თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Linux & FreeBSD _ ლინუქსი დამწყებისთვის

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 1 2008, 06:57 PM

მოკლედ რამდენიმე დღეა რაც ჩავიწერე Vmware Workstation ოფიციალური სატიდან და მერე კეის შეყვანით კისერი მოუგრიხე, როცა ძველმანებით გული ვიჯერე (win 3.11, 95, 98) და xp-ზეც ჩემი ყველა ცნობის მოყვარეობა დავიკმაყოფილე, გავარდი და Kubuntu გადმოვწერე, ინსტალაცია არ გამჭირვებია და შინნითაც უცებ მოვედი აზრზე ჯერ მენუიები გადავქექე მერე ფაილები და რაღაცეებიც გადმოვწერე ძალიან მომეწონა მისი პრაქტიკულობა თვითOეულ პროგრამაში თუმცა არ მომაწონა ოფისი და ვერ მივაგენი მეილ კლიენტს, მიდგა დრო კონსოლზე აქ ცოტა გავეჭედე მარა ინსტალაციის დოკუმენტაციით გავედი ფონს smile.gif, მოკლედ ეს იყო პირველი დღე როცა ლინუქსი დავჩიჩქნე მოშნად biggrin.gif

ეხლა გადავალ საქმეზე თუ რისთვის დავწერე ამხელა მემუარები biggrin.gif
მოკლედ ეს ლინუქსი მომეწონა მარა მაიც დავსვავ რიტორიკულ კითხვას ამჟამად ჩემთვის ყველაზე კარგი რომელი დისტროს გამოყენება იქნება?
პირველ რიგში რის ჩაისტალებას მირჩევთ?
და საიდან დავიწყო ჩიჩქნა?

ყველას დიდი მადლობა ვინც ნახავს და გამოეხმაურება ამ თემას

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 1 2008, 07:31 PM

Gi0rgius

ციტატა
არ გამაგიჟო,ევოლუშენი ზევითაა პანელზე

უპს ეხლა შევამჩნიე ვერ წარმოვიდგენდი რომე გმეილია tongue.gif, ბრაუზერის გვერძე იყო
ციტატა
უბუნტუ

ლინკი მომე რა პლზ
ციტატა
რამე ისეთი რაც სისტემას დააზიანებს(მე ეგრე ვაკეთებ) ან ისეთი რისი გაკეთებაც არ იცი

ეგ არ მიგულისხმია tongue.gif დაზიანებას del-ითაც მოვახერხებ tongue.gif, უბრალოდ ისეთი რაღაც რაც აუცილებელი, მაგ ვინდს ჩაწერის მერე აუცილებლად ვაისნტალებთ ანტი ვირს და ოფის smile.gif, ანუ ეგეთი რაა პინგვინებთან.
ციტატა
რეპოზიტორიებიდან

საიდან????????
ციტატა
იმედია არ გეწყინება,ასეთ მოკლე პასუხს რომ გცემ.

რას ამბობ პირიქით გამიხარდა რომ მიპასუხე, დიდი მადლობა
ციტატა
რაც შეეხება ახალბედების ურთიერთობას უბუნტუსთაბ მალე სრულ სტატიას იხილავთ(თავისი დაპატარავებული სკრინებით) ამავე თვეში

ხო ეგ კარგი ამბავია smile.gif

პოსტის ავტორი: domen Feb 1 2008, 07:45 PM

otosaxel
როგორც წესი, დამწყებებისთვის უბუნტუს არჩევენ ხოლმე, მაგრამ მე Suse-იც მირჩიეს, რავიცი, რავიცი ..

აგერ, გადაათვალიერე ჩემი თემა forum.ge-ზე, http://forum.ge/?showtopic=33777000, ბოლოსკენ კი აირია ცოტათი, მარგამ თავიდან საკმაოდ სასარგებლო ინფოს იპოვი.

მორჩეს ერთი ეს გამოცდები და მეც ვნახავ ამ ლინუქსს ძირფესვიანად (ისე ეხლაც მიყენია Suse, მაგრამ რა ხეირი?), რა ჩიტია ..

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 2 2008, 06:36 AM

Gi0rgius

ციტატა
კიი ნამდვილად,მაგრა ერთდატერთი პრობლემა ის მაქ როგორ დავაპატარავო სურათები

http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1524

პლიუს ამას, ვინდოუსი თუ გიყენია, სულ მინიმუმ MS Paint (ან Paint .NET) შეგიძლია გამოიყენო მაგ საქმისთვის, მაქსიმუმ ფოტოშოპი smile.gif

თუ ვინდი არ გაქვს და მხოლოდ ლინუქსს იყენებ, როგორ დავიჯერო, რომ ერთი პროგრამა არ არის ისეთი, რომლითაც სურათების დაპატარავებას შეძლებდი?
ხომ გაქვთ ლინუქსი ერთი პროგრამა, ფოტოშოპობას რომ ცდილობს და არ გამოსდის? biggrin.gif სახელს ვერ ვიხსენებ...

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 2 2008, 03:23 PM

domen
Gi0rgius
დიდი მადლობა, ავარჩიე ubuntu სანამ გადმოწერს იყოს იქამდე Kubuntu და მერე მაგასაც დავშლი smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Feb 2 2008, 04:04 PM

Power_VANO

ციტატა
ფოტოშოპობას რომ ცდილობს და არ გამოსდის? biggrin.gif სახელს ვერ ვიხსენებ...

