თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ჩვენი ინტერნეტ + ჰოსტ პროვაიდერები _ ინფორმაციის განთავსების უფლება

პოსტის ავტორი: racer Jun 30 2008, 09:25 AM

ვაპირებ საიტის გაკეთებას, სადაც იქნება ძირითადად პროგრამები. რა თქმა უნდა ზოგი კრეკთან ერთადაც. ერთგან წავიკითხე რომ სარისკოა ასეთი რამ, მაგრამ ინტერნეტში ამგვარი საიტები მაინც არსებობს. მაინტერესებს საიტის მფლობელს რა პასუხისმგებლობა ეკისრება?

პოსტის ავტორი: domen Jun 30 2008, 10:07 AM

racer
აშკარად ახალი ხარ biggrin.gif

საქართველოში ეგ "ბიზნესი" ყვავის - ყველა კუთხეში 2-3 ვარეზი მაინცაა გახსნილი და, რადგანაც ჯერჯერობით არ არსებობს კანონი გაკრეკილი სოფტის შესახებ, არავითარი საფრთხე არ არსებობს :-)

თუმცა მაინც არ გირჩევ - საქართველოში სულ რამდენიმე ვარეზია, მართლა რომ შემოსავალი მოაქვს მფლობელისთვის და მთელი ნიშაც ბოლომდეა შევსებული :-) თუ მართლა ძლიერი დაფინანსება (საკუთარი სერვერი, ხელფასი ამტვირთავებისთვის და ა.შ.) არ გაქვს, ჯობია, რამე სხვას მოკიდო ხელი.

პოსტის ავტორი: otosaxel Aug 6 2008, 01:07 PM

racer
და რატომ warez-ი? ასეთი საიტები საქართველოში უამრავია და რამე სიახლეს შემოტანა ძნელია და რიგ შემთხვევაში შუეძლებელი, რატომ არ მოკიდებდი ხელს რამე განსაკუთრებულს? ანუ ისეთი ტიპის საიტს რომელიც საქართველოში არ არსებობს?
ან რატომ არ შექმნიდი პირად ბლოგს სადაც დაწერდი ნებიემიერ ყოველდღიურ შთაბეჭდილებებს? დაახ. ესეთს როგორიც rocko.ge-ა smile.gif