მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
daughter
პოსტი Jun 16 2009, 08:44 AM
პოსტი #1


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 22
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.768



ინგლისური როკ-ჯგუფი ლონდონიდან. ჩამოყალიბდა 1998 წელს. მსოფლიო აღიარებას მიაღწია 2000 წელს გამოშვებული სინგლით „Yellow“, რასაც მოჰყვა სადებიუტო ალბომი, Parachutes. ჯგუფის წევრები არიან: ვოკალისტი კრის მარტინი, გიტარისტი ჯონი ბაკლენდი, ბასისტი გაი ბერიმენი და დრამერი უილ ჩემპიონი. დღემდე კოულდპლეის 30 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული.

Coldplay ის ადრეულ ნამუშევრებს ხშირად ადარებდნენ ჯეფ ბაკლის და რედიოჰედის შემოქმედებას. პარალელებს ავლებდნენ U2-სთანაც. ალბომის, Parachutes, გამოსვლის შემდეგ კოლდპლეიმ სხვა წყაროებიდანაც მოიზიდა გავლენა. აღსანიშნავია, ეკო და ბენიმენის და ჯორჯ ჰარისონის გავლენა ალბომზე A Rush of Blood to the Head (2002) და ჯონი კეშის და კრაფტვერკის გავლენა ალბომზე X&Y (2005).

Coldplay აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობებს, მათ შორის, ოქსფამის Make Trade Fair კამპანიასა და საერთაშორისო ამნისტიას. ჯგუფი ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც.

შექმნა და ადრეული წლები (1996—1999)

ჯგუფის წევრები ერთმანეთს 1996 წელს რამსეი ჰოლში შეხვდნენ, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის სასტუმრო ჰოლია. კრის მარტინი და ჯონი ბაკლენდი ჯგუფის პირველი წევრები იყვნენ და ერთმანეთს საორიენტაციო კვირის განმავლობაში ხვედებოდნენ. წლის დანარჩენ ნაწილში ისინი ჯგუფს გეგმავდნენ, და ნ'სინკით შთაგონებულ ბოი-ბენდ „პეკტორალზში“ აღმოჩნდნენ. საბოლოოდ გაი ბერიმენიც, მათი თანაკურსელი, შეუერთდა ჯგუფს მიუხედავად მიმდინარეობისა. 1997 წლისთვის, კოულდპლეი პატარა საკლუბო სიმღერებს ასრულებდა ლონდონის კემდენის პრომოუტერების წინაშე. ამ დროისათვის ჯგუფმა მათი ძველი, ბოი-ბენდური იმიჯის შეცვლის შესახებ განაცხადა და სახელად სტარფიში დაირქვა. ასევე, მარტინი თავის სკოლის მეგობარს ფილ ჰარვეის დაუკავშირდა, რომელიც ოქსფორდში კლასიკას სწავლობდა და ჯგუფის მენეჯერობა შესთავაზა. ჰარვეი ჯგუფის მენეჯერად მეორე ალბომის, A Rush of Blood to the Head გამოსვლამდე დარჩა.

საბოლოოდ, ადრე 1998-ში, ჯგუფის შემადგენლობა უილ ჩემპიონმა შეავსო. მრავამხრივი ნიჭით დაჯილდოებული უილი ბავშვობიდან უკრავდა პიანინოზე, გიტარასა და ბას-გიტარაზე, და ტუჩის გარმონზე. მან სწრაფად ისწავლა დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა, თუმცა ამის არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. ამის შემდეგ ტიმ რაის-ოქსლიმ, ჯგუფის წევრების საერთო მეგობარმა, ნება დართო მათ სახელი „კოულდპლეი“ გამოეყენებინათ. მან გადაიფიქრა ამ სახელის თავის ბენდისთვის დარქმევა რადგან ის ზედმეტად დეპრესიული ეჩვენებოდა. რაის-ოქსლის ჯგუფში ელეკტრონულ კლავიშზე დაკვრა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა რადგან ის უკვე ჯგუფ კინში იყო.


