მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
daughter
პოსტი Jun 16 2009, 08:50 AM
პოსტი #1


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 22
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.768



(IMG:http://www.jeanspinosa.com/wigout/freddie.jpg)
Queen_ი არის ბრიტანული როკ ბენდი, რომელიც მოღვაწეობდა 1970-1991 წლებში (ფრედი მერკურის გარდაცვალება მიიჩნევა ბენდის არსებობის დასასრულად, მიუხედავად იმისა, რომ 1992 და 1995 წლებში კიდევ ორი ახალი სტუდიური ალბომი გამოვიდა ჯგუფის სახელით) მრავალ ჟანრში: არენა როკი, დისკო, გლამ როკი, მძიმე როკი, მსუბუქი მეტალი, პოპ როკი, პროგრესიული როკი, ფსიქოდელიური როკი.

ბენდის გავლენის შესახებ საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობენ: დეფ ლეპარდი, ფუ ფაიტერსი, სტივი ვეი, გრინ დეი, განზ-ენ-როუზიზ, აირონ მეიდენი, ჯუდას პრისტი,მეტალიკა, ჯორჯ მაიკლი, მერილინ მენსონი, მიუზი, My Chemical Romance, სმეშინგ პამპკინსი.

ჯგუფს ჩაწერილი აქვს 15 სტუდიური და 3 Live ალბომი.

ლოგო

ბენდის ლოგო ფრედი მერკურიმ შექმნა ჯგუფის წევრების ასტროლოგიური ნიშნებისა და სხვა სიმბოლიკის გამოყენებით. ეს პირველი ალბომის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ყველა სიმბოლოს თავისი დატვირთვა აქვს: ორი ლომი ჯონს და როჯერს აღნიშნავს, კიბორჩხალა-ბრაიანს, ორი ფერია კი ფრედის. მთლიანობაში ლოგო გაერთიანებული სამეფოს გერბისადმი მსგავსებას ამჟღავნებს, განსაკუთრებით კი ლომები განაპირობებენ ამას.


შემოქმედება

1970-1980

ბენდმა პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა 1973 წელს, რომლის სახელიც თვითონ ჯგუფის სახელწოდება (Queen) გახლდათ. ეს იყო ალბომი სადაც მძიმე როკი სჭარბობდა და მაშინდელი ამ ჟანრში მოღვაზე გავლენიანი შემსრულებლების ეფექტი ჩანდა. მაგრამ ეს არ ყოფილა არაფერი მიბაძვის მსგავსი. ამ ალბომით ჯგუფი მთელმა ბრიტანეთმა გაიცნო.

მეორე ალბომი 1974 წელს ჩაიწერა და ერთი ცნობილი პრეცედენტისა არ იყოს ალბომების ასეთი ნუმერაციისა, Queen II ერქვა. ეს იყო ბენდის ყველაზე მძიმე ალბომი, რთული ინსტრუმენტალითა და მრავლისმომცველი ლირიკით. ამავე წელს ჯგუფმა ტურნე ჩაატარა აშშ-ში, სადაც მათ დაიმკვირდეს სახელი ძალზედ ენერგიული ლაივ შემსრულებლებისა. მიუხედავად ამისა ამ ქვეყანაში არც მეორე ალბომს მოუტნია ფინანსური წარმატება პირველის მსგავსად.

ასევე 1974 წელს გამოსული ალბომი, Sheer Heart Attack, ჯგუფის მიერ ჩაწერილ პირველ კლასიკად არის მიჩნეული. ალბომი მოიცავდა მეტად მრავალფეროვან კომპოზიციებს, დაწყებული ბალადებიდან მსუბუქი მეტალით დამთავრებული. ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად აშშ-სა და მთელს ევროპაში. ბრიტანეთის ჩარტებში კი მან პირველი ადგილი დაიკავა. პირველად აქ გაიგეს ბენდის წევრებმა რას ნიშნავდა ფინანსური წარმატება. ალბომში შესული სიმღერის, Stone Cold , ქავერ ვერსიისათვის მოგვიანებით Metallica-მ გრემი დაიმსახურა. Def Leppard-ის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ ალბომის პირველად მოსმენისას საჭესთან იჯდა და იმდენად გაერთო და იმდენად მოექცა მუსიკის გავლენის ქვეშ, რომ საგზაო პატრულმა გააჩერა და გამოკითხვა დაუწყო, ნამდვილად კარგად გრძნობდა თავს თუ არა.

