მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> Ubuntu Linux, დამეხმარეთ რა
Bekward
პოსტი Jan 10 2007, 09:56 AM
პოსტი #1


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



იმედია ვორნს არ მივიღებ, მემგონი შესაბამის ადგილას გავხსენი....
ეხლა საქმეზე, მაქვს როგორც მიხვდით ალბათ Ubuntu Linux(სხვათაშორის უფასოდ გამომიგზავნეს 10 ეგზემპალი),
რამდენიმე პრობლემა მაქვს 1-ელ ეტაპზე(პირველად დავაყენე Linux):
1. Network-ის პარამეტრებს ვაყენებ, შევდივარ ინტერნეტში უპრობლემოდ, მაგრამ რაღარც დროის შემდეგ ნეტი აუტშია, შევდივარ და პარამეტრები Default-ზე მხვდება, ვერ გავიგე როგორ დავამახსოვრებინო სამუდამოდ(ყოველ ჩართვაზე და რაღაც დროის შემდე რო არ მჭირდებოდეს დაყენება), იქნებ რამე შელოცვა უნდა (IMG:style_emoticons/default/blink.gif) ,
2. მეორე ჩემი ტკივილია რამე მესენჯერი ICQ თუ იქნება ხო მთლად უკეთესი, ან რამე ICQ-ს ქსელთან რო შეეძლოს დაკავშირება.
3. MP3 და AVI ფაილების გასაშვებად რა უნდა ვქნა იქნებ ვინმემ მითხრათ რა....
დანარჩენ პრობლემებზე მერე დავწერ, როცა მექნება... (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jan 10 2007, 10:05 AM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



იმედია, თვითონაც ძალიან გინდა ვორნის მიღება!!! (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) მაგრამ ვერაფერს გიშავებენ, რადგან საიმედო ადგილას გახსენი თემა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
პირველ პრობლემას ვერ ვუშველი მე, მაგრამ მეორე და მესამეზე ამ პროგით სცადე აბა, რისთვის მუშაობს სიახლეთა განყოფილება?!?!?! http://compinfo.ge/index.php?area=1&p=news...1249&high=linux


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიგა
პოსტი Jan 10 2007, 10:18 AM
პოსტი #3


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 1.126
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Saxli
წევრი №: 7



Bekward
პირველ და მესამეზე რა გითხრა ეხლა არ მიყენია მარა მეორეზე გეტყვი რომ მანდ არის ერთი პროგრამა გაიმ ჰქვია როგორც მახსოვს და ICQ ქსელთან მუშაობს


--------------------

Если не стоит, то и не стоит.
Слабый пол сильнее сильного лишь в силу слабости сильного к слабому...
Работа с красивыми женщинами теоретически возможна, а на практике - все время стоит...




Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jan 10 2007, 10:53 AM
პოსტი #4


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



დიდი მადლობა გიგა, ვნახე.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jan 10 2007, 12:12 PM
პოსტი #5


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



როგორც ჩანს ამ დისტროს პათოლოგიური პრობლემა აქვს ქსელთან. აი რა თქვა Frrrredo-მ:
ციტატა(Frrrredo @ Dec 18 2006, 06:41 PM) [snapback]5998[/snapback]

.. (K)Ubuntu ცოცხალი თავით ვერ დავამახსოვრებინე ,რო ყოველი დარეზეტების დროს wirless lan_ზე DHCP
თავისით რო არ უნდა "აიღოს" ..
რაც შეეხება მე-3 პრობლემას: თუ MP3-თან გასაგებია (მაინც პროპრიატორული ფორმატია) აი AVI სრულიად უპრობლემოდ უნდა ეშვაბოდეს! რათქმაუნდა შეიძლება MP3-ების გადაკონვერტირება Ogg Vorbis-ში (100% მხარდაჭერილია ყველა ფლეერის მიერ), მაგრამ ინტუიცია მკარნახობს რომ ამას არ გააკეთებთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ..


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Frrrredo
პოსტი Jan 10 2007, 02:18 PM
პოსტი #6


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 623
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 39