როგორ ვაპატიო თავს თუ არ გიპასუხე?! biggrin.gif პროგრამა არის: უფასო და ღია კოდის მქონე http://www.gimp.org/features/! GIMP-ი არა მარტო უჭერს მხარს Photoshop-ის სტანდარტულ ფუნქციებს და გაფართოებადია მრავალრიცხოვანი plug-in-ებით, არამედ სპეციალური დანამატის საშუალებით Photoshop-ის გაფართოებების მხარდაჭერაც კი უჩნდება! tongue.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 2 2008, 07:39 PM

ჩავწერე უბუნტუ ინტერფეისი ძალიან მოხერხებული გამოდგა! ნეტა ვინზეც ესე შეიძლებოდეს სტარტის ორად გაყოფა smile.gif
სიამრტივით kubuntu უფრო მარტივი იყო მარა მაასაც მალე ავუღე ალღო (რაც გრაფიკული იყო tongue.gif), ეხლა რაღაცეებს ვიწერ და აბა კონსოლში ვნახავ რა გამომივა, ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 3 2008, 07:28 PM

gearge

ციტატა
უფასო და ღია კოდის მქონე GIMP!

უფასო და ღია კოდი ჩემთვის რომ არგუმენტი არაა ხომ იცით? biggrin.gif გატეხილსაც მშვენივრად ვხმარობ. სულ არ მაქვს მოთხოვნილება, რომ ფოტოშოპი ღია კოდის გახდეს. tongue.gif

რაც შეეხება ფუნქციებს და ფოტოშოპთან თავსებადობას: ის, რომ პლაგინებთან თავსებადი ხდება ეგ კი პლიუსია, მაგრამ დიდი არა. იმიტომ, რომ ფოტოშოპი პლაგინები ხომ არაა? smile.gif
და ის რაც რეალიზებულაი ფოტოშოპში და რის საშუალებასაც იძლევა, ვერ გვაძლევს GIMP-ი. ანუ რეალიზების ხარისხი განსხვავებულია IMO ძალიან.
ისე, ლინუქსისა და ვინდოუსის ვერსიები GIMP-ის განსხვავებულია? თუ ერთნაირი?

პოსტის ავტორი: student777 Feb 3 2008, 08:39 PM

რავი ახლა დავაყენე უბუნტუ და ფედორასთან გაცილებით მარტივია უფრო მომხმარებლისთვის მოსახერხებელია მგონი ესეა smile.gif

მაგაზე ვცადე სერვერის დაყენება და აშკარად ფედორა აჯობა smile.gif ნუ სუზი და რედ ჰატს ხომ აღარ ვამბობ smile.gif

ოღონდ ახლა არ დამაყაროთ ეგ ახალ ბედას შტაბეჭდილება იყო biggrin.gif


ისე აქვე ვიკითხავ მაინც ყველა შემოდის აქ და კითხულობს: FreeBSD საიდან გადმოვწერო და აქვს გრაფიკული ინტერფეისი თუ არა ? და მაინტერესებს რომელ ლინუქს არააქს გრაფიკული ინტერფეისი საერთოდ smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 4 2008, 05:20 AM

student777

ციტატა
რომელ ლინუქს არააქს გრაფიკული ინტერფეისი საერთოდ

ინსტალაციის დროს ნუ აირჩევ გრაფიკული გარსის ინსტალაციას და არცერთს არ ექნება smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 4 2008, 03:21 PM

Gi0rgius

ციტატა
ორივე ერთნაირი ნაგავია ,არ მომწონს გიმპი

დღეს მუღამისთვის გადმოვწერე GIMP-ი და თითქმის ერთი საათი საგულდაგულოდ ვსინჯე, მეთქი რაა ესეთი... ჰოდა დასკვნა ისევ ისეთი გავაკეთე biggrin.gif

GIMP-ი, IMO, არის:
ციტატა
ერთი პროგრამა, ფოტოშოპობას რომ ცდილობს და არ გამოსდის


ციტატა
როგორ არაა

ნეინ, პლაგინები 1/4-ია ფოტოშოპის ფუნქციების დაახლოებით. ზოგისთვის მაგდენიც არაა smile.gif

პოსტის ავტორი: student777 Feb 4 2008, 07:00 PM

ხო ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ფედორა სასერვერო საქმეში ასწორებს biggrin.gif



პს ინსტალაციის დროს მთუ გავთიშავდი მერე რატომღაც მეგონა რომ გაიჩითებოდა biggrin.gif ისევ ვიზუალური მხარე smile.gif


ლინკისთვის მადლობა ლინუქსის ფანო biggrin.gif

პოსტის ავტორი: gio_kiborg Feb 5 2008, 01:43 PM

ლინუქსთან შეხება ჯერ მხოლოდ Live CD მაქვს,კერძოდ SLAX თან,რომელიჩ მშვენივრად კითხულობს და წერს ჩემი NTFS დისკის ფაილებს,
მაინტერესებს რომელ დისტრიბუტივს აქვს NTFS ის მხარდაჭერა?
Windows თან ადვილია უფრო,არის სპეციალური პროგრამები,რომლებიc EXT პართიშენებს აღიქვავენ

პოსტის ავტორი: gio_kiborg Feb 5 2008, 02:12 PM


Gi0rgius

ციტატა
თუ დაიცდი მაქსიმუმ ერთ კვირაში უბუნტუს ბოლო ვერსიის ინსტალაციის,ოპტიმიზირების და ა.შ ტუტორიალს შემოგთვაზებთ,თავისი დაპატარავებული სურათებით და ახსნებით.
ასე 6-8 გვეერდი მაინც გამოვა,მოუცლელობის გამო ვერ ვახერხებ გაკეთებას(ჯერ არც დამიწყია)

ინსტალაციის დევს კომპინფოს გვერდზე მგონი Ja-Ja ს დადებულია,ოპტიმიზაცია კი ნამდვილად საჭიროა,მაგ მხრივ აზრზე არ ვარ
ხო,იმ პროგრამას რა ქვია? SUSE ზე წავა?