ამ ყველაფერს 1975 წელს A Night At The Opera-ს გამოსვლა მოყვა. ალბომი გამოვიდა ისეთი ნამუშევრების პარალელურად როგორებიცაა Led Zeppelin - Phisical Graffiti, Rainbow - Ritchie Blackmore's Rainbow, Deep Purple - Come Taste The Band, Pink Floyd - Wish You Were Here, Black Sabath - Sabotage... და მაინც ჰიტი გახდა მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Bohemian Rhapsody, რომელიც ფრედი მერკურის ეკუთვნის და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველა დროის საუკეთესო სიმღერად ითვლება დღემდე. ასევე მნიშვნელოვანი სიმღერაა Love Of My Life, რომელის განსაკუთრებულ ჟღერადობაც ბრაიან მეის 12 სიმიანი აკუსტიკური გიტარის დამსახურებაა.


1976 წელს ჩაწერილი ალბომი A Day At The Races, ძალიან ჰგავს ყდითაც და შიგთავსითაც მის წინამორბედს. ალბომი მიჩნეული იქნა როგორც A Night At The Opera-ს გაგრძელება და დიდი გახმაურება მოყვა. მასში შესული სიმღერა Somebody To Love ყურადღებას იქცევს გასაოცარი გუნდური ხმოვანებით. ამავე წელს ქუინმა ჩაატარა კონცერტი Hyde Park-ში, რომელსაც ოფიციალურად 150 000 ადამიანი დაესწრო, არაოფიციალური მონაცემებით კი დამსწრეთა რიცხვი 180 000-ს აღწევდა.

1977 წელს გამოსულ ალბომს News Of The World კრიტიკოსები საკმაოდ მკაცრად შეხვდნენ, მოგვიანებით კი 70-იანების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ალბომად შერაცხეს ჰარდ როკში. ალბომმა დიდი გავლენა მოახდინა Arena Rock-ის შექმნაზე. ის შეიცავდა ისეთ ჰიტებს როგორებიცაა We Are The Champions და We Will Rock You-ს. ორივე მათგანი შეყვანილია საერთაშორისო სპორტული ჰიმნების სიაში.

1978 წელს დღის სინათლე შემდეგმა სტუდიურმა ალბომმა იხილა. ეს იყო Jazz. ალბომში შესულია ისეთი ცნობილი სიმღერები როგორებიცაა: Fat Bottomed Girls, Bicycle Race, Don't Stop Me Now, Mustapha... მაგრამ არცერთი მათგანი არაა ჯაზის სტილში შესრულებული. ამაზე Rolling Stones-მა დაწერა: "ქუინს არ აქვს საკმარისი წარმოსახვა ჯაზის დასაკრავად, ამის გამო ქუინს არ აქვს წარმოსახვა Rock N' Roll-ის დასაკრავადაც".

1979 წელს ჯგუფს სტუდიური ალბომი არ გამოუშვია, მაგრამ მაინც წარმატებული მოღვაწეობის წლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბენდი მომავალ წელს გამოსაშვებ ალბომზე მუშაობდა. პარალელურად გამოვიდა პირველი Live ალბომი Live Killers, რომელიც ორ გზის გახდა პლატინის ალბომი აშშ-ში. ამავე წელს გამოვიდა მეტად წარმატებული სინგლი, Little Thing Called Love, რომელიც ელვის პრესლის სტილში იყო შესრულებული და დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელებისაგან.

