თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ქართული პროგრამები + გაქართულება _ Vertrigoserv

პოსტის ავტორი: domen Jan 12 2007, 10:22 AM

იმის მერე რაც Termo-მ ამ სერვერის დაყენება აღწერა, მისი მომხმარებელი ვარ და ცუდს ვერაფერს ვიტყვი. პირიქით, სარეკლამო ტექსტში ჩამოთვლილ ყველა კომპონენტს შესანიშნავად ამართლებს.

დღეს ვნახე მათი http://vertrigo.sourceforge.net ასეთი თხოვნით:

ციტატა
We are looking for translators who would help us localize VertrigoServ Home Page into foreign languages (Dutch, Swedish, Finnish, Danish, Norwegian, Slovenian, Turkish, Greek, Japanese, Hungarian and so on). If you are interested in helping VertrigoServ you can download TEXTFILE (a very small file), translate it into your language (UTF-8) and contact me at dariuszhandzlik(at)poczta.onet.pl


რადგანაც ამ სერვერის ერთგული მომხმარებელი ვარ და ფაილიც მართლა პატარა აღმოჩნდა, გადავწყვიტე დამეთმო ათიოდ წუთი მისი გაქართულებისთვის.

ასე ათი წუთის ნამუშევარს იქ ნამდვილად ვერ გავაგზავნი, ამიტომაც გთავაზობთ მის სათუო ნაწილს შეფასება/კრიტიკისთვის.

ციტატა

Freeware web environment - უფასო ვებ-სერვერი

small size (LZMA compressor) - პატარა ზომა (LZMA კომპრესორი)

secure because it contains the up-to-date packages versions - დაცულობა - ის ბოლო ვერსიის პროდუქტებს შეიცავს.

very simple using and installation - სიმარტივე ინსტალაციისა და გამოყენებისას.

no configuration and no manual installation required - არ სჭირდება პარამეტრების მითითება ან ხელით დაყენება.

compatible with all major Windows versions - თავსებადია ვინდოუსის თითქმის ყველა ვერსიასთან

completely free for any use - აბსოლიტურად უფასოა ყველასთვის

polish and english translation - აქვს ორი ენის, ინგლისურის და პოლონურის მხარდაჭერა

Back to top - ზემოთ
Components: - კომპონენტები:

Latest stable version: - უკანასკნელი სტაბილური ვერსია:

Home Page - ვერ ვთარგმნე

Project information - ინფორმაცია პროექტის შესახებ

Major features - მთავარი ფუნქციები ?

GET THE LATEST VERSION - ბოლო ვერსიის ჩამოტვირთვა

Main packages: - მთავარი კომპონენტები:

Download | File List - ჩამოტვირთვა | ფაილების ჩამონათვალი

Project summary - პროექტის შესახებ

Screenshots - სურათები

Cheat sheets - დამხმარე გვერდები


გელოდებით.

პოსტის ავტორი: sikvdila Jan 12 2007, 10:42 AM

სხვა ყველაფერი კაი იკო და კაია ეს რომ გააკეთე მაგრამ აი ეს რაღაც არ ჯდება თარგმანში კარგად

secure because it contains the up-to-date packages versions - დაცულობა - ის ბოლო ვერსიის პროდუქტებს შეიცავს.

მემგონი უფრო კაი იქნებოდა ესე გადაგვეთარგმნა

საიმედოა,შეიცავს ბოლო ვერსიის განახლებებს

აბა რას იტყვით???

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 12 2007, 11:06 AM

ინგლისური რაც ვიცი, ისე ვთარგმნი.
Home Page - საშინაო გვერდს ვუწოდებ... საწყისი გვერდიც შეიძლება.
Major features - Major მთავარსაც ნიშნავს და ძირითადსაც. უფრო ძირითადი ფეატურეები მგონია smile.gif
Screenshots - მაგას სკრინშოტებს ვუძახით ყველა... laugh.gif სურათი...??? რა ვიცი... დარჩეს მგონია!
Main packages - მთავარს ძირითადი არ სჯობია?! Install Package-ს რას ვეძახით? საინსტალაციო პაკეტს და არა კომპონენტს... მოლო სიტყვა არ ვიცი, მანდ სიტუაციის ადეკატური თარგმანი უნდა. რა შედის, რისი აღმნიშვნელი Main packages-ი?

