100-იც. "მიეცი ვირუსთ ფაილი, გაძღნენ და.... და ა.შ." (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

მაინც სცადე ის ფაილები ნოდითაც და სხვა ანტივირებითაც გასკანო, იქნება იმათ იპოვნონ რამე იმ ნარჩენებში. თუმცა შესაძლოა საერთოდ უვირუსო ფაილებიც იყვნენ რავიცი...


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post

10 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:05 PM