1980-1990

ბენდმა ახალი ათწლეული კომერციულად საკმაოდ მომგებიანი ალბომით დაიწყო. 1980 წელს გამოიცა ალბომი The Game. ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომია ჯგუფის ისტორიაში. ის შეიცავდა რამოდენიმე სიმღერას რომლებიც მოგვიანებით აბსოლუტური ჰიტები გახდნენ: Little Thing Called Love, Another One Bites The Dust... ალბომი აშშ-ში ჩარტების პირველ ადგილზე რჩებოდა 4 კვირის განმავლობაში და 4 გზის პლატინადაც იქცა ამ დროის განმავლობაში. მუსიკის ისტორიაში ეს ერთადერთი ალბომია, რომელმაც ერთდროულად დაიკავა პირველი ადგილი Billboard Rock, Dance და R&B ჩარტებში. ამ ალბომში გამოჩნდა სინთეზატორი პირველად.

ამავე 1980 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი Flash Gordon, რომლისთვისაც ჯგუფმა სრული საუნდტრეკების ალბომი ჩაწერა.

1981 წელს ქუინმა პირველი დუეტი ჩაწერა. ეს იყო დევიდ ბოუისთან ერთად შესრულებული სიმღერა Under Pressure. ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა, როცა Bowie შემთხვევით მოხვდა ხმის ჩამწერ სტუდიაში სადაც ბენდი მუშაობდა. თანამშრომლობის შედეგი შესანიშნავი გამოდგა და სიმღერამ ადვილად მიაღწია პირველ ადგილს ბრიტანეთის ჩარტებში. ამავე წელს გამოვიდა ნაკრები სიმღერების ალბომი Greatest Hits. ალბომი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე დაყიდვად ალბომად იქცა. ის მთლიანობაში 5 407 587 ეგზემპლარად გაიყიდა, რაც 600 000 ცალით მეტია ვიდრე უახლოესი კონკურენტის, ბითლზის Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band–ის, გაყიდვები.


1982 წელს გამოვიდა Funk ალბომი Hot Space. ალბომში შესულია დუეტი Under Pressure, და სხვა არანაკლებ საინტერესო სიმღერები.

1983 წლის განმავლობაში ბენდმა უარი თქვა ყველა ტურნეში მონაწილეობაზე თუ ალბომის გამოშვებაზე და მთლიანად გადაერთო ახალი ალბომის ჩაწერაზე რომელიც მომავალ წელს გამოვიდა.

1984 წელს გამოიცა ალბომი The Works. ალბომში დანარჩენებთან ერთად შედიან: Radio Ga Ga და I Want To Break Free. მიუხედავად ამისა ალბომს დიდი ფინანსური წარმატება არ მოყოლია.

1985 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო როკ ფესტივალში Rock In Rio და 325 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა. ამავე წელს გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი უემბლის სტადიონზე სახელწოდებით Live Aid რომელიც სერ ბობ გელდოფის ინიციატივით ჩატარდა. მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდა. ქუინი იყო ერთადერთი ბენდი ვისაც თავიანთი გამოსვლის ვიდეო გადაღების უფლება მისცეს. როგორც მაშინ ამბობდნენ ქუინმა მთელი შოუ "მოიპარა".


1986 წელი ალბათ საუკეთესო იყო ბენდის ისტორიაში. გამოვიდა ალბომი A Kind Of Magic. ალბომი შეიცავდა მრავალ გახმაურებულ სიმღერას: A Kind of Magic, Friends Will Be Friends. ასევე ოფიციალურ საუნდტრეკებს მხატვრული ფილმიდან Highlander: Who Wants to Live Forever და Princes of the Universe. ასევე ამავე წელს გამოვიდა მეორე Live ალბომი Live Magic. ამ წელს ბენდმა მოაწყო არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტურნე The Magic Tour. ტურნეს განმავლობაში კონცერტებს დაესწრო 1 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 400 000 მხოლოდ დიდი ბრიტანეთში, რაც იმ დროისათვის რეკორდი იყო. ამ წელს უემბლიზე გამართული კონცერტი, რომელაც 120 000 მაყურებელი დაესწრო, საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა იყო. კონცერტის აუდიო ვერსია 1992 წელს გამოიცა.

