თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Web მარათონი _ ibb.ge

პოსტის ავტორი: student777 Feb 1 2010, 12:12 PM

ციტატა
გაიხსნა ახალი ვებ-გვერდი ქართულ ინტერნეტ სივრცეში

ლინკი: http://ibb.ge

სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათავსოს საკუთარი ვებ-გვერდი ბანერის სახით.

არის ბანერების სამი კატეგორია (Small, Medium, Large).

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჩვენთან განათავსებთ ბანერს თქვენ ასევე გახდებით იმ გათამაშების მონაწილეც რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი პარტნიორების წახალისების მიზნით (დაწვრილებით ამის შესახებ თავად საიტზე ნახავთ).

ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ტესტირების რეჯიმში და ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ განათავსოს თავისი ვებ-გვერდის ბანერი ჩვენთან, რადგან თუ რაიმე დაბრკოლება იქნება ამან არ გამოიწვიოს მომხმარებლის ფინანსური დაზარალება.

როგორც უკვე გითხარით არის სამი კატეგორია. ტესტირების რეჟიმში ჩვენ მივიღებთ 12 Large ბანერს; 18 Medium ბანერს; და 24 Small ბანერს; (ნუ ვიცით რომ მოთხოვნა Large ბანერებზე იქნება ამიტომ აქ გადამწყვეტ როლს ასე ვთქვათ დასწრება ითამაშებს, ხოლო სხვა ბანერები შესაბამისად გადანაწილდება Medium და Small ბანერთა კატეგორიაში)

რაც მთავარია ის ბანერები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მეტ ხმას, ტესტირების რეჯიმის დამთავრებისას მიიღებენ უფასო ერთთვიან პაკეტებს შესაბამის განყოფილებებში და ამასთანავე ფულად პრიზებსაც

Small ბანერებში გამარჯვებული - 20 ლარი

Medium ბანერებში გამარჯვებული - 30 ლარი

Large ბანერებში გამარჯვებული - 50 ლარი


აბა რას იტყვით : )

პოსტის ავტორი: davizo70 Feb 1 2010, 12:38 PM

ციტატა(student777 @ Feb 1 2010, 05:12 PM) *
აბა რას იტყვით : )

მაგ საიტზე ერთ–ერთ ბანერად არის navi.ge.... მე მაგალითად მაინტერესებს რითია უპირატესი http://ibb.ge?


პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 1 2010, 03:27 PM

student777
ჰელოუ smile.gif

შენია ეგ საიტი? სტატისტიკა მაინტერესებს მაგ საიტის, ანუ რამდენად ნახვადია და რამდენად ღირს მანდ რეკლამის დადება smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Feb 1 2010, 04:31 PM

Power_VANO
კომპინფოს რეკლამას აპირებ ?
ისე მართლა არ გვაწყენდა,ხალხი საგრძნობლად მოგვაკლდა ამ ბოლო დროს sad.gif

პოსტის ავტორი: student777 Feb 1 2010, 04:41 PM

ციტატა(davizo70 @ 1st February 2010 - 03:38 PM) *
მაგ საიტზე ერთ–ერთ ბანერად არის navi.ge.... მე მაგალითად მაინტერესებს რითია უპირატესი http://ibb.ge?


ჩემი აზრით ეს ორი განსხვავებული საიტია, navi.ge ზე დევს ბევრი ბანერი რის მიხედვით შესაძლებელია შესაბამისი ვებ გვერდის ნახვა ხოლო ibb.ge-ზე შესაძლებელია ბანერის დამატება და შემდგომ ვიქტორინაში გამარჯვება (ანუ როგორც ოდნაკლასნიკებში ხდებას სურათის შეფასება ანალოგიურად მოხდება ბანერის შეფასება ) და ყველაზე რეიტინგული ბანერი თიტეულ კატეგორიაში მიიღებს ფულად პრიზს.


ციტატა(Power_VANO @ 1st February 2010 - 06:27 PM) *
ჰელოუ


გაუმარჯოს როგორ ხარ ?


ციტატა(Power_VANO @ 1st February 2010 - 06:27 PM) *
შენია ეგ საიტი?


