თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ფორუმის შესახებ _ გვესაჭიროება მოდერატორი

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 11 2010, 01:03 PM

მგონი სატაურით და გამოკითხვით ყველაფერს მიხვდებოდით....
როგორც იცით, ერთ ერთმა ჩვენმა მოდერმა domen-მა დაგვტოვა გარკვეული დროით,
შესაბამისად, ფორუმზე დაგვრჩა ერთადერთი მოქმედი მოდერი- Power_VANO,
მართალია, ის ჯერჯერობით ყველაფერს მშვენივრად უძღვება, თუმცა, ყველანი ადამიანები ვართ: ერთ ადამიანს, შეიძლება ისე აეწყოს სიტუაცია, რომ ვერ მოახერხოს ყველაფრის გაკონტროლება...
ამიტომ მიმაჩნია მას სჭირდება დამხმარე domen-ის დაბრუნებამდე ფორუმის (ყოველ შემთხვევაში ზოგ განყოფილბის) მართვის ამბავში,
პირველ რიგში თვითონ ვანოს აზრია რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი და გადამწყვეტი, მაგრამ მგონი ჩვენი აზრის ცოდნა არც მისთვის იქნებოდა ცუდი

მოკლედ, გთავაზობთ სავარაუდო მოდერობის კანდიდატურას:
ჯერ, სანამ დავასახელებდე, მაინც ვიტყვი, ჩემი აზრით რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1. უნდა იყოს იმ საკითხებში ღრმად გარკვეული, რომელთა შესაბამის განყოფილებებსაც მოდერობ
2. უნდა იყოს ტაქტიანი და შეეძლოს გარკვეული და დასაბუთებული პასუხის გაცემა როგორც თავის მოქმედებებზე, ასევე სხვების შეკითხვებზე (ნუ ეს პირველშიც იგულისხმება)
3. უნდა ქონდეს საამისო ენთუზიაზმი
და:
4. ერთ-ერთი მთავარი: უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ სულ მცირე დღეში 15-20 წუთით მაინც შემოიხედოს ფორუმზე

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ (სავარაუდო) კანდიდატად: http://compinfo.ge/forum/index.php?showuser=3255-ს

მგონი, ყველა დამეთანხმებით, ზემოთჩამოთვლილ პირობებს სრულიად პასუხობს....

მოკლედ, მაინტერესებს ყველას აზრი ამ საკითხზე

პოსტის ავტორი: achiko Jan 11 2010, 01:06 PM

მეც otosaxel-ს დავასახელებ.

პოსტის ავტორი: Giena Jan 11 2010, 01:10 PM

gi0_kiborg
მშვენიერი კანდიდატურაა, მე ორივე ხელით, ორივე ფეხით და 21 თითით ვეთანხმები biggrin.gif მაგრამ რა საკვირველია ბოლო სიტყვა ვანოზეა, მართალი გითხრა და რამოდენიმე დღეა რაც ფორუმზე გამოვჩნდი ისევ და არ ვიცი საერთოდ რა ხდება smile.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 11 2010, 01:37 PM

დაე იყოს! smile.gif მაგრამ ვანოც არ შემოდის, მგონი biggrin.gif ნუ, ეს დრო არ გვყოფნის რაა... sad.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 11 2010, 02:26 PM

gi0_kiborg
ჩემი აზრით ოთო ყველაზე შესაფერისი კანდიდატურაა მაგ საქმისათვის

ციტატა(gi0_kiborg @ 11th January 2010 - 01:03 PM) *
1. უნდა იყოს იმ საკითხებში ღრმად გარკვეული, რომელთა შესაბამის განყოფილებებსაც მოდერობ

ნუ მემგონი ეს ოთოს არ ეშლება smile.gif
ციტატა(gi0_kiborg @ 11th January 2010 - 01:03 PM) *
2. უნდა იყოს ტაქტიანი და შეეძლოს გარკვეული და დასაბუთებული პასუხის გაცემა როგორც თავის მოქმედებებზე, ასევე სხვების შეკითხვებზე (ნუ ეს პირველშიც იგულისხმება)

მე არ მინახავს შემთხვევა,რომელიმე წევრს დაესვავს კითხვა და ოთოს დამაკმაყოფილებელი პასუხი არ გაეცეს.საკუთარი გამოცდილებიდანაც ვამბობ რა თქმა უნდა

ციტატა(gi0_kiborg @ 11th January 2010 - 01:03 PM) *
3. უნდა ქონდეს საამისო ენთუზიაზმი
და:
4. ერთ-ერთი მთავარი: უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ სულ მცირე დღეში 15-20 წუთით მაინც შემოიხედოს ფორუმზე

მთლად 15-20 წუთი მაგ საქმეს არ ეყოფა მაგრამ,როგორც მე ვიცი ჩვენი მომავალი მოდერი ( ოთო tongue.gif ) დროის დეფიციტს არ განიცდის და დღეში ერთ საათს მაინც გამონახავს რომ ამ ფორუმს მიხედოს... წარმატებები ოთოს smile.gif

ნუ,გიო ვფიქრობდი შენც დამესახელებინე,მაგრამ რაკი სურვილს არ გამოთქვამ ესე იგი მაინცდამაინც მოდერობის სურვილი არ გაქვს.საწყენად არ მიიღოთ ვინმემ,მაგრამ ოთო მგონი ყველაზე შესაფერისი კანდიდატია wink.gif ალბათ დამეთანხმებით

პოსტის ავტორი: CHABA Jan 11 2010, 02:33 PM

gi0_kiborg
გეთანხმები, ოთოს დიდ პატივს ვცემ, ფორუმისთვის კაის მეტს არაფერს გააკეთებს. რათქმაუნდა თუ თითონაც თანახმაა smile.gif


პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 11 2010, 02:37 PM

ციტატა(CHABA @ Jan 11 2010, 05:33 PM) *
gi0_kiborg
გეთანხმები, ოთოს დიდ პატივს ვცემ, ფორუმისთვის კაის მეტს არაფერს გააკეთებს. რათქმაუნდა თუ თითონაც თანახმაა smile.gif

ხო, ისე, ეგ არსად მიხსენებია, რა თქმა უნდა თვითონაც თუ თანახმა იქნება....