1989 წელს ალბომი The Miracle იქნა გამოცემული. I Want It All, Breakthru, The Invisible Man, Scandal, The Miracle და სხვები აღიარებულ ჰიტებად იქცნენ. ბენდმა უარი თქვა ალბომის მხარდასაჭერი ტურნეს ჩატარებაზე, რითაც ისარგებლეს ჟურნალისტებმა და დაიწყეს საუბარი ბენდის დაშლის შესაძლებლობებზე. ასევე გაჩნდა მოსაზრებები ფრედი მერკურის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ამ ალბომის შემდეგ ჯგუფმა შეცვალა სიმღერების წერის ტაქტიკა. თუ აქამდე რომელიმე კონკრეტულ სიმღერას ერთი წევრი წერდა და დანარჩენები მას მხოლოდ ეხმარებოდნენ საბოლოო პროდუქტის ჩამოყალიბებაში, ახლა უკვე ყველა ახალ ნამუშევარს მთლიანად ქუინის ერთობლივ ნამუშევრად აცხადებდნენ.



1990-1995

1991 წელს გამოვიდა ალბომი Innuendo. ალბომი მრავალ შესანიშნავ ნამუშევარს შეიცავდა. აღსანიშნავია ულამაზესი სიმღერა Innuendo, რომელშიც შესანიშნავი გიტარის პარტია და რამდენიმე გადასვლაა. ასევე I'm Going Slightly Mad, Headlong, The Show Must Go On რომლებიც მოგვიანებით ჰიტებად იქცა. ლაპარაკი ფრედის ავადმყოფობის შესახებ კიდევ უფრო გახშირდა. ამავე წელს გამოიცა მეორე ნაკრები ალბომი Greatest Hits II.

1991 წლის 23 ნოემბერს ფრედიმ საჯაროდ გამოაცხარა რომ მას შიდსი ჰქონდა. ამ განცხადებინ 24 საათის გასვლის შემდეგ, 24 ნოემბერს, იგი 45 წლის ასაკში, ლონდონში, საკუთარ სახლში მშვიდად გარდაიცვალა უახლოესი ხალხის გარემოცვაში. იგი ზოროასტრიანული წესით დაკრძალეს, კრემაცია ჩაუტარეს და ფერფლი ერთ-ერთ ტბაზე მოაბნიეს მშობლიურ ზანზიბარში.

1992 წელს უემბლიზე ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი The Freddie Mercury Tribute Concert. მასში მონაწილეობას იღებდნენ ბენდის ცოცხალი 3 წევრი და უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი. კონცერტის 92 000 ბილეთი გაყიდვის დაწყებიდან 6 საათში გათავდა. კონცერტი შესულია გინესების რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე შემოსავლიანი საქველმოქმედო კონცერტი რომელიც ერთ ადამიანს მიეძღვნა. ამოღებულმა ფულმა 20 000 000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

1995 წელს უკანასკნელი სტუდიური ალბომი Made In Heaven გამოიცა. ალბომში შესულია ისეთი კომპოზიციები რომლებიც ჩაწერილი იყო მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ იყო გამოცემული. მასში შესულია ისეთი სიმღერები როგორებიცაა: You Don't Fool Me, Too Much Love Will Kill You, Made In Heaven...

დისკოგრაფია

1973 - Queen
1974 - Queen II, Sheer Heart Attack
1975 - A Night At The Opera
1976 - A Day At The Races
1977 - News Of The World
1978 - Jazz
1979 - Live Killers
1980 - The Game, Flash Gordon
1981 - Greatest Hits
1982 - Hot Space
1984 - The Works
1986 - A Kind of Magic, Live Magic
1991 - Innuendo, Greatest Hits II
1992 - Live At Wembley'86
1995 - Made In Heaven
1997 - Queen Rocks
1999 - Greatest Hits III
2004 - Queen on Fire - Live at the Bowl
2005 - Return of the Champions
2007 - Queen Rock Montreal


--------------------
ხელმოწერა
Go to the top of the page
 
+Quote Post
სოსო
პოსტი Aug 1 2009, 10:11 AM
პოსტი #2


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 181
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 8.503



ძალიან მაგარი ჯგუფი
უდავოდ მეორეა მსოფლიოში ბიტლების მერე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Nothing lasts...
...but nothing is lost!

Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2019 - 05:03 AM