მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> სერვერი ფანჯრებიანი სახლისთვის, ანუ Windows Home Server
domen
პოსტი Sep 21 2009, 05:29 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



პრობლემა


როგორც უკვე დავწერე, სულ ცოტა ხნის წინ აღმოვჩნდი 5-6 წლის ნაგროვები ფაილების დაკარგვის საშიშროების წინაშე და ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი ადგილის ქონა, სადაც რამდენიმე ხანში ერთხელ მოხდება მთელი მყარი დისკის ან რაღაც ნაწილის დარეზერვება, ყოველი შემთხვევისთვის. ამასობაში დიდი ხანია ვფიქრობ, ჩემი ძველი კომპი გადავაკეთო პატარა მედია სერვერად, რომელზეც შეინახება გაზიარებული ფაილები, ფილმები, მუსიკა და ფოტოები და მათთან წვდომა და სტრიმინგი ყოველთვის იქნება შესაძლებელი. ბოლო-ბოლო, მალე მე-6 კომპი შემოგვემატება და ხანდახან ძნელია გაიხსენო, როდის სად რა შეინახე :-)

გადაწყვეტის გზები : თეორია


აქამდე ვფიქრობდი, როგორმე Windows 7 დამეყენებინა იმ კომპზე და HomeGroup-ის საშუალებით მომეგვარებინა ეს ამბავი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გადავაწყდი ძალიან საინტერესო რამეს: MS-ის ხედვას მომავალ "ციფრულ სახლთან" დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ხანია, MS უშვებს Windows Home Server-ს (WHS), Windows Server 2003-ზე დაფუძნებულ სისტემას.

იდეა შემდეგია: სახლში იდგმება ერთი პატარა, არც ისე მძლავრი და მცირე ენერგიის მომხმარებელი კომპიუტერი (არ საჭიროებს კლავიატურას, თაგვს და მონიტორს), ერთდება ქსელში და ზედ დგება Windows Home Server. შემდეგ ის ერთდება ყველა დანარჩენ კომპიუტერთან და აწარმოებს მათ ყოველდღიურ დარეზერვებას. დარეზერვება სრულია - საჭიროების შემთხვევაში Home Server-ს შეუძლია აღადგინოს კომპიუტერის სისტემური განყოფილებაც კი.

თუმცა დარეზერვებით არ მთავრდება შესაძლებლობები: Home Server-ზე შესაძლებელია გაკეთდეს გაზიარებული საქაღალდეები, რომლებზე წვდომაც ექნება ყველას, სახლშიც და ინტერნეტის გავლითაც, მხარდაჭერილია სტრიმინგი XBOX-ზე, Zune-ზე და სხვა თავსებად ("თავსებადი" რომლებია, არ ვიცი) მოწყობილობებზე. Home Server-ის გავლით შესაძლებელია ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპის სრული კონტროლი ქსელის გარედან - პროგრამების გაშვებაც კი შეიძლება :-)

რადგანაც Home Server-ში ერთიანდება მთელი სახლის ვინჩოები, შესაძლებელია ერთიანი ძიების ინდექსის შექმნაც, რომელიც საშუალებას იძლევა, ფაილები ეძებოთ სახლის ყველა კომპზე ერთდროულად.

იმისთვის, რაც უკვე ჩაშენებული არაა WHS-სში, არსებობს გაფართოებების (Add-In) საცავი, ვთქვათ, ჩამოტვირთვების ან ტორენტის მენეჯერი, რომლებიც ხსნიან მთავარი, მძლავრი და ზუზუნა კომპის ჩართულად დატოვების აუცილებლობას. ან კიდევ გაფართოება, რომელიც საშუალებას მოგცემთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ბრაუზერის გამოყენებით მიწვდეთ Home Server-ში შენახულ ფაილებს. შესაძლებელია გაფართოებების სახით Home Server-ზე დააყენოთ PHP და MySQL და გამოიყენოთ ის ჩვეულებრივ სერვერად. და ასე შემდეგ.

რამოდენიმე საინტერესო თემატური რესურსი:

Windows Home Server @ Microsoft.com

Windows Home Server Demo @ Microsoft.com

Windows Home Server @ Wikipedia

Windows Home Server - Get Started @ We Got Served



მოკლედ, WHS ნამდვილად უნივერსალური და არსებულთაგან ყველაზე სერიოზული გადაწყვეტაა, მეც გადავწყვიტე, ის გამოვიყენო.

გადაწყვეტის გზები : პრაქტიკა


პრაქტიკულად საჭიროა ან შევიძინოთ ბრენდ სერვერი, რომელიც ლამაზადაც გამოიყურება და სერვერის ლიცენზირებული ვერსიაც მოჰყვება, ან ჩვენი ხელით ავაწყოთ რამე შესაფერისი კომპი და ზედ გატეხილი სერვერი დავაყენოთ (ყიდვა რომც გინდოდეთ, ჩვენთან შანსი არაა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ).

