რა ქნეს ეს?, იმედი მინიმუმ, უნდა დაიხუროს! |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
რა ქნეს ეს?, იმედი მინიმუმ, უნდა დაიხუროს! |
Mar 13 2010, 09:03 PM
პოსტი
#1
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 |
მოგესალმებით!
არ ვიცი რა ვთქვა ან როგორ ვთქვა, არც ის ვიცი რატომ ვამბობ, რადგან დარწმუნებული ვარ ვინც უყურა იმას რაც იმედზე ხდებოდა იგივე მდგომარეობაშია როგორშიც მე... მე ერთი რამ ვიცია ახლა, იმ ჟურნალისტებს ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა და გააკეთა, უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები, ასევე იმედს თავად უნდა ჩამოერთვას მაუწყებლობის ლიცენზია, მის უფროსს (გიორგი არველაძეს) უნდა ჩამოერთვას საქართველოში ცხოვრების უფლებაც კი, გარდა სხვა უფლებებისა და/თუ ლიცენზიებისა! დღეს რაც გადავიტანე, აგვისტოში არ გადამიტანია, როცა ვიცოდი, რომ ნამდვილად ხდებოდა ყველაფერი! ამ ფარსის შედეგად გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, სამი სასწრაფო მანქანა დგას ეხლაც ჩემს ეზოში და ცდილობენ ორი მეზობლის გადარჩენას, რომლებსაც ერთს ინფაქტი ხოლო მეორეს ინსულტი დაემართა ... ხვალ 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე არის სამოქალაქო პროტესტი (პოლიტიკას ნუ შეხედავთ!), რავი, არ მოგიწოდებთ არავის, უბრალოდ გეტყვით, რომ არის პროტესტი, გსურთ წამოდით, არ გსურთ თქვენი ნებაა ... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
Mar 15 2010, 05:56 PM
პოსტი
#2
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 |
plastic
მაინც იგივეს იმეორებ: ხალხის უმეტესობამ შეცდომით მიღებული ინფორმაციის გამო (ახლობლის ზარი, მეზობლის შემოვარდნა და ა.შ) გვიან ჩართო ტელევიზორი, სადაც ის დედააფეთქებული ჟურნალისტი საცოდავი სახით იძახოდა, რომ მიშა მოკლულია და მტრის ჯარი 2 მიმართულებიდან გვიტევსო.. მერე კი ობამას და სხვების განცხადებები აჩვენეს, ასევე პრესსპიკერის დაბუნდული კადრები... მოკლედ არც მწვანე ფოთლები, მოკლე მაიკები და სხვა "მიმანიშნებელი" ინფოები არ უნახავთ...+ რადიო იმედზეც იგივე გადიოდა..... მერე გაგებული ამბით დაზაფრულებმა სხვებს გადაურეკეს და ა.შ აგორდა პანიკა.... ციტატა სასაცილოა ის, რომ ტელევიზორს იმხელა გავლენა აქვს ქვეყანაზე, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასულმა სიუჟეტმა ამხელა ამბავი გამოიწვია და კინაღამ მართლა ომი დაიწყო. შენ წარმოიდგინე, მთელს მსოფლიოში თუნდაც "მაღალგანვითარებულ" ქვეყნებშიც მსგავსი ეფექტი აქვს ტელევიზიას: გაიხსენე რა აჟიოტაჟი იყო 2008 წლის აგვისტოში CNN-ზე გასული რეპორტაჟის მერე: რუსები ჯორჯიაშ დაესხნენ თავსო: ბევრ ამერიკელს ეგონა, რომ ახალი მსოფლიო ომი დაიწყო... თუმცა რამდენად წარმოუდგენელია ერთ დღეში ასეთი რამ ალბათ ახსნაც არ უნდა... -------------------- |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th April 2024 - 05:12 PM |