მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> იდეა!, პატარა თავი და დიდი თვალები :-)
Giena
პოსტი Sep 30 2008, 11:50 PM
პოსტი #21


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



აბა მოვიდა პირველი პროგრამა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ჩათვალეთ, რომ აქ ჩემთვის ვლაპარაკობდი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) რაღაცეები ჩასასწორებელი იქნება და საბოლოო ანგარიში როდესაც შედგება ეს ყველაფერი კატეგორიებათ გახდება დასაყოფი რაშიც თქვენი დახმარება დამჭირდება აუცილებლად!

Super Ad Blocker 4.5
დადებითი:
ინტერნეტ ექსპლორერში კონტექსტური მენიუ-ს დამატება, მარტივი ინსტალაციის პროცესი, მარტივი ინტერფეისი, ცხელი კლავიშების არსებობა (თუმცა გაუგებარია რა ცხელი კლავიშები აქვს, რადგან არ აქვს მენიუ სადაც შესაძლებელია ან მათი ნახვა ან რედაქტირება), ინტერნეტ ექსპლორერში თულბარის დამატება (თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრით ეს დადებითი აშკარად არ არის!) პოპაპების მბლოკავი, ბლოკავს ფლეშ რეკლამებს, შეუძლია მფრინავი რეკლამების ბლოკვა (მეტი არაა ჩემი მტერი :-) , ბლოკავს მესენჯერის რეკლამებს, ბლოკავს საიტზე არსებულ შეტყობინების ფანჯრებს, გააჩნია შავი და თეთრი სია, აქვს ქუქისების, ბმულების ისტორიის, მოხმარებული ვებგვერდების ისტორიების, დროებითი ფაილების, ხშირად გახსნილი დოკუმენტების, RUN-ის ისტორიის, ძებნის ისტორიის და სანაგვე ყუთის წაშლის შესაძლებლობა, აგრეთვე აქვს შესაძლებლობა მონიშნული პუნქტები წაიშალოს ბროუზერის დახურვის დროს და მონიშნული პუნქტების წაშლა გვერდის შეცვლის (სხვა გვერდზე გადასვლის) დროს. საინტერესო ფაქტია ქუქისების არჩევის შესაძლებლობა ანუ რომელი გვინდა წავშალოთ და რომელი არა ძალიან კარგი ფუნქციაა მე თუ მკითხავთ! გვაძლევს შეტყობინებებს როდესაც დაბლოკავს რეკლამას (მაუსის კურსორის შეცვლა, შეტყობინების ფანჯრის ამოგდება, და ხმიანი შეტყობინება რეკლამის დაბლოკვის შემთხვევაში ამ პუნქტში შესაძლებელია სხვადასხვა ხმების არჩევა!) ასევე აქვს მთავარი გვერდის დაცვის შესაძლებლობა (რომ არ შეიცვალოს) და ორი ქვეპუნქტი 1. შეტყობინების გამოტანა თუ შეიცვალა მთავარი გვერდი და 2. დაცვა შეცვლისგან, ანუ ვერაფრით შევცვლით მთავარ გვერდს! შესაძლებელია შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაშივე არსებულ ველში ჩავწერთ ახალ მთავარ გვერდს! აქვს შესაძლებლობა დაბლოკილი რეკლამების და „შპიონების/აგენტების“ ჩანაწერების კეთების, ასევე სტატისტიკის მენიუ სადაც შეგვიძლია ვნახოთ თუ რამდენი ბანერი, რეკლამა, ფლეშ ბანერი თუ „აგენტი“ დაიბლოკა! აქვს დახმარების და მხარდაჭერის გვერდი და ბოლოს ავტომატური განახლებების შემოწმება და კომპიუტერის სკანირება აგენტურ და სარეკლამო მოდულებზე.

უარყოფითი:
არ აქვს პაროლის დადების შესაძლებლობა, არ აქვს საშუალება დაბლოკოს ცუდი სიტყვები, არ აქვს Tray Icon-ის დამალვის საშუალება (ჩემთვის მნიშვნელოვანია ნამდვილად!) საკმაოდ მწირი მენიუ აქვს (მაგრამ გასაგები ნამდვილად)


ეხლა ტესტები:
გავატარე ტესტები დაახლოვებით 100-მდე საიტზე სადაც რეკლამები და პოპუპები აშკარად მეგულებოდა, აქედან სადღაც 80% რეალურად დაბლოკა! დანარჩენში ჩაისვარა, გაიარა ყველა ტესტი საიტზე: http://www.popuptest.com (ისე სხვათაშორის ქართული ანალოგის გაკეთება არ იქნებოდა ურიგო, მითუმეტეს ძალიან მარტივი საქმეა ვისაც ჯავა სკრიპტი ესმის).