1998 წლის მაისში ბენდმა გამოუშვა Safety EP-ს 500 ასლი. დისკების უმრავლესობა ხმის ჩამწერ სტუდიებსა და მეგობრებს მისცეს. პუბლიკისთვის მხოლოდ 50 ცალი კოპია იყო ხელმისაწვდომი. დეკემბერში კოულდპლეი პატარა, დამოუკიდებელ ხმის ჩამწერ სტუდიაში Fierce Panda მივიდა. ამ ლეიბლის პირველი რელიზი იყო 3 ტრეკიანი Brothers & Sisters EP, რომელიც სწრაფად, 4 დღეში იქნა ჩაწერილი 1999 წლის თებერვალში. აპრილში გამოშვებული EP 2500 კოპიამდე იყო შეზღუდული. ბენდის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა იზრდებოდა დიდ ბრიტანეთში, რასაც სტივ ლამაკი და Radio 1-ი ეხმარებოდა თავის ეთერში ხშირი გაშვებით.

1999 წლის გაზაფხულზე, საბოლოო გამოცდების დასრულების შემდეგ ჯგუფმა ლეიბლ Parlophone- თან ხელი მოაწერა კონტრაქტს 5 ალბომის გამოშვების შესახებ. მას შემდეგ რაც ჯგუფის წევრებმა პირველი განაცხადი გააკეთეს გლასტონბერის ფესტივალზე, სტუდიაში EP-ს The Blue Room ჩაწერას შეუდგნენ. EP-ს 5000 ასლი პუბლიკისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბერში გახდა, ხოლო სინგლმა „Bigger Stronger“, რომელიც Radio 1-ზე ტრიალებდა, ჯგუფის დამკვიდრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

თუმცა, ჩაწერითი სესიები The Blue Room-ისთვის ცვალებადი და მოულოდნელობებით სავსე იყო. მარტინმა ჩემპიონი ჯგუფიდანაც კი გააგდო, მაგრამ მალევე ის მისივე დიდი თხოვნის შემდეგ უკან დაბრუნდა. მარტინი დანაშაულის გრძნობის გამო სასმელს მიეძალა. საბოლოოდ, ჯგუფის წევრებმა აზრთა სხვადასხვაობები შეაჯერეს და რამდენიმე წესზე შეთანხმდნენ, რათა ჯგუფი სრული და დაუნაწევრებელი შეენარჩუნებინათ. პირველ რიგში ისინი თანასწორობაზე შეთანხმდნენ: ჯგუფში დემოკრატია იყო, ანუ მოგება თანაბრად ნაწილდებოდა წევრებს შორის, რისი მაგალითიც მათ U2-ს, A-Ha-ს R.E.M.-ისგან ჰქონდათ. მეორე, ისინი შეთანხმდნენ რომ ის ვინც მძიმე ნარკოტიებს მიეძალებოდა ჯგუფიდან წავიდოდა.


Parachutes (1999—2001)