ციტატა(sikvdila @ Jan 12 2007, 02:42 PM) [snapback]6552[/snapback]

secure because it contains the up-to-date packages versions - დაცულობა - ის ბოლო ვერსიის პროდუქტებს შეიცავს.

მემგონი უფრო კაი იქნებოდა ესე გადაგვეთარგმნა

საიმედოა,შეიცავს ბოლო ვერსიის განახლებებს


Domen-ის თარგმანი დრამატულ ტონს შეიცავს, უფრო ტექნიკური კარგი იქნებოდა. მთავარია აზრი ემთხვეოდეს, თორემ მეორე თარგმანიც კარგია.

პოსტის ავტორი: domen Jan 12 2007, 11:13 AM

Sh@ko

ციტატა
Home Page - საშინაო გვერდს ვუწოდებ... საწყისი გვერდიც შეიძლება.

არა, ეს აღნიშნავს ვერტრიგოს "Home" ვებ-გვერდს და არა "საწყის გვერდად გადაკეთებას"

ამის თარგმნა შეიძლებოდა, როგორც "ოფიციალური ვებ-გვერდი", მარგამ ამხელა დასახელება დიზაინს აფუჭებს.

sikvdila
ჩავსვამ. დიდი მადლობა smile.gif

P.S. Screenshot-ის თარგმნა ალბათ პირდაპირ შეიძლება, ქართული დასახელება მაგისთვის არ გვაქვს და..

პოსტის ავტორი: Frrrredo Jan 12 2007, 12:32 PM

მემგონი სტანდარია შესამუშავებელი, (იმიტომ,რომ შეილება ერთ ინგლისურ სიტყვას რამდენიმე ქართული განმარტება მოეძებნოს) ან "გლოსარი" შეუძლია ყველას სხვადასხვანაირად თარგმნოს რაც ვერ დაამკვიდრებს ქართულ ტექნიკურ განმარტებებს ჩვენს კომპ მენტალიტეტში , domen- მეც ვაწყდები მსგავს პრობლემებს,მემგონი მაგაზე განათლების სამინისტრომ უნდ იზრუნოს.

პოსტის ავტორი: gearge Jan 12 2007, 12:38 PM

აი რამდენიმე შემოთავაზება:
Freeware web environment ~ უფასო ვებ-გარსი {გააჩნია რა წინადადებაშია გამოყენებული! დავაზუსტებ}
small size (LZMA compressor) - მცირე ზომა (LZMA კომპრესორი)
secure because it contains the up-to-date packages versions - დაცულია რადგან მასში გამოყენებულია შემავალი პაკეტების უახლესი ვერსიიები.
very simple using and installation - მარტივია გამოყენებასა და ინსტალაციაში
no configuration and no manual installation required ~ არ ასჭიროებს კონფიგურაციას და ყოველგვარი ჩარევის გარეშე ინსტალირდება (ყენდება)
completely free for any use - სრულიად უფასოა გამოყენებაში {მაგრამ შენი ვერსიაც იდეალურია, აარჩიე კონტექსტის მიხედვით}
polish and english translation - მისაწვდომია (თარგმნილია) ორ ენაზე: პოლონურ და ინგლისურ
Back to top - ზემოთ დაბრუნება (ან უბრალოდ: ზემოთ დაბრ.)
Home Page - საწყისი გვერდი (პროექტის საწყისი გვერდი)
Major features - მნიშვნელოვანი განმასხვავებლები (~smile.gif, კომპონენტები
Cheat sheets - დამხმარე ფურცლები {პირდაპირ ასე შეიძლება თქმა}
დანარჩენი აბსოლიტურად მისაღებია.
Frrrredo
".. მაგაზე განათლების სამინისტრომ უნდ იზრუნოს" - მოსვლისთანავე სტანდარტების ბიური გააუქმეს, როგორ (ან რატომ) იზრუნებენ?!

პოსტის ავტორი: Frrrredo Jan 12 2007, 12:46 PM

ANSI/ISO დაგვისტანდარტებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: gearge Jan 12 2007, 01:00 PM

domen
Freeware web environment - Freeware ვებ-გარსი (Freeware - ლიცენზიაა ამირომ თარგმნას არ ექვემდებარება. შეგიძლია დამატებით მიუთითო რომ Freeware ლიცენზიით გავრცელებადი პროგრამები უფასოა ..).