საბოლოო დასკვნა:
საკმაოდ ძლიერი პროგრამაა ერთი, ორი, სამი მინუსის გამოკლებით ჩემი შეფასება 10-დან 8 (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Oct 1 2008, 12:47 AM
პოსტი #22


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



მეორე პროგრამა:

AdsGone
შესაძლებლობები:
მარტივი ინსტალაციის პროცესი, მარტივი პროგრამის ინტერფეისი, შესაძლებელია კომპიუტერის სკანირება აგენტური და სარეკლამო მოდულების აღმოსაჩენად, აქვს შავი და თეთრი სიის შერჩევის საშუალება. აქვს ცხელი კლავიშების კონფიგურაციის საშუალება (სხვათაშორის საკმაოდ მოხერხებული, რომელიც 4 პუნქტით განისაზღვრება 1. პოპაპების ბლოკირების ჩართვა გამორთვა, 2. კონკრეტული დაბლოკილი საიტების დროებით დაშვება, რომ გაიხნას პოპაპი, 3. შესაძლებელია დაიბლოკოს პოპაპები მათი სახელის მიხედვით (შესაძლებელია ცვლილებების შეტანა) და 4. და ბოლო ყველა ინტერნეტ ექსპლორერის და ნეტსკეიპ ბროუზერის ფანჯრის დახურვა!), აქვს ფუნქცია ჩაირთოს მხოლოდ მაშინ როდესაც ჩაირთვება ინტერნეტ ექსპლორერი (მხოლოდ ინტერნეტ ექსპლორერზე მუშაობს), შესაძლებელია პროგრამის პარამეტრების ინტერნეტ ექსპლორერში ინტეგრირება ღილაკის სახით!, ავტომატურად გადაყავნს კარანტინში ნაპოვნი მოდულები, ავტომატურად ანახლებს ბაზებს, აქვს ავტომატური განახლება, აქვს ინტერნეტ ექსპლორერში პოპაპების დაბლოკვის საშუალება ((IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) და მისი ქვე პუნქტი დაბლოკოს ყველა პოპაპი და რეკლამა! ასევე შესაძლებელია ცხელი სიის მითითება სადაც შევიტანთ სარეკლამო საიტების სიას და იმ სიის მიხედვით მიბლოკავს ყველაფერს (საკმაოდ მოხერხებულია!) , შეუძლია მესენჯერების სარეკლამო მოდულების დაბლოკვა, შეუძლია ფლეშ რეკლამების დაბლოკვა (არ მუშაობს აშკარად), ასევე მოძრავი ანიმაციების შეჩერება (არც ეს), აქვს პაროლით დაცვის საშუალება, და სტატისტიკების მენიუ, აქვს ასევე მცირე სტატისტიკების ფანჯრის გამოტანის შესაძლებლობა.

უარყოფითი:
არ აქვს ცუდი სიტყვების დაბლოკვის საშუალება, არ აქვს Tray Icon-ის დამალვის საშუალება (ჩემთვის მნიშვნელოვანია ნამდვილად!), რაც მენიუში აქვს თითქმის არაფერი მუშაობს გარდა „დაბლოკოს ყველა პოპაპი და რეკლამა!“ საკმაოდ ძლიერად, ახალ ფანჯარას არ მახსნევინებდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არ შეუძლია მუსიკისა და ვიდეოს დაბლოკვა, აქვს საშინელი ხმა როცა ბლოკავს რაიმეს (მაგრამ აქვს ხმების შეცვლის საშუალება), არ აქვს სიტყვების ჩანაცვლების შესაძლებლობა! არ აქვს მთავარი გვერდის დაცვის შესაძლებლობა!

