თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შესახებ _ სტატიები მინდა

პოსტის ავტორი: SamaRa Apr 29 2009, 09:26 AM

მოკლედ, ადრე იყო compinfo-ს ჟუნრალებში,
ახლა აგარ ვიცი საერთოდ სადღაა..

თუ გაქვთ ვინმეს სტატიები, ჯანმრთელობაზე, კომპიუტერისაგან რაც არის რა,
მაგალითად იყო ასეთი სტატია " მონიტორი, თვალები და ტკივილი"
კარგი იქნება თუ დადებთ.

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 2 2009, 09:35 AM

SamaRa
სტატია არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე რჩევას მოგცემ, რომელიც ექიმმა მომცა:
1)მონიტორიდან 50სმ-ზე ახლოს არ დაჯდე
2)მონიტორს გაუკეთე დახრა ისე, რომ ქვედა მხარე რამდენიმე სანტიმეტრით ახლოს იყოს შენთან, ვიდრე ზედა
3)არ დაჯდე ჩაბნელებულ ოთახში მონიტორთან, რამე სუსტი შუქის წყარო მაინც გქონდეს
4) აუწიე მონიტორის Refresh Rate ანუ ჰერცები (LCD-სთვის 60 ნორმალურია უკვე, ხოლო კინესკოპიანისთვის 85 და ზევით თუ იქნება უკეთესი)
5) დარეგულირე მონიტორის სიმკვეთრე და სიკაშკაშე (ცოტა დაუწიე)
6) 30 წუთი კომპიუტერთან ჯდომის მერე 2-3 წუთიანი თვალების ვარჯიში გააკეთე: დადექი (ან დაჯექი) ფანჯარასთან და ჯერ ფანჯრის მინას შეხედე, მერე სივრცეს გარეთ
7) შეეცადე კომპიუტერთან ჯდომისას ხშირად ახამხამო თვალები
8) გამოიყენე პროფილაქტიკური საშუალება თვალებისთვის (ვიზინი ან ოფტაგელი-მე ამ უკანასკნელს გირჩევ)

პოსტის ავტორი: achiko17 May 2 2009, 03:42 PM

ჟურნალები აღარ იYიდება?

პოსტის ავტორი: CHABA May 2 2009, 04:36 PM

ეჰ აღარ გამოდის თორემ გაყიდვით მგონი უნდა გაიყიდოს თუ გამოვა

პოსტის ავტორი: mr.kobra May 3 2009, 09:30 AM

ზემოთ აღწერილ რჩვებთან ერთად მე ექიმმა 17-იანი ეკრანი მირჩია

პოსტის ავტორი: domen May 3 2009, 10:43 AM

gi0_kiborg
აჰა, გეთანხმები smile.gif ოღონდ მე-8-ს შევასწორებ ცოტა - ეგ წამლები იგივე "ხელოვნური ცრემლია" და ნამდვილი ცრემლის გამოყოფას აქვეითებს ნელ-ნელა (თუ სისტემატურად მოიხმარ, თვეში ერთხელ ან ორჯერ პრობლემა არაა), ასე რომ, ნუ მიეტანებით მაინცდამაინც smile.gif

17-იან ეკრანზეც ვიტყვი - რაც მეტი, უარესი თქვენი თვალებისთვის, თორემ 17-იანს რამე განკსაუთრებული თვისება კი არ აქვს, უბრალოდ კარგი ბალანსია თვალების ჯანმრთელობასა და კომფორტს შორის.

პოსტის ავტორი: Power_VANO May 3 2009, 11:12 AM

დიდი მონიტორი უბრალოდ ნიშნავს, რომ უფრო დიდი მაგიდა დაგჭირდებათ smile.gif ბალანსი რომ მიიღწეს და თვალები არ გეტკინოთ, ვთქვათ იგივე 22"-იანი მონიტორი უფრო შორს უნდა დაიდგას თვალებისგან, ვიდრე 17"-იანი, თორემ სხვა მხრივ, უარყოფითი თვისება არ აქვს დიდ მონიტორებს.

პოსტის ავტორი: chiora May 11 2009, 10:52 AM

და მაინც ახალბედებო ყველაზე მეტად ყურადღება გაამახვილეთ ჰერცებზე Properties>settings>advanced>adapter>list all modes> ჰერცებს რაც მეტზე დააყენებ მით უკეთესი, საკმაოდ დიდხანს მიწევს ხოლმე კომპთან ჯდომა და არნაირი პრობლემა არ მქონია wink.gif

პოსტის ავტორი: otosaxel May 11 2009, 02:00 PM

chiora

ციტატა(chiora @ 11th May 2009 - 02:52 PM) *
list all modes>

არ გეთახმები, ეგრე შეიძლება მონიტორი დაწვა wink.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 14 2009, 07:23 PM

კომპინფოს ჟურნალიც ქონდა? smile.gif ყოჩაღ!!! მე დიდი ხანი არაა რაც აქ ვარ და არ ვიცოდი