მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> studforum.ge, განხილვა
Gi0rgi
პოსტი Feb 1 2009, 01:05 PM
პოსტი #1


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 39
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 6.231



ე.ი.


დავიწყებ იმით რომ გაკეთდა ახალი (ძაანაც ახალიც აღარაა) სტუდენტური ფორუმი, რომლის მიზანიცაა ყველა უნივერსიტეტების ხალხი ერთად მოაგროვოს და ერთ საერთო ფორუმის ქვეშ გააერთიანოს...



მე მაბარია ტექნიკური მხარე რომელსაც ასე თუ ისე ვართმევ თავს მარა დიზაინერულ მხარეს ვერ ვუშველეთ..


ამიტომაც ვეძებ ადამიანს რომელმაც კარგად იცის web დიზაინის გაკეთება და + მარტო ეს საკმარისი არაა რადგანაც საბოლოოდ IPB ს კოდირებაც უნდა იცოდეს ცოტა რომ ეს ყველაფერი ფორუმს მოარგოს..

იდეა გვაქვს...ანუ დაახლოებით ჩამოყალიბებული გვაქვს როგორი გვინდა მაგრამ იდეასაც შემსრულებელი ჭირდებაო ნათქვამია და თქვენ მოგაკითხეთ თქვენ უფრო გეცოდინებათ ეს ყველაფერი...

ფორუმის ვერსიაა 2.3.3.


მსურველებმა ან აქვე გამომახმაურეთ ამ თემაში ან PM ანდა skype ID: giorgi_bitsadze ანდა www.studforu.ge ზე
მიპოვით ყოველთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ნიკი: CrAzY_BiTsA


რა თქმა უნდა უფასოდ არაფრის გაკეთებას არ გთხოვთ ... ძაან ბევრს ვერა რა თქმა უნდა 17 წლის ადამიანს მაგდენი სად შემიძლია მაგრამ ნაწყენს არ დაგტოვებთ თუ ვინმე ამ საქმეს ითავებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)



მოკლედ, ფულის საკითზე მერე შევთანხმდებით ....


ველოდები თქვენს გამოხმაურებაასსს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


compinfo.ge ს დიდი ფანი და მოკვდავი იუზერი Gi0rgi ... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

გმადლობთ წინასწარ....

სიყვარულით, თქვენი ME (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Feb 1 2009, 01:47 PM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Gi0rgi
მეეჭვება ამ ფორუმზე ვინმე "დიზაინერი" (ბრჭყალებში იმიტომ, რომ ნამდვილ დიზაინერს არ ეძებ, უბრალოდ "სკინერი" გჭირდება) იპოვო, ამ მიმართულებით არავინ გვყავს (ნუ, student777-ს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ კარგა ხანია აღარ შემოსულა და რასაც თქვენ ახლა აპირებთ, იმას უკვე აწყობილ-დაქოქილი აქვს ეგეთი), შენი კრიტერიუმებით ეგეთი ვინმე forum.ge-ზე, WWW-ში უნდა ეძებო, ერთს მე გირჩევ - Landish-ს დაუკავშირდი, არ ვიცი, კიდევ აწყობს თუ არა ფორუმებს, მაგრამ ადრე აწყობდა და კარგადაც :-)

ამ წინადადების იქით უკვე ვაოფებ, მაგრამ თავს იმით გავიმართლებ, რომ ზოგადად ამ საკითხებზე ცალკე თემის გახსნა მეზარება და დროც არ მაქვს დიდი (და ერთ ოფი მეპატიება, ბოლო-ბოლო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ).

ერთი გარეშე კითხვა მაქვს - რამ გაფიქრებინათ, რომ ეგეთ ფორუმს გაქაჩავთ? აი, მე ვარ სტუდენტი, რა მინდა თქვენს ფორუმზე? რამე განსაკუთრებულს შემომთავაზებთ? რატომ არ უნდა წავიდე იგივე forum.tsu.ge-ზე, უკევ კარგად აწყობილ გარემოში, სადაც ტექნიკური პრობლემები გარანტირებულად არ მექნება და სადაც უკვე ძალიან ბევრი ხალხია? ან იქნებ უკვე იქ ვარ კიდეც, რატომ უნდა წამოვიდე თქვენთან?

