თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ინტერნეტი და ლოკალური კომპიუტერი _ ინტერნეტის მიწოდება მომხმარებლებისათვის

პოსტის ავტორი: davizo70 Feb 11 2011, 07:59 AM

მოგესალმებით,
ვაპირებ ონტერნეტის მიწოდებას აბონენტებისათვის, როგორც პროვაიდერი. ინტერნეტს ვღებულობ ოპტიკური კაბელით და ის უნდა განაწილდეს მომხმარებლებზე.
მაქვს ორი პრობლემა, რომლის გადაწყვეტაშიც მჭირდება თქვენი კონსულტაცია.
1. როგორ უნდა გავაკეთო სხვადასხვა სიჩქარიანი პაკეტები, რომე გადახდილი საფასურის მიხედვით მქონდეს აბონენტებისათვის სხვადასხვა სიჩქარის მიწოდების საშუალება;
2. ვთქვათ, მყავს ორი სხვადასხვა პროვაიდერი, რომელთაგანაც ოპტიკის საშუალებით ვიღებ ინტერნეტს. მინდა მოვახდინო ამ ტრაფიკების ბალანსირება ისე, რომ ორივე ერთდროულად ფუნქციონირებდეს და ერთის გადატვირთვის შემთხვევაში ტრაფიკი გადანაწილდეს მეორეზე.
თუ ქსელების კუთხით ვინმე გათვითცნობიერებულია ამ საკითხში, გთხოვთ შემეხმიანოთ.

პოსტის ავტორი: Giena Feb 11 2011, 10:47 AM

davizo70

ციტატა(davizo70 @ 11th February 2011 - 11:59 AM) *
1. როგორ უნდა გავაკეთო სხვადასხვა სიჩქარიანი პაკეტები, რომე გადახდილი საფასურის მიხედვით მქონდეს აბონენტებისათვის სხვადასხვა სიჩქარის მიწოდების საშუალება;
2. ვთქვათ, მყავს ორი სხვადასხვა პროვაიდერი, რომელთაგანაც ოპტიკის საშუალებით ვიღებ ინტერნეტს. მინდა მოვახდინო ამ ტრაფიკების ბალანსირება ისე, რომ ორივე ერთდროულად ფუნქციონირებდეს და ერთის გადატვირთვის შემთხვევაში ტრაფიკი გადანაწილდეს მეორეზე.
თუ ქსელების კუთხით ვინმე გათვითცნობიერებულია ამ საკითხში, გთხოვთ შემეხმიანოთ.

პირველსაც და მეორესაც აკეთებს KerioWinRoute. ცოტა რთულად არის მოწყობილი, მაგრამ მუშაობს ვირივით. ტექნიკურად გეტყვი როგორ ხდება მერე პროგრამაში იპოვნი, თუ არადა გავიხსენებ სხვა რა გზაა smile.gif გჭირდება კომპი, რომელზეც არის 3 ქსელის კარტა (ან ერთი ქსელის კარტა, რომელსაც აქვს VLAN-ები შექმნის საშუალება რაც მეეჭვება, რომ საქართველოში იპოვნო ამიტომ 3 კარტაზე შევჩერდეთ smile.gif ) 2 მათგანში შეერჭობა სხვადასხვა პროვაიდერის მიერ მოწოდებული სადენი და 1-დან მოხდება ქსელის გადანაწილება (დაგჭირდება ასევე სვიჩი თან რაც შეიძლება კარგი, რომ სრულად მოხდეს ტრაფიკის განაწილება თუ ბევრი აბონენტი გეყოლება). მიარჭობ იმ ორ კარტაში პროვაიდერის სადენებს და კერიოში მიუთითებ მაგ ორ კარტას, და ჩაურთავ LoadBalancing-ს ამის შემდეგ კერიო თვითონ მოტვინავს საიდან უფრო მაღალი ტრაფიკი მოდის, რომელი უფრო გადატვირთულია და ა.შ. და თვითონ გაანაწილებს ტრაფიკს, მოკლედ შენ ისვენებ. ეხლა რაც შეეხება პაკეტებს თუ სწორად მახსოვს (დიდი ხანია აღარ შევხებივარ) კერიოს უნდა ქონდეს ტრაფიკის განაწილების საშუალებაც, ანუ შექმნი რამდენიმე რულს IP-ების მიხედვით და დაყოფ ვთქვათ შემდეგნაირად: 192.168.1.10-დან 20 IP-მდე გატარდება 5Mb ტრაფიკი, 192.168.1.21-დან 30-მდე 8Mb ტრაფიკი, 192.168.1.31-დან 40-მდე 10Mb ტრაფიკი და ასე შემდეგ. შემდეგ გადახდილი თანხის მიხედვით მომხმარებლებს გაუწერ შესაბამის IP-ებს და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, არ დაგავიწყდეს კიდევ ერთი მომხმარებელს თუ ჰქონდა IP 192.168.1.11 და თუ მოტვინა და შეიცვალა IP მაგალითად 192.168.1.40-ზე მიიღებს უფრო მაღალ ტრაფიკს, მაგრამ შენ შეგიძლია MAC-ზე მიუბა ერთი IP ანუ სხვა IP-ს ვერ აიღებს, რომც გასკდეს. მოკლედ პატარა ჯელინკი გექნება სახლში smile.gif

