მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> რიჩარდის კვალდაკვალ, ანუ მეც მივდივარ თანამდებობიდან
domen
პოსტი Dec 23 2009, 08:57 AM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



სანამ კომპინფო გათიშული იყო, თვალის ექიმთან მომიწია რამდენიმე კონსულტაციის გავლა და ამეკრძალა კომპიუტერთან დღეში ერთ საათზე მეტი ხნით დაჯდომა. დაახლოებით რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩემს მდგომარეობაზე, გეტყვით, რომ აქამდე დღეში 4-5 საათს მაინც ვატარებდი ეკრანის წინ :–)

ეს შეზღუდვა პირდაპირ მოქმედებს ჩემზე, როგორც კომპინფოს ჟურნალისტზე – ერთი საათი უბრალოდ ფიზიკურად არაა საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც კარგად გადავათვალიერო მსოფლიო კომპ. სიახლეების არხი, რომ არაფერი ვთქვათ ერთი მაინც ხარისხიანი სიახლის/განხილვის დაწერაზე, ფორუმის მოდერირებაზე, CompinfoPack–ზე და კიდევ ერთი–ორ პროექტზე, რომელთა განხორციელებაც იგეგმებოდა საიტის ჩართვისას. ამას დავამატოთ ისიც, რომ თითქმის ყოველდღიურად კომპიუტერისთვის გამოყოფილი დროის დიდი ნაწილი ჩემი სტუდენტური სამუშაოებისთვის მეხარჯება და თავისუფალი დრო თითქმის აღარ რჩება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვთვლი, რომ მოვალეობებს, რომლებსაც მაკისრებს ფორუმის ადმინისტრატორობა და საიტის რედაქტორობა, ვეღარ შევასრულებ და, შესაბამისად, ვტოვებ ჩემს პოსტებს ჯერჯერობით განუსაზღვრელი ვადით.

თუმცა დავრჩები, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი, რამდენადაც დრო ამის საშუალებას მომცემს.

დიდი მადლობა ყველას ჩემი ადმინისტრირების პერიოდში ფორუმისა და საიტის განვითარებაში ხელშეწყობისთვის. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

P.S. CompinfoPack შეიძლება განვაახლო ხოლმე, თუ საშუალება მექნა.

P.P.S. ვისაც რიჩარდის წასვლა არ გინახავთ, შეგიძლიათ აქ იხილოთ.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th April 2024 - 04:41 AM