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 11 2010, 02:39 PM

gi0_kiborg
უკაცრავად და თუ გადაწყდა ოთოს მოდერობა, ჯაჯას თანხმობაცაა საჭირო ?

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 11 2010, 03:28 PM

plastic
ეგრე რომ იძახი,ჯერ იკითხე იქნებ მოდერის ამპულაში სხვანაირად მოიქცეს.მოდერობა რათქმაუნდა დიდი პასუხისმგებლობაა და ამას "ლაითად" არ მოეკიდება არცერთი წევრი.

ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 03:18 PM) *
ამის გარდა, აზრის გამართულად გადმოცემა უჭირს (ან ეზარება ხოლმე). ხანდახან ისე პოსტავს, მგონია რომ სხვა ვერავინ ვერ იგებს, რის თქმა უნდა ამ პოსტით.

მაგაში კატეგორიულად არ გეთანხმები.კომპინფოს წევრების პრობლემების 50% ოთოს გადაწყვეტილია.შემიძლია უამრავი მაგალითი მოგიყვანო.გადახედე თუნდაც ჩემს ძველ პოსტებს და ნახე ვინ მეხმარებოდა ყველაზე მეტად.ამაში კიდევ ბევრი დამეთანხმება smile.gif შვიდმა კაცმა გამოთქვა აზრი ოთოს მოდერობის შესახებ და ყველა დადებითი იყო.ერთი შენ ხარ წინააღმდეგი.გასაგებია ფორუმისთვის კარგის გაკეთება გინდა,მაგრამ მივცეთ შანსი და ვნახოთ როგორი მოდერი იქნება.
ციტატა
ჩემიდან ისევ +1 წარდგენილ კანდიდატურას


მოდით ოთოს აზრს დაველოდოთ,ამდენს რომ ვმსჯელობთ იქნებ თვითონაა წინააღმდეგი

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 11 2010, 03:32 PM

plastic
მოდი შენი კანდიდატი დაასახელე.ვის თვლი მოდერობის ღირსად?

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 11 2010, 04:12 PM

plastic

ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 03:42 PM) *
მოდერის ამპულა არ ვიცი მეც (ამპლუა ქვია მაგას). და სანამ წევრია ეპატიება და მოდერი რო გახდება - აღარ? ცუდი მიდგომაა, არ მიყვარს შემთხვევები, როცა სტატუსი ცვლის წევრებს და მათი პოსტების ხასიათს და მეტნაკლებად, შინაარსსაც

სტატუსი კი არ ცვლის,არამედ პასუხისმგებლობა.და უფრო სერიოზულად მოეკიდება თქო...
ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 03:42 PM) *
მეც ჩემს აზრს ვაფიქსირებ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეზარება ხოლმე პოსტვა, თავს მოვერიე ამ შემთხვევაში და ვთქვი ის, რასაც მართლა ვფიქრობ. და რაც, როგორც შენ თქვი, ფორუმისთვის იქნება უკეთესი. შანსის მიცემას რაც შეეხება, რა გითხრა, რით გაგახარო... არასწორად მიუდექით საკითხს. გიომ დაპოსტა საკუთარი კანდიდატურა და დანარჩენებმა უბრალოდ ხელი აწიეთ და ოთოს მეტი კანდიდატურა არც კი განიხილება საერთოდ ამ თემაში. კონკურენცია აუცილებელი ხოლმე, ასეთ შემთხვევებში. უბრალოდ, ეს რამე სწორ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს, რა საკვირველია.

სხვას არავის გამოუტქვამს მოდერობის სურვილი და იმიტომ არ განიხილება ოთოს მეტი კანდიდატი.კნკურენცია აუცილებელი თუა წარმოადგინე შენი კანდიდატურა და "შევაჯიბროთ" biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 11 2010, 04:18 PM

მოკლედ ყველა დიდი მადლობ მხარდაჭერისთვის, ახლა კი ჩემი აზრი:


თუ მოდერია საჭირო და მე კარგ კანდიდატურად მიგაჩნივართ, დაე იყოს ასე და ვაფასებ და ყვალს დიდი მადლობა, რომ ჩემი კანდიდატურა წამოაყენეთ smile.gif


ახლა რაც შეეხება თვითOნ მოდერის დამატება არ დამატების საკითხს, მგონი რომ ჯერ-ჯერობით ფორუმზე არ არის ისეთი სუტუცია რომ ბოტს დაეპოსტოს ან რამე კონფლიქტური სიტუაცია მომხდარიყოს და არ დაწყანარებულიყოს, ან დიდად გაოფებულის და ეს პოსტები არ წაშლილიყოს. ჩემი აზრით ვანო ჯერ-ჯერობით მარტო ართმევს თავს და თუ დამხმარე გახდება საჭირო, კიდევ ერთხელ ვაცხადებ მზად ვარ მოდერობის კანდიდატურაზე წარვდგე და ეს ჩემთვის დიდი პატივია wink.gif