ან კიდევ უკეთესი - რითი აპირებთ ამდენი სტუდენტის ერთ ადგილას მოგროვებას და გაჩერებას? აგერ forum.tsu.ge-ელები ჩემპიონატებს და წვეულებებს ატარებენ უკვე, თქვენ კი ახლა გინდათ დაწყება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მერე დომენს და ნორმალურ ჰოსტინგს უფასოდ არავინ იძლევა, იმ ფულის ამოგებას როგორ აპირებთ?

მე პირადად ვეხმარებოდი ერთ-ერთ ასეთ წამოწყებას ასე წელიწად-ნახევრის წინ, რამდენიმე თვე იარსება სულ. მშვენიერ დიზაინი იყო, კარგი ძრავა, ტექნიკური პრობლემები არ ყოფილა თითქმის. ოფიციალური ფორუმიც (forum.tsu.ge) მაშინ იწყებდა არსებობას, ანუ ორივეს გაქაჩვის შანსები თითქმის თანაბარი იყო. რატომ ჩაიძირა? იმიტომ, რომ ოფიციალური ფორუმის გამკეთებლებს არ ჰქონდათ სადარდებელი ჰოსტინგის და დომენის ფული (ოფიციალურ ქვედომენზე და სერვერზე იჯდნენ), ყველა კორპუსში გამოიკრა რეკლამები, რესურს-ცენტრებში დესკტოპებზე Wallpaper-ად ოფიციალური ფორუმის მისამართია გაკრული და ხალხიც წავიდა იმ ადგილას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჰქონდათ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

იმის მერე ასე 4-5 ზუუსტად ანალოგიური პროექტი ვნახე გამოკრული და ყველა ასე 2-3 თვეში ჩაიძირა, აგერ შენ საილუსტრაციოდ Maglivi.ge, პარკირებულია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ან კიდევ Tsuclub.com ნახე და შეადარე ოფიციალურ ფორუმს ..

კარგი, თსუს თავი დავანებოთ (რახან "ყველა სტუდენტის" მოზიდვას აპირებთ) - სტუსაც აქვს ოფიციალური ფორუმი და იქ არ პოსტავს არავინ, არაოფიციალურზე შემსვლელები არიან ეგენი? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ჭავჭავაძეს კიდევ ისეთი შიდა სოციალური ქსელი აქვს, მეეჭვება, სადმე გაიხედონ გარეთ :-) სხვა უნივერსიტეტებში რა ხდება, არ ვიცი, ვვარაუდობ, იმათაც ექნებათ რაიმე თავიანთი ხერხი ონლაინ გართობისთვის ;-)

მოკლედ, ამით ერთის თქმა მინდა, თუ ყველაფერი არ გაქვთ მოფიქრებულ-გააზრებული, უკეთესია უბრალოდ შეეშვათ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ფული დაგეხარჯებათ, დრო გაგიცდებათ და შედეგი არ იქნება. ნუ, გამოცდილებას მიიღებთ, მაგრამ იგივე გამოცდილების მიღება ბევრად იოლად შეიძლება, სახლის ვებ-სერვერზე IPB-სთან თამაშით :-)

იმედია, ჩემი პოსტი ცოტა რეალურად დაგანახებს ყველაფერს, მაშინ ამის წერაზე გაცდენილ დროს დაკარგულად არ ჩავთვლი :-)

P.S. ცოტა ნაკლები ხაზები გამოტოვე ხოლმე აბზაცებს შორის, უფრო წაკითხვადი იქნება.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gi0rgi
პოსტი Feb 1 2009, 04:59 PM
პოსტი #3