Bekward - და ძირფასო (X)Ubuntus "იუზერებო" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) !
მაგ დისტროსთვის კაი ხანია დაიჰოსტა ქართული სერვერები ანუ გაქვთ ქართული რეპოზიტორები , რაც აადვილებს ყველანაირ განახლებსა პროგების გადმოწერას და ა.შ.
http://ge.archive.ubuntu.com/ubuntu
სანამ Synaptic-ს დააყენებთ მანამდე Defaultად აყენია Adept
რეპოსიტორიებში მიუთითებთ ახალ მისამართს(IMG:style_emoticons/default/sad.gif) "deb http://ge.archive.ubuntu.com/ubuntu dapper main restricted universe multiverse")
2. საუკეთესო გამისავალი პროგრამების ძიებასა და დაყენებაში არის Synaptic (ყენდება კონსოლიდან: "sudo apt-get install synaptic" ) ;
3.ქსელი რო ურევდა იმიტო გადავედი SuSe_ზე , მაინც ვერ გავიგე რა ჭირდა.;
4.არის ბევრი ICQ,Yahoo და სხვა მესენჯერ-კლიენტები: licq,
ან Gaim_ი და კიდე ბევრია, ხო Skype უპრობლემოდ ყენდება შეიხედეთ მაგათ საიტზე.
5.MP3 (ლინუქსის ტკივილი მისი კოდეკებია , მაინც ვერ გავიგე რომელი ლიცენზია ირღვევა, რო ჩაატანონ დისტროში რა..)
ბრძანება: "sudo apt-get install w32codecs"
sudo apt-get install xine (gxine-გნომისთვის)
sudo apt-get install mplayer
sudo apt-get install mplayer-skins
sudo apt-get install mozilla-mplayer
შემდეგ- ეძებთ: akode-mpeg და gstreamer0.8-mad packages synaptic_ით ამის მერე უნდ აგადათვირთოდ საუნდ სერვერი, ამაროკი,Kaffeine_ი (მემგონი ჯობია საერთოდ გადატვირთოტ კომპი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
5.ვისთანაც ფლეშ ანიმაციები არ ჩანს საიტზე : "sudo apt-get install flashplugin-nonfree"
6.დანარჩენ პრობლემებზე მერე დაწერე (ჯერ ესენი მოაგვარე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )



--------------------
Dita Von Teese

Jesus Saves, Buddha does incremental backups.
Go to the top of the page
 
+Quote Post
z125
პოსტი Jan 10 2007, 06:34 PM
პოსტი #7


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 117
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 107



იმდენი პრობლემა წარმოიშობა ამ ლინუქსზე გადასვლაზე, რომ მებადება კითხვა: რა საჭიროა საერთოდ ეს ლინუქსი, როცა ვინდოუსი არსებობს? არის ისეთი რამე რასაც ვინდოუსი ვერ აკეთებს და ლინუქსია საჭირო? ხელოვნურად რატომ ირთულებთ იმ საქმეს, რომელიც მარტივად წყდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jan 10 2007, 10:43 PM
პოსტი #8


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(z125 @ Jan 10 2007, 10:34 PM) [snapback]6511[/snapback]

იმდენი პრობლემა წარმოიშობა ამ ლინუქსზე გადასვლაზე, რომ მებადება კითხვა: რა საჭიროა საერთოდ ეს ლინუქსი, როცა ვინდოუსი არსებობს? არის ისეთი რამე რასაც ვინდოუსი ვერ აკეთებს და ლინუქსია საჭირო? ხელოვნურად რატომ ირთულებთ იმ საქმეს, რომელიც მარტივად წყდება?

ჩემთვის, პირადად, მთავარი ოთხი მიზეზი

1. სისტემური მოთხოვნები:
რესურსების მხრივ ბევრად ნაკლების მომთხოვნია. ანუ მოძველებულ მანქანაზე უპრობლემოდ ეშვება, თანაც მუშაობს მომხმარებლისთვის თითქმის ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე. ძლიერ მანქანაზე კი მომხმარებელს სურვილისამებრ შეუძლია დააყენოს ინტერფეისი 3D ეფექტებით, რომელიც სრულად გამოავლენს მის სილამაზეს (საკმარისია დააყენო Xgl - X-სერვერის სპეციალური არქიტექტურა, იყენებს OpenGL-ს გამაოგნებელი ეფექტების შესაქმნელად, რომლებიც თავისმხრივ არაფრით ჩამოუვარდებიან და ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება კიდეც Vista-ს სამგანზომილებიან Aero ინტერფეისს).

