თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Off-Tech _ ახალი განათლების რეფორმა

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 14 2010, 11:27 AM

არ ვიცი რამდენი თქვენთანაგისთვისაა ცნობილი რასაც ახლა გეტყვით,მაგრამ გუშინ ჩემი ყურით მოვისმინე Rustavi 2-ზე,კურიერში,რომ დამტკიცდა საბოლოოდ ეს ახალი საატესტატო გამოცდები.მომავალი წლიდან მე-12 კლასის დამთავრების შემდეგ ყველა ჩააბარებს 10-11 საგანში გამოცდასო.ვინც ვერ ჩააბარებს დარჩება უატესტატოდ... მე პირადად მე-11 კლასში ვარ და მომავალ წელს მიწევს ამ გამოცდების ჩაბარება.
თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ,ან რა აზრის ხართ?

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 14 2010, 12:06 PM

plastic

ციტატა(plastic @ 14th January 2010 - 11:35 AM) *
გუშინ გავიგე მეც.

რა აზრის ვარ და ნუ, რა აზრის უნდა ვიყო. რეფორმა ყოველთვის მისაღებია, თუმცა კონკრეტულად ეს რეფორმა რა შედეგს მოიტანს, ცოტა ბუნდოვანია. მგონი, უბრალოდ გართულებაზე მუშაობენ, მაგრამ ეს რო მეტისმეტია - ფაქტია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს არ აღმოჩნდეს რეფორმის საბოლოო სახე, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც - ერთ დღეს 1 ნიუსი, მეორე დღეს მესამე და ასე შემდეგ. რას გაიგებ, მოკლედ.

მე პირადად რა საგნებიც მიყვარს და მომავალში რაც გამომადგება იმეებს ვსწავლობ : ისტორია,ქართული,გეოგრაფია,რუსული
,ინგლისური,გერმანული (ნაკლებად) და ქიმია (საშუალო დონეზე)...
აი მათემატიკაში,ფიზიკაში და ბიოლოგიაში უკაცრავად ვარ,და ეხლა მომიწევს სწავლა sad.gif

პოსტის ავტორი: Giena Jan 14 2010, 12:26 PM

Giga1
ჯერ ყველაფერი არ თქმულა, ხვალ შეიძლება კიდე გამოვიდეს ვინმე "ჭკვიანი" და სექსოლოგიის ჩაბარება მოითხოვოს biggrin.gif ან პირიქით აკრძალოს საერთოდ სექსი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 14 2010, 12:38 PM

Giena
არ ვიცი ყველა ამას ამტკიცებს...
თან ერთი წელი კარგი მომზადებისათვის ცოტაა...

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 14 2010, 12:38 PM

ისე, ზოგადად, ვეთანხმები ეგეთ მიდგომას. სკოლა ის პერიოდია და იმ ცოდნას იძლევა ნებისმიერ საგანში, რაც აუცილებელი მინიმუმია და უნდა იცოდე ადამიანმა. იგივე ბიოლოგია, ქიმია და ფიზიკა, სკოლის დონეზე რაც ისწავლება, ძალიან გამოსადეგია მთელი ცხოვრების მანძილზე, სულ რომ არაფერი დაამატო მაგ საგნებში სკოლის ცოდნას ზემოდან smile.gif

ასე რომ, IMHO, სკოლის პერიოდში ყველაფერი კარგად უნდა ვისწავლოთ, სკოლის მერე სპეციალიზაცია smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 14 2010, 12:51 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 14th January 2010 - 12:38 PM) *
ისე, ზოგადად, ვეთანხმები ეგეთ მიდგომას. სკოლა ის პერიოდია და იმ ცოდნას იძლევა ნებისმიერ საგანში, რაც აუცილებელი მინიმუმია და უნდა იცოდე ადამიანმა. იგივე ბიოლოგია, ქიმია და ფიზიკა, სკოლის დონეზე რაც ისწავლება, ძალიან გამოსადეგია მთელი ცხოვრების მანძილზე, სულ რომ არაფერი დაამატო მაგ საგნებში სკოლის ცოდნას ზემოდან smile.gif

ასე რომ, IMHO, სკოლის პერიოდში ყველაფერი კარგად უნდა ვისწავლოთ, სკოლის მერე სპეციალიზაცია smile.gif

მაგაში 101 % ით მართალი ხარ smile.gif სკოლაში ეგ საგნები რთულ დონეზე არ ისწავლება...
ამ გამოცდას აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებებიც

პოსტის ავტორი: Giena Jan 14 2010, 01:12 PM

Power_VANO
მეც გეთანხმები, მაგრამ (ვახ რა biggrin.gif ) ესე ბახ და უცბად მაგის გამოჩეკვა არ შეიძლება, თუ ეგრე იყო ცუდი იყო გასაგებია, ახლა შეცვლაა საჭირო? შეცვალე კაი ბატონო, მხოლოდ შემდეგი თაობიდან, რადგან ეხლა 11 კლასი არავის ფიზიკა თუ არ უსწავლია ერთ წელიწადში უამრავი ფული უნდა გადაიხადოს მშობელმა, რომ ბავს ფიზიკა ასწავლოს ... ეგ არის უბედურება, რომ ერთი კაცი წყვეტს ამ ქვეყანაში ყველაფერს, მოუნდა ფიზიკა იყოს გამოცდებზე, განათლების მინისტრიც შეუცურდა და აბა რა უნდა იყოს! პრეზიდენტია ეგ ჩემისა თუ უნივერსალური რობოტი ? (უნივერსალური მიშა - 202)

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 14 2010, 06:56 PM

Giena
მიშას გამოსვლასაც ვუყურე დღეს და ვროდე ნორმალურად ილაპარაკა და სწორად. ისიც კარგია, თუ შეცდომებს ვხედავთ და ახლა მაინც გამოსწორებაზე მიდის ფიქრი, მივესალმები ორივე ხელით smile.gif

არადა ეს რეპეტიტორებიც არის რეალურად სერიოზული ბოლი, მით უმეტეს, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაშიც.... ერთხელ უნდა "გაგეხსნას" ფიზიკაში და მერე ყველაფერი მიდის კარგად. + მონდომება და 3 თვეში მაქს. დაბალი კლასებიდან 11-ის ჩათვლით მასალას ისწავლი ადამიანი 5-იანზე.

ისიც კაია, ამ წლიდან რომ არ მოითხოვეს და 2011-დან არაუშავს კიდევ, დროა იქამდე, ლამის წელიწადნახევარი.

მოკლედ, ნეტა ჩემ დროს ყოფილიყო მაგ საგნებზე ეგრე მოთხოვნა, უკეთ ვისწავლიდი. ფიზიკაში ელექტრობა კარგად ვიცი, აი ძალების ამბავში მოვიკოჭლებ.

+ მიშას ნალაპარაკევიდან რაც მოვისმინე, მინიმალური ზღვრები იქნებაო, ატესტატის ზღვარზე 15 ქულა თქვა მგონი. მერე უმაღლესები თავიანთ ზღვრებს დააწესებენო, 25, 50 და ა.შ.-ო.

All in all, რაღაცას თუ სწავლობს ბავშვი, ატესტატის აღება იმისთვის პრობლემა არ უნდა იყოს ამ რეფორმის მიხედვით smile.gif
და უმაღლესში ნამდვილად უფრო მკაცრი შერჩევით რომ უნდა იყოს ჩარიცხვა, ეგეც ფაქტია.

შარშან ვინც ჩააბარა, იმათში იასნა იყო მცოდნე ხალხიც, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ მოხვდა რა... იმიტომ რომ სულ 2000-ით აღემატებოდა აბიტურიენტების რაოდენობა ადგილების რაოდენობას თუ სწორად მახსოვს. პირადად ჩემთან, ჩემს ფაკულტეტზე პირველკურსელების 80%-ს საშინელი აკადემიური მოსწრება აქვს, უბრალოდ ვერ სწავლობენ რა.

+ ინგლისშიც მსგავსი სისტემაა, კიდევ უფრო რთულიც კი. სკოლის პერიოდში ორჯერ ხდება ერთიანი გამოცდა ბავშვების, ყველა საგანში. ერთი როცა დაბალი კლასებიდან მაღალში გადადიან და მეორე ასეთივე, დამამთავრებელი, რომ ატესტატები მოიპოვონ და უმაღლესში ჩაბარების უფლება.

მოკლედ, არც მიშისტი ვარ და არც ოპო, მაგრამ მIშამ რაც ილაპარაკა, თუ გააკეთებენ მაგას, ნამდვილად კარგი იქნება.

P.S. განსაკუთრებით კომპ. განათლების წინ წამოწევის იდეა მომეწონა tongue.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 14 2010, 07:01 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 14th January 2010 - 06:56 PM) *

შენ ეგრე იმიტომ ხომ არ ლაპარაკობ რომ მე-12 კლასისაგან შორს ხარ? tongue.gif
და მინდა გკითხო,ანუ მიშამ თქვა რომ ადვილი იქნება ეს გამოცდებიო ?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 14 2010, 07:25 PM

Giga1

ციტატა(gigalobjanidze @ 14th January 2010 - 10:01 PM) *
შენ ეგრე იმიტომ ხომ არ ლაპარაკობ რომ მე-12 კლასისაგან შორს ხარ?

