თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ჩვენი ინტერნეტ + ჰოსტ პროვაიდერები _ ჰოსტინგ პროვაიდერები

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 14 2010, 08:05 AM

კი გვაქვს დაახლოებით ასეთი თემა, მაგრამ უკვე ძალიან დაძველდა. ამიტომ ახალი გავხსნათ.

ჰოსტინგ პროვაიდერებზე დამატებითი ინფოსთვის მოინახულეთ ეს თემა: http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=761&st=0

თუ კიდევაა ჰოსტ პროვაიდერები, რომლებით თქვენი აზრით, ასე თუ ისე, პოპულარობით სარგებლობენ და იმსახურებენ გამოკითხვაში მოხვედრას, დაწერეთ და ჩავამატებ.


პირადად მე ხმა მივეცი სერვ.ჯი-ს. კომპინფოს ჰოსტინგით ახლა სერვ.ჯი უზრუნველყოფს და კმაყოფილები ვართ ფასითაც, ხარისხითაც და საპორტითაც. smile.gif


გამოცდილება მაქვს ასევე პროსერვისთან და კავკაზუსთან მუშაობაში. კავკაზუსს საერთოდ დიიიდი მინუსი ჩემგან, შეზღუდული ტრაფიკით აქვთ ჰოსტინგის პაკეტები და ამის შესახებ საიტზე არაფერი უწერიათ smile.gif ეს მოხდა მაშინ, როცა ochopintre.ge დავკიდეთ მანდ, მერე კი აღმოვაჩინეთ რომ თურმე დღე-დღეზე საიტი გაითიშება, იმიტომ რომ ტრაფიკი ამოიწურა თითქმის biggrin.gif

პროსერვისს რაც შეეხება, საპორტი კარგი აქვთ, სწრაფი და მეგობრული, მაგრამ თვითონ ჰოსტინგით მთლად კმაყოფილი არ ვარ. PHP Safe Mode-ი დეფოლტად ჩართული (cpanel-იდან არ ითიშება, საპორტს უნდა დაუკავშირდეთ), + პატარ-პატარა პრობლემები. overclockers.ge ამწუთას პროსერვისის სერვერებზეა განთავსებული.

პოსტის ავტორი: Giga1 Feb 14 2010, 09:28 AM

Power_VANO
Serv.Ge

პოსტის ავტორი: hostings.ge Apr 28 2010, 04:39 PM

მე მაგალითად myhost.ge -ის მივცემდი ხმას მაგრამ არ არის მითითებული smile.gif იქნებ დაამატოთ smile.gif და საერთოდ ეგ ძალიან მცირე ჩამონათვალია smile.gif სრული სია ქართული ჰოსტინგ პროვაიდერების შეგიძლიათ იხილოთ www.hostings.ge -ზე smile.gif