2. უსაბრთხოება:
Linux-ში ისევე როგორც ნებისმიერ unix სისტემაში პრობლემა ვირუსებთან არ არსებობს უბრალოდ პრინციპულად! და იმიტომ რომ ეს ვირუსები უბრალოდ არ არის. უფრო სწორედ ისინი არსებობენ, მაგრამ Windows-ის ქვეშ ჭირთან შედარებით .. თანაც დისტრიბუტივთა უმრავლესობაში ჩაშენებული უსაბრთხოების პროგრამები და ცალკეული ანტივირუსები ეფექტურად ებრძვიან მათ. ვერ ვიტყვე რომ Linux-ის კოდი უშეცდომოა, ხარვეზები მასშიც არის (უბრალოდ არავის ბოლომდე არ შეუმოწმებია) მაგრამ არ მგონია ვინმემ ისინი გამოიყენოს იმ უბრალო მიზეზით რომ ვირუსების წერა ლინუქსის ქვეშ უბრალოდ არ არის საინტერესო. დავუშვათ ქსელში სერფინგის დროს კომპიუტერში შემოგიძვრა ვირუსი. და რის გაკეთებას შეძლებს ის? არც არაფრის. იმიტომ რომ გონიერ მომხმარებელის შემთხვევაში მას არ ექნება root უფლებები, ანუ არ ექნება საკმარისი ძალაუფლება რომ დააზიანოს სისტემა. დიახ არსებობს გარკვეული გზები root უფლებების ხელოვნური მიღებისა, მაგრამ უმრავლესობა მათგანი დაფუძნებულია ხვრელებზე ქსელურ სერვერებში (ბუფერის გადავსების შეცდომის მაგვარი) და უფრო აქტუალურია სერვერებისთვის ვიდრე მომხმარებლისთვის. სერვერის შემთხვევაში კი აუცილებელია განახლებების დაყენება.

3. სწრაფქმედება:
ფაილური სისტემა ReiserFS. მას აქვს ერთი უპირატესობა, FAT*-ისა და NTFS-ისგან განსხვავებით იგი ინახავს რამდენიმე პატარა ფაილს ერთ ბლოკში. ამ თვისებას უწოდებენ 'Tail Packiging'-ს. Tail(s) - წარმოადგენენ: პატარა ფაილებს რომელთა ზომა ნაკლებია ლოგიკური ბლოკის ზომაზე, ან უფრო დიდი ზომის ფაილების ნარჩენებს. ამ მიდგომის გამო ReiserFS საშუალებას იძლევა დისკის სივრცის ეკონომიური გამოყენებისა და ამავდროულად უზრუნველყობს მაღალ წარმადობას.

4. ფასი:
უფრო სწორედ უფასოობა. კიდევ უფრო ზუსტად კი ლიცენზია რომლითაც იგი ვრცელდება (GNU GPL) რომელიც საშუალებას აძლევს პროფესიონალს იმუშაოს მის საწყის კიდთან, ჩვეულებრივ მომხმარებელს კი უფასოდ, (არ დამცინო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) ყოველგვარი კანონმდებლობის დარღვევის გარეშე და ბოლოსდაბოლოს სუფთა სინდისით, იმუშაოს სრულფასოვან ოპერაციულ სისტემასთან.

Linux-ის ქვეშ უფასო პროგრამული უზრუნველყოფის საკმაოდ დიდ რაოდენობა და მრავალფეროვნება, ინსტალაციის პროცესის უაღრესი გამარტივება, სულ უფრო მეტi აპარატული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მოხმარების სიმარტივე ხდის ამ ოპერაციულ სისტემას Windows-ის სრულუფლებიან კონკურენტს. მაგრამ ვინ მოისმენს ამას, გლობალური ტრადიციაა ალტერნატივის მიუღებლობა.

The End (შეგიძლიათ ამოისუნთქოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jan 11 2007, 09:34 AM
პოსტი #9


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



gearge
აუ, ოღონდ შენ გააგრძელე და საერთოდ არ ამოვისუნთქავ! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

და სერიოზულად, არ გაქვს სურვილი, კომპინფოს ბეჭდვით ჟურნალთან ითანამშრომლო? (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ოღონდ შემოთავაზებად არ მიიღო, მე იქ არ ვმუშაობ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

P.S. თუ დროს გამონახავ, ბარემ Wine

და ასეთი სხვა სახის პროგრამების რეალურ გამოყენებაზეც დაწერო იქნებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Frrrredo
პოსტი Jan 11 2007, 10:57 AM
პოსტი #10


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 623
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 39



z125 - იმედია შენ იმ წინწასული იუზერების ჯგუფს არ მიეკუთვნები, რომლებსაც გონიათ, რომ დრაივერები სპეციალური პროგრამით კეთდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , შენს მიერ მოყვანილი შედარება (ოპერაციულ სისტემებს შორის)....... საქმეს ვირთულებ? იცი რა იქნება საქმის გართულება?- 1-2 წელიწადში რო კანონი შემოვა პროგრამული უზრუნფელყოფის შესახებ ჩვენთან; საქმის გართულება მემგონი ოპერაციული სისტემის მოპარვა, დაკრეკვა და მუდმივი შიში იმისა რო განახლებაზე შემთხვევით რო გაუშვა ან რამე ახალი დააყენო M$_იდან ცალკე უნდა იზრუნო Genuine_ის მოცილებაზე , ეს მარტო პრობლემები დანარჩენს ვერ დავწერ უბრალოდ ძაან
დიდი გამოვა და რავიცი ღიირს კი საერთოდ შედარება?