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 39
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 6.231



domen



პირველ რიგშიიი..ეს არის ჩვენი ჰობი...გატაცება და ამით ფულის გაკეთებას არ ვაპირებთ


...ნაწილ ნაწილ გაგცემ პასუხს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და შევეცდები ჩემი პოზიცია ბოლომდე დავიცვა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
1) <==
ციტატა
ერთი გარეშე კითხვა მაქვს - რამ გაფიქრებინათ, რომ ეგეთ ფორუმს გაქაჩავთ? აი, მე ვარ სტუდენტი, რა მინდა თქვენს ფორუმზე? რამე განსაკუთრებულს შემომთავაზებთ? რატომ არ უნდა წავიდე იგივე forum.tsu.ge-ზე, უკევ კარგად აწყობილ გარემოში, სადაც ტექნიკური პრობლემები გარანტირებულად არ მექნება და სადაც უკვე ძალიან ბევრი ხალხია? ან იქნებ უკვე იქ ვარ კიდეც, რატომ უნდა წამოვიდე თქვენთან?


ერთი რაც ჩემი აზრით სხვა ფორუმებზე არ არის, არის ის რომ ამ ფორუმით ვცდილობთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტობა გავაერთიანოთ. მოვიარეთ ჯერ ჯერობით მხოლოდ 2-3 უნივერსიტეტის დეკან თვითმართველობები .. ავუხსენით ჩვენი მიზანი, და ასე ვთქვათ ავიღეთ ოფიციალური ლიცენზია მათი უნივერსიტეტის ფორუმი რომ გავხდეთ, ესე ცოტა უხეშად ვთვათ. ასევე ვიყავით თსუ -ს თვითმართველობასთან მაგრამ მათ დიდი გეგმები აქვთ ამ ფორუმით არ აპირებენ შემოსაღვრას და როგორც აგვიხსნეს საკმაოდ დიდი ფინანსებიც ჩადეს, ანუ ამ უნივერსიტეტთან არაფერი გამოგვივიდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
რას ვთავაზობთ მაგალითად forum.tsu.ge ს მომხმარებლებს? იმას რომ მხოლოდ თსუ -ს ხალხი არ იქნება ჩვენთან და საერთო გამოცდილებებს თუ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს. ტექნიკური პრობლემები არც ჩვენ გვაქვს ნამდვილად საიმედო ჰოსტინგზე ვართ ... wanex.ge ზე, კიდევ ერთი მიზეზი ის იყო რომ მაგ: forum.tsu.ge ზე ბევრი ხალხია... გვინდა კარგი სკინი თუ ეს გამოგვივიდა ვინმე ქართველ გამოცდილ web დიზაინერ + IPB შნიკთან შეთანხმებით თუ არადა გავიღებთ ცოტა მეტს და www.IPBforumskins.com ზე ვაპირებთ გაკეთებას სკინის. ამის შემდეგ 1 თვის განმავლობაში ქართულ ინტერნეტ სივრცეში გაკეთდება მაქსიმალურად რეკლამები და ხალხსაც შევკრავთ...თან ვაპირებთ ფლეიერების დაბეჭდვას და 5 კაცი მაიკებით წარწერით studforum.ge თითოეულ უნივერსიტეტს ჩამოვივლით და ბუფეტებში ან ფოიეში დავარიგებთ.


მანამდე სანამ ხალხი არ არის ვაპირებ მაგ: member simulatoris გამოყენებას რომ ვინმე რომ შემოვა და მაგ: online ში არის 5 კაცი არ შემოვა და არის 20 კაცი შემოვა. დავაყენებ ბევრ საინტერესო მოდიფიკაციას და ა.შ.
რომ უფრო საინტერესო გავხადო ფორუმი.