ბერნდ სერვერი და კარგი ცხოვრება ნამდვილად კარგია, მაგრამ ეს სიამოვნება ადგილზე ასე $400-დან $700-მდე ჯდება, ტრანსპორტირების და განბაჟების მერე ალბათ $700-დან $1000-მდე, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ეგ არ მაწყობს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ასე რომ, ან ძველი კომპი უნდა გამოვიყენო, ან ახალი ავაწყო. ძველის გამოყენებას აზრი არ აქვს, SATA პინები არ აქვს მაზერს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) თუმცა რაღაც ხეირი არის - კეისს დავიტოვებ.

სერვერის აწყობა, უხეშად დავთვალე, სადღაც $250-დან $300-მდე დაჯდება (1 TB მეხსიერებით). აქ მჭირდება დახმარება: ავაწყოთ კომპი, რომელიც გამოდგება სერვერად, მოიხმარს მინიმალურ ენერგიას და ექნება მინიმალური ფასი (სასურველია $200-ს ძალიან არ ასცდეს). მერე ამ ყველაფრის კარგ სტატიაში მოქცევაც შეიძლება.

საჭიროა შემდეგი კომპონენტები:
  • დედა დაფა (ინტეგრირებული ქსელი, ხმა და ვიდეო)
  • პროცესორი
  • რამი (2 GB, ალბათ)
  • HDD (სავარაუდოდ ორი, 500 GB ან 1 TB)

კეისი მაქვს (ძველს გამოვიყენებ), მონიტორი, კლავა და თაგვი არ დამჭირდება. DVD-ROM-საც (WHS-ის ინსტალაციისასაა საჭირო) ძველს გამოვიყენებ.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ საჭირო თანხა ამწუთას არ მაქვს, ნელ-ნელა მომიწევს შეგროვება :-) თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია - "ხვალ" არ ვყიდულობ ამ კომპს, დრო არის. თუ რამე ახალი და ამ მხრივ საინტერესო გამოდის მალე, არ დამიმალოთ :-)

მოკლედ, სულ ეს იყო, დღეიდან ვიწყებ შესაფერისი ნაწილების ძებნას, თუ რამე საინტერესოს წააწყდებით და არ დაგეზარებათ, მაცნობეთ ხოლმე. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- domen   სერვერი ფანჯრებიანი სახლისთვის   Sep 21 2009, 05:29 PM
- - Classical   ძალიან საინტერესო ...   Sep 21 2009, 07:26 PM
- - gearge   domen RAID? თუგინდ ელემენ...   Sep 21 2009, 07:56 PM
- - domen   Classical როგორც ინგლის...   Sep 22 2009, 07:59 AM
- - Gioma   domen მეც დამაინტერეს...   Sep 22 2009, 02:26 PM
- - domen   Gioma 512 სამუშაო მინიმ...   Sep 22 2009, 03:04 PM
- - Classical   ციტატა512 სამუშაო მი...   Sep 22 2009, 04:18 PM
- - otosaxel   domen დომენ M$-მა ჩემ ...   Sep 22 2009, 04:44 PM
- - Gioma   domen ხო მაზერი გაიჩი...   Sep 22 2009, 05:28 PM
- - domen   otosaxel ბევრის იდეა იყ...   Sep 22 2009, 06:55 PM
- - otosaxel   domen ციტატა(domen @ 22nd Septem...   Sep 22 2009, 07:07 PM
- - domen   otosaxel ესე იგი, ჩავუჯე...   Sep 23 2009, 09:39 AM
- - domen   პირველის ოდნავ შემ...   Sep 24 2009, 09:06 AM
- - otosaxel   domen ციტატა(domen @ 23rd Septem...   Sep 24 2009, 01:31 PM
- - Power_VANO   მოიცა, დომენ, სერვე...   Sep 24 2009, 01:56 PM
- - otosaxel   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Sep 24 2009, 02:07 PM
- - domen   Power_VANO კი, არასწორია ...   Sep 24 2009, 04:33 PM
- - otosaxel   domen ციტატა(domen @ 24th Septem...   Sep 24 2009, 07:06 PM
- - Power_VANO   domen ხოომ, ახლა ხელახ...   Sep 24 2009, 07:57 PM
- - otosaxel   Power_VANO ისე ატომი ისე ...   Sep 24 2009, 07:57 PM
- - Power_VANO   ციტატა(otosaxel @ 24th September ...   Sep 25 2009, 07:26 AM
- - domen   otosaxel შე კაცო, აქვს ორ...   Sep 25 2009, 07:29 AM
- - Power_VANO   domen სიგეიტები იყიდე...   Sep 25 2009, 10:21 AM
- - domen   Power_VANO ერთი ძალიან სა...   Sep 25 2009, 10:58 AM
- - otosaxel   მოკლედ ჩემ ჰარდსაც...   Sep 25 2009, 11:33 AM
- - domen   otosaxel ოთო, სახლის სერ...   Sep 25 2009, 12:05 PM
- - otosaxel   domen ციტატა(domen @ 25th Septem...   Sep 25 2009, 12:08 PM
- - domen   მოკლედ, მეღირსა და ...   Jan 26 2010, 06:48 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 07:00 PM