პოსტის ავტორი: davizo70 Feb 12 2011, 10:47 AM

Giena მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: SAQARTVELO Feb 15 2011, 05:58 PM

კარგი და ადვილი გამოსავალი შემოგთავაზა გიენამ, მაგრამ შენ არგითქვამს სად გინდა ამ ტრაფიკის მიწოდება

სად უნდა მოაწყო სვიჩი და რამანძილზეა დაშორებული "აბონენტები" სვიჩისგან და ერთმანეთისგან ანუ "გარემოს" სად აპირებ ტრაფიკის გატარებას smile.gif თუ ეს ერთი შენობა/კორპუსია მაშინ პრობლემები ნაკლებია wink.gif ყველაფერი მარტივია...

თუ არაა მაშინ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif აი მაშინ გმაღტებს დაფიქრება smile.gif

კიდე გააჩნია რა რაოდენობის აბონენტები გეყოლება

თუ შენი აბონენტების რაოდენობა სცდება 254 მაშინ 192.168.1.1/24 ტიპის ქსელი ვერგამოგადგება


გისურვებ წარმატებებს smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 16 2011, 02:25 PM

SAQARTVELO

ციტატა(SAQARTVELO @ 15th February 2011 - 09:58 PM) *
თუ შენი აბონენტების რაოდენობა სცდება 254 მაშინ 192.168.1.1/24 ტიპის ქსელი ვერგამოგადგება

10.*.*.* გამოდგება მაგ დროს smile.gif

პოსტის ავტორი: SAQARTVELO Feb 16 2011, 04:50 PM

ციტატა(otosaxel @ Feb 16 2011, 02:25 PM) *
SAQARTVELO

10.*.*.* გამოდგება მაგ დროს smile.gif

rolleyes.gif კი მაგრამ ზემოთ სხვა იყო მითითებული wink.gif

პოსტის ავტორი: Giena Feb 16 2011, 09:10 PM

SAQARTVELO

ციტატა(SAQARTVELO @ 16th February 2011 - 08:50 PM) *
კი მაგრამ ზემოთ სხვა იყო მითითებული

ამჯერად მაპატიე და მეტჯერ აღარ ვიზამ...

პოსტის ავტორი: davizo70 Feb 17 2011, 09:29 AM

კარგი გამოსავალი შემომთავაზა ერთ-ერთმა კომპანიამ-მიკროტიკის მარშრუტიზატორი (http://www.mikrotik.com). მას ამ ყველაფრის და კიდევ უამრავი სხვა რამის მხარდაჭერა აქვს. მიკვირს კიდეც, 60-დოლარიან მარშრუტიზატორს როგორ აქვს ცისკოს 500 დოლარიანი მარშრტიზატორის მონაცემები huh.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 17 2011, 12:31 PM

davizo70

ციტატა(davizo70 @ 17th February 2011 - 01:29 PM) *
კარგი გამოსავალი შემომთავაზა ერთ-ერთმა კომპანიამ-მიკროტიკის მარშრუტიზატორი (http://www.mikrotik.com). მას ამ ყველაფრის და კიდევ უამრავი სხვა რამის მხარდაჭერა აქვს. მიკვირს კიდეც, 60-დოლარიან მარშრუტიზატორს როგორ აქვს ცისკოს 500 დოლარიანი მარშრტიზატორის მონაცემები

