თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ SE ანუ SonyEricsson _ Games for SE

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 18 2007, 11:10 AM

Games for SE

1) Starcraft Mobile

IPB-ს სურათი

http://depositfiles.com/files/1229009
http://depositfiles.com/files/1229028
http://depositfiles.com/files/1229042


2) http://downloads.wow-info.net/se/games/Java%20Games%20For%20SonyEricsson.rar.

პოსტის ავტორი: Sh@ko Aug 14 2007, 12:05 PM

სიმპსონების დიდ ეკრანზე გამოსვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნამდვილად არ შემიმოწმებია მითითებულ ბმულებზე არის თუ არა თამაში სიმპსონებზე, მაგრამ ჩავთვალოთ რომ ასევე კარგი იქნება, რომ http://biokot.myweb.ge/files/simpsons/The_Simpsons_Minutes_2_Meltdown.jar ეს მართლაც სასაცილო თამაში. ორი ვერსიაა, .jar და .jad ფორმატებში:

http://biokot.myweb.ge/files/simpsons/The_Simpsons_Minutes_2_Meltdown.jar
http://biokot.myweb.ge/files/simpsons/The_Simpsons_Minutes_2_Meltdown.jad

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


თავიდან მანქანა უნდა იპოვოთ სად გიყენიათ, მერე აღმოაჩენთ, რომ გასაღები არა გაქვთ. მერჯი გეტყვით, რომ ბავში თამაშობდა, ბავშვი საწოვარას მოტანას გთხოვთ, საწოვარას რომ იპოვით - გოჭი გაიტაცებს... smile.gif მერე იმ გოჭს უნდა სდიოთ და ოთახში გამოამწყდიოთ. ოთახი საკმაოდ დიდია, ამიტომ ეშმაკობას უნა მიმართოთ და გოჭს კაი გვარიანი ჭიტლაყი ჩააზილოთ biggrin.gif რწყილი და ჭიანჭველასავითაა, რა!

პოსტის ავტორი: domen Aug 14 2007, 03:43 PM

რახან თემამ გაიღვიძა, ერთ თამაშს მეც შემოგთავაზებთ smile.gif

შეეგებეთ, 2006 წლის საუკეთესო თამაში - Galaxy On Fire !

შეფასებისთვის გეტყვით, რომ შოვში, დაახლოებით 5 დღის განმავლობაში, ეს თამაში ვითამაშე 20 საათი(თვითონ თვლის)!

მწარმოებელი: FishLabs( http://fishlabs.net )
გამოშვების წელი: 2005
პლატფორმა: მობილური
ჟანრი: კოსმოსური ბრძოლების სიმულატორი
GameSpot-ის შეფასება: 9.5(!)

თამაში ყველა კომპონენტში შესანიშნავია(მობილის პირობაზე smile.gif). ერთადერთ მინუსად აუდიო უზრუნველყოფის პრაქტიკული უქონლობა შეიძლება ჩაითვალოს, თუმცაღა ეს ნაკლებად იგრძნობა.

თამაში მომავალში მიმდინარეობს. ამ დროს სამყარო გაყოფილია ორ ნაწილად - ტერანები(ადამიანები) და ვოსკები("ჩუდი ბიჯიები"), თუმცა რასების რაოდენობა 10-მდეა. თამაშის მთავარი მოქმედი პირი ადამიანი პილოტი კეიტ მაქსველია. სიუჟეტით აუცილებელი 13 მისიის შესრულების და ძვირფასი ადამიანის(ყველა თამაშის აუცილებელი პირობა smile.gif) დაკარგვის შემდეგ უფლება გეძლევათ იხეტიალოთ უკიდეგანო სამყაროში პლანეტიდან პლანეტაზე, ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულოთ სხვადასხვაგვარი მისიები, იყიდოთ და გაყიდოთ ხომალდები და აღჭურვილობა, მიემხროთ ორი მთავარი დაჯგუფებიდან რომელიმეს(ეს თითოეულისთვიოს შესრულებული მისიების რაოდენობით ფასდება) . მე ვთქვი "უკიდეგანო სამყარო", მაგრამ ეს "ხატოვანი გამოთქმა" არ გეგონოთ! თამაშის სამყაროს საზღვრები პრაქტიკულად არ აქვს - 500 პლანეტა, თითოზე საშუალოდ 3-4 მისიით ცოტა ნამდვილად არ არის - 20 საათის თამაშის მერე გალაქტიკის მხოლოდ მეოთხედზე ცოტა მეტი მქონდა დაფარული. ეს კი მობილისთვის ცოტა სულაც არაა.

თამაშში 20-მდე სახეობის ხომალდი და კიდევ უფრო მეტი იარაღი შეგხვდებათ. ასევე გასათვალისწინებელია "პოლიტიკური ორიენტაციის" საკითხი - ვოსკებს აშკარად უფრო კარგი შეიარაღება აქვთ, ვიდრე ტერანებს, ასე რომ, გირჩევნიათ მათაც დაუმეგობრდეთ smile.gif ასევე გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი - მტრულად განწყობილი მხარე მის პლანეტაზე გავლისას მოქრთამვას საჭიროებს..

ესეც სკრინშოტები:


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი



http://downloads.wow-info.net/se/games/Galaxy_On_Fire.jar

პოსტის ავტორი: Chacha Jul 17 2009, 09:07 PM

მოდით რა ბევრი არ ვიწვალოთ და გავამარტივოთ საქმე - www.onlinejavagames.blogspot.com იდება უახლესი ჯავა თამაშები არა მარტო SE-თვის,2-3 დღეში ერთხელ მაინც და რაც მთავარია უფასოა და ამდენ თამაშს ერთად ვერც ერთ საიტზე ნახავთ