ტესტირება:
გავატარე ტესტირება 100-მდე საიტზე და აქედან 20%-ს გაართვა მხოლოდ თავი მაქსმიალურად დაცვის დროს, ასევე გავატარე http://www.popuptest.com/-ზე და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს უმეტესობა ტესტებში ჩაფლავდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

საბოლოო შეფასება:
ჩემი პირადი შეფასებით 10-დან 5 (ესეც მაქსიმუმ)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Oct 1 2008, 02:02 PM
პოსტი #23


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Giena
Super Ad Blocker
Adsgone

როგორც იქნა, ამუშავდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მალე შესაბამის სამუშაო სივრცეებს დავამატებთ და დავიწყოთ :-)

P.S. შენთან ქართულადაა ძრავი?


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Oct 1 2008, 09:21 PM
პოსტი #24


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



Giena და ყველა

სამუშაო სივრცე:

განხილვა:საუკეთესო 10

კატეგორიზაცია შორსაა სრულყოფილისგან და ყველა ვიზრუნებთ გაუმჯობესებაზე, მაგრამ არსებულიდან გამომდინარე რეკლამების მბლოკავები ჯდება კატეგორიაში: ინტერნეტი > სხვადასხვა (ინტერნეტი) > ინტერნეტ რეკლამის მბლოკავი. დმენის მიერ ვიკიზე გადატანილი პოსტები შესაბამისად დალინკულია საუკეთესო პროგრამები - კომპინფოს ვერსია - სხვადასხვა (ინტერნეტი) გვერდზე! ვიკიზე ყოველი ახალი რეკლამის მბლოკავის (ან ნებისმიერი სხვა პროგრამის!) განხილვის განსათავსებლად გთხოვთ გახსნათ ახალი გვერდი სათაურით "განხილვა:პროგრამისახელი" (ვერსიის ან სხვა დამატებითი ინფოს გარეშე).

ვიკიზე ახალი გვერდის შექმნის ყველაზე მარტივი და სწორი(!) გზაა ჩაწეროთ სასურველი სათაური (ჩვენს შემთხვევაში განხილვა:რამეპროგრამისახელი) ძებნაში. თუ ძებნამ ვერ იპოვა ასეთი სათაურის გვერდი, ის შემოგთავაზებთ შექმნათ ეს გვერდი. ასეც მოიქეცით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . განხილვის განთავსების შემდეგ გთხოვთ მასზე ლინკი განათავსთ შესაბამის შესაბამის ქვეკატეგორიაში (ახალი რეკლამების მბლოკავებისთვის ეს არის "სხვადასხვა (ინტერნეტი)"), ფორმატით [[განხილვისათაური]] . ამ გზით ავტომატურად იქმნება ვიკის შიგნითა ბმული

მოგვიანებით შემოგთავაზებთ მეტ ინფორმაციას ვიკიზე ტექსტის განთავსება/რედაქტირების შესახებ!


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Oct 3 2008, 06:31 PM
პოსტი #25


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



Giena
მაგრა გიწერია (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

domen
ციტატა
GienaSuper Ad BlockerAdsgoneროგორც იქნა, ამუშავდა მალე შესაბამის სამუშაო სივრცეებს დავამატებთ და დავიწყოთ :-)P.S. შენთან ქართულადაა ძრავი?

არ შედის (IMG:style_emoticons/default/dry.gif)

და OS-ების შედარებას ვინ შეეჭიდება (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Oct 3 2008, 08:49 PM
პოსტი #26


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



otosaxela
კონფიგთან პრობლემა გვაქვს, დროებითი! გთხოვთ მოგვიტევოთ, ძალიან მალე ვიკი იმუშავებს და გარკვეულ სიურპრიზებსაც შემოგთავაზებთ! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) აი ოპ. სისტემების შედარებას არც უნდა მოვკიდოთ ხელი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ნუ ინდივიდუალურად თუ სტატიის დაწერას გადაწყვეტთ გამოაქვეყნეთ ვიკიზე, რათქმაუნდა! მაგრამ "საუკეთესო 10"-ის ეგიდით ამის გაკეთება ნამდვილად ვერ გამოვა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Oct 4 2008, 06:33 PM
პოსტი #27


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



gearge
კარგი რამეა ვიკი, რამდენიმე თემა პატარა ტექსტებით გავხსენი, მერე ვეცდები შევავსო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Oct 4 2008, 07:00 PM
პოსტი #28