შეიძლება, ოღონდ იმიტომ, რომ ახლა უფრო მეტად ვაფასებ ცოდნას და სწავლას. smile.gif იმ მიზეზით არა, რომ მე არ შემეხება და ა.შ. აი სულ უბრალოდ რომ დაფიქრდე, ჩემი სპეციალობა ყოველწლიურად 60-80 საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს უშვებს. ლოგიკურია რომ კითხვა მიჩნდება: რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ზომის ქვეყანას ამდენი ამ პროფესიის ადამიანი?! თან მარტო თსუ-დან.
"თანამედროვე მოდის" მიხედვით, საერთაშორისო ურთიერთობები, იურიდიული და ა.შ. უკვე ლამის ყველა უნი-ში ისწავლება. მოკლედ, არანორმალური მოვლენაა რა ეს. იმ თსუ-ს გამოშვებული 80 სუ-ს სპეციალისტიდან რეალურად მაგ მიმართულებით ჰა-ჰა 10-მა იმუშავოს, მეტმა ხო ვერა. იმათ სხვა რამით უნდა იშოვნონ ფული და არჩინონ ოჯახი.

ჰოდა ეს რეფორმა სკოლაში დროს წაიღებს, მაგრამ უფრო მეტი დრო დასჭირდება უნივერსიტეტებში ამ ცუდი სისტემის შეცვლას, სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უფრო ძნელად განხორციელებადია უნი-ში რეფორმები.
შესაბამისად, სკოლა თუ რამენაირად იმას უზრუნველყოფს, რომ უნივერსიტეტების მარაზმში ბავშვს მეტი საბაზისო განათლება მისცეს, მეტი არჩევანის საშუალება მისცეს, მაგაზე კარგი რა იქნება smile.gif

აი ჰკითხე ვისაც გინდა, შენს მეგობრებს, ნაცნობებს, შენი ასაკისებს. სად აბარებენ? 80%-ს ხო იურიდიული, ეკონომიური და საერთაშორისო ურთიერთობები უნდა?
გავა კიდევ ცოტა დრო და დაგროვდება ამ სპეციალობების ხალხის დიდი მასა, ვინც საჭირო არ იქნება არაფერში, უბრალოდ იმიტომ, რომ ადგილები არ იქნება მათთვის სამუშაოდ.

მეორეს მხრივ, საჭირო იქნება ტექნიკური განათლების მქონე პერსონალი, რომლებიც არ იარსებებენ ახალგაზრდების სახით. იმიტომ რომ ყველას ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალობები უნდა. რა თქმა უნდა, არის ახალგაზრდობა, რომელიც ტექნიკურ საგნებზე აბარებს, მაგრამ იმათი უმეტესობაც უბრალოდ ან არასაკმარისი ქულების გამოა იქ მოხვედრილი, ან უბრალოდ უნდა რომ რაღაცის დიპლომი აიღოს. ანუ რეალურად განათლება არ გამოაქვთ იმათ იქიდან.

მერე გამოდის რომ ტექნიკური განათლება მხოლოდ ასაკოვან ხალხს აქვს, როცა ეს ასაკოვანი ხალხი აღარ იქნება, მერე ტექნიკური განათლების ხალხის კრიზისი იქნება და მაშინ მიხვდება მთელი ეს ახალგაზრდობა, რომ იურიდიულს და საერთაშორისოს არ უნდა გაჰკიდებოდა smile.gif უბრალოდ, მერე ბევრისთვის ძალიან გვიანი იქნება.

მოკლედ, აი ჩააბარებ უნივერსიტეტში და 2-3 წლის სწავლის მერე მიხვდები, რომ რეალურად ესეა სიტუაცია. ჰუმანიტარულ მეცნიერებებს მიაქვთ ყველაფერი და ტექნიკური რჩება განზე, რაც ძალიან ცუდია.

ციტატა(gigalobjanidze @ 14th January 2010 - 10:01 PM) *
და მინდა გკითხო,ანუ მიშამ თქვა რომ ადვილი იქნება ეს გამოცდებიო ?

არა, ეგ არ უთქვამს. თქვა რომ მინიმალური ზღვრები იქნება ატესტატის ასაღებად, უნიში ჩასაბარებლად და ა.შ.
ანუ მაგალითად, თუ მარტო ატესტატი უნდა ბავშვს და უნიში ჩაბარება არ უნდა, იმისთვის გამოცდებში აუცილებელი მინიმუმი ქულებისა უფრო დაბალი იქნება.
+ სხვადასხვა უნივერსიტეტს სხვადასხვა მინიმალური ქულების ზღვარი ექნებაო. ანუ ვთქვათ თსუ-მ შეიძლება 50 ქულა მოითხოვოს მინიმალურად, GPI-იმ 40 და ა.შ.

აი ესეც მიშას გამოსვლა, შეგიძლია ნახო შენითაც, ზუსტად მაგ რეფორმებზე ლაპარაკობს: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=12-01-2010%2018:22
გვერდით თემაში დადო ეს ლინკი გიენამ.