მოკლედ თუ მოდერი საჭიროა მზად ვარ და თავს თუ ვერ გავართმევ გადადექი არ უნდა დაგჭირდეთ, ორი მოდერი წავიდა ლამაზად და ამ ტრადიციას არ დავარღვევ რამე ცუდად თუ წავიდა wink.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 11 2010, 05:37 PM

აჰა,ოთოს აზრიც დაფიქსირდა,და გამარჯვებული კანდიდატი ვინ უნდა "აკურთხოს" მოდერად? laugh.gif რა თქმა უნდა თუ ის პიროვნებაც თანახმაა,ვინც ამას გადაწყვეტს...
არ გეგონოთ მე ერთ პიროვნებას ვუჭერდე მარტო მხარს,მე უბრალოდ მინდა რომ ახალი მოდერი აიყვანონ,და წესიერად "იმოდეროს" ამ წევრმა,ოთო იქნება ეს თუ სხვა.

plastic
შენ არ გინდა მოდერობისათვის ბრძოლაში ჩაება? :?
ან შენ ვის დაასახელებდი დააკონკრეტე...

ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 03:29 PM) *
P.S domen-ის არყოფნის პერიოდში გვჭირდება თუ არა დროებით კიდევ ერთი მოდერი

გვჭირდება.

თუ გვჭირდება,ვის დაასახელებ ?

პოსტის ავტორი: NetDevil Jan 11 2010, 06:02 PM

გლობალ მოდერობა კაია მარა biggrin.gif მე ვფიქრობ განყოფილებების მიხედვით იქნება უფრო სწორე მოდერების დანიშვნა, ყველა რაღაც წვლილს შეიტანს რომ თავის განყოფილება ასე თუ ისე განავითაროს და ეს ფორუმს ძალიან წაადგება. სიახლე და აქტიურობა გვჭირდება

პოსტის ავტორი: domen Jan 11 2010, 09:05 PM

ცოტა არ იყოს, მეძინება და შეიძლება აზრიც ვერ ჩამოვაყალიბო მთლად გარკვეულად, მაგრამ ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი. smile.gif

პირველ რიგში, მხარს ვუჭერ ჩემს შემცვლელს და მხოლოდ გლობალ მოდერის პოსტზე, ფორუმს ამ მომენტში მეტი არ სჭირდება.

მეორე - მოდერი არაა აუცილებელი ღრმად ერკვეოდეს რომელიმე ტექნიკურ საკითხში, არასწორი მიდგომაა (კარგი ცოდნა და სხვების დახმარების სურვილი არანაირ კავშირში არაა კარგ მოდერთან). საჭიროა მხოლოდ იმ დონის ცოდნა, რომ გაარკვიოს, რომელ თემაში რაა ოფტოპიკი და რომელი თემა რომელ განყოფილებას ეკუთვნის. smile.gif ენთუზიაზმი ნამდვილად რაც მეტი, უკეთესია და დროზე ვერ დავეთანხმები კიბორგს - იანგარიშეთ მინიმუმ საათ-ნახევარი დღეში.

დავეთანხმები პლასტიკურს - ძალიან საჭიროა აზრის გადმოცემის უნარი და ობიექტურობა (სიმკაცრის საჭირო დოზით) ხომ თავისთავად. არ უნდა დაიშვას არცერთი გამონაკლისი დარღვევის გამოსწორება-დასჯისას სიზარმაცის ან ლოიალურობის გამო. მენდეთ, ეს ძნელია :–)

კიდევ ერთი შენიშნვა მსურველებს: მოდერობა ნამდვილად პრივილეგიაა, გარკვეულწილად ბერკეტიც თქვენი სასურველი კუთხით დაუშვათ ფორუმის განვითარება (უფრო თუ დავახურდავებთ, მოდერად არჩეულს ექნება საშუალება დაინახოს მომხმარებლების IP-ები, დამალული თემები და პოსტები და ა.შ.), მაგრამ ამან არ, მმ.. "შეგაცდინოთ", ძალიან გთხოვთ. პრივილეგიების უკან დგას ბევრად მეტი პასუხისმგებლობა და რუტინული, გარკვეული აზრით დაუფასებელი სამუშაოც - მოდერი მაშინაა კარგი, თუ მისი არსებობის შესახებ არავის ახსოვს :-) არჩევის შემდეგ პირველი ორი–სამი დღის შემდეგ, როცა ყველა ახალ კუნჭულს დაათვალიერებთ და მათით თამაში მოგყირჭდებათ, ეს პოსტი მძიმე მოვალეობად დაგაწვებათ. ვიმეორებ – მოდერის უფლებები ბეევრად ნაკლებია მის მოვალეობებზე, თუ სხვანაირად ხდება, მაშინ ის კარგი მოდერი არაა :–)

ამიტომ, თუ ვინმეს აქვს მოდერობის სურვილი, გთხოვთ დააფუძნეთ ის თქვენს ენთუზიაზმსა და კომპინფოს სიყვარულზე და არა ახალი სათამაშოს გაჩენის თუ სხვებზე აღმატების სურვილზე. ეს პოსტი ნამდვილად არაა სიამოვნების თუ გართობის წყარო :–)

რაც შეეხება ჩემს აზრს, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი plastic–ს ან gearge–ს გლობალ მოდერად. ჯერჯერობით სხვა აზრი არ მაქვს.

