თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ქართული პროგრამები + გაქართულება _ ქართული letitbit.net

პოსტის ავტორი: Giena Apr 24 2010, 02:01 AM

ეს რა ნახა ჩემმა საწყალმა თვალებმა, ვიცი მეტყვით სამამულო Funpics-ებში უნდა დაგეწერაო, მაგრამ "გთხოვთ შეიცადოთ, მეც მათქმევინოთ ორიოდ სიტყვა" © ჰამლეტი.

უბრალოდ შედით http://letitbit.net-ზე და დააჭირეთ საქართველოს ეროვნულ დროშას, პირველი გეტყვით, რომ დაინახავთ აი ამას:

დაუძახეთ biggrin.gif და ყველაზე სასაცილო ამაში რა არის იცით? გადმოთარგმნილია რუსულიდან და Кликните-ს ნაცვლად ეტყობა წაიკითხეს Кричитеbiggrin.gif (ნუ, "დატვირთეთ თქვენი ფაილი" რას ნიშნავს ვერ გეტყვით biggrin.gif )

ეხლა კიდევ ერთი საოცრება, თავიდან საიტი რომ გავხსენი და საქართველოს დროშა დავინახე გამიხარდა იზრუნა ვინცხამთქვა, რომ ვნახე და ინგლისურად ეწერა ქართული სიტყვები (რა ეწერა ის უკვე მეორე ხარისხოვანია) მეთქი რამე ფონტი უნდა განსაკუთრებულითქო, გავხსენი სორსი და ვნახე აი ეს:

პროგრამული კოდი

1dauZaxeT "Обзор" da amoirCieT faili

2daeTanxmeT Cvens " wesebs "

3 dauZaxeT "upload" da miiReT Tqveni failebi

letitbit.net Ees srulebiT ufaso internet xostingia. gadatvirTeT da gacvaleT tqveni failebi sruliad ufasod. Cven ar vzRudavT siCqares, zomas da failebis Senaxvis vadas. Ffailebis gacvlis procesi arasdros ar yofila aseTi advili </p

ანუ ტექსტი თავიდანვე ინგლისურად იყო, უფრო სწორად ინგლისური ასოებით ქართულად.

ეხლა რატომ გავხსენი ეს თემა აქ: იმიტომ რომ ეს უნდა გამოვასწოროთ აუცილებლად! ამის "მთარგმნელი" კი ლინჩის წესით უნდა გავასამართლოთ ქვეყნის მასხრად აგდებისათვის!

მ.მ. ახლა ვნახე ინგლისური ვერსია, მანდ არის "დაუძახეში" (ვაიმე biggrin.gif biggrin.gif ) Click ეტყობა რუსული Кликните-ს ნაცვლად Кричите, რომ წაიკითხეს თვალებს არ დაუჯერეს, შემდეგ ინგლისურში გადაამოწმეს და Click რომ ეწერა წაიკითხეს როგორც რუსულად Крик, შესაბამისად გაიფიქრეს რა გაწეყობაო და დაარქვეს დაუძახე biggrin.gif biggrin.gif (თქვი, სექსი, სექსი...)

კ.მ.მ. მივწერე letitbit-ის მხარდაჭერას, რუსულად იმედია გაიგებენ, თუ არადა მერე ინგლისურადაც მივწერ (წერაში რუსულში უფრო "მაგარი ვარ" biggrin.gif )...

პოსტის ავტორი: Giga1 Apr 24 2010, 08:51 AM

ციტატა(Giena @ 24th April 2010 - 02:01 AM) *
ლინჩის წესით უნდა გავასამართლოთ ქვეყნის მასხრად აგდებისათვის!

+1 laugh.gif
ატვირთვის შემდეგ რა ხედი იხსნება ნახეთ biggrin.gif

"საიდუმლო" მითითება biggrin.gif

პოსტის ავტორი: NetDevil Apr 24 2010, 10:42 AM

Giena
გადმოწერისას რო ელოედები იმას არ დააკვირდი?

"daelodeT 40 wamebi" biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giena Apr 24 2010, 10:47 AM

NetDevil
არა მარტო მთავარი გვერდი ვნახე და სხვა გვერდები, ატვირთვის და გადმოწერის გარეშე, დანარჩენის შემოწმებაზე ნერვები არ მეყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Apr 24 2010, 10:58 AM

მოედანზე biggrin.gif laugh.gif

ჰო,რაც მთავარია,დასახელება აქვს საიტს მაგარი რა laugh.gif Let It Bit

პოსტის ავტორი: otosaxel Apr 24 2010, 12:46 PM

Giena

ციტატა(Giena @ 24th April 2010 - 06:01 AM) *
ამის "მთარგმნელი" კი ლინჩის წესით უნდა გავასამართლოთ ქვეყნის მასხრად აგდებისათვის!

cool.gif cool.gif cool.gif

იმედია გამოსწორება შესაძლებელი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Apr 24 2010, 12:48 PM

otosaxel
მივწერე და ვნახოთ, რომ მიპასუხებენ მივადგები.

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Apr 28 2010, 12:41 PM

ხო, მეც ვნახე მაგ ამბავი...
ვის მოუვიდა აზრათ ასეთი "გონივრული" თარგმნა მიკვირს ძაან....
ან ტექსტი, ან ფონტი, მართლა დასახვრეტია მაგის მთარგმნელი რა...

პოსტის ავტორი: otosaxel Apr 28 2010, 12:48 PM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 28th April 2010 - 04:41 PM) *
ხო, მეც ვნახე მაგ ამბავი...
ვის მოუვიდა აზრათ ასეთი "გონივრული" თარგმნა მიკვირს ძაან....
ან ტექსტი, ან ფონტი, მართლა დასახვრეტია მაგის მთარგმნელი რა...

თან სია თავისივე ხელით უნდა შედგენენო biggrin.gif, ვინც ეგრე თარმგმნა სულყველასი biggrin.gif