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 14 2010, 07:55 PM

Power_VANO
რასაც ლაპარაკობ ყველაფერი მართალია,თანდათან ვხვდები რომ ეს პროექტი დადებიათია და არა უარყოფითი.ის რომ უარყოფითად ვიყავი განწყობილი ამ რეფორმის მიმართ ალბათ ჩემმა "უსიყვარულობამ" განსაზღვრა ზოგიერთი ტექნიკური საგნის მიმართ.კარგია,განათლების დონე აიწევს და სასურველია რომ ყველა საგანში ერკვეოდეს ადამიანი რომელსაც ატესტატი აქვს.

ციტატა(Power_VANO @ 14th January 2010 - 07:25 PM) *
არა, ეგ არ უთქვამს. თქვა რომ მინიმალური ზღვრები იქნება ატესტატის ასაღებად, უნიში ჩასაბარებლად და ა.შ.
ანუ მაგალითად, თუ მარტო ატესტატი უნდა ბავშვს და უნიში ჩაბარება არ უნდა, იმისთვის გამოცდებში აუცილებელი მინიმუმი ქულებისა უფრო დაბალი იქნება.
+ სხვადასხვა უნივერსიტეტს სხვადასხვა მინიმალური ქულების ზღვარი ექნებაო. ანუ ვთქვათ თსუ-მ შეიძლება 50 ქულა მოითხოვოს მინიმალურად, GPI-იმ 40 და ა.შ.

ეგ უნივერსიტეტების დონეზე არის დამოკიდებული ? სასულიეროზე ხომ არ უთქვამს რამე,რამდენი იქნება მინიმუმი...

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 14 2010, 08:35 PM

Giga1

ციტატა(gigalobjanidze @ 14th January 2010 - 10:55 PM) *
ეგ უნივერსიტეტების დონეზე არის დამოკიდებული ? სასულიეროზე ხომ არ უთქვამს რამე,რამდენი იქნება მინიმუმი...

ჰო, თვითონ უნივერსიტეტი რამდენსაც მიიჩნევს საჭიროდ, იმდენს დააწესებსო. კონკრეტულ უნივერსიტეტებზე არაფერი უთქვამს, თივOთნ ხომ არ დაუწესებს ზღვრებს. მერე შეიმუშავებენ მაგას უნი-ები.

ციტატა(gigalobjanidze @ 14th January 2010 - 10:55 PM) *
კარგია,განათლების დონე აიწევს და სასურველია რომ ყველა საგანში ერკვეოდეს ადამიანი რომელსაც ატესტატი აქვს.

აბა რა, არჩევანიც მეტი ექნება იმას, ვინც კარგად ერკვევა ყველა საგანში და აბიტურიენტების 90%-იც ჰუმანიტარულ მეცნიერებებს "აღარ მიაწვება".

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 14 2010, 08:59 PM

Power_VANO
გაიხარე smile.gif მივხვდი რომ კარგი რეფორმაა...
ვინც უარყოფითად იქნება განწყობილი ესეიგი გაქანებული ოროსანია laugh.gif

პოსტის ავტორი: gearge Jan 14 2010, 10:33 PM

Power_VANO, პირველ რიგში, შემდეგ: Giga1, plastic, Giena და სხვებმა ...

მოუსმინეთ ამ თემაზე ლევან ბერძენიშვილის გამოსვლას ორი დღის წინ (13 იანვარს), კავკასიის "http://www.kavkasiatv.ge/ge/main.php?id_news=5" ეთერში: http://tvali.ge/win_kavkasiatv.php?v=155381

გამოყეთ რამენაირად 45 წუთი. სმენა/მხედველობა არ დაგიქვეითდებათ და რაღაც ახალსაც გაიგონებთ! გამორთეთ ცოტახნით ვინამპი (თუ რა დამკვრელსაც იყენებთ), ან ტელევიზორი და მოუსმინეთ სპეციალისტს ამ დარგში!

"მადლობელი ვარ ბატონო ლევან ჩვენთან მობრძანებისთვის. ყოველ შემთხვევაში, თუკი რაღაცა შეხება შეიძლება ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფებს ჰქონდეთ სწავლასთან და სასწავლო წინსვლებთან, მერწმუნეთ, არავიზე ნაკლები უფლება არა გაქვთ თქვენ, რომ ისაუბროთ ამ თემაზე - რა სჭირდება ქართულ სკოლას, რა სჭირდება ქართულ განათლებას და რა პრობლემები და რა გამოწვევები აქვს ამ სისტემას, საერთოდ ასეთი ტიპის ქვეყნებში .."

მართლაც, რომ ...!

P.S. პირდაპირ გამაოგნებელია ... რა იცით რომ "კარგი რეფორმაა" და რამე გამოსადეგს გამოიღებს, ჯერ ხომ მის შესახებ [თვითაღიარებული] პრეზიდენტის პირიდან სკეჩის მეტი არაფერი გაგიგონიათ?!