მიკროტიკს ისე მართლა ამგარი პროდუქცია აქვს

პოსტის ავტორი: davizo70 Feb 17 2011, 04:34 PM

ჩემდა გასაოცრად, მართლაც smile.gif

პოსტის ავტორი: SAQARTVELO Feb 17 2011, 04:59 PM

რა როუტერი აარჩიე მაგსაქმისთვის? და რამდენი PC უნდა ჩართო დაახლოებით? wink.gif

პოსტის ავტორი: davizo70 Feb 18 2011, 11:39 AM

Routerboard 750. დაახლოებით 30–40 მომხმარებელი საწყისისთვის.

პოსტის ავტორი: IT MANAGER Mar 25 2014, 02:40 AM

ციტატა(Giena @ Feb 11 2011, 02:47 PM) *
davizo70

პირველსაც და მეორესაც აკეთებს KerioWinRoute. ცოტა რთულად არის მოწყობილი, მაგრამ მუშაობს ვირივით. ტექნიკურად გეტყვი როგორ ხდება მერე პროგრამაში იპოვნი, თუ არადა გავიხსენებ სხვა რა გზაა smile.gif გჭირდება კომპი, რომელზეც არის 3 ქსელის კარტა (ან ერთი ქსელის კარტა, რომელსაც აქვს VLAN-ები შექმნის საშუალება რაც მეეჭვება, რომ საქართველოში იპოვნო ამიტომ 3 კარტაზე შევჩერდეთ smile.gif ) 2 მათგანში შეერჭობა სხვადასხვა პროვაიდერის მიერ მოწოდებული სადენი და 1-დან მოხდება ქსელის გადანაწილება (დაგჭირდება ასევე სვიჩი თან რაც შეიძლება კარგი, რომ სრულად მოხდეს ტრაფიკის განაწილება თუ ბევრი აბონენტი გეყოლება). მიარჭობ იმ ორ კარტაში პროვაიდერის სადენებს და კერიოში მიუთითებ მაგ ორ კარტას, და ჩაურთავ LoadBalancing-ს ამის შემდეგ კერიო თვითონ მოტვინავს საიდან უფრო მაღალი ტრაფიკი მოდის, რომელი უფრო გადატვირთულია და ა.შ. და თვითონ გაანაწილებს ტრაფიკს, მოკლედ შენ ისვენებ. ეხლა რაც შეეხება პაკეტებს თუ სწორად მახსოვს (დიდი ხანია აღარ შევხებივარ) კერიოს უნდა ქონდეს ტრაფიკის განაწილების საშუალებაც, ანუ შექმნი რამდენიმე რულს IP-ების მიხედვით და დაყოფ ვთქვათ შემდეგნაირად: 192.168.1.10-დან 20 IP-მდე გატარდება 5Mb ტრაფიკი, 192.168.1.21-დან 30-მდე 8Mb ტრაფიკი, 192.168.1.31-დან 40-მდე 10Mb ტრაფიკი და ასე შემდეგ. შემდეგ გადახდილი თანხის მიხედვით მომხმარებლებს გაუწერ შესაბამის IP-ებს და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, არ დაგავიწყდეს კიდევ ერთი მომხმარებელს თუ ჰქონდა IP 192.168.1.11 და თუ მოტვინა და შეიცვალა IP მაგალითად 192.168.1.40-ზე მიიღებს უფრო მაღალ ტრაფიკს, მაგრამ შენ შეგიძლია MAC-ზე მიუბა ერთი IP ანუ სხვა IP-ს ვერ აიღებს, რომც გასკდეს. მოკლედ პატარა ჯელინკი გექნება სახლში smile.gif


პატარა ჯელინკ მომეწონა biggrin.gif biggrin.gif