ნუ ტელეფონის შეცვლას ვაპირებ და ვდგავარ ასეთი ალტერნატივის წინაშე ან K850 ან ipone რომელი ვიყიდო???? თქვენ რომელს მირჩევთ და რატომ???
მე პირადა ipone იმიტომ მიზიდავს რომ აქვს wi-fi და + იპოდიც არის რა .....
k850 იმით მხიბლავს რომ კამერა 5.0 აქვს თან se -ც მომწონს
იქნებ თქვენ დამანახოტ სხვა კუთხით
Zero
ორივე მობილურის მხრივ არასწორი პრიორიტეტები გაქვს დასმული და იმიტომაც ვერ გაგიგია რა აიღო.
1. 5 MP კამერა მობილურებში ქლიბობაა, ვერ მოგცემს ვერანაირ ხარისხს, ეგ უფრო მარკეტინგული ხოდია კომპანიისგან და მომხარებლისგან კი სატრაბახო პონტია, აი მე არ მაქვო -შენ ხომ არა გაქვსო და რაღაც ეგეთი კაროჩე დეტსკი სადია. გაძლევს ზომას და არა ხარისხს. ყველაზე ოპტიმალური დრევანდელი მობილურების ოპტიკიდან გამომდინარე ფოტოკამერებს შეუძლიათ გადაიღონ 2 MP, მაქსიმუმ ეს არის 3.2 MP, მაგის ზევით მხოლოდ ტავის გაგიჟებაა. ეგრე კაიხანია Samsung-ს კორეული ბაზრისთვსი გამოშვებული აქვს 8 MP-იანი კამერა, რატომ არ ლამობ მაინცა და მაინც მაგ ტელეფონის დათრევას? შენ გგონია ძვირია? არა, და კაი გაჩალიჩების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ნახავ ვინმეს ვინც ჩამოგიტანს ეგეთ ტელეფონს აქ.
2. i-phone საერთოდ მე პირადად მარიაჟობად მიმაჩნია, პლიუს შეკვეჩილი მედიაპლეერი, არ გაქვს 3G, Gps, Bluetooth (თუ აქვს ლურჯკბილა? ნამდვილად აღარ ამხსოვს) აუცილებლად გატეხილი ვერსია უნდა დაითრიო ჩვენი ქსელებისთვის და ავტომატურად გარანტიის დაკარგვა.
3. ორივე ტელეფონი სხვადასხვა ფასის დიაპაზონში დგას, როგორ შეიძლება შეადარო 800 ლარიანი 1700 ლარიანს???
4. თუ მაინცა და მაინც Wi-Fi გინდა, ტაჩსკრინი და SE მაშინ დაითრიე P1 აქვს ყველაფერი, მესამე თაობა, მედია პლეერი, ფლეშკა, 3.2 MP კამერა, დაბალი ფასი, ტაჩსკრინი Wi-FI, Bluetooth, 3G, GPS, VoIP და ასე შედმეგ, მოკლედ ყველაფერი ის რაც დღევანდელ i-Phones არ დასიზმრების და მეორე თაობის i_phone-შიც კი არ არის დაგეგმილი, პლიუს იყიდი ახალს იგივე 750-800 ლარის ფარგლებში.
