მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> უპროცედენტო პროექტი - ევროპული ინტერნეტი საქართველოში!, კავკასუს ონლაინი 50 მილიონი დოლარის ინვესტირებას ვარნა-ფოთის ოპტიკურ-ბ
domen
პოსტი Sep 23 2007, 11:23 AM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ციტატა
კაუკაზუს ონლაინი, ქართული ინტერნეტ ბაზრის ლიდერი კომპანია, უპროცედენტო ინევესტირებას ახორციელებს ქართული ინტერნეტის განვითარების საქმეში.

მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, კავკასუს ონლაინმა და კომპანიამ თყცო თელეცომმუნიცატიონს-მა, წამყვანმა ამერიკულმა კომპანიამ კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში, მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, Tyco Telecommunications იღებს ვალდებულებას ზუსტად ერთ წელიწადში შავ ზღვაში ფოთსა და ვარნას შორის დაამონტაჟოს წყალქვეშა ოპტიკური სისტემა, რომელიც გზას უხსნის “ევროპულ ინტერნეტს” საქართველოში. პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობა დასრულდება და სისტემა გაიმართება 2008 წლის სექტემბერში.
1400 კილომეტრიანი უნიკალური მახასიათებლების მქონე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გამტარობა 1,3 ტერაბიტი იქნება. კაბელი, რომელიც სპეციალური დამცავი საშუალებებით იქნება აღჭურვილი, აშშ-სა და ინგლისს შორის არსებული მთავარი ინტერნეტ მაგისტრალის გამტარობაზე მაღალი მოცულობითა და სიჩქარით გამოირჩევა და მესამე თაობის კომუნიკაციების მომსახურებასაც შეძლებს.

კაუკაზუს ონლაინში აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კომპანიას საშუალებას აძლევს არა მხოლოდ საქართველოს ყველა კუთხე, ქალაქი და რაიონები მოიცვას, არამედ ევროპული ინტერნეტი მთელს კავკასიასა და კასპიის ქვეყნებს მიაწოდოს. ინტერნეტის ქართველი მომხმარებელი მაღალი ხარისხის ევროპულ ინტერნეტ-მომსახურებას ევროპიდან ერთი წლის შემდეგ დასავლეთ ევროპიდან მიიღებს, რუსეთისა და თურქეთის გვერდის ავლით.

"კავკასუს ონლაინის" გენერალური დირექტორის მამია სანადირაძის განცხადებით, პროექტის განხორციელება ქართული ინტერნეტის განვითარების სრულიად ახალი ეპოქის დასაწყის ნიშნავს. "ქართველმა ინტერნეტ - მომხმარებელმა დაიმსახურა ჰქონდეს მაღალი სისწრაფის ხარისხიანი ინტერნეტი. აქამდე ჩვენ ვერ ვახერხებდით სრულყოფილად დაგვეკმაყოფილებინა ინტერნეტით დაინტერესებული პირები. ევროპული ინტერნეტი შეუზღუდავ შესაძლებლობებს გვაძლევს", - აღნიშნა მამია სანადირაძემ.


ამის მერე მაინც გვეშველოს იქნებ...

წავიდა ეს მთავარ საიტზე სიახლეებში.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Sep 23 2007, 01:41 PM
პოსტი #2





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




domen
ციტატა
ამის მერე მაინც გვეშველოს იქნებ...

ეჰ ცოტა ხანი გვეშველება მერე კი ისევ დაიწყება თავიდან (IMG:style_emoticons/default/sad.gif) .
ბოლო კი ის იქნება რომ ტრაფიკს გაყიდიან ჩვენ კი ისევ ისევე საცოდავ 300 კბ სანატრელი გაგვიხდება, მარა ცოტა ხანი ხო გვეშველება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Sep 23 2007, 03:40 PM
პოსტი #3


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



კარგი რამეა, მაგრამ იმედია არ გააძვირებენ(IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 10:05 PM