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 15 2010, 09:41 AM

gearge

ციტატა(gearge @ 14th January 2010 - 10:33 PM) *
P.S. პირდაპირ გამაოგნებელია ... რა იცით რომ "კარგი რეფორმაა" და რამე გამოსადეგს გამოიღებს, ჯერ ხომ მის შესახებ [თვითაღიარებული] პრეზიდენტის პირიდან სკეჩის მეტი არაფერი გაგიგონიათ?!

ანუ შენ იძახი რომ ჯერ არაა ეს რეფორმა დამტკიცებული ?

gearge
და მე მაინც მგონია რომ ბერძენიშვილი უბრალოდ პროტესტს გამოთქვამს (ოპოზიციის მხრიდან) ...
შენ მოუსმინე გუშინ რა ილაპარაკა სააკაშვილმა?
თორე ბერძენიშვილის ნალაპარაკები არაფერს წყვეტს

პოსტის ავტორი: Giena Jan 15 2010, 09:54 AM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 14th January 2010 - 10:56 PM) *
+ მიშას ნალაპარაკევიდან რაც მოვისმინე, მინიმალური ზღვრები იქნებაო, ატესტატის ზღვარზე 15 ქულა თქვა მგონი. მერე უმაღლესები თავიანთ ზღვრებს დააწესებენო, 25, 50 და ა.შ.-ო.

რისთვის უხდიან დედა ატირებულ განათლების მინისტრს ფულს? თუ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს მაგ პოსტსაც? მოხსნან საერთოდ ეგ თანამდებობა, არ გვჭირდება არაფერში!

Giga1
ციტატა(gigalobjanidze @ 15th January 2010 - 01:41 PM) *
და მე მაინც მგონია რომ ბერძენიშვილი უბრალოდ პროტესტს გამოთქვამს (ოპოზიციის მხრიდან) ...
შენ მოუსმინე გუშინ რა ილაპარაკა სააკაშვილმა?
თორე ბერძენიშვილის ნალაპარაკები არაფერს წყვეტს

1. ის არ გგონია, რომ მიშა საარჩევნოდ ემზადება? smile.gif ოპოზიციურად გი არა რეალურად აფასებს, ვინ ვინ და ლევან ბერძენიშვილის განათლებაზე და განათლების სისტემაში შეტანილ წვლილზე მაინც ნუ ვიკამათებთ smile.gif

2. კი მოვუსმინე რაც ილაპარაკა ბოლომდე, რა გაინტერესებს?

3. ქვეყნისთვის შეიძლება არაფერს წყვეტდეს, მაგრამ შენ თუ მოუსმენ მაშინ რეალურად მიხვდები რა შეიძლება მოყვეს მიშას ნალაპარაკევს, ანუ მხოლოდ ერთ მხარეს ნუ უსმენ, მოუსმინე მეორესაც იქნება და ის უფროსწორს ამბობს? არ შეიძლება ყოველთვის მედალიონის ერთ მხარეს უყურო ადამიანმა, მეორე მხარეც საინტერესოა ხანდახან!

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 15 2010, 10:21 AM

Giena
შენ საბოლოო ჯამში რას ფიქრობ ამ რეფორმაზე ?
დადებითია თუ უარყოფითი ჩვენთვის?

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 15 2010, 11:25 AM

ძნელია ასე ხელაღებით თქვა დადებითია თუ უარყოფითი...
მაგრამ კითხვები ჩნდება და მასზე უნდა იმსჯელონ სპეციალისტებმა და არა მიშამ. წინა განათლების რეფორმას ხაზი ისე გადაუსვა, თითქოს მისმა მთავრობამ არ გაატარა. ბავშვები რა საცდეელი მაიმუნები არიან?

მიშას ლაპარაკი არ მომისმენია, მაგრამ ფიქრიას მოვუსმინე, რომ ამბობდა, პატრიოტიზმის სწავლება სამხედროების მიერ მიუღებელიაო. ნუთუ იმ დონეზე დაეშვნენ რომ ამას აპირებენ? ohmy.gif
ბაჩო ახალაია რომ პატრიოტიზმს გასწავლის, რაზე უნდა ილაპარაკო მერე?

პატრიოტიზმი შეისწავლება ისტორიით და მშობლიური ლიტერატურით და არა ფანატიკოსი კამიკაძეების გამოზრდით!