--------------------
Dita Von Teese

Jesus Saves, Buddha does incremental backups.
Go to the top of the page
 
+Quote Post
z125
პოსტი Jan 13 2007, 08:59 AM
პოსტი #11


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 117
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 107



მდაა!!... დავიწყებ gearge-თი. ამ კაცმა სწორედ გაიგო ჩემი შეკითხვის არსი, რადგან მან ჩამოაყალიბა ის 4 ძირითადი მიზეზი რის გამოც მან აირჩია ლინუქსი, მაგრამ ეს არის მე ასე ვიტყოდი ცალმხრივი პასუხი (თუმცა შეკითხვის შინაარსიდან გამომდინარე სხვანაირად არც უნდა ყოფილიყო, ასე რომ ამაში მართალი ხარ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეტყობა კითხვაში კარგად ვერ გამოვხატე ის რისი თქმაც მინდოდა), რადგან ამ გადაბარგებასთან (ვინდოუსიდან ლინუქსზე) დაკავშირებით წარმოშობილ შესაძლო პრობლემებზე არაფერია ნათქვამი, ანუ იმისათვის რომ რეალური სურათი შეიქმნას უნდა მოხდეს პლიუს-მინუსების თანაბარ დონეზე ობიექტური განხილვა, რათა შემდეგ უბრალო მომხმარებელმა მისდამი დასახული ამოცანებიდან გამომდინარე შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება. ჩემთვის პირადად ეს 4 მიზეზი აბსოლუტურად არ არის საკმარისი რომ გადავბარგდე ლინუქსზე და დავიმატო N რაოდენობის პრობლემა (ამაზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რადგან შეხება არასდროს მქონია). ერთადერთი შეიძლება ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ვნახო რა ხილია ეს ლინუქსი, მაგრამ როგორც ასეთი, რომ ჩემ ძირითად ოპ. სისტემად იქცეს ამ ეტაპზე გამორიცხულია (მომავალში შეიძლება) და ალბათ თქვენთვისაც?
ეხლა კი Frrrredo-ს გასაგონად ვიტყვი, რომ არამარტო არ მივეკუთვნები მაგ ჯგუფს, არამედ არც კი ვიცნობ მაგ ჯგუფის არცერთ წევრს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასევე არ ვიცი რას ამბობენ მაგ ჯგუფის წევრები და რა მოსაზრებები გააჩნიათ, ასე რომ მაგაში გამართლდა შენი იმედები, თუმცა შენ შენი სურვილით შეიძლება მიმაკუთვნო რომელიმე ჯგუფს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს! ისე ჩვენ (საქართველოში) ხშირად გვაშინებენ არსებული თუ არარსებული კანონებით, ისეთითაც რომელიც შეიძლება მომავალში შემოიღონ და მერე ან შემოიღებენ და ან არა, მაგრამ რაი მერე? ამიტომ წინასწარ ნუ შევქმნით არარსებულისგან ბუას. ისე როგორ ფიქრობ სადაც ეგ კანონი მუშაობს (მაგ. აშშ-ში) არ იყენებენ კრეკებს? თუ ყველას ლიცენზირებული პროგრამები და ოპერაციული სისტემები აქვთ? ამ ცხოვრებაში თუ რამე კაია, იმას უფასოდ რომ არავინ მოგვცემს ისიც ვიცით და თუ ხანდახან ვინმე რამეს გვაძლევს უფასოდ გასათვალისწინებელია რას გვაძლევს და რატომ. მე მაგალითად ე.წ. უფასო ლაით პროგრამას მირჩევნია ფასიანი დაკრეკილი ძლიერი პროგრამა და არც მისი კრეკის მოძებნა მეზარება საამისოდ. კი შეიძლება ეს არასწორი საქციელია, მაგრამ ეს ჩვენი პირობებიდან გამომდინარეობს. მე უბრალოდ ვერ გადავიხდი ასეულობით დოლარს რაიმე პროგრამაში, რომელიც ძალიან მალე ძველდება.
ბარემ აქვე დავაზუსტებ, რომ მე არ ვგულისმობდი ლინუქსის საერთოდ ბუნებაში არსებობის არასაჭიროებას (პირიქით რაც მეტი კონკურენტი იქნება ბაზარზე მით უკეთესი ჩვენთვის), არამედ მე მაინტერესებდა უბრალოდ ის მიზეზები რომელიც ყოველ თქვენგანს აიძულებს თქვენდამი დასახული ამოცანებიდან გამომდინარე გადავიდეს აღნიშნულ ოპ. სისტემაზე და რა არის ეს ამოცანები უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება ჩამოაყალიბეთ.
რაც შეეხება ოპ. სისტემების ბაზარს, დღეისათვის ჩვეულებრივი მომხმარებლების სეგმენტზე მაიკროსოფტის ვინდოუსს არ ყავს რეალური კონკურენტი და ეს იმიტომ რომ ძალიან სუსტები არიან. სწორედ ამიტომ არის პირადად ჩემთვის საინტერესო ის მიზეზები და ამოცანები რაც ზემოთ იყო ნახსენები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jan 14 2007, 01:28 PM
პოსტი #12


