თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Linux & FreeBSD _ პრობლემა უბუნტუ-ზე

პოსტის ავტორი: lashaloyv Jul 16 2010, 12:38 PM

მოკლედ რა ხდება, კომპზე მიყენია XP და მინდა ამასთანავე უბუნტუს დაყენება მაგრამ ვერ ვაყენებ, უბუნტუსთვის შევქმენი ახალი დისკი 25მგბ, ცალკე swap-ისთვის შევქმენი კიდევ 2,5გბ-იანი დისკი, ნუ სივრცე დავტოვე, მაგრამ ვერც 9.10, ვერც 10.4 ვერც მინტი ვერაფრით დავაყენე. ინსტალაცია მიდის მეოთხე ნაბიჯამდე, იქამდე სადაც ფართიშენი უნდა გამოჩნდეს და შემეკითხოს თუ სად დაიყენოს თავი, ხოდა ამ მეოთხე საფეხურზე რომ მიდის ღილაკები გათიშულია და თეთრი ფანჯარა ჩანს მხოლოდ და აწერია დანაყოფების მომზადება, მერე აღარაფერს არ აკეთებს, ვერ ხედავს ან რაღაც სჭირს. როცა ფორვარდ-ს ვაწვები, მიწერს, რომ შედით დანაყოფების მენიუში და განსაზღვრეთ სისტემის root ფაილებიო, სადაა ეგ დანაყოფების მენიუ ან რატომ უნდა სწერდეს მაგას ჩემამდე არ დადის. gparted-ით exst3, exst4-შიც გადავიყვანე ფორმატი თავისუფალი დისკის მაგრამ მაინც არ ეშველა. ტერმინალში ვწერ sudo su fdisk i და მიწერს უცნობი დისკიაო. მგონი ძალიან ბევრი ვწერე მაგრამ შევეცადე საფუძვლიანად ამეხსნა ჩემი პრობლემა. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება, ვისაც შეგიძლიათ ან მსგავს პრობლემას შეხვედრიხართ გთხოვთ გამომეხმაურეთ...

პოსტის ავტორი: Giena Jul 17 2010, 10:05 AM

lashaloyv
შენადა ეგ დისკები, რომ გამოუყავი ცარიელი დატოვე თუ დაუფორმატე?

პოსტის ავტორი: lashaloyv Jul 17 2010, 11:12 AM

თავიდან დაუფორმატებელი დავტოვე და ვერ დაინახა, მერე დავაფორმატე ექსრ3-შიც ექსტ-4შიც და იგივე პრობლემაა, გუშინ რეგენერატორით გავტესტე ვინტი და საერთოდ არა აქვს შეცდომები, მოკლედ გამაგიოჟებს რა

პოსტის ავტორი: lashaloyv Jul 18 2010, 09:14 AM

როგორც იქნა მოვაგვარე პრობლემა და ერთერთი ინგლისური ფორუმიდან მივაგენი წამალს და აქვე დავწერ, ვინ იცის იქნებ მომავალში სხვასაც გამოადგეს. მაშ ასე:
1. ვიტვირთებით LIVE CD-დან
2. შევდივართ სინაპტიკში და წავშლით ფაილს dmraid
3. ვაყენებთ სისტემას.
მაგრამ ახლა სხვა პრობლემა გამოჩნდა, ბოლომდე არ ყენდება მაინც, ვერც სიდით ვერც უსბ ფლეშკით, პრობლემას უსბ–ფლეშკაზეც და სიდზეც, ერთნაერად მიწერს, როგორც ქვემოთ მოცემულ სურათშია: და მირჩიეთ რამე..

პოსტის ავტორი: Bekward Jul 24 2010, 06:34 AM

ის რაც წაშალე საჭირო იყო ალბათ smile.gif ეჭვი გეპარება მაგაში?

პოსტის ავტორი: Classical Jul 24 2010, 01:10 PM

ციტატა(Bekward @ Jul 24 2010, 07:34 AM) *
ის რაც წაშალე საჭირო იყო ალბათ smile.gif ეჭვი გეპარება მაგაში?


ვინჩესტერის პრობლემა იყო მოაგვარა უკვე smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jul 24 2010, 06:05 PM

ციტატა(classical @ 24th July 2010 - 05:10 PM) *
ვინჩესტერის პრობლემა იყო მოაგვარა უკვე

რა პრობლემა? აკი არ ქონდა პრობლემაო?

პოსტის ავტორი: Classical Jul 26 2010, 07:48 AM

ციტატა(Bekward @ Jul 24 2010, 07:05 PM) *
რა პრობლემა? აკი არ ქონდა პრობლემაო?


ეგრე ეგონა tongue.gif რავიცი რაღაც პრობლემატური ვინჩი აქვს და ვერ აყენებდა