მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Windows XP - რჩევები
domen
პოსტი Aug 3 2006, 10:45 AM
პოსტი #61


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Windows XP აისბერგივითაა - მისი ძირითადი ფუნქციები დაფარულია, ხოლო ახალბედები(და არა მარტო) მათ უმცირეს ნაწილს იყენებენ. ამ თემაში ნაწილობრივ მაინც ამოვატივტივებ დაფარულ ფუნქციებს, იმედია სხვებიც დამეხმარებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუ ეს თემა გაივრცო, მივპინავ, თუ არა და საერთოდ წავშლი და სტატიას დავწერ.

თუ რამე რჩევას გაითვალისწინებთ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ მის შედეგებზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ.

ახალ რჩევებზე, შემოთავაზებებსა და შეცდომებზე მომწერეთ PM-ში.

ალბათ რომელიმეს(განსაკუთრებით ადმინისტრაციას (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ გავხსენი ეს თემა შესაბამის განყოფილებაში? ჩემი აზრით, ეს განყოფილებაც შეესაბამება და თან მოდერირებაც შემეძლება.

მოკლედ, დავიწყეთ:

გავთიშოთ სისტემა სწრაფად

ცნობილია, რომ Windows XP წინამორბედი ვერსიებივით ნელდება გათიშვისას, თუ ჩართულია "Exit Windows" ხმა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ვიქცევით შემდეგნაირად:
შედით control panel>Sounds and Audio Devices>Sounds
ჩამონათვალში მოძებნეთ Exit Windows, მონიშნეთ და ქვემოთ მენიუში მიუთითეთ None. პროცედურა დამთავრებულია.

მოვიშოროთ მესინჯერი უმტკივნეულოდ

შედით მისამართზე C:\Program Files\Messenger და შეცვალეთ საქაღალდის სახელი MessengerOFF-ით. ამით სისტემის შეფერხებას აიცილებთ თავიდან

დავთმოთ ინდექსირება სიჩქარის საფასურად

ალბათ გაგიგიათ ტერმინი ინდექსირება. ამის შესაძლებლობა მხოლოდ NTFS-ს აქვს(იხ. სტატია). ესთი მხრივ ის ძებნის სიჩქარეს ზრდის, მაგრამ თურმე ჩვეულებრივი ბრძანებების(გახსნა, დახურვა...) შესრულებას აფერხებს. თუ თანახმა ხართ დათმოთ ძებნის სიჩქარე, მაშინ მიყევით ინსტრუქციებს:
შედით იმ მყარი დისკის Porperties-ში, რომელზეც აპირებთ ინდექსირების გამორთვას. ფანჯრის ქვედა მხარეს ნახეთ "Allow indexing service to index this disk for faster searches". მოხსენით მონიშვნა და დატკბით ოდნავ გაზრდილი სისწრაფით.

ავაჩქაროთ სისტემა ფუფუნების ხარჯზე

თუ მაინცდამაინც არ გიზიდავთ სისტემის გაფორმება და მათი მოშორების ხარჯზე აჩქარებას უფრო ისურვებდით, მაშინ ეს ნაწილი თქვენთვისაა.
შედით My Computer-ის Properties-ში>advanced>Performance Settings და მოხსენით მონიშვნა შემდეგ ელემენტებს:
Fade or slide menus into view
Fade or slide ToolTips into view
Fade out menu items after clicking
Show Shadows under menus
Slide open combo boxes
Slide taskbar buttons
Use a background image for each folder type
Use common tasks in folders
მალე თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ გაფორმებას არსებითი არაფერი დაკლებია, სამაგიეროდ სიჩქარემ მოიმატა.

გამოვრთოთ შეცდომის შეტყობინების სერვისი

ალბათ გაღიზიანებთ, როცა სისტემა პროგრამასთან ბრძოლის გადატანის მერე გთხოვთ, რომ თქვენი პრობლემის აღწერილობა მაიკროსოფტის ნასტავლ ხალხთან გააგზავნოთ. აგერ სისტემის სამუდამოდ გაჩუმების გზა:
Control Panel>System>Advanced>Error Reporting ღილაკი>Disable error-reporting
შეგიძლიათ პირველივე ნაომარზე დატკბეთ ნამოქმედარით.

შევაწყვეტინოთ სისტემას ახლადჩაწერილი პროგრამების მონიშვნა სტარტში

გინდათ სტარტზე დაჭერის მერე ამომხტარი პატარა ნერვებისმომშლელი ფანჯრის დახურვა, რომელიც ხშირად საჭირო ღილაკს(Log Off) ფარავს? ან კიდევ მყვირალა ყვითლად მონიშნულ პროგრამებზე რას იტყვით, სიცოცხლეს რომ გვიმწარებს? მოკლედ, მიყევით ინსტრუქციებს და დაასვენეთ ნერვები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) :

Taskbar and Start Menu Properties(მარჯვენა კლიკი Taskbar-ის თავისუფალ ადგილას>Properties)>Start Menu>Customize>Advanced>მოხსენით მონიშვნა Highlight newly installed programs.
სხვათაშორის აქედანვე შეგიძლიათ გააუქმოთ მეორე არანაკლებ ნერვებისმომშლელი ფუნქციაც.

დღეისთვის მეტს ვეღარ ვასწრებ, შემდეგში დავამატებ.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Aug 3 2006, 02:16 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- domen   Windows XP - რჩევები   Aug 3 2006, 10:45 AM
- - ice   newbie ელემენტი ამოიღ...   Jan 22 2011, 06:52 PM
- - otosaxel   newbie ციტატა(newbie @ 22nd Janu...   Jan 22 2011, 06:56 PM
- - newbie   ციტატაორონდ გამორ...   Jan 22 2011, 06:56 PM
- - otosaxel   newbie ციტატა(newbie @ 22nd Janu...   Jan 22 2011, 06:58 PM
|- - zaza.r   ციტატა(otosaxel @ Jan 22 2011, 07...   Jan 26 2011, 05:41 PM
- - ice   newbie ციტატა(newbie @ 22nd Janu...   Jan 22 2011, 06:59 PM
- - newbie   hiren bootCD რა პონტია? და რ...   Jan 26 2011, 01:45 PM
- - otosaxel   newbie ციტატა(newbie @ 26th Janu...   Jan 26 2011, 02:04 PM
- - newbie   კაი რა ეგ ინგლისურ...   Jan 26 2011, 02:26 PM
- - otosaxel   zaza.r ციტატა(zaza.r @ 26th Janu...   Jan 26 2011, 07:40 PM
- - newbie   სად უნდა ვნახო ორი...   Feb 4 2011, 07:04 PM
- - otosaxel   newbie ციტატა(newbie @ 4th Febru...   Feb 4 2011, 08:40 PM
- - newbie   აუ კიდე მაინტერსებ...   Feb 13 2011, 06:35 PM
- - otosaxel   newbie ციტატა(newbie @ 13th Febr...   Feb 14 2011, 11:11 AM
- - newbie   ანუ არ მჭირდებოდა ...   Feb 15 2011, 02:34 PM
- - otosaxel   newbie ციტატა(newbie @ 15th Febr...   Feb 16 2011, 02:22 PM
- - newbie   otosaxel შენი სტატია რო ...   Feb 28 2011, 03:08 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 05:17 AM