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



otosaxela
ძალიან კარგი, ერთადერთი: დააგდე ლინკები აქ კარგი? ეს დროებით მანამ მოწესრიგდება ყველაფერი, მერე უკვე უშუალოდ ვიკიზეც შეძლებთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რაც შეეხება ზომას, მნიშვნელობა არ აქვს! ყველაფერს დასაწყისი სჭირდება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Oct 4 2008, 08:18 PM
პოსტი #29


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



gearge
მაგ ეს:
http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/in...რნეტი


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Oct 9 2008, 01:29 PM
პოსტი #30


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/windows


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Oct 26 2008, 05:46 PM
პოსტი #31


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



otosaxel
დიდი მადლობა აქტიურობისთვის! მანამ განვაგრძობთ აუცილებელია დავაზუსტო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: კომპინფოს ვიკით არ ვცდილობთ ბორბლის თავიდან გამოგონებას, ანუ: არავითარ შემთხვევაში არ გაიაზროთ კომპინფოს ვიკი როგორც ქართულენოვანი ვიკიპედიას ანალოგი/კონკურენტი! ამ გზით წასვლა მხოლოდ ჩიხამდე მიგვიყვანს! ისეთი გვერდები როგორც http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/in...%83%A2%E1%83%98 ან http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/windows უნდა ატარებდნენ მხოლოდ ზოგად საინფორმაციო, განმარტებით ხასიათს. ანუ იდოს მოკლე, ადვილად გასაგები ინფორმაცია კონკრეტულ საკითხზე, ვრხელი ინფოსთვის კი ლინკი Wikipedia-ს შესაბამის ქართულენოვან გვერდზე (თუ არ არსებობს, ინგლისურენოვან + თხოვნით დაეხმარონ ქართულენოვანის შექმნაში - ხელი ხელს ბანს) კომპინფოს ტექნიკურ ფორუმზე ადგილი უმმთავრესად განხილვებისა და სტატიებსთვისაა! მაგრამ უდავოდ აუცილებელია ზოგად საინფორმაციო, განმარტებითი მოკლე სტატიები, ისეთები როგორც otosaxel-მა დადო! მათ ხარჯზე შესაძლებელი იქება სტატიების/განხილვების კომპაქტურ ზომამდე დაყვანა, დეტალური/დამატებითი განმარტებების ვიკის შესაბამის გვერდებზე ლინკებით ჩანაცვლებით!


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი May 24 2009, 05:27 PM
პოსტი #32


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



(IMG:style_emoticons/default/sleep.gif) (IMG:style_emoticons/default/sleep.gif) (IMG:style_emoticons/default/sleep.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jun 10 2009, 12:51 PM
პოსტი #33


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



კომპინფოს ფორუმზე იმდენი საჭირო ინფოა მიმოფანტული, ამ დროს რომ დაგჭირდეს შეიძლება ნაწილ-ნაწილ პოსტებიდან მოგიწიოს ამოწიწკნა, ვიკიზე კი ნორმალური ნავიგაციით უნდა გადასახლდეს კომპიუტერთან ურთიერთობას რაც ეხება ყველაფერი, რაც დაწერილა ფორუმზე შეკრულად და მაქსიმალურად გასაგებად, ეს იქნება სრულფასოვანი FAQ დამწყებებისთვის და არა მარტო, ბევრი რამ შეიძლება Advanced იუზერმაც არ იცოდეს და სხვას ეკითხებოდეს, ეს არის კიდეც ამ ფორუმის არსებობის მიზანი, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და ვისწავლოთ ის რაც არ ვიცით (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მემგონი კარგი იდეაა, აბა ცარიელი ვიკი რად გვინდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
თან ვიკის ფორმატი მემგონი ყველაზე კარგად იძლევა ზემოთთქმულის გაკეთების საშუალებას (ჩემი აზრით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jun 10 2009, 01:19 PM
პოსტი #34


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Bekward
კი, სათქმელად მარტივია და ლამაზი, განხორციელებაა ძნელი :-)

აგერ, არსებობს უკვე ვიკი, მაგრამ ავსებს ვინმე? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეგ კი არა, საინტერესო თემების ნაკრები ვერ შევავსეთ, რა ვიკიზეა ლაპარაკი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 02:02 PM