თემის საბეჭდი ვერსია
კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ SE ანუ SonyEricsson _ SE K550
პოსტის ავტორი: Chacha Feb 1 2010, 11:45 AM
მოკლედ, მაქვს SE k550 2 წელზე მეტია და 1გბ-იანი მეხსიერების ბარათი უპრობლემოდ მუშაობდა და ერთხელაც გაჭედა და ყოველი ჩართვისას მიწერდა, რომ ფორმატი ყველაფერს წაშლიდა ბარათზე და მსურდა თუ არა გაგრძელება და სულ უარს ვამბობდი, მაგრამ მეხსიერების ბარათს ვერ აღიქვამდა, მიწერდა არ დევსო, გადავტვირტე ტელეფონი რამდენჯერ, დავშალე-ავაწყვე, ბარათიც რამდენჯერმე ახლიდან ჩავდე და არ უშველა, მერე დავაფორმატე ეს ბარათი და ნუ ჩვეულებრივად აღიქვა მერე ტელეფონმა, მაგრამ გადატვირთვის მერე ისევ იგივე ამომიგდო ფორმატზე და ვეღარ აღიქვამს, ანუ გამოდის ყოველი ჩართვისას უნდა ვაფორმატო რომ აღიქვას და გადატვირთვის მერე წყალში იყრება ყველაფერი
რისი ბრალია, ან ეშველება რამე?
მადლობა წინასწარ
პოსტის ავტორი: davizo70 Feb 1 2010, 11:57 AM
ციტატა(Chacha @ Feb 1 2010, 04:45 PM)
მოკლედ, მაქვს SE k550 2 წელზე მეტია და 1გბ-იანი მეხსიერების ბარათი უპრობლემოდ მუშაობდა და ერთხელაც გაჭედა და ყოველი ჩართვისას მიწერდა, რომ ფორმატი ყველაფერს წაშლიდა ბარათზე და მსურდა თუ არა გაგრძელება და სულ უარს ვამბობდი, მაგრამ მეხსიერების ბარათს ვერ აღიქვამდა, მიწერდა არ დევსო, გადავტვირტე ტელეფონი რამდენჯერ, დავშალე-ავაწყვე, ბარათიც რამდენჯერმე ახლიდან ჩავდე და არ უშველა, მერე დავაფორმატე ეს ბარათი და ნუ ჩვეულებრივად აღიქვა მერე ტელეფონმა, მაგრამ გადატვირთვის მერე ისევ იგივე ამომიგდო ფორმატზე და ვეღარ აღიქვამს, ანუ გამოდის ყოველი ჩართვისას უნდა ვაფორმატო რომ აღიქვას და გადატვირთვის მერე წყალში იყრება ყველაფერი
რისი ბრალია, ან ეშველება რამე?
მადლობა წინასწარ
მე სხვა ბარათს ვცდიდი ან ამ ბარათს სხვა ტელეფონზე გავტესტავდი.
ამით გამოირიცხებოდა ან დადასტურდებოდა თვითონ ბარათის წუნი
პოსტის ავტორი: Chacha Feb 1 2010, 12:55 PM
davizo70,
ეგ ხო, მაგრამ ვერავინ ვნახე micro SD-იანი SE რო ჰქონდეს
პოსტის ავტორი: Sh@ko Feb 1 2010, 03:20 PM
Chacha
მიკრო ესდე ნოკიებში მიდის და სცადე
პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 2 2010, 04:44 PM
ან კომპს შეუერთე მობილი და იქიდან დააფორმატე
შეიძლება მობის პროგაა დაზიანებული და ვერ აფორმატებს კარგად. თუ არ ეშველა მაინც, ან სხვა ტელეფონზე შეამოწმე, ან მერე შენი მობის სოფტი განაახლე, ოფიციალური SE-ს აპდეიტ უტილიტით.
პოსტის ავტორი: Chacha Feb 3 2010, 02:40 PM
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 2nd February 2010 - 05:44 PM)
ან კომპს შეუერთე მობილი და იქიდან დააფორმატე
შეიძლება მობის პროგაა დაზიანებული და ვერ აფორმატებს კარგად. თუ არ ეშველა მაინც, ან სხვა ტელეფონზე შეამოწმე, ან მერე შენი მობის სოფტი განაახლე, ოფიციალური SE-ს აპდეიტ უტილიტით.
