თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროგრამულ-აპარატურული პრობლემები _ FB-ს რაღაც მოუვიდა...

პოსტის ავტორი: Giga1 Jul 25 2011, 10:58 AM

მოკლედ,Facebook-ზე რომ შევდივარ ასეთ რამეს წერს "Sorry, we are experiencing temporary technical problem, please check back later." ჩემდა საუბედუროდ,ვირუსის სახით გამოგზავნილ ვიდეოს ლინკს დავაჭირე sad.gif (აი ის,მეგობრები რომ გიგზავნიან,ვითომ და ვიდეოა,Youtube-ზე რომ გაგდებს) ჰო და ამის მერე აღარ მიხსნის.ვინმემ თუ იცით როგორ ვუშველო (Browser-ის გამოცვლა,კომპის რესტარტი და ა.შ არ შველის).პაროლის შეცვლა როგორ შეიძლება,გარდა ექაუნთიდან შესვლისა? ვინმემ თუ იცით რამე,დამეხმარეთ smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jul 25 2011, 12:39 PM

Windows-ის გადაყენებამ უშველა,შეგიძლიათ დახუროთ თემა =))

პოსტის ავტორი: zaza.r Aug 2 2011, 02:24 PM

ვუნდმა კი უშველა,მაგრამ არ არსებობს რამე მკურნალობის ხერხი არ იყოს,იქნებ იცოდეს ვინმემ?
ვიცი რომ ანტივირუსების უმეტესობა ვერ ერევა მაგ ვირუს ჯერჯერობით.

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Aug 6 2011, 11:30 AM

რაღაც დედაარღნიანი ვირუსია!
ვერაფერი ვუშველე ახლობლის ლეპტოპს და გადავაყენე
(ნუ Live ანტივირუსით არ დამისკანერებია, მაგრამ სხვა ყველაფერი ვადე)

დააკვირდით გამოგზავნილ ლინკებს
Youtube-ს ლინკი უნდა იწყებიოდეს ასე:

პროგრამული კოდი
http://www.youtube.com/watch?

და არა სხვანაირად (განსაკუთრებით პირდაპირ IP მისამართით)

მერე, რომ გთხვთ ფლეში არ გიყენიაო, რომ იწერთ ფაილს და უშვებთ, დააკვირდით საიდან და რას იწერთ:
Adobe-ს საიტზე უნდა გადახვიდეთ წესით, არადა, ფლეში რომ არ გეყენოთ ფაქტიურად ვერცერთ სხვა ვიდეოს ვერ გახსნიდით

ასე, რომ ცოტა სიფრთხილე გამოიჩინეთ
ვინც დავირუსდით, ყოველი შემთხვევისთვის
შეცვალეთ ექაუნთების პაროლები (განსაკუთრებით თუკი ინტერნეტბანკინგის, ან სხვა რაიმე კრიტიკული მნიშვნელობის პაროლები გქონდათ კომპში შენახული)

პოსტის ავტორი: zaza.r Aug 11 2011, 08:52 PM

კი როგორც ვატყობ გადაყენების მეტი არაფერი შველის.
მკურნალობის გზებს თუ მიაგენით დაწერეთ.

პოსტის ავტორი: mr.kobra Aug 13 2011, 03:25 PM

ახლობელს მოუვიდა ეგ ჩემს კომპიუტერზე და როდესაც ამოხტა შეტყობინება ვირუსი გაქ კომპზე და გადატვირთეო მივხვდი რომ ვირუსი იყო

და მიუხედავად იმისა რომ პროცესებიდან გამოვრთე ეგ საეჭვო ქმედება მაინც გადამიტვირთა კომპი

და ჩატვირთვის პროცეს რომ დავაკვირდი, თუ როგორ გულმოდგინედ მიკეთებდა ჩემი სისტემის ცვლილებას მივხვდი, რომ მაგას გადაყენების მეტით ვერაფლით ვუშველიდი.

ჩატვირთვას არც კი დაველოდე და ჯერ Hiren's BootCD - ს დისკი შევაგდე დისკავოდში, შემდეგ windows 7 - ის.

როგორ ფიქრობთ მოასწრებდა რამე ინფორმაციის მოპარვას?

პოსტის ავტორი: Giga1 Aug 15 2011, 12:10 PM

mr.kobra
ნწუ,არა მგონია