მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> eBay Skype-ს ყიდის!
Giga1
პოსტი Apr 1 2010, 07:56 PM
პოსტი #1


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



Skype-ს ახალი მფლობელი ყავს!!!

eBay-მ ოფიციალურად გამოაცხადა Skype-ს მომავალი მფლობელის ვინაობა
როგორც იცით Skype 2005 წლიდან eBay-s საკუთრებაში იყო, ხოლო 2009 წელს მათ გაახმაურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Skype იყიდებოდა, მათ აგრეთვე გამოაცხადეს მისი მომავალი სავარაუდო მფლობელები, რომელთა შორის პირველი პრეტენდენტი ვენჩერული ფონდი Andreessen Horowitz და Index Ventures გახლდათ. ყველაფერი შეიცვალა 2010 წლის 7 თებერვალს როდესაც EBAY იძულებული გახდა ეღიარებინა სკაიპი წამგებიანად, ხოლო მისი ბოლო ვერსია (Skype 4.1) წარუმატებლად. 7 თებერვალსვე ფონდმა Andreessen Horowitz და Index Ventures რომელიც თავის დროზე სწორედ სკაიპის შეძენის მიზნით გაერთიანდა, ოფიციალურად გამოაცხადა დაშლის შესახებ და ამით სკაიპის გაყიდვის შანსი ერთი ორად შეამცირა. 2010 წლის 15 მარტს eBays მესვეურებმა გამართეს პრესკონფერენცია სადაც საუბარი შეეხო სკაიპსაც. მათ განაცხადეს რომ მიმდინარეობდა მზადება ახალი ექსპერიმენტული მოდელისთვის რომელიც შეძლებდა სკაიპის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამოყვანას, მაგრამ როგორც ჩანს პროექტმა არ გაამართლა. ოთხი დღის წინ eBay-მ ოფიციალურად განაცხადა სკაიპის ახალი მფლობელის შესახებ, როგორც ირკვევა პოპულარული რუსული საიტის,odnoklassniki.ru-ს მფლობელი ალბერტ პოპკოვი eBay-სთან უკვე თებერვლიდანვე აწარმოებდა მოლაპარაკებას.
გამოცხადდა პროგრამის გადაცემის ოფიციალური თარიღიც, 2010 წლის 25 მაისი. როგორც პოპკოვის წარმომადგენელმა განაცხადა ისინი ძალიან ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებენ, მაგალითად როგორიცაა, სურათების შეფასება, საჩუქრები და კონტაქტების კონტაქტებთან დაკავშირების შესაძლებლობა (ანუ იგივე რაც მეგობრების მეგობრები საიტზე). პოპკოვის განცხადებით უკვე დიდი ხანია რაც მას სკაიპის შესყიდვა ჰქონდა დასახული, “საიტმა odnoklassniki.ru დიდი პოპულარულობა მოიპოვა რუსულენოვან საზოგადოებაში, ამჯერად ჩვენი მიზანია გავხადოთ ის ინტერნაციონალური პროექტი, რის საშუალებასაც Skype თავისუფლად მოგვცემს” – განაცხადა მან ლონდონის პრესკონფერენციაზე. ექსპერტები ვარაუდობენ რომ სკაიპი გახდება Одноклассники-ს ინტერნაციონალური ჰიბრიდი, ოღონდ მესინჯერის სახით.

რათქმაუნდა საშინელი გადაწყვეტილებაა,რა წაგება ნახეს ისეთი,რომ ამაზე დათანხმდნენ.ეხლა სულ გააფუჭებენ (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giga1: Apr 1 2010, 08:08 PM
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 11:29 PM