1999 წლის ნოემბერში კოულდპლეიმ ძალების მობილიზება სადებიუტო ალბომზე გააკეთა. ჯგუფმა ახალი წელი სინგლების „Yellow“ და „Everything’s Not Lost“ დასრულებაში გაატარეს. მათ ასევე კარლინგ ტურზე დაუკრეს, რომლითაც მათ მომავალ გზას გაესვა ხაზი. სამი უჰიტო EP-ს გამოშვების შემდეგ, კოულდპლეიმ თავისი პირველი ტოპ 40-ში შემავალი ჰიტი „Shiver“ დაარელიზა. ის 2000 წლის მარტში გამოჩნდა და ჯგუფს თავმდაბალი #35 ადგილი და MTV-ს პირველი ეთერი მოუტანა. 2000 წლის ივნისი ჯგუფისთვის გარდამტეხი და მნიშვნელოვანი იყო. ჯგუფმა გამოუშვა სინგლი „Yellow“ რომელმაც ჩარტები დაიპყრო. სიმღერამ ინგლისის ჩარტის #4 ადგილი დაიჭირა და ჯგუფს ხალხში ცნობადობა მოუტანა.
Coldplay იმ პირველი სრული, მოცულობითი ალბომი, „Parachutes“ 2000-ის ივლისში გამოუშვა და მან დებიუტობა ინგლისის ალომების ჩარტის #1 ადგილზე განიცადა. კრიტიკოსების მხარდაჭერების მხარდამხარ, „Parachutes“-ს ხანდახან აკრიტიკებდნენ მისი დიდი მსგავსების გამო ალტერნატული ჯგუფის რედიოჰედის მიმართ მათი ყოფნის დროს The Bends—OK Computer ერაში. „Yellow“-მ და „Trouble“-მა ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს მყარად დაიჭირა რადიო ეთერები. თავიდან Parlophone-ი 40,000 ეგზემპლარის გაყიდვას ვარაუდობდა, თუმცა შობისთვის 1.6 მილიონი კოპია იყო გაყიდული მხოლოდ დიდ ბრიტანეთში. Parachutes ნომინირებული იყო მერკურის მუსიკალურ პრიზზე 2000 წლის სექტემბერში.
მას შემდეგ რაც ბენდმა ევროპაში პოპულარობას მიაღწია, მან გეზი ჩრდილოეთ ამერიკის დაპყრობისკენ აიღო. ამერიკაში Parachutes 2000-ის ნოემბერში გამოვიდა. ჯგუფმა ადრე 2001-ში ამერიკაში საკლუბო ტურზე გაემართა. ეს ყველაფერი კი ვანკუვერში, კანადაში შოუთი დაიწყო. ამა მოჰყვა ჯგუფის მიწვევა შოუებში: Saturday Night Live, Late Night with Conan O’Brien, The Late Show with David Letterman. Parachutes ნელა იკრებდა ძალებს ამერიკაში, თუმცა საბოლოოდ ორმაგი პლატინის ალბომის სტატუსს მიაღწია. ალბომი კრიტიკოსებმაც კარგად მიიღეს, მან საუკეთესო ალტერნატიული როკ ალბომის წოდება მიიიღო 2002 წლის გრემის დაჯილდოვებაზე.

A Rush of Blood to the Head (2001—2004 )


Coldplay სტუდიაში 2001 წლის ოქტომბერში დაბრუნდა რათა მეორე ალბომზე დაეწყო მუშაობა. დიდი მოლოდინებით კოულდპლეიმ 2002 წლის აგვისტოში A Rush of Blood to the Head დაარელიზა.

გამხსნელი ტრეკი, „Politic“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდგომ დღეებში იყო დაწერილი. ახალმა ალბომმა რამდენიმე ახალი პოპულარული სინგლი მოუტანა ჯგუფს, აღსანიშნავია „In My Place“, „The Scientist“ და „Clocks“.

Coldplay დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მართავდა ტურს-2002 წლის ივნისიდან 2003 წლის სექტემბრამდე. ამ დროის განმავლობაში მათ ხუთი კონტინენტზე გამართეს კონცერტები და ფესტივალების Glastonbury Festival, V2003 და Rock Werchter წამყვანი ფიგურები(ჰედლაინერები) იყვნენ. A Rush of Blood to the Head ტურმა ჯგუფის დიდი პროგრესი აჩვენა დიდ სცენებზე და სტადიონებზე გამოსვლის თვალსაზრისით. ბევრი შოუ დეტალურ განათებას და ინდივიდუალურ ეკრანებს შეიცავდა, რაც თავის ელემენტებით U2-ს ბოლოდროინდელ Elevation Tour-ს გავდა. ვრცელი ტურის განმავლობაში კოულდპლეიმ ასევე ლაივ CD და DVD ჩაწერა, ლაივ 2003 სიდნეის ჰორდერნ პავილიონში. ჩანაწერი ახალ სიმღერას „Moses“ შეიცავდა.