პოსტის ავტორი: gearge Jan 15 2010, 01:22 PM

პატრიოტიზმი არ შეისწავლება, ის სისხლით გადმოდის, მიუხედავად განათლებისა და დაბადების/საცხოვრებელი ადგილისა. ნაკვერჩახალივითაა, რომელიც თუ გაქვს - რაც ნამდვილად იშვიათობაა - არ ჰქრება, სანამ ცოცხალი ხარ. უბრალოდ, თუ ჯერ თივას, შემდეგ ფიჩხსა და შეშას რეგულარულად მივაწოდებძთ (იგულისხმეთ თანმიმდევრული განათლება, უმთვრესში: საკუთარ ისტორიასა და ლიტერატურაში), უფრო ნათლად გაანათებს და უფრო ძლიერად გაათბობს სულს!

დანარჩენში 100% ვეთანხმები Sh@ko-სა და Giena-ს!

არანაირი კანონპროექტი არ არსებობს, ჯერ! ამ დროისთვის რეფორმა მარტო ის არის, რაც ილაზღანდარა ნაბახუსევმა მიშამ!

პოსტის ავტორი: Giena Jan 15 2010, 05:58 PM

Giga1

ციტატა(gigalobjanidze @ 15th January 2010 - 02:21 PM) *
Giena
შენ საბოლოო ჯამში რას ფიქრობ ამ რეფორმაზე ?
დადებითია თუ უარყოფითი ჩვენთვის?

ციტატა(Sh@ko @ 15th January 2010 - 03:25 PM) *
ძნელია ასე ხელაღებით თქვა დადებითია თუ უარყოფითი...
მაგრამ კითხვები ჩნდება და მასზე უნდა იმსჯელონ სპეციალისტებმა და არა მიშამ. წინა განათლების რეფორმას ხაზი ისე გადაუსვა, თითქოს მისმა მთავრობამ არ გაატარა. ბავშვები რა საცდეელი მაიმუნები არიან?

ციტატა(gearge @ 15th January 2010 - 05:22 PM) *
არანაირი კანონპროექტი არ არსებობს, ჯერ! ამ დროისთვის რეფორმა მარტო ის არის, რაც ილაზღანდარა ნაბახუსევმა მიშამ!

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 15 2010, 06:26 PM

Giena

ციტატა(Giena @ 15th January 2010 - 05:58 PM) *
Giga1
ციტატა(gigalobjanidze @ 15th January 2010 - 02:21 PM) *
Giena
შენ საბოლოო ჯამში რას ფიქრობ ამ რეფორმაზე ?
დადებითია თუ უარყოფითი ჩვენთვის?

ციტატა(Sh@ko @ 15th January 2010 - 03:25 PM) *
ძნელია ასე ხელაღებით თქვა დადებითია თუ უარყოფითი...
მაგრამ კითხვები ჩნდება და მასზე უნდა იმსჯელონ სპეციალისტებმა და არა მიშამ. წინა განათლების რეფორმას ხაზი ისე გადაუსვა, თითქოს მისმა მთავრობამ არ გაატარა. ბავშვები რა საცდეელი მაიმუნები არიან?

ციტატა(gearge @ 15th January 2010 - 05:22 PM) *
არანაირი კანონპროექტი არ არსებობს, ჯერ! ამ დროისთვის რეფორმა მარტო ის არის, რაც ილაზღანდარა ნაბახუსევმა მიშამ!

არ გეთანხმებით არც ერთს...
გუშინ მიმინოშვილმაც,შაშკინმაც და მიშამაც ილაპარაკეს და თქვეს რომ დამტკიცდა .მე რა თქმა უნდა არ მინდა ეს მაგრამ დამტკიცდა და რა ვქნათ...
და დასწრებაზეც იქნება შეფასებაც სკოლებში.კარგად რომ ვისწავლო მაგალითად და ბევრი გავაცდინო დამაკლებენ ნიშანს mad.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 15 2010, 08:06 PM

plastic

ციტატა(plastic @ 15th January 2010 - 07:46 PM) *
ნეტა სად ვნახო ეს გამოსვლა ნეტში? ან რა შეატყვე ნაბახუსევის, რა საინტერესოა...

ეგ არ ვიცი მაგრამ აი ნახე http://tvali.ge/win_kavkasiatv.php?v=155381

პოსტის ავტორი: Giena Jan 15 2010, 08:53 PM

plastic
გურიაში იყო ჩასული მანამდე და მიართვეს რამოდენიმე ჭიქა 70 გრადუსიანი სანთლის არაყი, და ეხლა არ მითხრა 2-3 ჭიქა 70 გრადუსიანი არაყი რა ჩემი ფეხებიაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: gearge Jan 16 2010, 12:40 AM

ციტატა(plastic @ 15th January 2010 - 11:46 PM) *
ნეტა სად ვნახო ეს გამოსვლა ნეტში? ან რა შეატყვე ნაბახუსევის, რა საინტერესოა...