პოსტის ავტორი: sikvdila Jan 12 2007, 04:17 PM

ეს კითხვა ამ თემას მეტ-ნაკლებად ეხება მარა მემგონი ვინებიც აქ ვართ შეხება გვქონია ვერტიგოსთან
პაროლი და უზერი საიდან იცვლება რაც თავისით აყენია რო შევცვალო

პოსტის ავტორი: domen Jan 12 2007, 06:05 PM

gearge
freeware-ს ფრჩხილებში მივუწერ. major-ს რაც შეეხება, ძირითადი ყველაზე მეტად მიესადაგება.

ციტატა

small size (LZMA compressor) - მცირე ზომა (LZMA კომპრესორი)

secure because it contains the up-to-date packages versions - დაცულია რადგან მასში გამოყენებულია შემავალი პაკეტების უახლესი ვერსიიები.

very simple using and installation - მარტივია გამოყენებასა და ინსტალაციაში

no configuration and no manual installation required ~ არ ასჭიროებს კონფიგურაციას და ყოველგვარი ჩარევის გარეშე ინსტალირდება (ყენდება)

completely free for any use - სრულიად უფასოა გამოყენებაში {მაგრამ შენი ვერსიაც იდეალურია, აარჩიე კონტექსტის მიხედვით}

polish and english translation - მისაწვდომია (თარგმნილია) ორ ენაზე: პოლონურ და ინგლისურ

Back to top - ზემოთ დაბრუნება (ან უბრალოდ: ზემოთ დაბრ.)

Home Page - საწყისი გვერდი (პროექტის საწყისი გვერდი)

Major features - მნიშვნელოვანი განმასხვავებლები (~, კომპონენტები

Cheat sheets - დამხმარე ფურცლები {პირდაპირ ასე შეიძლება თქმა}


შავით მონიშნულია უარყოფილი ვარიანტი

მწვანეთი მიღებული

ნაცრისფრად "დამუშავებადი"

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 13 2007, 12:06 PM

smile.gif დაცულია, რადგან..., ეს ერთი შესწორება, მძიმე სჭირდება, მეორე ის რომ - ძალიან ღია მწვანე რისი ნიშანია? ძლივს გავარჩიე რა ეწერა...
მისაწვდომია (თარგმნილია) ორ ენაზე: პოლონურ და ინგლისურ-ზე არ უნდა?! "ზე" უნდა ბოლოში, ჩემი ჭკუით tongue.gif ... ისევე როგორც შენ გიწერია:

Domen
აქტიური წევრი
***
ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 333
რეგისტრ.: 26-May 06
მდებარ.: საქართველო:\თბილისი\კომპი
წევრი № 26

რა არის კაცო, 333 პოსტები დაგიწერია?! blink.gif

პოსტის ავტორი: domen Jan 13 2007, 12:16 PM

Sh@ko

ციტატა
დაცულია, რადგან

კი, მძიმე საჭიროა smile.gif

ციტატა
მისაწვდომია (თარგმნილია) ორ ენაზე: პოლონურ და ინგლისურ-ზე

ეგ ასე ჯობია: მისაწვდომია/თარგმნილია (ორ,) პოლონურ და ინგლისურ ენებზე.

ციტატა
პოსტები: 333

ეუჰ... რა რიცხვს ვაფუჭებ ამ პოსტით... biggrin.gif

პოსტის ავტორი: sikvdila Jan 26 2007, 02:47 PM

domen რა ხდება გააგზავნე თუ ჯერ კიდე ვერ გადაწყვიტე როგორ დაწერო?

პოსტის ავტორი: balulilu Jun 16 2007, 06:26 PM

ციტატა(Sh@ko @ Jan 12 2007, 03:06 PM) [snapback]6553[/snapback]

ინგლისური რაც ვიცი, ისე ვთარგმნი.
Home Page - საშინაო გვერდს ვუწოდებ... საწყისი გვერდიც შეიძლება.
Major features - Major მთავარსაც ნიშნავს და ძირითადსაც. უფრო ძირითადი ფეატურეები მგონია smile.gif
Screenshots - მაგას სკრინშოტებს ვუძახით ყველა... laugh.gif სურათი...??? რა ვიცი... დარჩეს მგონია!
Main packages - მთავარს ძირითადი არ სჯობია?! Install Package-ს რას ვეძახით? საინსტალაციო პაკეტს და არა კომპონენტს... მოლო სიტყვა არ ვიცი, მანდ სიტუაციის ადეკატური თარგმანი უნდა. რა შედის, რისი აღმნიშვნელი Main packages-ი?