მოკლედ სხვა ტელეფონზე ვცადე და იქაც იგივეა, ანუ გადაიწვა ბარათი, არაფერი ეშველება? და რაც შეეხება სოფტის განახლებას, სოფტის ბოლო ვერსია მოყვა ტელეფონს და ზაფხულში ვცადე განახლება, მაგრამ ბოლო ვერსია გაქვსო და გადაყენების ფუნქცია ვერსად ვნახე და აქვს ეგეთი რამე?
პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 3 2010, 03:31 PM
Chacha
რადგან სხვა მობილზეც არ მუშაობს, ე.ი. დიდი შანსია, რომ ბარათი კაპუტენ
ერთია რომ PC-დან სცადო დაფორმატება. Card Reader-ით თუ დააფორმატებ, უკეთესია.
ისე, სად გაქვს ნაყიდი ეგ ბარათი, გარანტია არ აქვს?
საერთოდ, როცა ბოლო ვერსია გაქვს პროგრამის ჩაწერილი, ხანდახან Reinstall-ის ფუნქციასაც აგდებს ხოლმე განახლების პროგრამა. მაგრამ თუ არ აგდებს, დამოუკიდებელი პროგრამებით შეგიძლია გადაწერო ფირმვეირი, მაგალითად, Setool2lite-ით.
პოსტის ავტორი: Chacha Feb 3 2010, 03:59 PM
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 3rd February 2010 - 03:31 PM)
Chacha
რადგან სხვა მობილზეც არ მუშაობს, ე.ი. დიდი შანსია, რომ ბარათი კაპუტენ
ერთია რომ PC-დან სცადო დაფორმატება. Card Reader-ით თუ დააფორმატებ, უკეთესია.
ვცდი მაგას
ციტატა(Power_VANO @ 3rd February 2010 - 03:31 PM)
ისე, სად გაქვს ნაყიდი ეგ ბარათი, გარანტია არ აქვს?
გარანტია გაუვიდა უკვე, მესამე წელია რაც მაქვს : )
ციტატა(Power_VANO @ 3rd February 2010 - 03:31 PM)
საერთოდ, როცა ბოლო ვერსია გაქვს პროგრამის ჩაწერილი, ხანდახან Reinstall-ის ფუნქციასაც აგდებს ხოლმე განახლების პროგრამა. მაგრამ თუ არ აგდებს, დამოუკიდებელი პროგრამებით შეგიძლია გადაწერო ფირმვეირი, მაგალითად, Setool2lite-ით.
სადმე საიტზე დევს ინსტრუქცია?
პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 3 2010, 04:06 PM
Chacha
ციტატა(Chacha @ 3rd February 2010 - 06:59 PM)
სადმე საიტზე დევს ინსტრუქცია?
se-nse.net-ის ფორუმზე
უდიდესი რესურსია SE-ს მოდინგზე, ფირმვეირებზე, რესურსებზე და ა.შ.
პოსტის ავტორი: Chacha Feb 4 2010, 05:11 PM
Power_VANO
card reader-ის უფრო ზუსტი სახელი შეგიძლია დამიწერო? google-ში რაღაც ბევრ ვარიანტს მიგდებს და ძირითადად რაღაც 200კბ-იანი პროგრამას palma OS პლატფორმით
პოსტის ავტორი: Chacha Feb 5 2010, 10:15 AM
ხო და კიდევ მობილურის სისტემის გადაყენებას რა ტერმინებით მივაგნო იმ ფორუმზე? reinstall firmware და reinstall system-ზე ვერაფერი ვნახე
პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 5 2010, 04:13 PM
Chacha
ქარდ რიდერში პროგრამა არ მიგულისხმია შენი ჩიპის USB წამკითხავი მოწყობილობა ვიგულისხმე. ჩაარჭობ იმაში ჩიპს და კომპი ისე აღიქვამს ჩIპს, როგორც ფლეშკას
ნებმისმიერ კომპ. მაღაზიაში იყიდება ეგ ქარდ რიდერები.
სისტემის გადაყენებისთვის ეგენი არ გამოგადგება. Tutorial-ების და How-to-ების განყოფილებაში შეიხედე, Firmware-ები მონახე მანდვე შენი მობილისთვის. მერე Setool2lite გადმოწერე და იმის ინსტუქციების მიხედვით იმოქმედე.
ანუ ჯერ იდენტიფიკაციას მოახდენ მობის, მერე იდენტიფიკაციის მიხედვით, გეცოდინება რა ფაილები გჭირდება კონკრეტულად, რომელი რეგიონის, კუსტომიზაციის ფაილები და.ა.შ.