"ყბადაღებული" http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=12-01-2010%2018:22, როგორც აქუ იტყოდა biggrin.gif

მიშას ნახვა გინდოდეს და ვერ იპოვო ... smile.gif ... მაგის დროც მოვა! wink.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 20 2010, 07:50 PM

რა ვქნათ smile.gif ვეგუები მწარე რელაობას და ვიწყებ ფიზიკური საგნების აქტიურად შესწავლას (რაც ძალიან არ მსურს) smile.gif უფრო ჰუმანიტარული საგნებისაკენ მიმდის გული

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 21 2010, 05:27 AM

ბერძენიშვილის გამოსვა არ დევს სხვაგან? ცდილობს გახსნას ვითომ, მაგრამ არაფერი, ვერ ხსნის ვიდეოს...

Giga1
ეგ ფიზიკა უფრო გამოსადეგია ცხოვრების მანძილზე, ვიდრე ჰუმანიტარულები. აი მაგალითად, ელექტრობა ფიზიკის სკოლის კურსში ისეთ დონეზე ისწავლება, რომ მაგის მერე თავისუფლად გაერკვევი არამარტო სახლის ელ-გაყვანილობაში, დამოუკიდებლად შეძლებ უფრო რთულ მოწყობილობებში გარკვევასაც. მოკლედ, ფიზიკა სასარგებლოა ძალიან smile.gif

ქიმია საერთოდ, joy to learn არის, მე ქიმიის მასწავლებელი მყავდა თან კარგი, პატარა ლაბორატორიაც გვქონდა სკოლაში და ხშირად გვაჩვენებდა ხოლმე ცდებს და ა.შ. ინტერესი გვქონდა ხოლმე ქიმიისადმი. თორემ ახლა მოლების თვლა და ფორმულების წერა ჩვენ კი არა, მასწავლებელს არ ეხალისებოდა ხოლმე biggrin.gif

ბიოლოგიაშიც კარგი მასწ-ი მყავდა და იქაც ინტერესი იყო სწავლის.

აი სამაგიეროდ, ისტორია ვიცი ცუდად smile.gif ცუდი მასწ-ის გამო. სწავლების ცუდი მეთოდი ჰქონდა და თავში ცოტა გვრჩებოდა ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 21 2010, 10:19 AM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 21st January 2010 - 05:27 AM) *

მაგაში გეთანხმები,ყოველდღიური გამოყენებით თუ ვიმსჯელებთ ფიზიკა ყველაზე საჭიროა smile.gif
ციტატა(Power_VANO @ 21st January 2010 - 05:27 AM) *
აი სამაგიეროდ, ისტორია ვიცი ცუდად smile.gif ცუდი მასწ-ის გამო. სწავლების ცუდი მეთოდი ჰქონდა და თავში ცოტა გვრჩებოდა ხოლმე smile.gif

ისტორიაში მეც ცუდი მას-ი მყავს sad.gif მაგრამ ჩემით ვაწვები იმიტომ რომ ვიცი დამჭირდება მომავალში wink.gif ამაში wikipedia.org მეხმარება biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 21 2010, 01:21 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 21st January 2010 - 08:27 AM) *
ეგ ფიზიკა უფრო გამოსადეგია ცხოვრების მანძილზე, ვიდრე ჰუმანიტარულები. აი მაგალითად, ელექტრობა ფიზიკის სკოლის კურსში ისეთ დონეზე ისწავლება, რომ მაგის მერე თავისუფლად გაერკვევი არამარტო სახლის ელ-გაყვანილობაში, დამოუკიდებლად შეძლებ უფრო რთულ მოწყობილობებში გარკვევასაც. მოკლედ, ფიზიკა სასარგებლოა ძალიან

+ ყველაზე საინტერესოა და მრავლის მომცველია ფიზიკა smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Jan 21 2010, 01:38 PM

otosaxel
ოხ, მოვიდა აინშატაინი biggrin.gif

პოსტის ავტორი: gearge Jan 21 2010, 02:44 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 21st January 2010 - 09:27 AM) *
ბერძენიშვილის გამოსვა არ დევს სხვაგან? ცდილობს გახსნას ვითომ, მაგრამ არაფერი, ვერ ხსნის ვიდეოს...

აბა, კავკასიის საიტზე, http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=caucasia სცადე გახსნა. თვალი.ჯი ხშირად უქმნის "იმენო" კავკასიის ატვირთულ ვიდეოებს პრობლემებს, უმეტესად, საერთოდ შლის! ალბათ, გარე ზეწოლით და/ან მმართველი ელიტისთვის ლოიალურობის დასამტკიცებლად! წინააღმდეგ შემთხვევაში, ...

