თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პერიფერია _ COM პორტები

პოსტის ავტორი: gio_kiborg Feb 21 2008, 03:51 PM

ჯერ კიდე ხმარებაშია ისტორიული COM პორტები და მეც მჭირდება(ხელსაწყო ამ პორტით უერთდება კომპიუტერს,კერძოდ RS232-ით)
როგორ მივხვდე რომელი რომელი პორტია? ხელსაწყოს სამართავი პროგრამის ინსტალაციისას არჩევას ითხოვს და შეცდომით რომ ავირჩიო საჩალიჩო გამიხდება unsure.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Feb 21 2008, 05:02 PM

gio_kiborg
თანამედროვე მაზერებს მოყვება ერთი com პორტი.

ციტატა
როგორ მივხვდე რომელი რომელი პორტია? ხელსაწყოს სამართავი პროგრამის ინსტალაციისას არჩევას ითხოვს და შეცდომით რომ ავირჩიო საჩალიჩო გამიხდება

რას გულისმობ ვერ მივხვდი unsure.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 21 2008, 07:06 PM

otosaxel
Gi0rgius
არა, არა, ეგ არ სჭირდება gio_kiborg-ს. კომპი ავტომატურად ქმნის ვიტურალურ COM პორტებსაც.

gio_kiborg
დივაის მენეჯერში არ ჩანს რომელ პორტზე ზის ზუსტად?

პოსტის ავტორი: gio_kiborg Feb 22 2008, 05:45 AM

Power_VANO
დივაის მენეჯერში ხომ ინსტალაციის მერე უნდა გამოჩნდეს? მე კი შეცდომით რომ მივუთითო?
ისე კი ასეა:
IPB-ს სურათი
Gi0rgius

ციტატა
ეს ნახე აბა http://support.microsoft.com/kb/271523

ეს მართლა სასარგებლო იყო,
დანარჩენი როგორც გითხარით RS232 პორტია,კომპიუტერს ერთი აქვს,მაგრამ ინსტალაციისას მეკითხება COM1 თუ COM2 პორტიო,
მეორე საერთოდ არ აქვს რეალურად,ანუ ვირტუალურია? ე.ი ჩემი პირველი იქნება

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 22 2008, 06:28 AM

gio_kiborg
ჰეჰ smile.gif მივხვდი რაშიცაა საქმე smile.gif ყოველი შემთხვევისთვის შენი დედა დაფის მოდელი დამიწერე.

მოკლედ, შენს დედა დაფას აქვს ორი კომ-პორტი. უკანა პანელზე გამოყვანილია ერთი პორტი, მეორე კი რეალურად არსებობს, მაგრამ გამოყვანილი არაა გარეთ. როგორც წესი, უკანა პანელზე გამოყვანილია პირველი კომ-პორტი. დედა დაფის ინსტრუქცია ნახე მაინც, იქ სქემაც იქნება მოცემული და ნახავ ზუსტად რომელი პორტია ეგ.

პოსტის ავტორი: gio_kiborg Feb 22 2008, 07:18 AM

Power_VANO
გასაგებია,სპასიბა,მოდელს რაც შეეხება,ორ კომპიუტერზე მომიწევს დაყენება,ერთი HP-ს ბრენდია hp Compac DC7700(ვერ ვიტან ბრენდებს Alienware-ს გარდა)
მეორე კიდევ ალტაში ნაყიდი Asus P5N-MX
ინსტრუქციებში ვნახავ ზუსტად.

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 22 2008, 10:53 AM

gio_kiborg
აი უყურე, ესაა P5N-MX:
IPB-ს სურათი
ანუ ამ დედა დაფაზე დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ პირველი კომ-პორტი უნდა აირჩიო.

პოსტის ავტორი: gio_kiborg Feb 22 2008, 03:15 PM

Power_VANO
იმუშავა,სპასიბა,შეგიძლია წაშალო ან დახურო

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 23 2008, 04:16 AM

gio_kiborg

ციტატა
იმუშავა,სპასიბა,შეგიძლია წაშალო ან დახურო

არაფერს smile.gif დავხურავ, იქნებ ვინმეს კიდევ დასჭირდეს ეს თემა smile.gif