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



მოკლედ ეხლა რასაც ვიტყვი მემგონი პასუხი იქნება z125-ის კითხვაზე,
Linux-ზე არ გადავსულვარ, როგორც ასეთი, უბრალოდ ერთ საიტზე დავრეგისტრირდი, მპირდებოდნენ Ubuntu-ს 10 დისკს გაჩუქებთო და მართლაც მომადგა ერთ მშვენიერ დღეს ფოსტალიონი 10 დისკიანი პაკეტით, უბრალოდ პირველი იყო და ინტერესის გულისთვის დავაყენე ზემოთ ნახსენები დისტრიბუტივი, შესაბამისად წარმოქმნილ პრობლემებზეც დავწერე(ყველას დიდი მადლობა, ვინც გამომეხმაურა და იმედი მაქვს სხვა პრობლემებზეც მივიღებ პასუხებს(ამისთვის კი წინასწარ მადლობა)).
მთლიანად კი არა მგონია როდისმე გადავბარგდე Linux-ზე.
შეიძლება ეს იყოს პასუხი, შეიძლება არც იყოს, მაგრამ მე მაინც ვთქვი.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Frrrredo
პოსტი Jan 15 2007, 10:47 AM
პოსტი #13


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 623
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 39



კანონი იმიტო იყო ნახსები, რო რატო უნდა შეგედავოს ვინმე მაიკროსოფტის ნაბიჭვრობაზე როცა არსებობს უფასო-სრულფასოვანი (მეტი შესაძლებლობებით) OS-სისტემები თან უამრავი დისტრიბუტივების სახით, ჩემთვის პირადად თავმოყვარეობის საკითხია
გამაოგნებელი სიტყვებია:
ციტატა(z125 @ Jan 13 2007, 12:59 PM) [snapback]6564[/snapback]

თუ ხანდახან ვინმე რამეს გვაძლევს უფასოდ გასათვალისწინებელია რას გვაძლევს და რატომ. მე მაგალითად ე.წ. უფასო ლაით პროგრამას მირჩევნია ფასიანი დაკრეკილი ძლიერი პროგრამა და არც მისი კრეკის მოძებნა მეზარება საამისოდ.


z125 - მაინტერესებს რომელი პროგრამა მიიჩნიე ლაითად ან არასრულფასოვნად ? მემგონი აქ გასაგებია რატომაც გადავედი ამ პლათფორმაზე (სტაბილურობა, უსაფრთხოება, წარმადობა და უბრალოდ მეტი სილამაზე და მეტი თავისუფლება და ეს ყველაფერი უსასყიდლოთ) ეს ჩემთვის საკმარისია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა(z125 @ Jan 13 2007, 12:59 PM) [snapback]6564[/snapback]

რაც შეეხება ოპ. სისტემების ბაზარს, დღეისათვის ჩვეულებრივი მომხმარებლების სეგმენტზე მაიკროსოფტის ვინდოუსს არ ყავს რეალური კონკურენტი და ეს იმიტომ რომ ძალიან სუსტები არიან. სწორედ ამიტომ არის პირადად ჩემთვის საინტერესო ის მიზეზები და ამოცანები რაც ზემოთ იყო ნახსენები.


ისე ძაან კი მაინტერესებს რაში გამოიხატება მათი სისუსტე კაი იქნება თუ კონკრეტულ შედარებას მოიყვან.
კონკურენტი შეიძლება მარკეტინგის სფეროში არ ყავდეს (IMG:style_emoticons/default/cool.gif)


--------------------
Dita Von Teese

Jesus Saves, Buddha does incremental backups.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Frrrredo
პოსტი Jan 16 2007, 09:55 AM
პოსტი #14


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 623
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 39



giorgius- მემგონი შენი გადასწყვეტი არაა რასაც დავწერ, თუ ჩემი პოსტები კონფლიქტში მოდის კონკრეტული ფორუმის წესდებებთან ამას დამიჯერე მოდერებიც და ადმინიც მიხედავს.