2003 წლის დეკემბერში ჟურნალ როლინგ სტოუნზის მიერ კოულდპლეი საუკეთესო ჯგუფად დასახელდა. ამ დროსთვისვე მათ გააკეთეს ჯგუფ პრიტერდერზ-ის ჰიტის „2000 Miles“ ქავერ ვერსია, რომელიც ჯგუფის ოფიციალური საიტიდან უფასო გადმოქაჩვისთვის იყო ხელმისაწვდომი. ეს ჩანაწერი ყველაზე ხშირად გადმოქაჩვადი ფაილი გახდა დიდ ბრიტანეთში იმ წელს. A Rush of Blood to the Head ორი ჯილდო აიღო 2003 წლის გრემის დაჯილდოვებაზე. ხოლო 2004 წლის გრემის დაჯილდოვებაზე Clocks-მა საუკეთესო ჩანაწერის წოდება მიიღო. ალბომი ასევე დასახელებულ იქნა როლინგ სტოუნზის 2003 წლის საუკეთესო 500 ალბომის სიაში 473 ადგილზე.

X&Y (2004—2007)

2004 წელი ჯგუფისთვის დასვენების და საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა ყოფნის წელი იყო. ისინი ტურის შემდეგ ისვენებდნენ და ახალ, მესამე ალბომზე მუშაობდნენ. ამ კონკრეტულ ალბომზე მუსიკალური გავლენის თაობაზე, ბასისტმა გაი ბერიმენმა თქვა, „ბევრ სხვადასხვა რამეს ვუსმენდით ალბომის დაწყებით სტადიაში (X&Y), დაწყებული ბოუიდან, ბრაიან ინოუდან და პინკ ფლოიდიდან, დამთავრებული დეპეშ მოდით, კეიტ ბუშით და კრაფტვერკით“. მაისში კოულდპლეიმ ფანები გაახალისა ოფიციალურ სატზე ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაციით. რომელიც ეპლის, მარტინისა და მსახიობ გვინეტ პელტროუს ქალიშვილის დაბადებას ეძღვნებოდა. პროდიუსერმა სერ ჯორჯ მარტინმა წარმოადგინა პრომო სადაც ჯგუფი და მათი პროდიუსერი, კენ ნელსონი, სატირულად ასრულებდნენ რეპ/გლემ როკს. მარტინი ხუმრობდა, რომ ეს მუსიკა ჯეი-ზის მიერ იყო შთაგონებული.

კოულდპლეის მესამე ალბომი, X&Y, 2005 წლის 6 ივნისს გამოვიდა დიდ ბრიტანეთში. ამ ახალმა, გადადებულმა რელიზის თარიღმა ალბომი მომავალ ფისკალურ წელში გადაიყვანა, რამაც EMI-ს აქციების ვარდნა გამოიწვია. ეს ალბომი 2005 წლის საუკეთსოდ გაყიდვადი ალბომი გახადა მსოფლიო მასშტაბით 8.3 მილიონი გაყიდული ალბომით. პირველი სინგლი, Speed of Sound, რადიოსა და ონლაინ მაღაზიებში 18 აპრილს გამოჩნდა ხოლო კომპაკტ დისკზე 23 მაისს გამოვიდა. ალბომი #1 ადგილზე იქნა დაფიქსირებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით 28 ქვეყანაში და დიდი ბრიტანეთის ჩარტის ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი გახდა. კიდევ ორი სხვა სინგლი გამოვიდა იმ წელს: „Fix You“ სექტემბერში და „Talk“ დეკემბერში. 2006 წლის მაისში ჯგუფმა დიდი ბრიტანეთის გარეთ რამდენიმე ქვეყანაში სინგალად გამოუშვა სიმღერა „The Hardest Part“. კომერციული წარმატების მიუხედავად, კრიტიკოსების რეაქციები X&Y მიმართ ნაკლებად ერთსულოვანი იყო მისი წინამორბედისგან განსხვავებით.
2005-ის ივნისიდან 2006-ის ივლისამდე კოულდპლეი თავის Twisted Logic Tour-ზე გაემართა, რომელიც ფესტივალებსაც შეიცავდა. 2005 წლის ივლისში ბენდი Live 8 კონცერტზე გამოვიდა ლონდონის ჰაიდ პარკში, სადაც მათ ჯგუფ The Verve-ს ჰიტი „Bittersweet Symphony“ შეასრულეს რიჩარდ ეშკროფტთან ერთად ვოკალში. 2006 წლის თებერვალში კოულდპლეიმ საუკეთესო ალბომისა და საუკეთესო სინგლის წოდება მიიღო ბრიტ ევორდზე.