პოსტის ავტორი: gio_kiborg Feb 5 2008, 02:21 PM

Gi0rgius

ციტატა
ეგ ინსტალაციის სტატია კი არა,ინსტალაცისწინა სამზადისი აღწერილი კერძოდ ადგილის გამოყოფა

ეგ სხვა სტატიაა,ინსტალაციაც აქვს http://www.compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=47
ესეიგი სუსეზე არ მექნება პრობლემა?ძალიან კარგი და დრაივერები სად ვნახო?

პოსტის ავტორი: gio_kiborg Feb 6 2008, 07:11 AM

Gi0rgius
დავაყენე suse ჯერ ვირტუალურზე,
რეალურადაც მალე ვიზამ,მაგრამ ვიდეოს დრაივერი არა მგონია მონახოს(INTEL GMA3000) და რომ დავააბდეიტო 4 გიგას გადმოიწერს საიტიდან მე ლაითი ვერსია მომცა ერთმა ქართველმა ლინუქსიშნიკმა,თვითონ მირჩია თან SUSE (KDE გარსით) და რამდენადაც მე არ ვიცი სხვა ვერსიების ავ-კარგი,თან KDE უფრო მომწონს ვიდრე GNOME(ლაივ დისკებთან მქონია შეხება) უსიტყვოდ დავეთანხმე.
თანდათან რაც დამაინტერესებს შეგეკითხებით ხოლმე

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 6 2008, 07:18 AM

gio_kiborg

ციტატა
მაგრამ ვიდეოს დრაივერი არა მგონია მონახოს(INTEL GMA3000)

ნახავს smile.gif გიორგიუსსაც ეგ ვიდეო აქვს. თუ მაინც ვერ იპოვნა, intel.com-ზეა და გადმოწერ smile.gif

პოსტის ავტორი: gio_kiborg Feb 6 2008, 07:36 AM

Power_VANO
იმედია ნახავს,
ორი შეკითხვა მაქვს:1) გადმოვწერე კოდეკები codecs-kde.ymp დავაყენე რაღაც კონფლიქტები მაჩვენა,შემეზარა და ზუსტად აღარ წამიკითხავს,რაც კონფლიქტური იყო don't install ვუთხარი,მაგრამ mp3 არ უკრავს
2) ქართული input როგორ დავაყენო? secondary language ში არ აქვს

პოსტის ავტორი: gio_kiborg Feb 6 2008, 07:49 AM

Gi0rgius
სხვაგან მეც მინახავს მაგ ინდიკატორი,მაგრამ აქ არაა და პრობლემაც მაგაშია

პოსტის ავტორი: Bekward Nov 8 2008, 09:57 PM

KUBUNTU 100%-ით ამართლებს UBUNTU-ს ლოზუნგს: "linux for human beings" ჩემი აზრით რათქმაუნდა,
ქსელი თვითონ ამოიცნო(უბუნტუსგან გასხვავებით), იცნო ყველაფერი, დაჟე DNS-ებიც, ამ წუთამდე აზრზე ვერ მოვდივარ ეგ სადღა იპოვა blink.gif
MP3-ს გასაშვებად თვითონ მოქაჩა კოდეკები და სისტემაში შესვლიდან ორ წუთში უკვე მუსიკაც მქონდა და ვიდეოც blink.gif
ეს სამი მტკივნეული თემა(ჩემთვის biggrin.gif) მომენტალურად მომიგვარა და ნამდვილად ნასიამოვნები დავრჩი,
+ ამას Windows-ის ფართიშენებს ხედავს უპრობლემოდ, უბუნტუში თმა მქონდა მაგაზე გათეთრებული, ხედავდა მარა ვერაფერში ვიყენებდი, აქ კიდე დაინახა კიდეც, შევიდა კიდეც და გადაწერ-გადმოწერაც მოსულა.
მაპატიეთ თუ ოფტოპიკია, თხოვნა მაქვს, სახალხოდ ნუ გამლანძღავთ წესების დარღვევისთვის biggrin.gif:D:D:D:D:D:D

პოსტის ავტორი: gearge Dec 4 2008, 07:04 PM

Bekward

ციტატა
ქსელი თვითონ ამოიცნო(უბუნტუსგან გასხვავებით), იცნო ყველაფერი, დაჟე DNS-ებიც, ამ წუთამდე აზრზე ვერ მოვდივარ ეგ სადღა იპოვა blink.gif

კუბუნტუს მისი მშობელი უბუნტუგან განსხვავებით ჯადოსნური შელოცვები კი არ მოჰყვება biggrin.gif დრაივერები (მითუმეტეს ქსელს) დაბალ დონეზეა რეალიზებული და არაა დამოკიდებული არჩეულ/გამოყენებულ გრაფიკულ მენეჯერზე. რომ გაგეტესტა იგივე ვერსიის უბუნტუზე დაინახავდი რომ ისიც ამოიცნობდა, თუ არა, შეესაბამის ქსელის მართვის მოწყობილობებში (ნეთვორს მენეჯერში) უნდა მიგეთითებინა ავტომატური კონფიგურაცია გამოიყენება (დეფაულტად ისედაც ესეა:-). ავტომატურად ამოცნობა ინტერნეტ მისამართებისა არ უნდა იყოს გასაკვირი თუ DHCP გამართულია. რა ინტერნეტ პაკეტი გაქვს? დანარჩენ საკითხებზეც, იგივე ვერსიი უბუნტუ რომ გქონოდა იგივე შედეგს მიიღებდი smile.gif ისე, ბარემ Mandriva Linux One სცადე, 702 მეგაში დახურული ვიდეო დრაივერებიც კი მოჰყვება (თან ოფიციალურად;-).