5. i-phone-ს სერიოზული მინუსი არის, შეზღუდული კონტენტის გამოყენება, იგივეა რაც i-Pod-ის შემთხვევაში, ანუ კონკრეტული ლიცენზირებული სიმღეღები, ან შენი სიმღერების ჩაწერა და სხვასთან ვერ გადაწერ. თავისი მეხსიერება გამოიყენება ან მედია პლეერის განყოფილებად, ან ფლეშკად, ფლეშკის განყოფილებაში ჩაწერისლ ვერ დაანახებ მედია პლეერს, ხოლო მედია პლეერის განყოფილებაში ჩაწერის ვერ დაინახავ როგორც ფლეშკას და ფაილებს. პლიუს ინფოს და ფაილების გადაწერა მაინცა და მაინც i-tunes-ით უნდა მოახდინო. დღეისათვსი მაგარი მოუხერხებელია
6. K850i თავდაპირველად მაგარი იდეებით იგეგმებოდა, იგივე ტაჩსკრინი, Wi-Fi, და უამრავი ახალი შესაძლებლობა, შედეგად კი გამოვიდა ცოტა მეტი გარჩევადობის ეკრანი, და გაპაპსავებული 5 MP კამერა, რომელიც იავნა ვერაა ტავის დონეზე, მაგ 5 MP კამერას ნაღდად ჯობია ხარისხით Nokia N95-ს 5 MP კამერა. თუმცა იგივე N95-ის კამერა სადრაც 10-20 თავით უკანაა ნებისმიერ ნორმალური ციფრული ფოტო კამერისგან. მოკელდ დიდიხნის ლოდინის მერე გამოვიდა შედარებით გასქელებული K750i რომელსაც დაემატა ცოტა მეტი ზომის ეკრანი და გაეზარდა კამერა. ნუ პლიუს 1 GBზე არარ აქვს ფლეშკის აღქმის შეზღუდვა, მგონი 8 GB ფლეშკის წაკითხვა შეუძლია
ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, არცერთი შენს მიერ ამორჩეული ორი მოდელიდან არ არის განსაკუთრებული ან რაიმე პარალელის გასავლები. ჯობია ჯერ კარგად ჩამოაყალიბო რას მოსხოვ შენ მობილს, და მერე იფიქრო რომელი მობილი დაგჭირდება. ასევე გირჩევ ძირს მოყვანილი ძირითადი ინფო გადაიკითხო.
დამატებითი ინფო
__________________________________
არსებობს, მშვენიერი გამოსავალი, არ არის ტელეფონში საჭირო 20-40 და 100 გიგაბაიტი, საჭიროა ფლეშკის მხარდაჭერა რაც ყველა ნორმალურ მობილურს, აქვს, გამოაძრობ ტელეფონიდან ფლეშკას, გათხრი კარდრიდერში და რაც გინდა ჩაწერე, ეგრევე ჩანს მობილში. უკეთესი გამოსავალია როდესაც მობილს აერთებ USB-თი და მისი ფლეშკა ჩანს Removeble დისკად, იგივე პოტია რაც კარდ რიდერში ჩაგირჭვია, ფლეშკა, ჩაწერე და გადმოწერე რაც გინდა.
სამწუხაროდ ეს სიამოვნება არ აქვს i-phone-ს და მეორე თაობაშიც არ იგეგმება.
სხვათაშორის 100 გიგაბაიტი რომ პლეერებში და ტელეფონებში საჭირო არ არის ჩემი გამოგონება არაა, მილიონობით მომხმარებელი და ბევრი ექსპერტი იძახის რომ ათასობით სიმრერის ჩაწერას აზრი არა აქვს თუ არ შეგიძლია ნებისმიერ დროს სხვისგან ახალი გადმოწერო და შენი კი სხვას გადაუწერო.
მოკლედ მგონი i-Phone ნამეტანი მარკეტინგული შტუკაა და პარქტიკულობისგან შორსაა, თუმცა ეს საკითხი გემოვნებაში გადადის და ზოგიერთისთვის არანაირ არგუმენტს წონა არა აქვს, უნდა და მორჩა
ჩემის აზრით თუ გინდა ზემოთხსენებული ყველა სიამოვნება, ნაცნობი ინტერფეისი მენიუებში, ყველა ტექნოლოგიური მხარდაჭერა და არანაირი შეზღუდვა, პლიუს შედარებით (ძალიან გაცილებით) იაფად ტელეფონის დათრევა, მაშინ ჯობია ხენი თვალთახედვა ცოტახნით მმაინც გადაწიო HTC-ს, ან i-mate-ს მხარეს.