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 11 2010, 09:08 PM

plastic

ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 07:53 PM) *
ზუსტად ამას ვამბობ მეც, "მოდერატორი" მხოლოდ სტატუსს აღნიშნავს, რომლის ქვეშაც წევრს დამატებითი უფლებები აქვს. და სანამ მისი სტატუსი, უბრალოდ" "წევრი", ან "ფორუმელი", ან "კომპინფოელია", მანამდეც უნდა ჩანდეს, რო მისი მოდერატორად დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იქნება. ამ შემთხვევაში კი, ეს ესე ნამდვილად არ არის. დავწერე უკვე ზემოთ - რატომაც და თუ საჭირო გახდა, და/ან რამე ვერ გაიგე, შემიძლია უფრო დაწვრილებით აგიხსნა, მაგრამ მგონი ჩემი აზრი ასე თუ ისე გასაგებია შენთხვის, ხო?

არაა საჭირო ახსნა,გასაგებია ისედაც.ხოლო რაც შეეხება მოდერობას მე დავასახელე ადამიანი რომელიც მოდერის კანდიდატურას ყველაზე მეტად შეეფერება,სხვას არც სურვილი გამოუთქვამს და არა მგონია მეტად შეეფერებოდეს ვინმე მოდერის ტიტულს...
მე ჩემი აზრი დავაფიქსირე
ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 07:53 PM) *
იგივე, Gio kiborg - ს, მაგალითად. ბევრი დადებითი თვისების გამო, მაგრამ მოდი ჯერ ამ თვისებებს და მიზეზებს არ ჩამოვწერ, უბრალოდ არც მისი კანდიდატურა არსებობს რეალურად და არც ადმინისტრაციისგან ჩანს არანაირი პოზიცია ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, ამაზე წერა, დროის კარგვა იქნება, სხვა არაფერი.
ასევე, ძალიან საინტერესო იქნებოდა Gearge - ს კანდიდატურა.

მაგალითად როგორც შენ ასახელებ გიოს და გეარგეს ისე ვასახელებთ ჩვენ ოთოს,გასაგებია?

ყველას აქვს ინდივიდუალურად აზრის დაფიქსირების უფლება.და მთავარია ვანო რას იტყვის,თორემ ჩვენი აზრი მეორედხარისხოვანია

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 12 2010, 09:28 AM

plastic

ციტატა(plastic @ 11th January 2010 - 09:32 PM) *
მორჩა, დავამთავრე ამ თემაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

კარგი,დაველოდოთ...
ვანო დააფიქსირე შენი აზრი,გელოდებით

პოსტის ავტორი: gearge Jan 12 2010, 12:38 PM

ფორუმზე დემოკრატია არ არის! გიკვირთ? ჰეჰ ... ავტოკრატიულ სახელმწიფოში დემოკრატიის კუნძულს ეძებთ? რამდენიც არ უნდა ვირჩიოთ და პეტიციები ვწეროთ, ამ საიტს და შესაბამისად მის ყველა კუთხე-კუნჭულს ერთი ადმინისტრატორი ჰყავს: ჯა_ჯა! როგორც ძირეული ადმინი გადაწყვეტს, ისე მოხდება!

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 12 2010, 01:06 PM

აქ კარგა დიდი დისკუსია წასულა....
გარკვეულ საკითხებში მეც ვეთანხმები ყველას ცოტ-ცოტას,
gearge და plastic შესანიშნავი კანდიდატები არიან, თუმცა, როგორც ვიცი, მათთვის დროის პრობლემაა...თორემ, მეც ვიფიქრე მაგაზე,
ოთოს არ ეწყინოს თავი "უსაქმური" არ გონოს, მაგრამ მე მგონი (შეიძ;ლება ვცდებოდე) დანარჩენ 2 ზე მეტი თავისუფალი დრო აქვს: ჯერ მოსწავლეა და სწავლის მეტი ფაქტიურად არ უნდა აწუხებდეს ლოგიკურად (იგულისხმება სამსახური, ოჯახი,+სწავლა უმაღლესში და ა.შ)
ვერ დავეთანხმები plastic-ს იმაში, რომ ოთო ექცენტრიკულია და აზრის გადმოცემა უჭირს, პირიქით, ალიან გაწონასწორებულია (პოსტების მიხედვით), ყოველთვის დალაგებულად და ლოგიკურად გადმოსცემს აზრს გინდაც "აბგ" დონის შეკითხვა იყოს და გინდაც საკმაოდ ჩაღრმავებული (გადახედეთ მის სტატიებს მთავარ გვერდზე)
რაც შეეხება დაგუგვლას და მისთანებს, ცოდნა ყველას თავისით არ დაგვყვება, ასე ვსწავლობთ ყველანი....და მთავარი არა მარტო ინფორმაციის მოძიება, არამედ მისი სწორი ინტერპრეტაციაცაა, რაც ოთოს არ ეშლება ჩემი აზრით

ვეთნხმები, რომ განყოფილების მოდერს გლობალ მოდერი ჯობია, მაგრამ არ ვეთანხმები, რო მოდერი არ უნდა იყოს კარგად გარკვეული იმ საკითხებში რასაც მოდერობს, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ფორუმზე, რადგან საკმაოდ ვიწრო სპეციალიზაციის ფორუმია, და მოდერს პატივისცემის მოსაპოვებლად მარტო პრივილეგიები არ უნდა გააჩნდეს, მგონი, ყველა კომპინფოს მოდერი პატივისცემით სარგებლობს მის წევრებში არა პრივილეგიების, არამედ ცოდნის გამო.....