--------------------
Dita Von Teese

Jesus Saves, Buddha does incremental backups.
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jan 18 2007, 01:41 AM
პოსტი #15


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა
რაც შეეხება ოპ. სისტემების ბაზარს, დღეისათვის ჩვეულებრივი მომხმარებლების სეგმენტზე მაიკროსოფტის ვინდოუსს არ ყავს რეალური კონკურენტი და ეს იმიტომ რომ ძალიან სუსტები არიან. სწორედ ამიტომ არის პირადად ჩემთვის საინტერესო ის მიზეზები და ამოცანები რაც ზემოთ იყო ნახსენები.

z125 გეთანხმები, 2006 წლისთვის ყველაზე გავრცელებულ ოპერაციულ სისტემათა სიაში ლომის წილი (96,97%) MS-ის ოპერაციულ სისტემებს უკავია (WinXP-86.8%, Win2000-6.1%, Win98 რა გასაკვირიც არ უნდა იყოს 2.7%). მეორეზეა Mac OS (2.32%) და მესამეზე Linux (0.36%) [წყარო: OneStat]. მაგრამ შეუძლებელია არ დავეთანხმო Frrrredo-ს სიტყვებს: Microsoft-ს "კონკურენტი შეიძლება მარკეტინგის სფეროში არ ყავდეს". მართლაც, რომელი Linux-ის მწარმოებელი კომმპანია გარისკავს ჩადოს $300 მლნ. კონკრეტული პროდუქტის აგრესიულ რეკლამაში (ასე მოიქცა MS-ი Windows 95-ის გამოშვების წინ. ფაქტიურად თითო გაყიდულ ეგზემპლარზე დახარჯეს $3-ზე ნაკლები. ანუ ეს იყო უზარმაზარი მოგება და ზანტი, დეფიცირტულ აპარატულ/პროგრამულ უზრუნველყოფას დახარბებული, მზად მორთმეულ გადაწყვეტილებათა ბრმა მოყვარული, იდეალიზირების ტენდენციის მქონე მსოფლიო საზოგადოების ჯგუფური ზომბირება; ის ინერციიის ძალა რომლითაც დღემდე, განსაკუთრებული მარკეტოლოგიური და გონებრივი დანახარჯების გარეშე, მოგორავს ეს კომპანია).

ანუ არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალო აქსიომად რომ: თუ ოპ-სისტემა პოპულარულია ის აუცილებლად საუკეთესოა. დიახ ნებისმიერი Win* უმარტივესია, ინტუიციურია მოხმარებაში და ეს აკლდა სხვა იმ დროინდელ სისტემებს. მაგრამ ენთუზიასტების (და არა მარტო) კვალიფიციურმა შრომამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. ანუ ამ მომენტისთვის ნებისმიერ ჩვენგანს შეუზლია ხელში ჩაიგდოს აბსოლიტურად სრულყოფილი, სწრაფად განვითარებადი, მოქნილი და ფასიანი დისტრიბუტივების შემთხვევაში 100% მხარდაჭერილი სისტემა (ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია! მწარმოებლის მხრიდან ნებისმიერი სახის ტექნიკური მხარდაჭერის იმედი მომხმარებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ანუ ეს ის არის რის გემოც მე და ნებისმიერმა სხვა ლიცენზირებული Windows-ის მომხმარებელმა არ ვიცით. დღემდე არ შემიგვრძნია 'Genuine Advantage' უპირატესობა. მიუწვდომელია Microsoft-ის მხრიდან email-ით მხარდაჭერა და სატელეფონოზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია. შეგვრჩენია უზარმაზარი და ამასთან აბსოლიტურად უსუსური Help and Support Center, რომლის Windows-ში ჩაშენებულ ვერსიას სიამოვნებით ამოვშლიდი რომ არა ის ფაქტი რომ ამის გაკეთება ცოტა საშიშია რადგან მასზე გარკვეული სისტემური სერვისებია მიმაგრებული).