პოსტის ავტორი: beq@ Dec 5 2008, 12:39 AM

აუ მე კნოპიქსი მაქვს და კარგია? ლივსიდიზე მაქვს და მაგით მინდა სწვალა

პოსტის ავტორი: domen Dec 5 2008, 01:35 PM

plastic

ციტატა
ვთქვათ, Fედორა დავაყენე. ინტერნეტი მოდემით მომდის და ვინდოუსისთვის, შესაბამის, Zyxel ADSL USB დრაივერს ვიყენებ. ლინუქსზე როგორ იქნება ეს ამბავი, ნეტის გარეშე დავრჩები ?!

საშინლად sad.gif მე პირადად საკმაოდ დიდი ხანი ვცდილობდი Suse-ისთვის "მეჭმია" შესაბამისი დრაივერები, მაგრამ არაფერი გამომივიდა sad.gif მერე ვიყიდე Dir-300 და სიუზის ჩართვისას ყველაფერი ავტომატურად კონფიგურირებული დამხვდა :-)

მოკლედ, ძალიან "მხარდაუჭერელი" სერიაა Zyxel-ის ეგ USB მოდემები, ოფიციალური დრაივერები მხოლოდ ვინდისთვის იშოვება, ლინუქსზე ენთუზიასტების დაწერილი დრაივერები თუ გიშველის, მაგრამ მათი შოვნა-კონფიგურირება საკმაოდ ძნელი საქმეა ..

პოსტის ავტორი: domen Dec 5 2008, 01:47 PM

plastic
რაც უფრო გაყიდვადია პროდუქტი, მით მეტია შანსი, მისი დრაივერები არსებობდეს :-) ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მაგათ მოძებნას უნდა ჰქონდეს აზრი, წესით :-)

პოსტის ავტორი: gearge Dec 8 2008, 09:07 PM

plastic
ის რომ მიგნე დრაივერებსა და სხვა საჭირო სოფტს კიდევ არ ნიშნავს რომ მათ დაყენებას შეძლებ wink.gif სოფტპედიას ლნუქს განყოფილებაზე უმთავრესად სორსფაილები დევს, რომლებიც tar.bz/bz2/*არქივების სახით ვრცელდება (ასევე დარწმუნებული ვარ ის დრაივერებიც რომლებიც იპოვე ნეტში), მათ ტარბოლებს უწოდებენ. ისინი პროგრამების სორს (ანუ საწყის) კოდს შეიცავენ და რათა ეგ სოფტი გამოიყენო მოგიწევს ჯერ მაგ სორს ფაილებიდან ბინარული ფაილები დააკომპილირო, ამისთვის კი შესაბამისი კომპილატორები უნდა ეყენოს სისტემაში (მაგალითად უბუნტუს დეფაულტად არ მოჰყვება აუცილებელი gcc პაკეტი - კომპილატორებნის კრებული - თუ ხალხნო ჩამოვრჩი დროს?) და არც პროცესია განსაკუთრებულად მარტივი (მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყოველ ტარბოლს ტექსტური რფაილი მოყვება შესაბამისი ინსტრუქციებით) ანუ თუ ვთქვათ უბუნტუს გამოყენებას აპირებ და მისთვის რამე დრაივერი (ან ნებისმიერი სხვა სახის პროგა) გინდა დააყენო, საუკეთესო შემთხვევაში დაგჭირდება უბუნტუს კონკრეტულად მაგ ვერსიისთვის (7.10 დავუშვათ) აწყობილი DEB (რაღაცა.deb) პაკეტი იშოვო. ეს უკანასკნელი ვინდოუზის exe-ს მსგავსია ინსტალაციის სიმარტივით (თითქოსდა:-). მოკლედ, ამდენ წვალებას, ანუ მანამ ნორმალური(!) მოდემი არ გექნება, ლინუქსი ვირტუალურ მანქანაში გაუშვი. დრაივერებთან პრობლემები მოგეხსნება იმიტომ რომ ლინუქსი თავს ძაალიან ნაცნობ სივრცეში იგრძნობს biggrin.gif ასეთი პროგრამები (Virtual PC, VirtualBox ..) ამ ფორუმზე ხშირად გვიხსენებია, ასე რომ მარტივად დასერჩვადია. ანუ ვირტუალურ გარსში მიიღებ ვირტუალურ კომპიუტერს რომელშიც რაც არ უნდა გააკეთო, რეალურ კომპს ვერ დააზიანებ. დააყენე, გატესტე, ახალი სოფტი, აურიიე უბუნტუ როგორც გინდა, თუგინდ ტარბოლებიდან სოფტის დაყენება ისწავლე, ყველაფერი იზოლირებულად მოხდება და ნერვებიც ნაკლებად აგეშლება tongue.gif რათქმაუნდა თუ 512 მეგაბაიტზე ნაკლები ოპერატიული მეხსიერება (რამი) არ გაქვ, ამ შემთხვვაში ცხოვრებას გაგიმწარებს smile.gif. ხომ, უბუნტუს ვიტყუალურ ვესიას ეყოფა 256 მეგა გამოყოფილი რამი და როგორც მინიმუმ 5 გეგა მყარი დისკის სივრცე ვირტუალური ვინჩესტერისთვის. ისიამოვნე.