Viva La Vida Or Death And All His Friends (2007 — დღემდე)

2006 წლის ადრე დეკემბერში კოულდპლეის ოფიციალური საიტი იუწყებოდა ბენდის დაგეგმილ ტურზე 2007 წლისთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებში. კოულდპლეიმ ეს ტური ჩილეში, მექსიკაში, ბრაზილიასა და არგენტინაში გამართა. ჯგუფის წევრები ამჟამად მეოთხე სტუდიური ალბომისთვის მასალის შექმნის პროცესში არიან და „მზად არიან ინტიმური შოუები მოაწყონ, რათა გამოსცადონ ახალი სიმღერები პუბლიკაზე“. 2006 წლის ადრე დეკემბერში, Billboard.com იუწყებოდა რომ კოულდპლეის ახალი სტუდიური ალბომი 2007 წლის დასასრულისთვის იგეგმებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯგუფმა თავის ოფიციალური საიტის კითხვა-პასუხის განყოფილებიდან უარყო.
2007 წლის 26 იანვარს, ცნობილმა პროდიუსერმა და მუსიკოსმა ბრაიან ინოუმ ბიბისის რადიო 4-თან ინტერვიუში განაცხადა რომ კოულდპლეის ახალი ალბომის პროდიუსერი ის იქნებოდა, რაც ჯგუფმა თავის ოფიციალურ საიტზე დაადასტურა. 2007 წლის მარტში, სახელგანთქმულმა პროდიუსერმა ტიმბალენდმა ჟურნალ ჯიქიუსთან განაცხადა, რომ ის თანამშრომლობას აპირებდა კოულდპლეისთან ახალი ალბომის შექმნის პროცესში.

ალბომი Viva La Vida Or Death And All His Friends ოფიციალურად გამოვიდა 2008 წლის 12 ივნისს.

კრის მარტინის თქმით, Viva la Vida არის ჯგუფისათვის ახალი მიმართულების აღმნიშვნელი. ეს არის მკვეთრი ცვლილება წინა სამი ალბომისგან განსხვავებით, რომელსაც თავად ჯგუფი ტრილოგიას უწოდებს. განსხვავება თუნდაც რომ მის ვოკალშია - აქ უფრო ნაკლები ფალცეტის სტილის სიმღერაა, ვიდრე წინა ალბომში. სხვადასხვა სიმღერაში გამოყენებულია უფრო უხეში სოლოები გიტარაზე.

ალბომის პირველი სინგლის სახით ინტერნეტით უფასოდ გავრცელდა "Violet Hill", რომელიც იქცა ნამდვილად ჰიტად, თუმცა მასზე დიდი წარმატება, განსაკუთრებით, აშშ-ში, ჰპოვა სიმღერამ Viva la Vida. სხვადასხვა პრომო-აქციით, ტელეგამოსვლებით და წარმატებული საკონცერტო ტურით ჯგუფმა ალბომის მხარდაჭერა დაიწყო

2008 წლის 15 ივნისს ალბომი Viva la Vida or Death and All His Friends მოხვდა ბრიტანული ჩარტების სათავეში. იმ დროისათვის უკვე გაიყიდა მისი 302.000 ასლი. ივნისის მიწურულს იგი უკვე ითვლებოდა ინტერნეტით ყველაზე ჩამოტვირთვად ალბომად.

აგვისტოში კრის მარტინმა განაცხადა, რომ დეკემბერში გამოვა EP დისკი Prospekt's March, ხოლო მეხუთე სტუდიური ალბომი გამოიცემა 2009 წლის დეკემბერში.

2008 წლის ოქტომბერში კოულდპლეიმ მიიღო ჟურნალის Q პრიზი, წლის საუკეთესო ალბომისათვის.