სხვათაშორის ლინუქსის სრული პოტენციალი, სხვა კომპანიებს შორის, ისეთმა გიგანტებმაც შეამჩნიეს როგორიცაა HP და IBM. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ნებისმიერი დონის მომხმარებელში დანერგონ ეს ოპერაციული სისტემა და ყველანაირად (რის საშუალებასაც აძლევს მათ ბიზნეს სტრატეგია) ეხმარებიან მას განვითარებაში. ზომით მეორე (მაიკროსოფტის შემდეგ) სოფტ კომპანია Oracle კი მილიარდებს აკეთებს Linux-ის მომხმარებელი კორპორატიული სექტორის ფასიანი ტექნიკური მხარდაჭერით. თვით Microsoft-მაც კი იგრძნო Linux-ზე ფულის გაკეთების პოტენციალი და საკუთარი დისტრიბუტივის შექმნასთან ერთად დადო ხელშეკრულება ლინუქს პროდუქციის შექმნაში ლიდერ ფირმა Novell-თან, რომლის თანახმადაც MS-ი გადაუხდის Novell-ს $384 მილიონს მათი პროდუქციის გამოყენების უფლებისთვის. ამის გარდა გამოყოფს $12 მილიონს მარკეტინგული ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელთა ფარგლებში ის (microsoft-ი) აუხსნის მომხმარებლებს უპირატესობას Linux-ის Windows-ის ქვეშ გაშვებისა და პირიქით. და აგრეთვე $34 მლნ. წავა გაყიდვების სტიმულირებაზე. თავისმხრივ Novell-ი კი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში MS-ს $40 მლნ.ს (ზუსტი თანხა დამოკიდებული იქნება მათი Open Source პროდუქციის გავრცელების ტემპზე) გადაუხდის მათი პატენტების გამოყენებისათვის. როგორც ხედავ მრავლის_მთქმელი უპირატესობა Novell-ის მხარესაა .. (სხვათაშორის ამის შამდეგ Ubuntu Linux-ის იდეოლოგმა და სპონსორმა მარკ შატელვორთმა ღია წერილით მიმართა OpenSUSE საზოგადოებას, რომელშიც შესთავაზა Novell-ის ამ საქციელით უკმაყოფილო პროგრამისტებს მასთან სამუშაოდ გადმოსვლა. ბუნებრივია დამსახურებულმა ბოდიშებმა "დიდხანს არ გვაიძულა ლოდინი":-).

აუცილებლად აღსანიშნავია რომ Linux-ზე მასშტაბული მიგრაცია გარდაუვალი იყო მრავალი ქვეყნის სხვადასხვა სახის ორგანიზაციებისთვის. მაგალითად სკოლებს და სხვა სასწავლო დაწესებულებებს Microsoft-ის სთავაზობს ფასდაკლებას მათ პროდუქციაზე. ოღონდ ის დროებითია და მოდის დრო როცა გარდაუვალი განახლებისთვის საჭირო ხდება უკვე თანხის სრულად გადახდა, რაც განვითარებული ალმა მატერის კედლებში არსებულ კომპიუტერების რაოდენობაზე გამრავლებული, უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მსგავსი სახის დაწესებულებათა დიდი ნაწილი უკვე პროგრესული გზით წავიდა და სრულად გადავიდა ყველა მხრივ უფასო Linux-ზე (მაგალითისთვის შორს ნუ წავალთ და დავაკვირდეთ ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ აღებული კურსს: ყველა შემოტანილ კომპიუტერში გამოიყენება Linux OS). აგრეთვე მრავალი სახელმწიფო ორგანიზაცია "გადაბარგდა" Open Source-ზე. მაგ. საფრანგეთის პარლამენტი! როგორც ჩანს საფრანგეთის მაცხოვრებლებს აქვთ "ალერგია" Microsoft-ის პროდუქციაზე, რადგან ცოტა უფრო ადრე Open Source-ის აქტიურად გამოყენება დაიწყეს საფრანგეთის ჟანდარმერიამ, კულტურის და კავშირის (?) სამინისტროებმა. მოსალოდნელია რომ ამ წლის ივნისისთვის Linux-ზე და მისთვის განკუთვნილ პროგრამებზე გადავა 1154 კომპიუტერიზებული სამუშაო ადგილი. პროექტის ინიციატორები აპირებენ საოფისე პაკეტის სახით OpenOffice.org-ის, ხოლო ბროუზერის სახით Firefox-ის გამოყენებას. საფოსტო კლიენტის თაობაზე ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მაგრამ ბუნებრივია ისიც იქნება უფასო და ღია 'source' კოდით. საფრანგეთის საკანონმდებელი ორგანოს მესვეურებს მიაჩნია რომ: linux-ზე გადასვლა მისცემთ საშუალებას უფრო ეფექტურად გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები და აგრეთვე უზრუნველყონ უსაბრთხოების აუცილებელი დონე, ამავდროულად პროგრამული უზრუნველყოფის კონკრეტულ მომწოდებელზე დამოკიდებულების გარეშე.

