მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ინტერნეტით ფულის შოვნა, Google AdSense, Yahoo Publisher's Network და ა.შ
lasha_t
პოსტი May 27 2006, 10:51 AM
პოსტი #1


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 346
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 4



მემგონი ბევრს აინტერესებს ეს საკითხი . . .

მაგრამ პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი შრომის და წვალების გარეშე კაპიკსაც ვერ იშოვნით. დაივიწყეთ ის სისულელები რომ ვიღაცა დაგიქირავებთ თქვენ საიტებზე ირბენთ და ფულს იშოვნით.
აქ განვიხილავთ გაცილებით სერიოზულ და მძლავრ საშუალებებს ფულის საშოვნელად !



მე პირადად შემიძლია დავწერო მხოლოდ Google ADS სისტემის შესახებ, რადგან პირადი გამოცდილება საკმაოდ მაქვს და გარკვეული რაოდენობის თანხასაც ვშოულობ ყოველდღიურად . . .




Google ads ექაუნთის რეგისტრაცია
შევდივართ ამ მისამართზე: https://www.google.com/adsense და ვაჭერთ ღილაკს Click Here to Apply, გაიხსნება პირადი ინფორმაციის შესაყვანი გვერდი, სადაც არის შემდეგი შემდეგი შესავსები ველები:
Website Information
Website URL: ( აქ უნდა მიუთითოთ თქვენი ვებ გვერდის სრული მისამართი. მაგალითად: http://www.chemisaiti.com )
Website language: ( აქ უნდა მიუთითოთ თუ რომელ ენაზეა თქვენი საიტი. სამწუხაროდ გუგლს არ აქვს შეყვანილი ამ სიაში "ქართული ენა", ასე რომ თუ თქვენ გაქვთ ქართულენოვანი საიტი ექაუნთს ვერ შექმნით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ქართულ ენოვან საიტებზე აკრძალულია ამ რეკლამის დადება, უბრალოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო ინგლისურენოვანი საიტით და მერე სადაც გინდათ იქ დადებთ თქვენს რეკლამას. )
Contact Information
Account type: ( აქ უნდა მონიშნოთ თუ რა ტიპის ექაუნთს ქმნით. 2 ვარიანტია : 1.Individual ანუ თუ პირადად თქვენზე აფორმებთ და 2.Business ანუ იურიდიული ორგანიზაციებისათვის )
Country or territory: ( აქ მოუნიშნეთ ის ქვეყანა სადაც ცხოვრობთ )
Payee name: ( აქ უნდა ჩაუწეროთ პოტენციური ფულის ამღების სახელი და გვარი, ყურადღება მიაქციეთ იმას რომ პიროვნება რომლის სახელსაც აქ ჩაწერთ უნდა იყოს 18 წელს გადაცილებული )
Address line 1: ( აქ ჩაუწერე თქვენი ბინის ზუსტი მისამართი. მაგალითად თუ თქვენ ცხოვრობთ ფალიაშვილის ქუჩის 20 ნომერში, ბინა 4 ში, უნდა ჩაუწეროთ ასე: Paliashvili str#20, apt#4 )
Address line 2 (optional): ( აქ შეგიძლიათ ჩაუწეროთ თქვენი მეორე მისამართი, თუ გაქვთ რათქმაუნდა. ან შეგიძლიათ საერთოდ გამოტოვოთ ეს ველი )
City: ( აქ ჩაუწერეთ ის ქალაქი სადაც ცხოვრობთ )
State, province or region: ( თუ თქვენ საქართველოდან ხართ, ეს ველი შეგიძლიათ გამოტოვოთ და არ შეავსოთ )
Zip or postcode:( აქ უნდა ჩაუწეროთ თქვენი უბნის საფოსტო ინდექსი. თუ არ იცით დარეკეთ 09 ში და კითხეთ )
Phone: ( აქ უნდა ჩაუწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი. მაგალიტად თუ თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და თქვენი ნომერია 34-08-86 აქ უნდა ჩაუწეროთ ასე: +99532340886 )
Fax (optional)(IMG:style_emoticons/default/sad.gif) თუ გაქვთ ფაქსი ჩაუწერეთ, ხოლო ვისაც არ გაქვთ შეგიძLიათ ეს ველი არ შეავსოთ )
Email preference: ( აქ არაფერი არ შეცვალოთ და დატოვეთ ისე როგორც არის )
Product Selection
Product(s): ( აქ შეგიძლიათ მოუნიშნოთ რეკლამის ის სახეები, რომლებსაც შემდგომ გამოიყენებთ. დეფაულტად მონიშნულია ყველაფერი და თქვენც ჯობია ხელს ნუ ახლებთ და დატოვეთ ისე როგორც არის )
Policies
ამ განყოფილებაში უნდა მოუნიშნოთ ხუთივე პუნქტი, თორემ რეგისტრაციას ვერ გაივლით.
Login Information
Email address ( აქ უნდა ჩაუწეროთ თქვენი ფოსტის მისამართი )
Password:( ჩაუწერეთ პაროლი )
Re-enter password: ( ჩაუწერეთ პაროლი განმეორებით )