ჩემი მხოლოდ კოდია


ციტატა(Power_VANO @ 1st February 2010 - 06:27 PM) *
სტატისტიკა მაინტერესებს მაგ საიტის, ანუ რამდენად ნახვადია და რამდენად ღირს მანდ რეკლამის დადება


ეგ საიტი გუშინ გაიშვა შესაბამისად ჯერ სტატისტიკა ფაკტიურად ნულზეა, ამჟამად საიტი არის ტესტირების რეჟიმში და ბანერების განთავება ხდება უფასოდ


პოსტის ავტორი: Giga1 Feb 1 2010, 04:54 PM

student777
უფასოდ ხდება?
რაც საიტებია სულ უფასოდაა დადებული?

პოსტის ავტორი: student777 Feb 1 2010, 05:58 PM

Giga1

დიახ , ეგ პირველი ეტაპია სატესტო , მიუხედავად ამისა ყველაზე რეიტინგული ბანერები მიიღებენ ფულად ანაზღაურებას : )

პოსტის ავტორი: Giga1 Feb 1 2010, 07:06 PM

student777

ციტატა(student777 @ 1st February 2010 - 05:58 PM) *
დიახ , ეგ პირველი ეტაპია სატესტო , მიუხედავად ამისა ყველაზე რეიტინგული ბანერები მიიღებენ ფულად ანაზღაურებას : )

გასაგებია smile.gif წარმატებებს გისურვებ tongue.gif

პოსტის ავტორი: davizo70 Feb 1 2010, 07:19 PM

ციტატა(student777 @ Feb 1 2010, 10:58 PM) *
Giga1



მეც წარმატებებს გისურვებ. ერთი შენიშვნა: ფულადი ანაზღაურება გარკვეულ სტიმულს იძლევა, მაგრამ შესაძლებელია ვებ საიტების მფლობელებში მეტი ინტერესი გააღვივოს რაიმე უფრომიმზიდველმა, აზარტულმა იდეამ. მე არ ვარ მზად შემოგთავაზო ჩემი აზრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას თვითონაც ძალიან კარგად გაართმევთ თავს. smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 2 2010, 08:14 PM

student777

ციტატა(student777 @ 1st February 2010 - 07:41 PM) *
გაუმარჯოს როგორ ხარ ?

გუუდ, გუუდ, U? PM ნახე smile.gif


Giga1
ციტატა(gigalobjanidze @ 1st February 2010 - 07:31 PM) *
კომპინფოს რეკლამას აპირებ ?
ისე მართლა არ გვაწყენდა,ხალხი საგრძნობლად მოგვაკლდა ამ ბოლო დროს

ჰო, სერვერის ცვლილების დროს გათიშვამ მოგვაკლო ხალხი აშკარად. მაგრამ რამდენიმე ახალი პროექტი და გეგმები არის და დავიბრუნებთ პუბლიკას ისევ smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Feb 2 2010, 08:15 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 2nd February 2010 - 08:14 PM) *
ჰო, სერვერის ცვლილების დროს გათიშვამ მოგვაკლო ხალხი აშკარად. მაგრამ რამდენიმე ახალი პროექტი და გეგმები არის და დავიბრუნებთ პუბლიკას ისევ smile.gif

სერვერი რაღამდენჯერ უნდა გამოიცვალოს რა ohmy.gif
ხომ აღარ აპირებთ ?
მაპატიეთ თუ გავაოფე sad.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 2 2010, 08:53 PM

Giga1
ადრე ხომ ცალკე გვქონდა ჩვენი სერვერი. მერე პრობლემები შეიქმნა, გარკვეული. ახლა სერვ.ჯი-ს ჰოსტინგს ვიყენებთ და კმაყოფილებიც ვართ, ჯერჯერობით გადაბარგებას არ ვაპირებთ არსად, კაი ხნით ალბათ smile.gif

მეტს ნუღარ გავაოფებთ აქ.



პროექტს რაც შეეხება, საკმაოდ მიმზიდველი იდეა აქვს, მომეწონა. განხორციელებითაც კარგი გამოვა ნამდვილად, ცოტა ხელშეწყობის შემთხვევაში smile.gif