აგრეთვე აღსანიშნავია რომ Linux-ზე მიგრაციას ხშირად Microsoft-ის შანტაჟისთვისაც იყენებენ. მაგალითად ყოფილა შემთხვევები სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დიდი ზომის სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების Linux-ზე გადასვლის შიშით Microsoft-ს საგრძნობლად (და უნდა ავღნიშნო უკანონოდ) დაუწევია ფასი მათ პროდუქციაზე და მომსახურებაზე.

საკმარისია. ოოო უკვე ძილის დროა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ძილი ნებისა ყველას! და ბედნიერი დილა (დღე, საღამო, ღამე) ყველას ვისაც ელოდება უბედურება ეს ყველაფერი წაიკითხოს (IMG:style_emoticons/default/wink.gif)


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jan 20 2007, 05:07 PM
პოსტი #16


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



შესაძლოა სხვა განყოფილებაში უნდა ვწერდე ამას და შესაბამისად დავისჯები, მაგრამ განვაგრძობ პოსტ #19-ის|(IMG:http://fsinfo.cs.uni-sb.de/~abe/pictures/windoof/linux-contra-ms.anim.gif) |თემას, ვდებ რამდენიმე საინტერესო ბმულს:
ორი მოკლე, მაგრამ ყოვლისმთქმელი სარეკლამო რგოლი (2004 წ.): ".. მისი სახელია Linux. მომავალი ღიაა" (01:32 წთ.) & ".. ვერავინ გამაჩერებს. მე უნდა დავრჩე საუკეთესოდ .." (00:29 წთ.). ისინი იმ დონემდე დახვეწილია, ბოლოში Apple-ის ლოგო რომ ყოფილიყო მაყურებელს ეჭვიც კი არ შეეპარებოდა მათ "ვაშლურ" წარმომავლობაზე ('Think Different' კამპანიაც იყენებდა ალიზე დოკუმენტურ მასალას). მაგრამ არა, ეს კორპორაცია IBM-ის დაკვეთილი, Linux-ის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილი, სარეკლამო კლიპებია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jan 24 2007, 08:54 AM
პოსტი #17


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



ეხლა კომპიუტერი თავდაყირაა და ვნახავ მერე მაგ ლინკს შენახული მაქვს და დაგიწერ.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
z125
პოსტი Jan 24 2007, 10:21 AM
პოსტი #18


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 117
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 107



საინტერესოა! ისე ვისტას დისკს რომ გიგზავნიდეს უფასოდ ისეთი საიტი არ იცით? ან ხინკალი და ქაბაბი რო მოჰქონდეთ უფასოდ ისეთიც თუ იცით ისიც დაწერეთ! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიგა
პოსტი Jan 24 2007, 06:54 PM
პოსტი #19


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 1.126
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Saxli
წევრი №: 7



ციტატა(z125 @ Jan 24 2007, 02:21 PM) [snapback]6897[/snapback]

საინტერესოა! ისე ვისტას დისკს რომ გიგზავნიდეს უფასოდ ისეთი საიტი არ იცით? ან ხინკალი და ქაბაბი რო მოჰქონდეთ უფასოდ ისეთიც თუ იცით ისიც დაწერეთ! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

კაი ოცნებაა თან რო X-BOX იც რო მოაყოლოს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------

Если не стоит, то и не стоит.
Слабый пол сильнее сильного лишь в силу слабости сильного к слабому...
Работа с красивыми женщинами теоретически возможна, а на практике - все время стоит...




Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jan 24 2007, 09:03 PM
პოსტი #20


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



ეს არის საიტი(ლინუქსის უფასო დისკებს რო არიგებენ) მანდ დააჭირეთ აი ამ წარწერას I want to request free CDs of the older Ubuntu 6.06 LTS release, შემდეგ გვერდზე ამას create a new account, შემდეგ E-mail address: აქ ჩაწერთ თქვენს ფოსტის მისამართს და Register, რამდენიმე წუთში მოგივათ ფოსტაზე პაროლი, მერე შეხვალთ აქ და ჩაწერთ მაილს და პაროლს და Login, შემდეგ უნდა აირჩიოთ დისკების რაოდენობა(მიაქციეთ ყურადღება რომ გთავაზობთ დისკებს სხვადასხვა პლატფორმებისთვის), შემდეგ ეტაპზე ავსებთ ფორმას თქვენს შესახებ ინფორმაციით, თუ რომელიმე პუნქტს ვერ გაიგებთ აქ დაწერეთ და დაგეხმარებით(არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში თქვენთვის განკუთვნილი დისკები შეიძლება სულ სხვა პიროვნებასთან აღმოჩნდეს), თუ ძალიან გაურკვეველი იქნება მერე პატარა ვიდეოს გავაკეთებ დაწვრილებით ახსნით. გისურვებთ წარმატებებს.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:23 PM