ანუ ჩვენი "+"-ები იქნება მაგ ის რომ გვექნება კარგი სკინი ...( მაგ, მე forum.tsu.ge - ს სკინი არ მომწონს აღებული აქვთ სკინი რომელსაც ქვია edge და ცოტა გადაკეთებული, არც TEEn.ge-ს სკინი მომწონს, forum.ge ზე ხომ ლაპარაკი აღარაა) ... სწრაფი და საიმედო ჰოსტინგი (forum.tsu.ge ჩემთან ჩედავს საკმაოდ, არ ვიცი თქვენთან როგორაა)... და და მეტი არ მახსენდება ეხლა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა
ან კიდევ უკეთესი - რითი აპირებთ ამდენი სტუდენტის ერთ ადგილას მოგროვებას და გაჩერებას? აგერ forum.tsu.ge-ელები ჩემპიონატებს და წვეულებებს ატარებენ უკვე, თქვენ კი ახლა გინდათ დაწყება მერე დომენს და ნორმალურ ჰოსტინგს უფასოდ არავინ იძლევა, იმ ფულის ამოგებას როგორ აპირებთ?



კი, ჩვენც ვაპირებთ პართების გაკეთებას ... და ასე შემდეგ მაგისთვის კაცი გვყავს სპეციალურად დაქირავებული( ჩვენი ძმაკაცია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მარა სამიშაო ვუშოვნეთ რა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )
ეს არის ჩვენი ჰობი, ესე ვთქვათ, ვართ 3-4 კაცი ... და აქედან ფულის შოვნას ნამდვილად არ ვაპირებთ...ფასიან ჰოსტინგზე ვართ wanex.net ზე საკმაოდ კარგი მომსახურება აქვთ წელიწადში 30 ლარსაც გავიჭირვებთ დომენისთვის... ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ნამდვილად არ არის ეს ფორუმი ფულის კეთებისთვის გახსნილი და სწრაფიც იქნება და საიმედოც (IMG:style_emoticons/default/smile.gif)



ციტატა
მე პირადად ვეხმარებოდი ერთ-ერთ ასეთ წამოწყებას ასე წელიწად-ნახევრის წინ, რამდენიმე თვე იარსება სულ. მშვენიერ დიზაინი იყო, კარგი ძრავა, ტექნიკური პრობლემები არ ყოფილა თითქმის. ოფიციალური ფორუმიც (forum.tsu.ge) მაშინ იწყებდა არსებობას, ანუ ორივეს გაქაჩვის შანსები თითქმის თანაბარი იყო. რატომ ჩაიძირა? იმიტომ, რომ ოფიციალური ფორუმის გამკეთებლებს არ ჰქონდათ სადარდებელი ჰოსტინგის და დომენის ფული (ოფიციალურ ქვედომენზე და სერვერზე იჯდნენ), ყველა კორპუსში გამოიკრა რეკლამები, რესურს-ცენტრებში დესკტოპებზე Wallpaper-ად ოფიციალური ფორუმის მისამართია გაკრული და ხალხიც წავიდა იმ ადგილას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჰქონდათ


ხო გარეკლამების საკითხი თავშივე გიპასუხე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


ციტატა
იმის მერე ასე 4-5 ზუუსტად ანალოგიური პროექტი ვნახე გამოკრული და ყველა ასე 2-3 თვეში ჩაიძირა, აგერ შენ საილუსტრაციოდ Maglivi.ge, პარკირებულია ან კიდევ Tsuclub.com ნახე და შეადარე ოფიციალურ ფორუმს ..


ხო თუ არ გამოგვივა კიდევ ჩვენს ჭიას გავახარებთ, უფრო სწორად მე PHP ს MYPHPADMIN's MYSQL ს CSS სტილებზეც ცოტას ვისწავლი ... ანუ ჩემი მეორე კურსის მასალას და გამოცდილებას მივირებ ....