პოსტის ავტორი: Bekward Dec 17 2008, 09:38 AM

ციტატა
რომ გაგეტესტა იგივე ვერსიის უბუნტუზე დაინახავდი რომ ისიც ამოიცნობდა, თუ არა, შეესაბამის ქსელის მართვის მოწყობილობებში

უბუნტუმ თმები გამითეთრა თქო ხო დავწერე sad.gif ქსელი ვერ ავამუშავე, ყველა საშინელი ის იყო, რომ ხელით ჩავწერდი პარამეტრებს (IP-ებს ანუ რა biggrin.gif ) და რესტარტის მერე ისევ ცარიელი მხვდებოდა, ეხლა ვინმემ არ დაწეროს ალბათ ლაივ სიდითი იყავიო თორე ქვას ვესვრი, ლინუქსში მაგარი ჩაინიკი ვარ, მაგრამ ეგეთიც არა მაგას რომ ვერ ვხვდებოდე. biggrin.gif
კუბუნტუში კიდე შესვლისთანავე დამხვდა ყველაფერი თავის ადგილას smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Dec 18 2008, 06:57 PM

Bekward

ციტატა
ხელით ჩავწერდი პარამეტრებს (IP-ებს ანუ რა biggrin.gif ) და რესტარტის მერე ისევ ცარიელი მხვდებოდა,

ეგ უბერ თავისტკივილია ახაქლ უბუნტუებში, რამდენიმე დღის წინაც წავაწყდი იგივეს. მომხმარებელს გიწევს ადმინის უფლებებით ტერმინალიდან დააკონფიგო ქსელი რაც ნამდვილად არ ხდის ამ დისტროს დამწყებისთვის მოსახერხებელს! საერთოდ ნეტავ რა იცვლება სუბსტანციური ვერსიიდან ვერსიამდე - როგორც da_ta-მ აღნიშნა ორიოდე დღოს წინ, "მარტო ვოლფეიფერი" biggrin.gif - მგონი უარესიც, რეგრესიაა! Ubuntu 6.10-ს შემდეგ (რომელიც ამავდროულად ჩემი პირველი უბუნტუსთან ურთიერთობა იყო) სტაბილური არ შემხვედრია. ურთიერთობა მქონდა 7.04 Beta, 7.10, 8.04, 8.10 ვერსიებთან. მე-7 სერიისთვის პრობლემა იყო სოფტის დაქრაშვები, განსაკუთრებით ლაივ რეჟიმში: გამაღიზიანებელი სიხშირით კვდებოდა პარტიშენ მენეჯერი და თვით ინსტალერიც. მე-8 განშტოებაში ინტერნეტის კოფიგურაციის პრობლემები. ბარემ იქნებ ვინმემ მითხრას თუ ლაივ რჟიმში მისაწვდომია gparted, ინსტალაციისას რატომ არ ყენდება? სამწუხაროდ უნდა ვაღიარო არც ფეორას ჰქონდა კარგი ბედი ჩემს აპარატურაზე, მე-7 ვერსიით გავიცანი და თითქმის უპრობლემოდ ვიყენებდი, მე-8 უბრალოდ ზესტაბულირი და მოსახერხებელი აღმოჩნდა ჩემრთვის. მე-9-ს გამოყენებას ვენების გადაჭრა მერჩივნა - პარტიშენების დამაუნთების პრობლემები მქონდა, ნეტშიც ვერ გავაყოფინე ცხვირი (არადა ჰარდს ამოიცნობდა, პარამეტრები სწორად შემყავდა - აბსურული სიყუაცია იყო) და ვერც გამორთვას ახერხებდა ნორმალურად. მე-10 ვერსაში ჯერ-ჯერობით ყველაფერი მეტნაკლებად კარგადაა და სიუზის 11.1 ვერსია ხომ თვით სრულყოფილებაა smile.gif ხვდები საით გიბიძგებ?! tongue.gif

პოსტის ავტორი: Frrrredo Dec 19 2008, 09:12 AM

ხალხო ამდენი პრობლემა თუ გაქვთ მაშინ ერთ ლოგიკურ კითხვას დავსვავ : რა საჭიროა ლინუქსი რატო აყებებთ , რისთვის უნდა გამოიყენოთ?, ჩემ შემთხვევაში ეს იყო სამსახური + ცოტა ინერესი , საბოლოოდ ლინუქსის ცოდნამ მომცა ტრამპლინი , ბუმბერაზ *nix (HP-UX, AIX) მემუშავა. სხვა თუ უბრალოდ ეს ცოდნის გაღმავების მიზნითაა , მაშინ მეტი უნდა იკითხოთ დოკუმენტაციები ”ტუტორიალები” და ”ჰაუთუები” რასაც თქვენით დაამუღამებთ და ისწავლით მერე უფრო დაგამახსოვრდებათ. smile.gif
პ.ს სიუზი 11.1 მართლა სრულყოფილებასავითაა biggrin.gif დრაივერების დაყენებაც ვინდოზაზე უფრო ადვილათაა (აქ უბრალოდ 1 კლიკია) smile.gif

პოსტის ავტორი: ILIAILIA Jul 4 2009, 07:25 AM

იქნებ პმ-სჰი მომწეროს ვინმემ როგორ გადმოვწერო ლინუქსი?