მართალია, მოდერობა არც ისე მარტივია, როგორც გვგონია, როგორც domen-მა თქვა, მაგრამ მემგონი ოთო კარგად გაართმევს თავს,
მე არ მახსოვს მისი უტაქტო პოსტი ამ ფორუმზე, და არც უტაქტო კომენტარი მთავარ გვერდზე, მაშინაც კი როცა სხვა მას არაკორექტულად მიმართავდა, ეს კი მოდერისთვის ზოგადად აუცილებელი პირობაა
ასევე მემგონი არ შეეშლება მიხვდეს თუ რომელი პოსტის ადგილი სადაა და რომელი თემა სად გადაიტანოს...

კიდევ ვიმეორებ, სხვებიც არიან "კომპინფოელის" ჯგუფში რომლებიც იმსახურებენ თუ საჭირო გახდა მოდერობას, თუმცა თავისუფალი დრო და ენთუზიაზმი არა მგონია ყველას ქონდეს, ოთომ გამოთქვა თანხმობა, domen-მაც ზოგადად თანხმობა განაცხადა მის დროებით შემცვლელზე...
სხვა კანდიდატურებიც დასახელდა,
plastic, შენი უარი საბოლოოა მოდერატორობაზე?
რაც შეეხება ჩემს დასახელებას, მადლობას გიცხადებთ ნდობისთვის, თუმცა სამწუხაროდ, არ მაქვს მისი დრო (ენთუზუაზმი კი smile.gif ) რომ მოდერის რანგში მივხედო ფორუმს...
დაველოდოთ რას იტყვის Power_VANO...

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 12 2010, 02:43 PM

რას იტყვის ვანო და... მე ჩემს პოზიციას მოგვიანებით დავაფიქსირებ. განაგრძეთ დისკუსია smile.gif

ციტატა(gearge @ Jan 12 2010, 03:38 PM) *
ფორუმზე დემოკრატია არ არის! გიკვირთ? ჰეჰ ... ავტოკრატიულ სახელმწიფოში დემოკრატიის კუნძულს ეძებთ? რამდენიც არ უნდა ვირჩიოთ და პეტიციები ვწეროთ, ამ საიტს და შესაბამისად მის ყველა კუთხე-კუნჭულს ერთი ადმინისტრატორი ჰყავს: ჯა_ჯა! როგორც ძირეული ადმინი გადაწყვეტს, ისე მოხდება!

ამჟამად საიტის შიდა საქმეებში ჯა_ჯა არ ერევა. ერთპიროვნულად განვაგებ მე. მნიშნველოვან გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ მე და დომენი smile.gif მართლა ხო არ გადამდგარა biggrin.gif

პოსტის ავტორი: gearge Jan 12 2010, 03:22 PM

ციტატა(Power_VANO @ 12th January 2010 - 06:43 PM) *
ამჟამად საიტის შიდა საქმეებში ჯა_ჯა არ ერევა. ერთპიროვნულად განვაგებ მე. მნიშნველოვან გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ მე და დომენი smile.gif მართლა ხო არ გადამდგარა biggrin.gif

ძალიან კარგი, მაგას რა ჯობია tongue.gif ... ვიცი რაც: ჯა_ჯა რომ აქტიურად თქვენს გვერდით იყოს და ყველა 99.99% ჯანმრთელი sad.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jan 12 2010, 04:30 PM

მხარს ვუჭერ წამოყენებულ კანდიდატურას, მეტს ვერაფერს ვიტყვი, სამსახურიდან ახალი მოსული ვარ და თავი მაქვს გაბერილი, ვერ ვაზროვნებ დალაგებულად.

პოსტის ავტორი: gearge Jan 12 2010, 05:09 PM

ციტატა(beka_sh @ 12th January 2010 - 08:30 PM) *
მხარს ვუჭერ წამოყენებულ კანდიდატურას, მეტს ვერაფერს ვიტყვი, ..

biggrin.gif .. ფილმიდან “ცისფერი მთები ანუ ტიანშანი”.

პოსტის ავტორი: davizo70 Jan 12 2010, 06:47 PM

მე ყველაზე ნაკლებად ვარ გათვითცნობიერებული ამ საქმეში, და რა მაინტერესებს, იცით? ეს ვაკანსია არჩევითი უნდა იყოს მაინცდამაინც? ასე ხომ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში საერთო დასკვნამდე ვერც კი მივიდეთ. მე მგონი, ჯობს, თუ დომენი და ვანო გადაწყვეტენ ამ საკითხს. smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Jan 13 2010, 03:06 PM

ციტატა(davizo70 @ 12th January 2010 - 10:47 PM) *
მე ყველაზე ნაკლებად ვარ გათვითცნობიერებული ამ საქმეში, და რა მაინტერესებს, იცით? ეს ვაკანსია არჩევითი უნდა იყოს მაინცდამაინც? ასე ხომ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში საერთო დასკვნამდე ვერც კი მივიდეთ. მე მგონი, ჯობს, თუ დომენი და ვანო გადაწყვეტენ ამ საკითხს.