2008 წლის ივლისში აგრეთვე დაიწყო ჯგუფის მასშტაბური ტური, რომელიც მოიცავს ბევრ ქვეყანას, სადაც კოლექტივი ჯერ არც არის ნამყოფი.

2008 წლის დეკემბერში გიტარისტმა ჯო სატრიანიმ ჯგუფს უჩივლა მათ სიმღერაში "Viva la Vida" მისი კომპოზიციის "If I Could Fly" მელოდიის ნაწყვეტის გამოყენების გამო. თუმცა, ეს სკანდალი მალე შეჩერდა, რადგან ჯგუფმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითი დამთხვევა იყო.

2009 წლის 20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი წარდგენილია BRIT Awards-ის ჯილდოზე - საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის, საუკეთესო ბრიტანული საკონცერტო ბენდის, საუკეთესო ბრიტანული ალბომისა და სინგლის კატეგორიაში.

გრემის 51ე დაჯილდოვებაზე, 2009 წლის 8 თებერვალს, ჯგუფმა მიიღო სამი პრიზი - წლის სიმღერის ("Viva la Vida"), წლის როკ-ალბომის Viva la Vida or Death and All His Friends) და ჯგუფის/დუეტის წლის ვოკალური შესრულებისათვის ("Viva la Vida")

რას Fიქრობთ ამ ჯგუFზე?


--------------------
ხელმოწერა
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jun 16 2009, 08:46 AM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



daughter
აზრზე არ ვარ, ვინ მღერის, როდის შეიქმნა, როდის დააცემინეს ბოლოს და როდის დაიშლებიან, მაგრამ მომწონს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მგონი სრული დისკოგრაფია მაქვს და ხშირად ვუსმენ ხოლმე.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
daughter
პოსტი Jun 16 2009, 08:48 AM
პოსტი #3


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 22
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.768



domen
გირჩევ ბიოგრაFია წაიკითხო საინტერესოა
ყოველშემთხვევაში ჩემთვის არის
ძალიან მიყვარს ეს ჯგუFი : X


--------------------
ხელმოწერა
Go to the top of the page
 
+Quote Post
სოსო
პოსტი Aug 1 2009, 10:10 AM
პოსტი #4


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 181
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 8.503



მაგარი მევასება ამათი სიმღერები
ძალიან კარგი ჯგუფია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Nothing lasts...
...but nothing is lost!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Gio.
პოსტი Aug 1 2009, 02:29 PM
პოსტი #5


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 830
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.656



domen
მაგ ჯგუფზე ეგრე როგორ უნა ილაპარაკო : უძლიერესები არიან, მაგაზე მაგარი როკ ჯგუფი არასდროს მინახავს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gio.
პოსტი Aug 15 2009, 09:34 AM
პოსტი #6


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 830
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.656



plastic
მაინც რომელია მაგაზე მაგარი? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) queens თუ green day? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) beatles-ზე არაფერს ვამბობ ძალიან მაგრები არიან, საერთოდ მაგათგან აქვთ გადმოღებული თვითონაც ამბობენ, მაგრამ მე მაინც coldplay მირჩევნია და მაგაზე მაგარი რომელია კაცურად მიტხარი... tokyo hotel ხო არა? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
სოსო
პოსტი Aug 15 2009, 12:08 PM
პოსტი #7


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 181
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 8.503



ციტატა(Chacha @ Aug 1 2009, 05:29 PM) *
domen
მაგ ჯგუფზე ეგრე როგორ უნა ილაპარაკო : უძლიერესები არიან, მაგაზე მაგარი როკ ჯგუფი არასდროს მინახავს


ძალიან მევასება მეთქი დავწერე მარა არც ეგრე არ არის
Queen-ს ნამდვილად ვერ ჯობია Coldplay !

