თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ კომპიუტერული თავგადასავლები _ ჟურნალი "კომპიუტერი"

პოსტის ავტორი: domen May 22 2010, 03:47 PM

// შესაბამისი განყოფილება ვერ ვიპოვე და ყველაზე ახლოს რომელიც მომეჩვენა, იმაში ვხსნი.

შემთხვევით წავაწყდი გუშინ დელისზე ავტობუსების მოსაცდელში გაკრულ დიდ პლაკატს ჟურნალ "კომპიუტერის" რეკლამით. იმდენად დავინტერესდი, რომ 5 ლარიც მივაფშვენი დიდი იმედით, ნახევარ საათში გავისიგრძეგანე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ჩვენთან IT [მედიის] კულტურა საერთოდ არ არსებობს.



რა შეიძლება ითქვას ჟურნალზე ზოგადად: 38 გვერდი, დაბეჭდილი უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე, საკმაოდ საშუალო შესრულებით.

რა შეიძლება ითქვას ჟურნალზე კარგი: დაბეჭდილია უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე.

რა შეიძლება ითქვას ჟურნალზე ცუდი: პრინციპი "შეპირდი ნაკლებს, გააკეთე მეტი" შესრულებულია, ოღონდ პირიქით. ასე მაგალითად, სტატია პაროლების გატეხვაზე თითქოს ოდნოების და ფეისბუკის გატეხვას გვთავაზობს, სინამდვილეში ბრაუზერებში დამახსოვრებული პაროლების ამოსაღებ პროგრამებს მიმოიხილავს, ფულის ინტერნეტით შოვნა მხოლოდ იდეების დონეზეა ჩამოყალიბებული, XP-ს ინსტალაცია კი სულ ერთ გვერდზე ეტევა და შესაბამისად, ინსტალაციის ძირითადი გზის მოკლე აღწერას წარმოადგენს (შეცდომების ანალიზის და მოგვარების, დრაივერების მოძებნის და ასეთი უწი-პუწიების გარეშე). მოკლედ, ძნელია ანალოგი არ გაავლო ქართული ყვითელი პრესის სათაურებთან. ძალიან დაუხვეწავია ზოგადად ახსნის და წერის კულტურა, რაც ძალიან კარგად ჩანს OSI მოდელის ახსნისას - მიპოვეთ ვინმე ახალბედა, ვინც აქიდან რამეს გაიგებს და პირობას ვდებ, ვიყიდო "კომპიუტერის" ყველა შემდეგი ნომერი :-) იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენი "განმარტებითი" სტატიების უმეტესობაზეც. ჟურნალის დანარჩენი ნაწილი კი ძველი და კარგად გადაღეჭილი თემებია.

რამე კურიოზს ხომ ვერ გავიხსენებდი: ძალიან უცნაურია და ჟურნალის ბოლო გვერდი ეთმობა სტატიას.. "როგორ გავაოცოთ ყველა უსიტყვოდ", რომელშიც მოცემულია ადამიანებთა კონტაქტის დამყარების და ფლირტის შაბლონური მეთოდები biggrin.gif

მოკლედ, ჟურნალი ძალიან დაუხვეწავია და ისეთი ძირეული პრობლემები აქვს (წერის და ახსნის კულტურის უქონლობა), რომ მის ყიდვას კარგა ხანს აღარც ვიფიქრებ და არც თქვენ გირჩევთ ხუთი ლარის გადაყრას.

თუ რომელიმე კომპინფოელს (ხაზს ვუსვამ, კომპინფოელს tongue.gif) მოგინდებათ ჟურნალის გაცნობა, შემატყობინეთ, დასკანერებული ვერსია მაქვს და ავტვირთავ. თავისუფლად ჯერ ნუ გავავრცელებთ - ვცეთ ავტორების შრომას პატივი.

პოსტის ავტორი: Giena May 22 2010, 05:31 PM

domen
კომპინფოელებში დადე რა ლინკი smile.gif

plastic
"ნავიგატორი" გამოდის კიდევ მგონია...

პოსტის ავტორი: domen May 22 2010, 07:10 PM

დავდე smile.gif

plastic
კი, კიდევ "ნავიგატორი" გამოდის, როგორც გიენამ თქვა, თუმცა, არ გამოდიოდეს ჯობია, ჩემი აზრით :-) ბოლო ერთი თვეა საერთოდ აღარც მიყიდია, ვეღარაფერს ვპოულობ შიგნით საინტერესოს, სამაგიეროდ რეკლამებს, "ქართულ IT სიახლეებს" და ყურით მოთრეულ სტატიების [საოცრად ზედაპირულ და მოსაწყენ] ციკლს ინტერნეტ-ვაჭრობაზე - ოხრად.

მეტი არაფერი არც შემხვედრია და არც გამიგია.

პოსტის ავტორი: Power_VANO May 24 2010, 06:27 PM

domen
დროა რა... smile.gif ზაფხული მოსამზადებლად და ღმერთმა ქნას, შემოდგომიდან... wink.gif

თორემ წაილეკა ქართული IT სფერო wacko.gif

პოსტის ავტორი: Giena May 24 2010, 07:40 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 24th May 2010 - 10:27 PM) *
დროა რა... ზაფხული მოსამზადებლად და ღმერთმა ქნას, შემოდგომიდან...

ნა ჩტო ნამიკაეშ? smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO May 24 2010, 08:03 PM

ციტატა(Giena @ May 24 2010, 11:40 PM) *
Power_VANO

ნა ჩტო ნამიკაეშ? smile.gif

რაც ახლა იფიქრე, იმაზე tongue.gif

აბა როდემდე ვუყუროთ ამ მდგომარეობას?

პოსტის ავტორი: Giena May 24 2010, 08:20 PM

Power_VANO
მეც მაქვს ერთი ძალიან ქართული იდეა დალაპარაკება მინდა ყველასთან საერთოდ
მოვახრეხოთ და შევხვდეთ იქნებ
დაგირეკავ ამ დღეებში და დავილაპარაკოთ smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 27 2010, 11:40 AM

მეც დავრწმუნდი წაკითხის შემდეგ, რომ ძალიან იდიოტური ჟურნალია, არადა კარგი პოლიგრაფიული ხარისხის smile.gif
შემენანა 5 ლარის გადაყრა ამაში smile.gif

ნავიგატორს ვყიდულობ ხოლმე (დაჟე დელისზე გაზეთების გამყიდველი მცნობს smile.gif ), იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა (ქართული) არ არის...
თუმცა, შინაარსის მიუხედავად, საკაოდ დახვეწილი სტილით ნაწერია, ზგჯერ კი კარგი სტატიები (თუ გადმოთარგმნილი რეიუები, ან რამე მსგავსი) გამოერევა ხოლმე wink.gif
Power_VANO
დააკონკრეტე შენი იდეა "კომპინფოელებისთვის" მაინც smile.gif
შევეცდებით ყველაფრით დაგიდგეთ გვერდში smile.gif )

პოსტის ავტორი: Giena May 27 2010, 11:50 AM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 27th May 2010 - 03:40 PM) *
დააკონკრეტე შენი იდეა "კომპინფოელებისთვის" მაინც
შევეცდებით ყველაფრით დაგიდგეთ გვერდში

რაღა იდეა შე კაცო ითქვა უკვე ყოლიფერი biggrin.gif

პოსტის ავტორი: zaza.r May 28 2010, 09:22 AM

domen PM-ში მომწერე ლინკი თუ არ შეწუხდები.გადავხედავ რა არის .