davizo70
ნეპოტიზმი! განსაკუთრებით აქტუალური პოსტ-კომუნისტურ საქართველოში. დღევანდელი რეალობა: ერთისმხრივ, გასაგებია რომ ნებისმიერი დანიშნულებით სასურველია ადამიანი, რომლის შესაძლებლობებში მეტ-ნალებად დარწმუნებული იქნები და რომელსაც "ენდობი" (ამ სიტყვის უკვე ატროფირებული მნიშვნელობით), ამიტომ არ მიდის დამსაქმებელების აბსოლიტური უმრავლესობა შორს და კანდიდატებს მიკერძოებულად, შიდა გზებით პოულობენ; მეორესმხრივ, ეს სრულიად უსამართლოა და შესაფერის კანდიდატებს (მათ შორის მეც) ქარბორბალების დევნის ამარა გვტოვებენ - ფუჭი განცხადებებით ინტერნეტში გამრავლებულ საიტებსა თუ ყვითელ ფურცლებში!

ციტატა(plastic @ 13th January 2010 - 12:18 AM) *
gearge
მთავარზე რას იტყვი, ანუ შენს კანდიდატურაზე?

plastic და ყველა ...
რათქმაუნდა მეც მაქვს სურვილი მივიღო მონაწილეობა კომპინფოს განვითარებაში და არა ერთხელ გამიკეთებია კიდეც, ზოგჯერ საქმის საზიანოდაც კი! შესაძლოა ნაწილს ამბიციურად მიგაჩნივართ, თქვენში [არა დაუსაბუთებელად] დემაგოგი/მოლაყბის რეპუტაციაც მაქვს, მაგრამ არ უნდა ბადებდეს ეჭვს, რომ მიყვარს კომპინფო.

"Ад вымощен добрыми намерениями", Johnson, 1775 წ.

ამიტომ ვიკავებ თავს ჩემი კანდიდატურის წამოწევისგან. მიუხედავად იმისა, რომ დროის პრობლემა არ მაქვს და დიახ, სხვა პარამეტრებსაც შეიძლება ვაკმაყოფილებდე.

უბრალოდ, იდეის დონეზე ...

ადმინისტრაციამ გასცეს დავალება, რომილის შესრულება სავალდებულო იყოს ყველა კანდიდატისთვის და შედეგების მიხედვით, დაე ყველაზე შესაფერისმა გაიმარჯვოს. დავალება დაფუძნებული იყოს კრიტერიუმებზე, რომლებიც კარგად ჩამოაყალიბა დომენმა:

(მოდერატორი) "არაა აუცილებელი ღრმად ერკვეოდეს რომელიმე ტექნიკურ საკითხში .. საჭიროა მხოლოდ იმ დონის ცოდნა, რომ გაარკვიოს, რომელ თემაში რაა ოფტოპიკი .. ენთუზიაზმი ნამდვილად რაც მეტი .. ძალიან საჭიროა აზრის გადმოცემის უნარი და ობიექტურობა (სიმკაცრის საჭირო დოზით). არ უნდა დაიშვას არცერთი გამონაკლისი დარღვევის გამოსწორება-დასჯისას სიზარმაცის ან ლოიალურობის გამო] .. მოდერობა ნამდვილად პრივილეგიაა, გარკვეულწილად ბერკეტიც თქვენი სასურველი კუთხით დაუშვათ ფორუმის განვითარება (უფრო თუ დავახურდავებთ, მოდერად არჩეულს ექნება საშუალება დაინახოს მომხმარებლების IP-ები, დამალული თემები და პოსტები და ა.შ.), მაგრამ ამან არ, მმ.. "შეგაცდინოთ", ძალიან გთხოვთ. პრივილეგიების უკან დგას ბევრად მეტი პასუხისმგებლობა და რუტინული, გარკვეული აზრით დაუფასებელი სამუშაოც .. მოდერის უფლებები ბეევრად ნაკლებია მის მოვალეობებზე, თუ სხვანაირად ხდება, მაშინ ის კარგი მოდერი არაა .. თუ ვინმეს აქვს მოდერობის სურვილი, გთხოვთ დააფუძნეთ ის თქვენს ენთუზიაზმსა და კომპინფოს სიყვარულზე და არა ახალი სათამაშოს გაჩენის თუ სხვებზე აღმატების სურვილზე"

რა და როგორ? ჰეჰ ... არაფერი კონკრეტული მომდის თავში. მაგრამ, სამართლიანი შეჯიბრის გრძნობას შეჰმატებდა მთელ ამ პროცედურას.

იქნებ თქვენ მოგაფიქრდათ ამის გამხორციელების რამე გზა?

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jan 14 2010, 10:11 AM

plastic
იდეა გასაგებია....
გარკვეულწილად მისაღებიც...
უფრო დავაკონკრეტებ მაშინ მე როგორ ვხედავ ამ საკითხს: სულაც არაა საჭირო ვთქვათ "კომპინფოელი"-ს ჯგუფის წევრებს მოდერობის ყველა პარამეტრი გავუხსნათ: IP-ების ნახვა, დამალული თემები და ა.შ...
უბრალოდ, ჰქონდეს მასზე სტატუსით ნაკლები წევრის თემის რედაქტირების, დახურვის(და არა წაშლის) და სხვა განყოფილებაში გადატანის საშუალება,
ბანის მიცემის საშუალება არ მიმაჩნია საჭიროდ, მხოლოდ გაფრთხილება (ისიც გარკვეული დოზით)
მართალია, გეთანხმები, რომ ადმინისტრაციამ უკვე გამოგვიცხადა ამ ჯგუფს გარკვეული ნდობა, იმედია გავამართლეც კიდეც, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება (უფლებების მოატება) არა მგონია მარტო ნდობაზე იყოს დაფუძვნბული, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს

ერთი სიტყვით, შენი იდეა ჩემთვის პიდადად მისაღებია (ზოგჯერ გამჩენია კიდეც სურვილი ორმაგი თემის დახურვის, ან შესაბამის განყოფილებაში გადატანის...) თუმცა, ჯერჯერობით მაინც ერთი დამატებითი გლობალ-მოდერის პოსტს უფრო ვემხრობი, არა მგონია ამხელა დემოკრატია იყოს საჭირო ჩვენს ფორუმზე, მგონი 2 ადამიანი თუკი კარგად უძღვებოდა აქამდე საქმეს. აწიც კარგად გაუძღვება, დამატებითი უფლებები კი მართალია არავის გვაწყნს, მაგრამ მაგის გარეშეც გავძლებთ როგორმე wink.gif

პოსტის ავტორი: gearge Jan 14 2010, 06:04 PM

როგორც გახსოვთ, domen-მა თქვა:

ციტატა(domen @ 12th January 2010 - 01:05 AM) *
პირველ რიგში, მხარს ვუჭერ ჩემს შემცვლელს და მხოლოდ გლობალ მოდერის პოსტზე, ფორუმს ამ მომენტში მეტი არ სჭირდება.

ამას მიზეზი აქვს, ფორუმის წარსულიდან. მახსოვს (პირადად 2006 წლის შუა თვეებიდან დაწყებული) ამ ფორუმს მოდერირების განშტოებული სისტემა ჰქონდა - ყოველ განყოფილებას თავისი ორი მოდერატორი (6-7 განყოფილებას - მგონი "გართობის" განყოფილება მაშინ ჯერ არ გვქონდა - 8-10 ადამიანი ემსახურებოდა) + გლობალ მოდერატორები ("მრგვალი მაგიდის" რაინდები ja_ja და RIPPER_RUNA, როგორც მახსოვს:-). 2008 წელის იანვარში მოხდა აუცილებელი რეორგანიზაცია, გამოწვეული განყოფილებების მოდერატორების დიდი ნაწილის პასიურობა/გაქრობით და გლობალ მოდერატორ(ებ)ის მხრიდან ტრადიციული დროის უქონლობით. ჩაფიქრებული როგორც უბრალოდ http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1452&st=60, დისკუსიით მივედით დასკვნამდე რომ უფრო გონივრული იქნებოდა არჩეულიყო გლობალ მოდერატორ(ებ)ი, ცალკეული განყოფილებების მოდერიება კი გაუქმებულიყო - რაც, სიმართლე გითხრათ, უფრო მარტივიც იყო, რადგან კონკრეტული პირების დასახელება ისევე გვიჭირდა, როგორც ეხლა. ამას მოჰყვა გასაგები http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1495, სოფტ განყოფილების მოდერატორისგან, რის შემდეგ ის სულ უფრო ნალკებად მონაწილეობდა კომპინფოს ცხოვრებაში და უკვე წელიწადი იქნება აღარაფერი დაუწერია sad.gif რაც სამწუხაროა და ნამდვილად არ ვისურებდი ასეთი ოდესენე განმეორებულიყო! შემდეგ წარვუდგინეთ http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1789, რომ domen და Power_VANO ასევე საიტის ადმინისტრაციაში მიღებულიყვნენ, ისევ ჯა_ჯა-ს მხრიდან დროის უქონლობის გამო.

გასულმა ორმა წელმა აჩვენა, რომ ტაქტიკა სწორი იყო: ორი ენთუზიასტი მოდერი უფრო მარტივად და შეთანხმებულად მართავდა ფორუმს, სანამ დატვირთვა არ გადააჭარბებდა მათ შესაძლებლობებს. დატვირთვა 2008 წლიდან არ გაზრდილა და სამწუხაროდ საგრძნობლად შემცირდა. ეს განპირობებულია მრავალი მიზეზით, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ფორუმის მოდერირებასთან - რის მიმართ პრეტენზია მგონი არავის გვქონია! საიტს სჭირდება ახალი სისხლი - სიახლეები, სტატიები - განსაკუთრებით მარტო დარჩენილი ვანოს გათვალისწინებით!

იანვარი ცხელი თვეა ჩვენი ფორუმისთვის smile.gif

მ.მ. (ოფტოპიკი): ჩემი პირველი პოლიტ მინიშნება/სლოგან/მოწოდება აღმოვაჩინე biggrin.gif
ციტატა(gearge @ 16th January 2008 - 10:45 PM) *
domen & Power_VANO
დაე თქვენი ძალები მხოლოდ ნათელი მხარის გასახარებლად იყოს გამოყენებული, თორემ .. 5 იანვარი

პოსტის ავტორი: achiko Jan 16 2010, 02:06 PM

რა ბრძნული აზრებია

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 16 2010, 02:23 PM

achiko

ციტატა(achiko_m @ 16th January 2010 - 02:06 PM) *
რა ბრძნული აზრებია

შენ შენი აზრები დააფიქსირე,რას იტყვი ვინაა "დასტოინი" მოდერის პოსტისათვის?