პოსტის ავტორი: otosaxel Jul 4 2009, 09:16 AM

ILIAILIA

ციტატა(ILIAILIA @ 4th July 2009 - 10:25 AM) *
იქნებ პმ-სჰი მომწეროს ვინმემ როგორ გადმოვწერო ლინუქსი?

რატომ PM-შI biggrin.gif
მოდი ჯერ რომელი დისტრო გინდა? ubuntu, Fedora, slackware smile.gif
თU არ იცი რომელი გირჩევ ubuntu-ს, გადმოწერ აქედან: http://www.ubuntu.com/

პოსტის ავტორი: Classical Jul 4 2009, 09:16 AM

რომელი დისტრო გინდა მითხარი და ლინკს დაგიდებ :-)

პოსტის ავტორი: სოსო Jul 19 2009, 08:21 PM

გამარჯობათ smile.gif

მოკლედ ლინუქსის გაგებაში არ ვარ biggrin.gif
ხოდა
ლეპტოპზე მინდა ლინუქსით დავაფორმატო ვინჩესტერი
ვინდიდან 80 გბ-ს ტეხავს არ მანახებს
იქ კიდე შანხული აქვს ვისტა ვალიდაციის გარეშე
მოკლედ ის ვისტა ვერ ამოვშალე ვინჩესტერიდან რა
იმ დისკს არაფრით მაანხებს არც hiron's boot cd და არაფრით მოკლედ

ხოდა დამიარა აზრმა რომ ლინუქსის დისკით (ფლეშკით) დავბუთო მივაფორმატო ვინჩესტერი (მთლიანად თორემ იმ ნაწილს ვაფორმატებ რმელიც ადრე D დისკი იყო)
და მერე დაფორმატებულ ვინტზე ისევ ვინდოუსი დავაყენო რა smile.gif

პოსტის ავტორი: სოსო Jul 19 2009, 11:41 PM

მოკლედ გავარკვიე არაფერიც არ ქონია დამალული
პროსტა პატრონმა გინდა თუ არა 250 გბ აქვს ვინტიო და მეც მოვიგონე რაცხა biggrin.gif

პროსტა XP-ს რო ვაინსტალებ მეუბნება no hard drive detected-ო
და ვისტას აინსტალებს და ხომ არ იცით რა ვქნა? smile.gif

ანუ XP როგორ დავაყენო? sad.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jul 20 2009, 04:58 AM

ბიოსში არის ასეთი პუნქტი Sata Native Mode ეგ გამორთე ანუ disable მერე დაინახავს smile.gif ეგ მარადიული პრობლემაა, ან უნდა მიაწოდო სატას დრიავერები, მარა რა გზით ჩემთვის დღემდე გამოცანაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Classical Jul 20 2009, 06:21 AM

ვინდის საინსტალაციოში ჩატენი თუნდაც n lite თი და ეგაა რა :-)

პოსტის ავტორი: სოსო Jul 20 2009, 05:46 PM

ციტატა(Bekward @ Jul 20 2009, 07:58 AM) *
ბიოსში არის ასეთი პუნქტი Sata Native Mode ეგ გამორთე ანუ disable მერე დაინახავს smile.gif ეგ მარადიული პრობლემაა, ან უნდა მიაწოდო სატას დრიავერები, მარა რა გზით ჩემთვის დღემდე გამოცანაა biggrin.gif

არ უშველა მაგან

ციტატა(Classical @ Jul 20 2009, 09:21 AM) *
ვინდის საინსტალაციოში ჩატენი თუნდაც n lite თი და ეგაა რა :-)


მაგი მეზარება მაგრა biggrin.gif
დისკი არ მაქვს ცარიელი ხოდა
ფლეშკაში უნდა ვქნა ეხლა მაგი

იტოგში ვინჩესტერი ამოვაძრე ლეპტოპს
ჩემს კომპზე მივაერთე
და ისე დავაინსტალე ვინდოუსი ზედ
დრაივერები არ დამიყენებია
შიშველი ვინდი
მარა რათ გინდა
ლეპტოპზე რო გადავიტანე ეგრევე მოკვტა sad.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jul 21 2009, 08:42 AM

სოსო

ციტატა(utilizatori @ 19th July 2009 - 11:21 PM) *
გამარჯობათ

მოკლედ ლინუქსის გაგებაში არ ვარ
ხოდა
ლეპტოპზე მინდა ლინუქსით დავაფორმატო ვინჩესტერი
ვინდიდან 80 გბ-ს ტეხავს არ მანახებს
იქ კიდე შანხული აქვს ვისტა ვალიდაციის გარეშე
მოკლედ ის ვისტა ვერ ამოვშალე ვინჩესტერიდან რა
იმ დისკს არაფრით მაანხებს არც hiron's boot cd და არაფრით მოკლედ

ხოდა დამიარა აზრმა რომ ლინუქსის დისკით (ფლეშკით) დავბუთო მივაფორმატო ვინჩესტერი (მთლიანად თორემ იმ ნაწილს ვაფორმატებ რმელიც ადრე D დისკი იყო)
და მერე დაფორმატებულ ვინტზე ისევ ვინდოუსი დავაყენო რა

სალამი.
ამისთვის გამოიყენე http://www.slax.org/ ცოცხალი დისკი.
ოღონდ გრაფიკული პარტიპციების მენეჯერი თუ გინდა მოდულებშI ჩაამატე gparted + !!!! რა მოდულებსაც gparted მოითხოვს.