Domen-ის თარგმანი დრამატულ ტონს შეიცავს, უფრო ტექნიკური კარგი იქნებოდა. მთავარია აზრი ემთხვეოდეს, თორემ მეორე თარგმანიც კარგია.




დრამატულს ხო ვეთანხმები და პლიუს ამას თარგმანი არის ზოგადად მცდარი ! ანუ არასწორი მიდგომაა თუ როგორ ვთქვა არ ვიცი, ნუ მოკლედ რომ ვთქვა ძაან პირდაპირი და ხისტი თარგმანია!
P.S. Major features-ძირითადი(მთავარი) განახლებები laugh.gif და არა ძირითადი ფეატურები wink.gif
გარდა ამისა ძირითადს გამოიყენებ თუ მთავარს კონტექსტზეა დამოკიდებული
აი მაგალითად როდესაც ვაძლევთ ვინდოუსის განახლებას (update) ჩამოთვლილ სია დაყოფილია security update-ებათ და უბრალო განახლებებათ- ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ მთავარი განახლებები
მაგრამ თჲ ჩვენ მივცემთ ბრძანებას განახლებების მთელი სია ამ შემთხვევაში გვიჩვენებს ყველა თიპის განახლებას
ანუ მოძებნის ყოველი მეორე ფირმის მიერ გამოშვებული ვინდოუსის რამე მცირე დეთალის განახლებას და აი ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ძირითადი .

და biggrin.gif

secure because it contains the up-to-date packages versions - უახლესი პაკეტების გამო უფრო უსაფრთხოა.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 18 2008, 07:02 AM

domen
რა მოხდა საბოლოოდ, ჩავარდა ეს პროექტი თუ?

პოსტის ავტორი: domen Jan 18 2008, 05:15 PM

Power_VANO
ცოტა ხნით მივანებე თავი, მერე ვნახე და მოუცილებიათ გადათარგმნის თხოვნა, ვეღარსად ვიპოვე ბმული ..

ვნახავ კიდევ ერთხელ და დავპოსტავ.

პოსტის ავტორი: domen Jan 18 2008, 05:28 PM

არა, ნამდვილად ამოღებულია თხოვნა smile.gif მაგრამ http://web.archive.org/web/20070106025156/http://vertrigo.sourceforge.net/ ვიპოვე მთავარი გვერდის ძველი ვერსია, იქ არის.

ასევე, ჯერ კიდევ მუშაობს ბმული შესაბამის ტექსტურ ფაილზე და პროექტიც არ მომკვდარა, ასე რომ, შეგვიძლია გადავთარგმნოთ და დავუკავშირდეთ ავტორს.

დღეს აღარ მაქვს თავი, დღეიდან დამეწყო შუალედი გამოცდების დღეებამდე (აქამდე დღეში 2-3 კოლოქვიუმს ან საკონტროლოს ვწერდით), ხვალ გადავხედავ თემას და გადავთარგმნი, ძალიან ცოტაა.

პოსტის ავტორი: domen Jan 30 2008, 02:25 PM

მოკლედ, მივწერე ავტორს წერილი და არ მწერს ჯერჯერობით არაფერს.

პოსტის ავტორი: Giena Jul 17 2008, 02:40 PM

domen
რა ხდება, ამ თემასთან დაკავშირებით?

პოსტის ავტორი: domen Jul 17 2008, 05:29 PM

Giena
არც არაფერი - არც ავტორი მწერს და ახალი ვერსიაც არ გამოსულა, რაღაც აქტივობამ მოიკლო პროდუქტის გარშემო :-)

პოსტის ავტორი: Giena Aug 4 2009, 02:24 PM

domen
დომენ რომ შეახსენო შენი თავი?

პოსტის ავტორი: domen Aug 4 2009, 02:56 PM

Giena
აზრი არ აქვს, მოკვდა მგონი პროექტი. ყოველი შემთხვევისთვის, განახლებებს ვუყურებ და ახალი ვერსია თუ გამოჩნდა, მივწერ მერე.

პოსტის ავტორი: gearge Aug 4 2009, 03:29 PM

Latest stable version: 2.21
Release date: 9 July 2008

ხომ ...