და დააჭირეთ ღილაკს : Submit Information

ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს ფოსტაში, სადაც დაგხვდებათ გუგლის წერილი. შეგიძლიათ წაიკითხოთ ის წერილი, მაგრამ შინაარსი როგორც ყოველთვის არის ასეთი:
"მადლობთ რომ გამოთქვით სურვილი Google ads პროგრამაში რეგისტრაციიისათვის. ჩვენ უახლოესი 2 დღის განმავლობაში გადავამოიწმებთ თქვენს ინფორმაციას და თუ ის ეთანხმება ჩვენს წესებს, თქვენი ექაუნთი შეიქმნება"

ამ წერილის მერე უნდა დაელოდოთ საპასუხო წერილს, თუ თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ მაშინ 1-2 დღეში მოგივათ თანხმობა და თქვენ უკვე შეგეძლებათ დაიწყოთ ფულის შოვნა. ხოლო თუ შევსებისას დაუშვით რაიმე შეცდომა, მაშინ მოგივათ შემდეგი შინაარსის წერილი:
"გმადლობთ რომ გამოთქვით სურვილი ჩვენს პროგრამაში რეგისტრაციისათვის, მაგრამ თქვენი პირადი ინფორმაცია ეწინააღმდეგება ჩვენს წესებს. გთხოვთ ცადოთ მოგვიანებით"



მართვის პანელში შესვლა
შევდივართ მისამართზე https://www.google.com/adsense და მარჯვენა ზედა კუთხეში არის 2 შესავსები ველი.
პირველში უნდა ჩაუწეროთ იმ ფოსტის მისამართი რომელითაც გაიარეთ რეგისტრაცია, მეორეში კი პაროლი.


რეკლამის კოდის მირება და ჩვენს საიტზე განთავსება
მართვის პანელში შესვლის შემდეგ გადავდივართ ჩანართზე: AdSense Setup , სადაც არის 3 ბმული:
1. AdSense for content
2. AdSense for search
3. Referrals
ეს არის რეკლამების ხვადასხვა ტიპი და ამაზე დიდხანს არ გავჩერდები. თუ თქვენ ფულის შოვნის "პრეტენზია" გაქვთ ამაში გარკვევა არ უნდა გაგიჭირდეთ. სასურველი რეკლამის ტიპის ამორჩევის და მისი კონფიგურაციის შემდეგ მიიღებთ JAVA Script კოდს ტექსტურ ფორმატში. შემდეგ საჭიროა ეს მირებული კოდი ჩავსვათ ჩვენ საიტზე და მორჩა. იწყება ფულის შოვნა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


ეს იყო ყველაზე საბაზისო ნაწილი ანუ ის თუ როგორ მოვიპოვოთ ფულის შოვნის დაწყების უფლება. მთავარი კი ამის მერე იწყება. არის ხალხი რომლებიც თვეში 30 000 $ - ს შოულობს და არის ხალხი ვინც 2$ ის შოვნასაც ვერ ახერხებს.
ოღონდ ამ ყველაფერზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ . . .



P.S. თუ დაგებადებათ რაიმე შეკითხვები ან შეგექმნებათ რაიმე პრობლემები დაპოსტეთ აქ და სიამოვნებით გიპასუხებთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- lasha_t   ინტერნეტით ფულის შოვნა   May 27 2006, 10:51 AM
- - Power_VANO   ესეც ჩემი სტატია ე...   Apr 6 2007, 09:09 AM
- - lasha_t   ქართული ნეტსითვის ...   Apr 6 2007, 01:40 PM
- - Power_VANO   lasha_t არც ადრე და არც ...   Apr 10 2007, 06:08 AM
- - alchemist   გუგლი რომ მაგის გა...   Apr 10 2007, 05:52 PM
- - Power_VANO   alchemist ძალიან ძნელი ს...   Apr 10 2007, 07:06 PM
- - NetDevil   proxy-ს ხვდება ხო დამპ...   Apr 10 2007, 11:07 PM
- - Power_VANO   NetDevil კი, ხვდება, თან უ...   Apr 11 2007, 06:06 AM
- - DriZ   საღოლ მაგარი თემაა...   Jul 3 2007, 12:44 AM
- - DriZ   როგორც უკვე ავღნიშ...   Jul 3 2007, 01:14 AM
- - Power_VANO   DriZ შეძლებით შეიძლე...   Jul 3 2007, 08:32 AM
- - DriZ   Power_VANOსპასიბა ამომწუ...   Jul 3 2007, 06:42 PM
- - ირკა   ის წიგნები არ იწერ...   Jul 3 2007, 06:51 PM
- - DriZ   http://bin.ge/?d=81A5732C აჰა ბინზ...   Jul 3 2007, 07:10 PM
- - Power_VANO   DriZ ჰო, იასნია ფულია ...   Jul 3 2007, 08:44 PM
- - DriZ   ადსენსზე ერთმა იუზ...   Sep 2 2007, 09:31 PM
- - domen   DriZ კი, ოღონდ საიტის ...   Sep 3 2007, 01:27 PM
- - DriZ   domen ერთ დღეში რამოდე...   Sep 3 2007, 07:07 PM
- - DriZ   ჩემთან ერთად ვისაც...   Sep 4 2007, 12:02 AM
- - DriZ   ანუ ერთ აიპს 9 კლიკ...   Sep 5 2007, 05:49 PM
- - Power_VANO   giorgius ციტატაკი როგორ ...   Sep 11 2007, 04:04 PM
- - gio_kiborg   მე უფრო მარტივი გზ...   Jan 26 2008, 07:36 AM
- - Power_VANO   gio_kiborg და რამდენს შოუ...   Jan 26 2008, 10:13 AM
- - gio_kiborg   Power_VANO რა გითხრა,რეგუ...   Jan 26 2008, 03:23 PM
- - vatex   აუ web-moneyზეც დაცერეტ ...   Mar 30 2008, 02:28 PM
- - Power_VANO   vatex კონკრეტულად რა გ...   Mar 30 2008, 03:45 PM
- - Zerocool   http://www.kim.ge/register.php?r=zero ქარ...   Apr 29 2008, 03:12 PM
- - AVSITKVA   1 კვირაა რაც გადავწ...   Sep 2 2008, 06:07 PM
- - AVSITKVA   http://07bux.net/?r=avsitkva ესეც კა...   Sep 4 2008, 05:28 PM
- - Remage   ციტატაპირველი ის რ...   Jun 29 2009, 08:06 PM
- - Giga1   lasha_t ყოჩაღ ! მართლა ...   Jun 29 2009, 08:15 PM
- - Remage   Giga1 ციტატაMay 27 2006, 02:51 PM ...   Jun 30 2009, 01:31 PM
- - Giga1   Remage ხო ვიცი (კილკებს...   Jun 30 2009, 01:34 PM
- - Remage   ციტატახო ვიცი (კილ...   Jun 30 2009, 05:27 PM
- - Giga1   Remage ციტატა(Remage @ 30th June...   Jun 30 2009, 07:39 PM
- - PITERSONA   სმსქისაზე რა აზრის...   Jul 3 2009, 12:54 PM
|- - Remage   ციტატა(PITERSONA @ Jul 3 2009, 04...   Jul 4 2009, 09:07 PM
- - Gioma   PITERSONA ციტატა(PITERSONA @ 3rd...   Jul 3 2009, 01:03 PM
|- - PITERSONA   ციტატა(Gioma @ Jul 3 2009, 01...   Jul 3 2009, 01:56 PM
- - Gioma   ციტატა(PITERSONA @ 3rd July 2009 ...   Jul 4 2009, 09:16 PM
|- - Remage   ციტატა(Gioma @ Jul 5 2009, 01...   Jul 5 2009, 08:26 AM
|- - PITERSONA   ციტატა(Remage @ Jul 5 2009, 09...   Jul 5 2009, 10:39 AM
- - giocoko   მე მაქვს BUX.to ზე accounti უ...   Jul 12 2009, 09:50 AM
- - Goka710   depacco.com-ზე დარეგისტრი...   Jul 24 2009, 08:39 AM
- - domen   Goka710 http://compinfo.ge/forum/index.php?showto...   Jul 27 2009, 08:45 AM
- - Bekward   ვინმეს გსმენიათ ამ...   Sep 29 2009, 03:19 PM
- - domen   Bekward აუ, გაიხარე!! ...   Sep 29 2009, 03:39 PM
- - Bekward   domen უი ეგაა?   Sep 29 2009, 03:47 PM
- - mixomai   აუ ვერცერთიდან ვერ...   Mar 25 2010, 02:38 PM
- - Power_VANO   mixomai აჰა ლინკი: http://www.wow...   Apr 7 2010, 08:55 PM
- - gigs   ინტერნეტში ფულის გ...   May 10 2010, 07:06 PM
- - transfor   გამარჯობათ.Xrumer-ს რო...   Dec 6 2010, 02:21 PM
- - Zevss   სუყველას მოგესალმ...   Apr 11 2011, 02:07 AM
- - david1990   გადამხდელი საიტებ...   May 21 2011, 11:57 AM
- - monitoring   საიტი, რმელიც დაგე...   May 4 2017, 07:54 PM
- - monitoring   ფულის ჩარიცხვის სკ...   May 16 2017, 05:51 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 08:11 PM