კომპიუტერს ვრთავ გამოსახულება არ გამოდის, დამეხმარეთ... რჩევა მომეცით |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
კომპიუტერს ვრთავ გამოსახულება არ გამოდის, დამეხმარეთ... რჩევა მომეცით |
Apr 26 2009, 10:11 AM
პოსტი
#1
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 10 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.595 |
უკვე ერთი კვირაა პრობლემა მაქვს... რაც შემდეგში გამოიხატება.
ყოველ დღე რომ ვრთავ კომპს კეისი ირთვება მაგრამ გამოსახულება (ბიოსის ინფორმაციაც) არ იტვირთება, მონიტორი თითქოს დასვენების რეჟიმშია. რესტარტის ან გათიშვა ჩართვის შემდეგ მუშაობს მთელი დღე გამართულად... რომ გავთიშო ერთი ორი საათით პრობლემა არაა ჩაირთვება. იყო შემთხვევა რომ სისტემა ჩაიტვირთა გამოსახულების არ ქონის მიუხედავად, ხმა და კლავიატურა მუშაობდნენ რადგან ალტF4-ით დავარესტარტე და გავთიშე.(მასეთი დარესტარტების მერე მაინც არ გამოჩნდა) მაზერია P5P800 ეხლა რაც მოვიმოქმედე ამ კვირის მანძილზე. 1) კეისი გავწმინდე მთლიანად მტვრისგან, ჰარდები ამოვიღე სათითაოდ და დავაბრუნე ადგილზე. კონტაქტები შევამოწმე... 2) ანტი ვირუსი შევცვალე ახლით (მეყენა ავირა/ნოდ და დავაყენე კასპერსკი) ვირუსი არ ამოუგდია. 3) ოპერატიულები დავტესტე MemTest 3.7 და Memtest86+ არცერთს შეცდომის ერორი არ მოუცია. 4) მონიტორი მუშაობს სხვა კეისთან... 5) ჩემ კეისში სხვა ვიდეო კარტა ჩავდე და არ ჩაირთო ერთხელ... (ე.ი. ვიდეო კარტის ბრალი არ უნდა იყოს) 6) ჩემმა კეისმა სხვა მონიტორთან იგივე გააკეთა... არ ჩაირთო (ე.ი კეისშია პრობლემა) 7) ვინდოუზი გადავაყენე ახლიდან... (დავაფორმატე მარტო ც-დისკი) 8) ბიოსის ელემენტი შევცვალე ახლით და ჯამფერით ჩამოვყარე დეფაულტზე. სხვა რა გავაკეთო არ ვიცი... |
|
|
Apr 27 2009, 07:54 AM
პოსტი
#2
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 10 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.595 |
კონფიგურაციასაც თუ ჩამოწერ რომ შევაფასოთ რეალურად რამდენად სამყოფია ეგ კვება შენი კომპისთვის, მთლად კარგი იქნება თვითონ კომპი რაღაც სასწაული არ არის რომ ვერ გაქაჩოს მაგ კვებამ თუ საღ ჭკუაზეა. რაზგონზე არ ვამუშავებ რადგან გაგრილება არ მიწყობს ხელს... 3 წლის მანძილზე კვებასთან პრობლემა არ მქონია... ერთი ისაა საერთოდ ზაფხულობით მაგარი ცხელდება კვებაც და მთლიანად კეისი ამიტომ სულ გახსნილი მაქვს. მიუხედავად მაგისა კონდესატორები დაბერილები არაა.LGA775 P4 2.66/1M/533 თავის დროზე კვება ქულერ მასტერის მინდოდა მაგრამ 24+4 pin-ზე მაშინ მარტო ეგ იყო და შემრჩა მასე.Asus p5p800 RAMDIMM 4x256mb 1GB HDD WD 80GB sata video FX5500 256mb DVD Combo ASUS IDE KME PH500 24+4 pin როგორც წინა დღეს მირჩიეთ ვინჩესტერი და დისკავოდი გავთიშე კვებიდან მხოლოდ,იდე და სატა შლეიფები შეერთებული იყო. გამოსახულება არ გამოსულა, გამოვიდა ჩამრთველი ღილაკის ხელმეორედ დაჭერის მერე (რესტარტი არ მიმიცია). იდეაში ესეთი რაღაც მაქვს, მაზერზე რომ გადავაადგილო რესეტის>პაუერის შნურები და ჩამრთველი გახდეს რესეტის ღილაკი... შეიძლება? (კი მითხრეს რომ ღილაკში არ იქნება პრობლემაო, დენს საერთოდ ვერ მიაწვდიდაო მაგრამ...) |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th April 2024 - 06:41 AM |