მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> MacOS Leopard - რას ფიქრობთ ამ ოპერაციულ სისტემაზე?, Apple - ის პროდუქტი
sio777
პოსტი Feb 20 2008, 12:50 PM
პოსტი #1


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 45
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1.761



მოგესალმებით ყველას,

გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი გამცდილება MacOS Leopard 10[img] ოპერაციული სისტემის მიმართ, ვისაუბროთ მის მახასიათებლებზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე
[color=#660000].
(IMG:http://farm3.static.flickr.com/2210/1800048371_9f65e0925f.jpg)


--------------------
მოიქეცი ისე, როგორც გინდა რომ სხვები მოგექცნენ შენ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
sio777
პოსტი Feb 20 2008, 12:58 PM
პოსტი #2


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 45
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1.761



ჰო, მართალია.... მერე ვნახე... ალბათ წაშლის ადმინისტრატორი ამ თემას.

გმადლობთ რჩევისთვის


--------------------
მოიქეცი ისე, როგორც გინდა რომ სხვები მოგექცნენ შენ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Feb 20 2008, 01:23 PM
პოსტი #3


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



sio777
+10% უნდა მოგცე, დაარღვიე შეკითხვის დასმის წესები.

რაც შეეხება Mac OS-ს, ჩვენს ფორუმზე მასზე არავინ მუშაობს, ძირითადაც Windows და ალაგ-ალაგ Linux (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მაგრამ გამიტესტავს, მომისმენია ძალიან ბევრი აზრი და წამიკითხავს განხილვები, ასე რომ, შემიძლია რაღაც დონეზე გიპასუხო. გაითვალისწინე (შენც და ყველამ, ვინც ქვედა აბზაცებს წაიკითხავს), ინფორმაცია დაყრდნობილია მხოლოდ სუბიექტურ მოსაზრებებზე.

Mac OS კომპანია Apple-ის პროდუქტია (როგორც უკვე აღნიშნე) და გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ამავე კომპანიის მიერ გამოშვებულ კომპებზე, რომელთა არქიტექტურაც განსხვავდება ჩვეულებრივი PC-სგან (ესაა მიზეზი იმისა, რომ Mac OS-ის PC-ზე პირდაპირ დაინსტალირება არ შეიძლება) და ასეთ კომპებს Mac (სრულად - Apple Mac) ეწოდებათ.

ასე რომ, Mac OS, თუ არა დახაკულ-გაუბედურებული ვარიანტი, ბუნებაში ცალკე არ არსებობს, ის მოჰყვება Mac-ებს და სრულფასოვნად ინსტალირდება მხოლოდ მათზე. გამომდინარე Mac ტიპის კომპიუტერების კონფიგურაციის სიმწირისა (რომ დაითვალო, სულ 10 კონფიგურაციამდე იქნება), ოპერაციული სისტემა მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ სერტიფიცირებულ რკინეულზე და, აქიდან გამომდინარე, ძალიან სტაბილურია. OS აწყობილია Unix-ის ბირთვზე და უფრო მეტი საერთო ლინუქსთან აქვს, ვიდრე ვინდოუსთან.

Mac OS ასევე ცნობილია, როგორც ყველაზე მარტივი პროდუქტი მოხმარებისას. მაგალითისთვის მოვიყვან პროგრამის ინსტალაციის პროცესს - უბრალოდ "გადავათრევთ" საინსტალაციო პაკეტს მაკურ Program Files-ში (მას Applications ჰქვია) და პროგრამა მზადაა გამოსაყენებლად (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ცალკეულ შემთხვევებში შეგხვდება ინსტალერიც, მაგრამ მათი გამოყენება ადვილზე ადვილია - Next > Next > Finish ...

ასევე, Mac OS-ს არ სჭირდება არანაირი ანტივირუსი (თუმცა მაინც გვაქვს ერთი-ორი პროგრამული ეგზემპლარი, თუ არ ვცდები), რადგანაც, მისი ართუ ისე დიდი გავრცელების გამო კრაკერებს არ უღირთ მისთვის ვირუსების შექმნა. ჩიტი ბრდღვნად არ ღირსო, რომ იტყვიან :-)

მოკლედ, საბოლოო ჯამში სრული ბედნიერებაა - გვაქვს მარტივი, სტაბილური, დაცული, ლამაზი და მოსახერხებელი OS, მეტი რაღა უნდა იყოს საჭირო კომპ. მომხმარებლისთვის?

ვაღიარებ, კითხვა სპეციალურად დავსვი :-) საქმე ისაა, რომ Mac OS ჯერ კიდევ არაა ფართოდ გავრცელებული, მისთვის პროგრამული უზრუნველყოფა ჯერ კიდევ არ იწერება იმდენად სწრაფად, რამდენადაც ვინდოუსისთვის. ის დგება მხოლოდ რამდენიმე კომპზე, უდიდესი მინუსი - მისთვის თითქმის არ იწერება თამაშები და ... ძვირი სიამოვნებაა :-)

მართალია, ნებისმიერ მაკისტი შემედავება ამაში - დღეისთვის Mac, თავისი Mac OS-ით, სულ ოდნავ ძვირი ღირს, ვიდრე PC ტიპის კომპი დეზ დაყენებული ოფიციალური Windows-ით, მაგრამ ეს უცხოეთში. ჩვენებური ფასების გასაგებად შეგიძლია შეხვიდე http://www.hamaki.ge -ზე და ნახო, რომ სულ ცოტა, ორჯერ ძვირი მაინც ჯდება კომპი.

საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ:

პლიუსები:

სისტემა სტაბილურია, დაცული, მოხერხებული, მარტივი და ლამაზი.

მინუსები:

არ იშოვება თამაშები, არ არის პროგრამული უზრუნველყოფის მრავალფეროვნება, ხშირ შემთხვევაში არათავსებადია Windows-თან და ძვირია (ეს ბოლო თვითონ OS-ის ბრალი ნალკებადაა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მას აზარალებს :-)).


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 07:53 PM