მენეგერი ჩვენი მენეჯმენტში მიიღებს გამოცდილებას, ყველანი ერთად კი დავამტკიცებთ რომ რაგაცის თავი გვაქვს და შეგვიძლია რაღაც პროექტს რომ თავი მოვაბათ და მხოლოდ სიტყვებით არ გამოვაჩინოთ ეს ყველაფერი. ყველანი სტუდენტები ვართ და მომავალი ცხოვრებისათვის ვემზადებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )

ციტატა
კარგი, თსუს თავი დავანებოთ (რახან "ყველა სტუდენტის" მოზიდვას აპირებთ) - სტუსაც აქვს ოფიციალური ფორუმი და იქ არ პოსტავს არავინ, არაოფიციალურზე შემსვლელები არიან ეგენი? ჭავჭავაძეს კიდევ ისეთი შიდა სოციალური ქსელი აქვს, მეეჭვება, სადმე გაიხედონ გარეთ :-) სხვა უნივერსიტეტებში რა ხდება, არ ვიცი, ვვარაუდობ, იმათაც ექნებათ რაიმე თავიანთი ხერხი ონლაინ გართობისთვის ;-)


ჩვენ უფრო კარგს დავანახებთ და ჩვენსკენ მოვიზიდავთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ფორუმის მომხმარებელი ხალხის ნაკლებობას ასე თუ ისე არ განვიცდით ქართველები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მთავარია მონდომება იყოს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)



ციტატა
მოკლედ, ამით ერთის თქმა მინდა, თუ ყველაფერი არ გაქვთ მოფიქრებულ-გააზრებული, უკეთესია უბრალოდ შეეშვათ ფული დაგეხარჯებათ, დრო გაგიცდებათ და შედეგი არ იქნება. ნუ, გამოცდილებას მიიღებთ, მაგრამ იგივე გამოცდილების მიღება ბევრად იოლად შეიძლება, სახლის ვებ-სერვერზე IPB-სთან თამაშით :-)


ლოკალურ სერვერზეც ვთამაშობ და world wide web შიც თქვენი ხელშეწყობით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ანუ compinfo.ge ს ხელშეწყობით (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


ანუუუ მე ამ ყველ;აფრით იმის თქმა მინდა რომ..რომ ველოდები თქვენგან კრიტიკებს და იდეებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და დახმარების ხელს გთხოვთ თქვენ ამ ყველაფერში.

P>S>> იმდენი ვწერე მადლობის თქმა დამავიწყდა რჩევისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მადლობა და ველოდები შემდეგ რჩევებსაც (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Feb 2 2009, 04:10 PM
პოსტი #4


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Gi0rgi
ჰმმ, მომწონს! ოღონდ შემართება და არა იდეა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაინც მეეჭვება, გამოვიდეს, ან კარგად არ გაქვთ გათვლილი, ან გაქვთ და არ ამხელ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) Anyway, თუ დახმარება დაგჭირდეთ, მოგვმართე :-) წარმატებებს გისურვებ! :-)

თემისთვის სათაური ხომ არ შემეცვალა უფრო ზოგადზე? მთელი საიტი რომ განვიხილოთ ხოლმე.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gi0rgi
პოსტი Feb 2 2009, 06:05 PM
პოსტი #5


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 39
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 6.231



domen

კიიი მადლობელი ვიქნები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)



Go to the top of the page
 
+Quote Post
tb_parazitka
პოსტი Feb 9 2009, 09:40 AM
პოსტი #6


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 23
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1.798



მოკლედ წავიკითხე მეორე პოსტი მარტო სადაც წინა პლანზეა წამოწეული ასე თუ ისე რეალური პრობლემები ახალი ფორუმის გახსნა/გაქაჩვისა.