ამ ჩამატებმ არ შეგაშინოს, ეს ხდება ეგრევე საიტზევე ორი წკაპით. მერე გადმოწერე გინდა ISO, თუ დისკზე გინდა, ან tar ფლეშკის ვარინში (მერე ფლეშკის ძირში გადააკოპირებ და გაუშვებ ერთ ბატ ფაილს)

ისე ჩვენში გარჩეს და საერთOდ MBR-ს რატომ არ ანულებ? hiren-ით ჩაიტვირთე და MBR WORK-ით მიანულე smile.gif

ციტატა(utilizatori @ 20th July 2009 - 08:46 PM) *
მაგი მეზარება მაგრა
დისკი არ მაქვს ცარიელი ხოდა
ფლეშკაში უნდა ვქნა ეხლა მაგი

იტოგში ვინჩესტერი ამოვაძრე ლეპტოპს
ჩემს კომპზე მივაერთე
და ისე დავაინსტალე ვინდოუსი ზედ
დრაივერები არ დამიყენებია
შიშველი ვინდი
მარა რათ გინდა
ლეპტოპზე რო გადავიტანე ეგრევე მოკვტა

მოგვარებულა უკვე biggrin.gif

მოკლედ nlite არის ერთადართი ვარინტი smile.gif, თუ არადა USB ფლოპი უნდა იშოვო smile.gif

პოსტის ავტორი: Classical Jul 21 2009, 10:32 AM

ციტატა
იტოგში ვინჩესტერი ამოვაძრე ლეპტოპს
ჩემს კომპზე მივაერთე



ლეპტოპის ვინჩოს გადამყვანი სად იშოვე ? მეც მჭირდება და . . .

პოსტის ავტორი: სოსო Jul 21 2009, 11:00 AM

ციტატა(Classical @ Jul 21 2009, 02:32 PM) *
ლეპტოპის ვინჩოს გადამყვანი სად იშოვე ? მეც მჭირდება და . . .


არსად smile.gif
სატა იყო და პირდაპირ წავიდა
IDE-ზე მაღაზიებში იკითხე სადაც სერვისი აქვთ და ყველა ვარიანტში ექნებათ

აუ მაგრა მეზარება nlite-ით ჩალიჩი
ანუ დისკის ჩაწერა და რამე
მარა მომიწევს როგორც ჩანს smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jul 21 2009, 05:11 PM

Classical

ციტატა(classical @ 21st July 2009 - 01:32 PM) *
ლეპტოპის ვინჩოს გადამყვანი სად იშოვე ? მეც მჭირდება და . . .

http://www.mbc.ge/index.php?pid=4
ციტატა
Notebook IDE Hard Drive

to Desktop IDE HDD

პოსტის ავტორი: Bekward Jul 24 2009, 07:45 AM

otosaxel
შენ გაიხარე, უბრალოდ ინტერესის გამო მივყევი ბმულს და აქ ვნახე ის რაც ძალიან მჭირდებოდა. smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jul 24 2009, 07:46 AM

Bekward

ციტატა(beka_sh @ 24th July 2009 - 10:45 AM) *
შენ გაიხარე, უბრალოდ ინტერესის გამო მივყევი ბმულს და აქ ვნახე ის რაც ძალიან მჭირდებოდა.

huh.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jul 24 2009, 07:58 AM

otosaxel
biggrin.gif
12" VGA (M) to S-Video (F) & RCA (F)
Adapter Cable (Beige)
აი ამას მივაგენი, ჩემს ნოუთს არ აქვს S-Video ვიხოდი და ტელევიზორზე ვერ ვაერთებდი, მარტო VGA ვიხოდი აქვს და ეს კიდე გადამყვანია smile.gif

პოსტის ავტორი: Jiddu Jan 9 2010, 07:32 AM

მოკლედ ესეიგი აქ დავწერ ბარემ ჩემი პრობლემის შესახებ, გუშინ დავაყენე უბუნტუ 9.10 და ყველფერმა წარმტებით ჩაიარა, მაგრამ ბოლოს როცა უკვე მორჩა ინსტალაციას და შევედი სისტემაში მიწერს ესეთ რაღაცას
A hard disc may be failing one or more hard disks report health problems!. click the icon to get more information
სამწუხაროდ მონიტორზე სქრინის გადაღება ჯერ ვერ ვნახე სად არის თორემ უფრო ზუსტად ავღწერდი.
P.S ლინუქსთან პირველად მაქვს შეხება

აჰა ვიპოვე სქრინების გადამღებიც smile.gif
http://img704.imageshack.us/i/screenshotnh.png/ http://g.imageshack.us/img704/screenshotnh.png/1/

http://img35.imageshack.us/i/asdasdasz.png/ http://g.imageshack.us/img35/asdasdasz.png/1/

http://img704.imageshack.us/i/asdasdt.png/ http://g.imageshack.us/img704/asdasdt.png/1/

პოსტის ავტორი: Jiddu Jan 9 2010, 08:14 AM

http://img196.imageshack.us/i/screenshotid.png/ http://g.imageshack.us/img196/screenshotid.png/1/

პოსტის ავტორი: Jiddu Jan 9 2010, 09:39 AM

და კიდევ ერთი რაც მაინტერესებდა. უბუნტუში ვნახე 3 განზომილებიანი დესკტოპის სურათები თუ რაღაც მაგდაგვარი ჰოდა ეგ როგორ დავაყენო მასწავლეთ რა ვინმემ, იმედია სწორად ავხსენი

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 9 2010, 12:23 PM

Jiddu
მოკლედ დისკებს დაზიანებული სექტორები აქვს რაც გამოწვეულია დიდი ხანიანი მუშაობით ან ფიზიკური დაზიანებით, ამის გამოსწორების უტილიტები იდო ფორუმზე დაძებნე.

