პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 5 2007, 06:34 PM
TechMode (NetMonitor)
TechMode არის სონიერიქსონის მობილურ ტელეფონებში ჩაშენებული ინჟინრული პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება მობილური ოპერატორისა და მისი ქსელის შესახებ. შეძლებთ გაიგოთ რა სიხშირეზე მუშაობს თქვენი მობილური ტელეფონი, რა მანძილზე იმყოფებით საბაზო სადგურიდან, როგორია სიგნალის მიღების ხარისხი და ა.შ.
TechMode-ს ჩართვა:
*585*0000# + Send
ან
*585*0000 + Call
თუ თქვენს მობილურში TechMode-ს ჩართვის კოდის სტანდარტულად მუშაობს, ეკრანზე დაიწერება TechMode Started. TechMode-ს პოვნა შესაძლებელია Activity Menu-ში ან Menu => Settings => Connectivity => Mobile Networks => TechMode.
TechMode-ში სამი ჩანართია, GSM Channel, GSM AMR და GSM GPRS. ჩანართებში გადასვლა ხდება > (ჯოისტიკის მარჯვნივ გადაადგილებით) ღილაკით.
დავიწყოთ კოდების განმარტება:
-------------------------
GSM Channel
-------------------------
A BBB CC -DD EEEEF GG
HHHH I JJJ K LL MM
NNN OO PP QQQ RR SSSS
TTT -TT UUU -UU VVV -VV
WWW -WW XXX -XX ZZZ -ZZ
ლოდინის რეჟიმში ჩანს მხოლოდ გამუქებული კოდები. დანარჩენები ჩანს საუბრის ან ინფორმაციის გადაცემის რეჟიმში.
A - მიმდინარე სერვისის ტიპი:
- B - BCCH - Broadcast Control CHannel - ლოდინის რეჟიმი
- S - SDCCH - Standalone Dedicated Control CHannel - გამოიყენება რეგისრაციისთვის, ავტორიზაციისთვის და სტატუსის განახლებისთვის.
- F - Frequency Hopping - TDMA ფრეიმები გადაეცემა სხვადასხვა სიხშირით.
- T - TCH - Transfer CHannel - საუბრის/ინფორმაციის გადაცემის რეჟიმი.
BBB - მიმდინარე არხის ნომერი:
- 001...124 - GSM 900 (124 არხიანი დიაპაზონი)
- 512-885 - DCS 1800 (374 არხიანი დიაპაზონი)
- 974...1xxxx - EGSM 1900
- 9999 - სიგნალი არ არის.
CC - მიმდინარე არხის ნომერი საბაზო სადგურზე
-DD - სიგნალის სიმძლავრე (RxLevel): -40dBm...-117dBm.
-40dBm ყველაზე ძლიერი სიგნალია.
EEEE - Cell ID
F - Cell Sector Number
GG - DTX
HHHH - სხვა არხის ნომერი (?)
I - ტაიმსლოტის ნომერი: 0...7
ერთი არხი რვიდან, რომელიც გამოიყენება TDMA ტრაფიკის გადასაცემად.
0 ნომრიან არხზე გადაეცემა სამართავი ინფორმაცია: BCCH, SDCCH და ა.შ. დანარჩენი არხები გამოიყენება ტრაფიკისთვის.
JJJ - გადამცემის სიმძლავრე, დიაპაზონი 0...34 dBm
K - Bit Error Rate - შეცდომების რაოდენობა, 0-დან 7-ის ჩათვლით.
0 - შეცდომები არ არსებობს. 5-ზე მეტის შემთხვევაში ხშირად იკარგება მოსაუბრის ხმა.
RxQual ცხრილი
0---BER < 0.2 (%)
1---0.2 < BER < 0.4
2---0,4 < BER < 0.8
3---0.8 < BER < 1.6
4---1.6 < BER < 3.2
5---3.2 < BER < 6.4
6---6.4 < BER < 12.8 (ამ დროს პაკეტების ნახევარი იკარგება)
7---12.8 < BER
LL - Timing Advance. დიაპაზონი - 0...63.
ამ პარამეტრის საშუალებით შეიძლება საბაზო სადგურამდე მანძილის გამოთვლა შემდეგი ფორმულით:
L=1.11 x TA/2, სადაც L არის მანძილი საბაზო სადგურამდე, TA - Timing Advance.
GSM სტანდარტში მაქსიმალური დაშორება სადგურიდან 35.2 კმ-ია, შესაბამისად 1 ერთეული მიახლოებით უდრის 550 მეტრს.
Timing Advance: 0; 1; 2; 3; 4; 5...63
მანძილი სადგურამდე: <550 მ; 550-1100 მ; 1100-1650 მ; 1650-2200 მ; 2200-2750 მ; 2750-3300 მ ... 35.2 კმ.
MM - No Info. დიაპაზონი - 0...31 (შესაძლოა დაკარგული პაკეტების რაოდენობას აღნიშნავდეს)
NNN - საუბრისას გამოყენებული კოდეკი:
- HR - Half Rate
- FR - Full Rate
- EFR - Enhanced Full Rate
OO - No Info. დიაპაზონი - 0...95 (შესაძლოა იყოს RxQual)
PP - No Info. დიაპაზონი - 0...83
QQQ - Network Country Code (NCC)
RR - ოპერატორის კოდი (MNC)
საქართველოს შემთხვევაში:
01 - ჯეოსელი
02 - მაგთი
04 - ბილაინი
SSSS - Local Area Code (LAC)
TTT -TT UUU -UU VVV -VV
WWW -WW XXX -XX ZZZ -ZZალტერნატიული არხების ნომრები და სიგნალის სიმძლავრე (RxL)
--------------------
GSM AMR--------------------
--- --- --- D ---- U ----
-- YYY ZZZ - -
პირველი სამი ხაზი იგივეა, რაც GSM Channel-ში. ბოლო ორი კი განსხვავებულია.
YYY - C1 (კორექცია 1)
ZZZ - C2 (კორექცია 2)
რაც ნაკლებია განსხვავება C1-სა და C2-ს შორის, მით უკეთესია. იდეალურ შემთვევაში C1=C2.
ასევე შესაძლებელია, რომ C1=C2=RxLevel