მე ვარ ასევე forum.tsu.ge_ზე ნუ ასე ტუ ისე ადმინისტრაციაში ვითვლები

ვიყავი გპის ფორუმზეც (რომელიც სხვათაშორის ტსუს ფორუმისადმინებისაა ასევე და საერთოდ პოსტი არ იწერება რადგან ყველა თსუს სტუდენტია იქ დარეგისტრირებული, ჩვენ კიდე უკვე გვაქვს ფორუმი) და ვიყავი ილიაუნის ფორუმზე (რომელიც დაიხურა იმის გამო რომ პამატიეთ და გამოიმასქნებული გოგო ყავთ ადმინად და წესებშI უწერიათ თუ პოსტში იქნება შეცდომები უსერს ბანი აქვსო შეცდომები როგორიცაა სჰ (შ) ცჰ(ჩ) რ(ღ) და მოკლედ რას შიფტით იწერება, პირადად ჩემ გამოა ეგ წესებში ჩაწერილი, იმირომ ომ მე ვწერდი ასე)

ნუ რაც უნდა იყოს ფორუმი დახურულია მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოებიო და უსერებს (რომლებიც ამჟამად სტუდფორუმზე არიან) იმედი აქვთ, რომ დაბრუნდება.

ახლა რაც შეეხება სტუდენტურ (ჩვენს) ფორუმს. გასაგებია, რომ ყველას ურჩევნია თავისი უნივერსიტეტის ფორუმი.
მაგრამ არის ეგეთი რაღაცა (ფსიქოლოგიური და ინტერესის მომენტი) შენი უნივერსიტეტის ფორუმზე პოსტავს მარტო ამ უნის ხალხი და იცნობ მათ ან ფორუმიდან ან კურსიდან ან ჯგუფდან ან ჩერეზ ჩერეზ. ამ ფორუმზე კი არის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტობა. გავითვალისწინოთ ის ფაქტოც, რომ სტუდენტობას ასე თუ ისე ამ ქვეყანაში დიდი ძალა აქვს და ერთმანეთთან კონკაქტი არავის აწყენდა. მართალია ჯერ ცოტა ხნის გახსილია ფორუმი, მაგრამ მომხმარებლების რაოდენობას (ამ დონეზე სადაც ვართ) არ ვუჩივით ნამდვილად. მჯობნის მჯობნს კიდე რა დალევს მაგ ამბავში ჰო? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) იმასაც გეტყვით რომ ილიაუნის ფორუმი ავიღოთ (თსუ არა) ელემენტარული ტოპ ღილაკი არ აქვთ, როგორ შეიძლება უსერმა რბილად რომ ვთქვათ ეკაიFოს ადმინს და მაინც იმ ფორუმზე იყოს? ამათი გადმოყვანა (და შემდგომ დარჩენა) თუ მოვახერხეთ (რზეც ვმუშაობთ ეხლა) დამერწმუნეთ ნამდვილად კარგი შედეგი იქნება.

ამ ფორუმზე არიან ასევე თსუს ბავშვებიც (მე მათგან გავიგე) სასოფლოს სტუდენტები, გპისი 1-2 და ალმა მატერიდანაც..

რამენაირად ვეცდებით რომ უფრო გაიქაჩოს ფორუმი, სწავლის დაწყებისათვის გაკეთდება რეკლამები უნივერსიტეტებში და მოკლედ იმედია ყველფაფერი კარგად იქნება : )


--------------------
in my defence
what is there to say?
We destroy the love
It is our way
We never listened enough
Never faced the truth
And like a passing song
Love’s here & then it is gone...
______________________
Time, it needs time
To win back your love again......
Try, baby try
To trust in my love again....
You should give me a chance
This can't be the end
I'm still loving you....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gi0rgi
პოსტი Feb 25 2009, 10:15 PM
პოსტი #7


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 39
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 6.231



ხოო და (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ახალი სკინიც გვაქვს...

თურმე არც ისე ძნელი ყოფილა IPB ს კოდირება, ანუ ჩემით გავაკეთე ყველაფერი + google ს დახმარებით რა თქმა უნდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


აბა შეაფასეთ ახალი სკინი და დაფოსტეტ შენიშვნები ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 03:11 AM