მე რომელი მირჩევნია მაგათ Beatles-ს გარდა რასაც გავიხსნებე დავწერ:
Led Zeppelin
Deep Purple
Pink Floyd
Black Sabbath
The doors
AC/DC

მოკლედ კაი ჯგუფია მარა ჯერ ამათ გაეჯიბროს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
Nothing lasts...
...but nothing is lost!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Gio.
პოსტი Aug 15 2009, 01:07 PM
პოსტი #8


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 830
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.656



plastic
ციტატა(plastic @ 15th August 2009 - 01:16 PM) *
იმდენი მაინც მოვახერხე, რომ ტოკიო ჰოტელი არ ვახსენო, საერთოდ რაიმე კონტექსტში. ცოტა შეურაცხყოფაც არის, მგონი

(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

plastic
ციტატა(plastic @ 15th August 2009 - 01:16 PM) *
მაგალითისთვის, მხოლოდ radiohead-იც საკმარია. უბრალოდ, მაგალითისთვის. და დაზუსტდი რა, ჟანრებში, Coldplay-ში როკის ნატამალიც არ არის.
ასე რომ, გაერკვიე რაღაც - რაღაცები, ესეთი ტონი გადააგდე და მერე, ნებისმიერ დროს შეგვეძლება კამათი.

ბაზარი არაა, radiohead ძალიან მაგარია, მაგრამ ერთს გეტყვი, ეტყობა coldplay-ს სიმღერებისთვის ყური გაქვს მოკრული, რომელი სიმღერა გაქვს მოსმენილი მითხარი რა, მაგრად მაინტერესებს და პლიუს თუ ძალიან გაინტერესებს ამ ორი როკ ჯგუფის სიმღერის სტილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს.... უფრო მეტიც კრის მარტინს აქვს ნათქვამი სიმღერის სტილი მათგან და beatles-ებიდან გადმოვიღეთო და რაც შეეხება როკის ნატამალი არ არისო, ალბათ არ დაფიქრებულხარ იმაზე, რომ როკის განსხვავებული სახეები არსებობს, მაგალითად soft rock და hard rock. თუი ძალიან გაინტერესებს სადაა როკი, პირდაპიორ გეტყვი viva la vida-ს მოუსმინე, white shaows, shiver, scientist, fix you(soft rock, ბოლოსკენ არა), yellow და იმედია მერე სხვანაირად ილაპარაკებ(ისე ცნობისთვის მაგ radiohead-ს დიდი ხანია არანაირი პრიზი არ მიუღია და coldplay პრიზებს პრიზებზე ირებს, თუნდაც გრემის დაჯილდოვებაზე 3 პრიზი აიღო, ზევით წერია ეგენი თუ გაინტერესებს.....


ციტატა(plastic @ 15th August 2009 - 01:16 PM) *
"როკ მუსიკა" თუ გიყვარს, Colplay-ზე, მინიმუმ, გული უნდა გერეოდეს, მე თუ მკითხავ.

ეგ შენ თუ გკიტხავ, მაგრამ მსოფლიოს მოსახლეობის 80% შენი წინააღმდეგი იქნება, გინდა ევროპელი აიღე გინდა ჩინელი და გინდა ამერიკელი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა(plastic @ 15th August 2009 - 01:16 PM) *
რაღაცები, ესეთი ტონი გადააგდე და მერე, ნებისმიერ დროს შეგვეძლება კამათი.

ესეთ ტონში რას გულისხმობ? რამე მიიღე ცუდად?
Go to the top of the page
 
+Quote Post
სოსო
პოსტი Aug 16 2009, 07:12 AM
პოსტი #9


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 181
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 8.503



ტყუილა დაობთ არც coldplay-ა ნამდვილი როკი და არც radiohead (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
ორივე ალტერნატიული როკია (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია სოსო: Aug 16 2009, 07:13 AM


--------------------
Nothing lasts...
...but nothing is lost!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Gio.
პოსტი Sep 4 2009, 07:48 AM
პოსტი #10


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 830
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.656



plastic
რამე თუ ცუდად მიიღე ბოდიში
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giga1
პოსტი Sep 4 2009, 08:31 AM
პოსტი #11


გიგაბაიტი
******

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 1.405
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ფორუმი
წევრი №: 8.660



როკის მოყვარული არ გახლავართ,მაგრამ ვაღიარებ რომ კარგი ჯგუფია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:36 PM