თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროცესორები, მეხსიერება, გაგრილება, აჩქარება (Overclocking) _ ოპერატიული მეხსიერება

პოსტის ავტორი: pacaco Jul 2 2010, 10:39 PM

ერთი სიტყვით მაქვს 2გბ ოპერატიული, ორი მიკროსქემა(ზუსტად არ ვიცი მაგას რა ქვია) თითო-თითო გბ-იანები. კომპიუტერს რომ ვრთავდი აგდებდა ლურკ ეკრანს(blue screen).
ფორუმზე წავიკითხე შეიძლება ოპერატიულის ბრალი იყოსო და ჯერ ერთზე გავუშვი და მერე მეორეზე. ხოდა მართლა ამის ბრალი ყოფილა mad.gif . ერთზე სულ ჭედავდა ერთი საკაიფოდ მუშაობს და საერთოდ არ გაუჭედია. მაქვს 2 კითხვა:
1. რა იწვევს ოპერატიულის გაფუჭებას?
2. როგორ გამოვცვალო? ანუ მარტო ის რომელიც გაფუჭდა თუ ორივე ერთად?

პოსტის ავტორი: Giena Jul 3 2010, 05:01 AM

pacaco

ციტატა(pacaco @ 3rd July 2010 - 02:39 AM) *
ერთი სიტყვით მაქვს 2გბ ოპერატიული, ორი მიკროსქემა(ზუსტად არ ვიცი მაგას რა ქვია) თითო-თითო გბ-იანები.

მოდული ქვია მაგას smile.gif

ციტატა(pacaco @ 3rd July 2010 - 02:39 AM) *
1. რა იწვევს ოპერატიულის გაფუჭებას?

ძნელი სათქმელია რა იწვევს მის დაზიანებას, პირველ რიგში მისივე ხარისხი, ქარხნული დეფექტი, მაღალი ვოლტაჟი, მუშაობის დროს წყლის დასხმა, ბოროტი მეზობელი და ა.შ. biggrin.gif
ციტატა(pacaco @ 3rd July 2010 - 02:39 AM) *
2. როგორ გამოვცვალო? ანუ მარტო ის რომელიც გაფუჭდა თუ ორივე ერთად?

გააჩნია იმ შემთხვევაში თუ გაქვს რაიმე მარტოხელა მოდულები ანუ ვთქვათ Kingston KVR სერია მაშინ მარტო ერთი გამოცვალე ოღონდ დაწერე ზუსტად ან მიიტანე მაღაზიაში ის მუშა და ზუსტად იგივე მონაცემების იყიდე, და თუ გაქვს ე.წ. კიტი (წყვილში გამოშვებული ნაკრები) მაშინ მაგას სამუდამო გარანტია აქვს და შეგიძლია გარანტიაზე შეაცვლევინო.

პოსტის ავტორი: pacaco Jul 3 2010, 08:28 AM

დიდი მადლობა wink.gif თვითონ მოდულს zeppelin აწერია და სხვა არაფერი ვიცი

პოსტის ავტორი: Giena Jul 3 2010, 08:31 AM

pacaco
მაშინ მიიტანე სადმე და იგივენაირი იყიდე, კიდევ ექნება მიკრული პატარა ფურცელი სადაც რაღაც აუცილებლად ეწერება, ხოდა ამოიწერე მაგი და იმის მიხედვით იყიდე, ან ეგ ამოწერილი დაწერე აქ და გირჩევთ შესაბამის ოპერატიულს. საერთოდ როკ ჯგუფ ლედ ზეპელინისგან განსხვავებით საკმაოდ უხარისხო მუშაობით გამოირჩევა ეგ ფირმა smile.gif

პოსტის ავტორი: pacaco Jul 4 2010, 09:19 AM

ეხლა დავაყენე 2გბ-იანი ისევ ზეპელინის ფირმის sad.gif და თითქოს ჭედავს კომპი, ვიდეოკარტის ბრალი ხომ არ არის, geforce 8600 მაქვს და 3გბ-სთვის ცოტაა? unsure.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 14 2010, 07:17 PM

pacaco
ანუ ახლა გიყენია 1 GB + 2 GB?

ვიდეო დაფა არაფერ შუაშია, გინდა 100 GB გქონდეს ოპერატიული. რამე პროგრამები ხომ არ გაქვს გაშვეული, რაც ტვირთავს კომპს?