პოსტის ავტორი: Giena Jan 21 2010, 03:06 PM

Power_VANO
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=caucasia&seekTime=13-01-2010%2021:00 აი უფრო ზუსტი ლინკი smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Jan 21 2010, 04:53 PM

ციტატა(Giena @ 21st January 2010 - 07:06 PM) *
Power_VANO
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ca...01-2010%2021:00 აი უფრო ზუსტი ლინკი

ვანო, ზეგამდე თუ ნახავ, კარგი იქნება. თორემ, შემდეგ ხანდაზმულობის ვადა ამოეწურება და ავტომატურად წაიშლება smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 21 2010, 08:04 PM

ხვალ დავჯდები და ვუყურებ smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 22 2010, 02:24 PM

plastic

ციტატა(plastic @ 22nd January 2010 - 12:05 AM) *
და რაც უფრო მეტ არანორმალურ ადამიანს ვუსმენ ამ ქვეყანაში, მით უფრო არანორმალური ვხდები მეც (სხვანაირად არ გაიგოთ, თითქოს 1 მე ვიყო ნორმალური და ასე შემდეგ). ეს ბოლო ერთი წელია სერიოზული პრობლემები მაქვს ფსიქიკასთან. და საერთოდ ეს ატმოსფერო ძალიან ცუდ განვითარებაში მიწყობს ხელს. ამ ყველაფერს ძალიან ნელა მივხვდი, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მოვასწარი მაინც. მანამდე სხვანაირად იყო ყველაფერი, სანამ აქ ვსწავლობდი, ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი, ნუ პრინციპში, ესეც უნდა ყოფილიყო ასაკის ფონზე. ამის მერე, 3 წელი უელსში ვისწავლე, აქ მხოლოდ არდადეგებზე ჩამოვდიოდი. მერე რატომღაც საბოლოოდ ჩამოვედი და სწავლის აქ გაგრძელება გადავწყვიტე. სწავლის, ან მუშაობის ან უბრალოდ ან რამე, მაგრამ რა სისულელეა... რა ვიცი. აი ეხლა უკვე ლონდონში ვაპირებ წასვლას სექტემბერში და ბოლო 1 თვეა მხოლოდ იმას ვფიქრობ, არდადეგებზეც კი ღირს თუ არ ღირს ჩამოსვლა. ერთი დიდი კომპლექსი და დეპრესიაა ეს ქვეყანა, თავისი რეფორმებით, ცვლილებებით, სისტემით, ყველა დიდი და პატარა ადამიანებით და მეტი არაფერი. თემის ავტორმაც და სხვებმაც მაპატიეთ ესეთი ლირიული გადახვევა და გულახდილობა, ან რაც გინდათ დაარქვით, მაგრამ მომინდა რო აქ მეთქვა.

ეგ რომ სამშობლოს ნაკლებ სიყვარულს მივაწერო,შეცდომა იქნება ჩემი აზრით.შენზეა დამკიდებული,იქ რომ სწავლობ აქ არ გინდება ჩამოსვლა? არ გაქვს სურვილი?
მე პირადად ვერ გავძლებ სხვა ქვეყანაში 2-3 თვეზე მეტს

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 23 2010, 03:59 PM

ვეწვალე გუშინ, ვეწვალე, მაინც არ გახსნა ეგ ვიდეო sad.gif დღეს კი გახსნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, წაშილილია უკვე...

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 29 2010, 07:17 AM

6 გამოცდა ყოფილა სკოლის,და ის 4 გამოცდა ეროვნულები (1 საგანი ხომ დაემატა)...
მე რატომღაც მეგონა რომ 10 გამოცდა უნდა ჩაგვებარებინა რესურს ცენტრში tongue.gif

პოსტის ავტორი: Chacha Jan 29 2010, 09:56 AM

Giga1

ციტატა(gigalobjanidze @ 29th January 2010 - 08:17 AM) *
6 გამოცდა ყოფილა სკოლის,და ის 4 გამოცდა ეროვნულები (1 საგანი ხომ დაემატა)...
მე რატომღაც მეგონა რომ 10 გამოცდა უნდა ჩაგვებარებინა რესურს ცენტრში

ეგრეც არის, 10 გამოცდა რესურს ცენტრში(ანუ ყველა საგანში) და მერე აქედან 15 ქულიანი ზღვარი უნდა გადალახო თითოეულ საგანში და მოგცემენ ეროვნულზე გასასვლელ ატესტატს და მერე აბარებ ეროვნულის 4 საგანს, საიდან ეგ ინფორმაცია რო მარტო 6-ია?

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 29 2010, 10:09 AM

Chacha
ეგრე არ არის? ohmy.gif
მე ის 4 ცალკე მეგონა sad.gif

პოსტის ავტორი: Chacha Jan 29 2010, 01:17 PM

არა, 10 გამოცდა და მერე ეროვნულის 4 : ) თუ ერთ დღეში რამე არ შეცვლილა გუშინ ნაღდად ეგრე იყო : ))

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 29 2010, 01:20 PM

Chacha
ფუ ამათი! მე სხვანაირად მეგონა... mad.gif