ორივე კომპანიას ყავს საქართველოში წარმოამდგენლობა, ორივე მობილურს, აქვს დიდი ტაჩსკრინიანი ეკრანები, ორივეს აქვს ფლეშკის მხარდაჭერა, ყველანაირი კომუნიკაცია ბულუთუსი, ვაი-ფაი, 3G მილიონნაირი GSM სტანდარტი, GPS-ი . ფოტოკამერა და კაცმა არ იცის კიდევ რა. ორივე კომპანიის მობილურები მუშოაბს Windows Mobile 6-ზე ესეც შენი ნაცნობი ინტერფეისი, ყველას აქვს სტანდარტული მედია პლეერი და არანაირი შეზღუდვა, პლიუს ტაჩსკრინი და ასე შედმეგ (ბევრი სტანდარტული პროგრამები, Ms Office Mobile edition, იგივე Java აპლიკაციები უპრობლემოდ მუშაობს, Windows Remote Desktop-ი შეგიძლია ინტერით შენს კომპში შეძვრე და იჩალიჩო), ფასი კი მერყეობს 900-დან 1250-მდე. არანაირი გატეხვა და მამაძაღლობა საჭირო არაა
ჯაჯა მანდამაინც ვერ დაგეთანხმები iPhone_ს მოუხერხებლობაში , შეიძლება APPLE ზღუდავს რაღაცეებს მარა
სყსტემა ზედ ხო UNIX_ია Darvin_ის კერნელით , ეს კი იმას ნიშნავს რომ თAვისუფლად აყენებ იმას რასაც გინდა რომელ ტელეფონზე დააყებებ:
Servers: MySQL, SAMBA, FTP, APACHE, X11, VPN, OpenSSH-SSL, Squid, Bind DNS Server, Lighthttpd, rsync,Send Mail,
Development: glib, GNU C Compiler, libxml2, Make, XML parser, GCC, Ruby, Python, Perl, Java, PHP
Networking: Nmap, TCPdump, connect.c, nail, netcat, rdektop, VNC, SOCKS, stunnel, wget, whois & etc.
Syetem: BSD Subsystem, apt-get, sudo, bash, grep, gzip, inetutils, unzip, zip, unrar, OpenLLDP, Z-shell
Security: Kerberos, gnu Cryptography, DES.
ფაილ-სყსტემ მენეჯერი პერმიშენების დონზე მემგონი ცუდია არაა , გეთანხმები Apple რაც გამოუშვა აგურია მეტი არაფერი მარა დანარჩენია შენზეა.
P.S. სამბათი ან ფტპ_თი გადაწერ და გამდმოწერ რასაც გინდა არანაირი ცალკე ფლეშკა არ გჭირდება.
ტელეფენისთვის არსებობს ქართული კლავიატურა და მომხმარებლის ინტერფეისიც მალე გადაქართულდება:
http://blog.gogelia.ge
Zero მე გირჩევ
ja_ja
Frrrredo
დიდი მადლობა ორივეს
Zero
ტელეფონები უფრო მეტი არსებობს, ვიდრე მხოლოდ iPhone, K850 და თუნდაც N95-ია. გააჩნია, შენ რა გჭირდება
მოკლედ, ჩამოწერე, რისთვის გამოიყენებ ტელეფონს დარეკვის და მესიჯის გაგზავის გარდა (მესიჯომანი თუ ხარ, არც ეგაა ზედმეტი ინფორმაცია - მაშინ Candybar ტიპის ტელეფონები შენ არ გამოგადგება) და მერე უფრო ზუსტად გირჩევთ
აიფოუნის შემდეგი თაობა უკვე Windows Mobile-ზე გამოდის, ვაშლმა თვითონ აღიარა რომ "ბანძი" სისტემა აქვს ახლანდელ აიფოუნზე.
არცვიცი... ვაშლის მიმართაა ამდენი სარკაზმი?
Frrrredo
არა, ეგ მართლა ითქვა, ნიუსებიც იყო რამდენიმე უცხოურ საიტზე. ერთ-ერთ პრობლემად ახალი მობილური სტანდარტების ინტეგრაციის შეუძლებლობა დასახელდა ახლანდელ სისტემაში.
Power_VANO
მომე რა ეგ ნიუსები
სახელს და მისამართს არ დავასახელებ და რა ამბები ატყდება მაღალინტელექტუალური ფორუმის ერთ განყოფილებაში?!
domen
Power_VANO
მოვრჩი გაოფებას
domen
ra tqma unda iphone radgan igive kompiaaaaaaaaaaa ra magaria 2 kvirashi iphone 36 gb chamomdis shvedetidan uraaaaaaaaaa