პოსტის ავტორი: Giena Jan 16 2010, 02:57 PM

Giga1
მაგას თავიზი აზრების დაფიქსირება არ შეუძლია biggrin.gif მხოლოდ ოფტოპიკებზე მუშაობს :- )

პოსტის ავტორი: achiko Jan 16 2010, 03:01 PM

Giga1
ოთოსახელ

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 16 2010, 03:53 PM

Giena
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
achiko
გასაგებია,ოთოს კიდევ ერთი მომხრე ყავს smile.gif

პოსტის ავტორი: CHABA Jan 16 2010, 10:05 PM

თუ ადმინისტრაცია მომხმარებლების აზრს ითვალისწინებს ალბათ კარგი იქნება არჩევნების ჩატარება რათქმაუნდა ღიად დაფარული ხმების გარეშე

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 20 2010, 06:49 PM

კარგით, ბატონებო, მიღებულია თქვენი აზრები.

უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 3 2010, 03:25 PM

მოოოკლედ, ვიფიქრე/ვიფიქრეთ, გავაანალიზე ადგილობრივი სიტუაცია და... მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, დამატებითი მოდერატორი საჭირო არაა, ფორუმის აქტივობიდან გამომდინარე.

თან ახლა არდადეგები მეწყება და უფრო მეტი დროც მექნება ფორუმისთვის.

როცა ფორუმის აქტივობა გაიზრდება ან რეალურად დამხმარე დამჭირდება, სხვადასხვა გარემოებების გამო, აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ამ თემაში თქვენი გამოთქმული მოსაზრებები smile.gif ანუ ტყუილად არაა ნაპოსტი ამ თემაში.

პოსტის ავტორი: Giga1 Feb 3 2010, 04:16 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 3rd February 2010 - 04:25 PM) *
მოოოკლედ, ვიფიქრე/ვიფიქრეთ, გავაანალიზე ადგილობრივი სიტუაცია და... მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, დამატებითი მოდერატორი საჭირო არაა, ფორუმის აქტივობიდან გამომდინარე.

თან ახლა არდადეგები მეწყება და უფრო მეტი დროც მექნება ფორუმისთვის.

როცა ფორუმის აქტივობა გაიზრდება ან რეალურად დამხმარე დამჭირდება, სხვადასხვა გარემოებების გამო, აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ამ თემაში თქვენი გამოთქმული მოსაზრებები ანუ ტყუილად არაა ნაპოსტი ამ თემაში.

ჰო,მეც მასე ვთვლი smile.gif ძაან ცოტა ხალხია ფორუმზე

პოსტის ავტორი: CHABA Feb 3 2010, 05:23 PM

ცოტა ხალხ მგონი იმიტოა რო საინტერესო ცოტა რამე თუ გამოჩნდება ხოლმე იქნებ მოდერატორი შეცვლიდა ცოტა სიტუაციას როგორც ყველამ იცის ახალ დამწყები ყოველტვის მეტი მოტივაციით არი და მეტ საქმესაც აკეთებს ნუ რათქმაუნდა თუ მკვდარი ადამიანი არ არი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 3 2010, 08:12 PM

და მოდერატორის მოვალეობებში სიახლეების კეთება როდის აქედან შედის? smile.gif

ცოტა ხალხი კი იმიტომაა, რომ სპეციფიკური ფორუმია + "ფლუდერებს" არ ვაბაირამებთ ფორუმზე smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Feb 4 2010, 10:05 AM

გეთანხმები Power_VANO, ფორუმის დატვირთვიდან გამომდინარე, ამ დროისთვის, ერთი მოდერიც საკმარისია.

პოსტის ავტორი: Giga1 Feb 4 2010, 11:20 AM

Power_VANO
ერთი მოდერიც უმკლავდება ყველაფერს tongue.gif
თან დომენიც ხომ შემოდის ხანდახან,სულ არ დაკარგულა wink.gif

პოსტის ავტორი: CHABA Feb 4 2010, 03:43 PM

Power_VANO
მე სიახლეები არ მიხსენებია და არც არავინ არაფრით დამივალდებულებია მარა მარტო წესრიგის გამტარებელი მოდერი არავის არ ჭირდება მგონი. მოდერი მგონი არის მეტი უფლებელის მქონდე წეევრი რომელიც წესრიგს იცავს და ეგეთი უფლებები ღირსეულ ფორუმელს უნდა ქონდეს smile.gif თვითონ შენც და დომენსაც მაგიტო ვცემ პატივს smile.gif თორე დომენმა ერთხელ გაფთხილება სულ უბრალო რამისთვის მომცა და მერე სულ აღარც გახსენებია (რათქმაუნდა ამით მე არაფერი დამკლებია და არც ნაწყენი ვარ) რავიცი თუ ნამეტანი ოფფ ტოპერი არ ვარ და გაფთხილების ჩამოკლებას აზრი არ ქონდა biggrin.gif მგონი გასაგებად გადმოვეცი მე რასაც ვფიქრობ თუ არ გინდათ მე არც არავის არაფერს ვაძალებ და მგონი ვერც ვერავინ დაგაძალებთ

პოსტის ავტორი: Forumeli Feb 4 2010, 07:54 PM

მეც ოთოს ვასახელებ. ოთო რო ისწავლე მიდი ეხლა და იმოდერე smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Feb 4 2010, 08:43 PM

Forumeli
საჭირო არააო ვანომ და თუ დასახელებაზეა საქმე "ოთო 4eveR" biggrin.gif smile.gif