3D დესკტოპს ჭირდება compiz-ი smile.gif
აი ლინკი:
https://help.ubuntu.com/community/CompositeManager/CompizFusion

პოსტის ავტორი: Jiddu Jan 10 2010, 11:08 AM

ესეიგი ეხა რა დება smile.gif ეს ორი დღეა უბუნტუ მაქვს დაყენებული ვინდის პარალელურად ჰოდა ნუ რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე სხვა ლინუქსზე გადაბარგება კერძოდ opensuse შევარჩიე. მოკლედ გამიჩნდა რამოდენიმე შეკითხვა: უბუნტუსთვის გამოყოფილი მქონდა 13 GB, opensuse დაეტევა? თან მინდა ცოტა სამოძრაო სივრცეც დამრჩეს ერთი 5GB. და კიდევ ერთი, როგორ ხდება ლინუქსის ამოშლა ჩემს მიერ გამოყოფილი 13 GB_დან? რაც უფრო დეტალური იქნება ინსტრუქცია ამ უკანასკნელზე მით უკეთესი.
გმადლობთ წინასწარ

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 10 2010, 12:03 PM

Jiddu

ციტატა(Jiddu @ 10th January 2010 - 02:08 PM) *
ესეიგი ეხა რა დება ეს ორი დღეა უბუნტუ მაქვს დაყენებული ვინდის პარალელურად ჰოდა ნუ რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე სხვა ლინუქსზე გადაბარგება კერძოდ opensuse შევარჩიე. მოკლედ გამიჩნდა რამოდენიმე შეკითხვა: უბუნტუსთვის გამოყოფილი მქონდა 13 GB, opensuse დაეტევა? თან მინდა ცოტა სამოძრაო სივრცეც დამრჩეს ერთი 5GB. და კიდევ ერთი, როგორ ხდება ლინუქსის ამოშლა ჩემს მიერ გამოყოფილი 13 GB_დან? რაც უფრო დეტალური იქნება ინსტრუქცია ამ უკანასკნელზე მით უკეთესი.
გმადლობთ წინასწარ

http://www.compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=58 აქაა ახნილი, ნუ სუსეზე სარაც 20 გბ. გინდა თუმცა 13 ბგ.-ზეც არ უნდა გაუჭირდეს თუ არ გადატენი პროგებით ანუ თავისუფალი 5 გბ. უნდა დაგრჩეს smile.gif

პოსტის ავტორი: nemo Mar 3 2010, 11:39 AM

გამარჯობათ smile.gif))
LAMP დავაყენე უბუნტუზე და ინქებ გამამართინოთ ცოტა biggrin.gif
და phpmyadmin სადაა ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 3 2010, 11:40 AM

nemo

ციტატა(nemo @ 3rd March 2010 - 03:39 PM) *
გამარჯობათ ))
LAMP დავაყენე უბუნტუზე და ინქებ გამამართინოთ ცოტა
და phpmyadmin სადაა ?

sudo apt-get install phpmyadmin

პოსტის ავტორი: nemo Mar 3 2010, 07:31 PM

otosaxel
phpmyadmin მიყენია უბრალოდ საიდან შევიდე ? biggrin.gif
localhost -ზე არაა biggrin.gif (როგორც ვერტრიგოშია...)

ვსო გავაკეთე smile.gif
უბრალოდ ეს დომებია biggrin.gif sudo ln -s /usr/share/phpmyadmin /var/www

პოსტის ავტორი: nemo Mar 14 2010, 09:24 AM

უბუნტუ ფლეშკაზე როგორ ჩავწერო ? smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 20 2010, 08:57 PM

nemo

ციტატა(nemo @ 14th March 2010 - 01:24 PM) *
უბუნტუ ფლეშკაზე როგორ ჩავწერო ?

http://unetbootin.sourceforge.net/

პოსტის ავტორი: gvirjo Mar 22 2010, 06:38 AM

სად უნდა ვიკითხო არ ვიცი და აქ ვიკითხავ, სტატია რო დევს უბუნთუს დაკენების შესახებ, ეგ კი გავიგე ყველაპერი მარა swap სივრცე საიდან გამოვუყო? ეგ მითხარით რა. ხო აუცილებელია ეგ?

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 22 2010, 04:32 PM

gvirjo

ციტატა(gvirjo @ 22nd March 2010 - 10:38 AM) *
სად უნდა ვიკითხო არ ვიცი და აქ ვიკითხავ, სტატია რო დევს უბუნთუს დაკენების შესახებ, ეგ კი გავიგე ყველაპერი მარა swap სივრცე საიდან გამოვუყო? ეგ მითხარით რა. ხო აუცილებელია ეგ?

აუცილებელია თU გაქ რამის ნაკლებობდა, და ისე სასურველია, ვინდასგან გასხვავებით ლინები ჯერ რამს შეჭამენ და მერე გადადიან სვოპზე smile.gif