თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროცესორები, მეხსიერება, გაგრილება, აჩქარება (Overclocking) _ პრობლემა

პოსტის ავტორი: gbrie1 Jul 16 2011, 12:27 PM

ერთი ორი დღეა რაც კომპიუტერის ეკრანი ითიშება, სანამ გაითიშებოდეს თეთრი წინწკლებივით გამოაქვს ეკრანზე, ან გამოსახულება ცოტა ბუნდოვანი ხდება.....რისი ბრალი შეიძლება იყოს? შემდეგ თუ ნახევარი საათის შემდეგ თავიდან ჩავრთავ, ყველაფერი რიგზეა მაგრამ 2-3 საათში იგივე ემართება
რით ვუშველო? sad.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jul 19 2011, 05:51 PM

ვიდეოკარტის პრობლემას ჰგავს
გადმოწერე http://www.ozone3d.net/benchmarks/fur/
და სტაბილურობის ტესტი ჩართე, თუკი გამოსახულება აირია, ასიანი ვიდეოს ბრალია, ასევე დააკვირდი ვიდეოკარტის ტემპერატურას (მაგ პროგრამა გიჩვენებს)
სავარაუდოდ ცხელდება ვიდეოკარტა 8500GT ხომ არ გაქვს შემთხვევით მაგას ვენტილატორი არა აქვს და მარტო რადიატორი არ ყოფნის ხშირად

ან შეიძლება დამტვერილია ძალიან და ვერ გრილდება

პოსტის ავტორი: gbrie1 Jul 20 2011, 07:41 AM

არა, გამოსახულება არ არეულა
ati radeon X1650 მაქვს და ტემეპრატურა 70-100 მდე მერყეობს, ნორმალურია? თერმოპასტაც წავუსვი თან და მაინც ასეა

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jul 20 2011, 01:43 PM

100 მაღალია ისე მაგისთვის

კარგად გაწმინდე თვითონვიდეოკარტა?

აბა ასეთი ცადე: მოხსენი კომპს გვერდი და რამე სიგრილის წყაროს (კონდიციონერი, ვენტილატორი) მიუშვირე

თუ არ აურია, ე.ი გახურების ბრალია


პოსტის ავტორი: gbrie1 Jul 20 2011, 02:18 PM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 20th July 2011 - 02:43 PM) *
აბა ასეთი ცადე: მოხსენი კომპს გვერდი და რამე სიგრილის წყაროს (კონდიციონერი, ვენტილატორი) მიუშვირე

თუ არ აურია, ე.ი გახურების ბრალია

ნორმალურადაა, არ ურევს
გასუფთავებითაც კარგად გავასუფთავე, ერთი 10 ჯერ მაინც რატომ არ დავშალე და თავიდან არ წავუშვი თერმოპასტა biggrin.gif
ბოლოს იმას მივაღწიე რომ ტემპერატურა 75-85 მდე მერყეობს, მაინც ვერ ჩამოვიყვანე დაბლა

გახურების ბრალი რომ იყო ეგ ვიცოდი მაგრამ აი ეგ ტემპერატურა როგორ დავწიო დაბლა ეგ მაინტერესებდა sad.gif

პოსტის ავტორი: სოსო Jul 20 2011, 03:36 PM

უკეთესი ტემპერატურა უკეთესი ქულერით მიიღწევა smile.gif
ისე მოძველდა ეგ ვიდეო კარტა ყველანაირად

პოსტის ავტორი: gbrie1 Jul 20 2011, 05:28 PM

სოსო
რა ღირს ახალი? მთლად გიჟი არ მინდა, არც მკვდარი, ნორმალური...

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jul 21 2011, 06:32 AM

მაგ კარტის მერე ნებისმიერი ახალი ნორმალურია
http://www.alta.com.ge/geo/products.php?action=details&id=32340 150 ლარამდეა მაგალითად
საკმაოდ ნორმალური კარტაა, თამაშებსაც ქაჩავს ახლებს მეტ-ნაკლებად

პოსტის ავტორი: gbrie1 Jul 21 2011, 08:00 AM

gi0_kiborg
კარგი, გმადლობ