მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი!
domen
პოსტი Feb 3 2008, 06:31 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



აქა ამბავი დომენისა და ანტივირუსებისა


შესავლის მაგივრად

ბოლო დროს სულ უფრო მაღელვებს კომპის დაცვის საკითხი. რამდენიმე თვის წინ სუსტ კომპზე ვიჯექი და ერთადერთი ანტივირუსი, რომელსაც მასზე XP-სთან ერთად მუშაობა შეეძლო ისე, რომ ჩემთვისაც დარჩენილიყო ცოტა რესურსი, NOD32 2.7 (იმ დროისთვის ბოლო ვერსია) გახლდათ. პლიუს-მინუსებზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, ისედაც ყველას გაგვიგია ნოდის მინიმალისტობაზე რესურსების მოხმარების თუ ვირუსების აღმოჩენის ((IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) საკითხებში, მთავარია ის, რომ რამდენიმე თვეა, ახალი, საკმაოდ ძლიერი კომპი და უფრო "აზიზი" გემოვნება გამიჩნდა.

თავის ტკივილი: დასაწყისი

ჰმმ, უკვე ძნელი არჩევანის წინ დავდექი - მინიმუმ 5 ძირითადი და უამრავი ნაკლებ შესაძლებელი ალტერნატივა გამიჩნდა. მოკლედ ჩამოვაყალიბოთ პრეტენდენტების სია:
  1. Kaspersky, საქართველოში ცნობილი თავისი სიმძიმით და "აიტატატა, მოიდა ზურაბაა!!" დაცვით.
  2. BitDefender, კიდევ უფრო მძიმე, მაგრამ საუკეთესო შედეგების მქონე საკმაოდ ბევრ ავტორიტეტულ ტესტში.
  3. McAfee, დილით კბილების გახეხვას და ჭამის წინ ხელ-პირის დაბანასაც რომ გვიკონტროლებს.
  4. Panda, შორიდან ნაცნობი "კარგია, რა" დაცვით და საშუალო სისტემური რესურსების მოთხოვნით.
  5. AVG, მშვენიერი, უმარტივესი ინტერფეისით, მაგრამ ცუდი რეპუტაციით.
  6. Avira, ნაქები "ერთი ძაან სანდო პირისგან" (ჰა, gearge? (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) )
  7. ThreatFire, ძალიან სწრაფი, რესურსების მინიმალისტურად მომხმარებელი, განახლებაც კი არ სჭირდება (მთელი პლიუსები და მინუსები აქაა)!
  8. Norton Antivirus, ანუ "Terra Incognita".
  9. NOD32, ერთი სიტყვით - მინიმალისტი :-)
საკმაოდ ბევრი გამომრჩა, მაგრამ მგონი ესეც საკმარისია ჩემი მდგომარეობის წარმოსადგენად და მცირე განხილვის დასაწერად :-)

საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დასვენების დღეები იდგა და დროც საკმარისი მქონდა; ასე რომ, დავჯექი მყარად და დავიწყე ინფორმაციის მოპოვების, საინსტალაციოს+გასაღების შოვნის და ტესტვის არც ისე სასიამოვნო პროცესი.

კარგი, ჯერ გვჭირდება განხილვები, ხომ უნდა ვიცოდეთ, დაახლოებით რომელი ანტივირი როგორ ეფარდება ერთმანეთს. ახლა რაც მახსენდება, PCMag, VB100% და AV-Comparatives ყველაზე მეტად დამეხმარა. დაახლოებით მივხვდი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსები, ასე თუ ისე, ლიდერობდნენ და პირადი სიმპათია-ანტიპათიის ჩამოყალიბება დავიწყე.

აღარ მოვყვები ქრონოლოგიის მიხედვით, პირდაპირ ჩამოვაყალიბებ პლიუს-მინუსებს საკუთარი შეხედულების მიხედვით.
  1. Kaspersky-ს საუკეთესო ავტორიტეტი და შედეგები აქვს ყველა ტესტსა თუ განხილვაში. პირადი შეხედულებით, საუკეთესო ინტერფეისი გააჩნია და უმარტივესია მოსახმარად. უძლიერესი იარაღია ნებისმიერი მომხმარებლის ხელში, ცოტა გარკვეულმა მომხმარებელმა კი შეიძლება უნივერსალურ დაცვად აქციოს, უბრალოდ ამ დროს კომფორტზე ლაპარაკი ზედმეტია. პირადი ანტიპათია ჩამომიყალიბდა პროაქტიული დაცვის გამო - ამ მოდულის ჩართვის შემდეგ ინტერფეისი იყინებოდა ნახევარ წუთში ერთხელ.
  2. BitDefender ტესტების და განხილვების მიხედვით ძალიან ძლიერი ანტივირუსია. ახალბედა მომხმარებლისთვის მისწრებაა, აკონტროლებს ყველაფერს, ინფორმაციის დარეზერვების და კომპის ოპტიმიზაციის ჩათვლით. მინუსებია კატასტროფულად ბევრი რესურსის მოხმარება და ყიდვის აუცილებლობა (მე ვერ გავტეხე). პირადად ჩემთვის ასევე დიდი მინუსია ის, რომ პროგრამა კომპის კონტროლში მერევა.
  3. ვერაფერს ვიტყვი, რატომღაც (არ მახსოვს, რატომ) დაქაჩვამდე გადავიფიქრე ინსტალირება :-)
  4. Panda - მშვენიერი არჩევანია, მე ვიტყოდი. ანტივირუსს განსაკუთრებით მარტივი და ლამაზი ინტერფეისი აქვს, უპრობლემოა მოხმარებაში. ამოვაინსტალირე სისტემური რესურსების ჭარბი მოხამრების გამო (Opera მეჭედებოდა ძალიან ხშირად)
  5. AVG-ს ყოველთვის ვაქებ ახალბედებთან მარტივზე უმარტივესი ინტერფეისის გამო. მოიხმარს ცოტა სისტემურ რესურსებს და კარგი შედეგი აქვს ტესტებში, მაგრამ ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებელზე დაბლაა.
  6. Avira-ს ყველაზე მაღალი შედეგი აქვს AV-Comparatives-ის მიერ ჩატარებულ ბოლო ტესტში. ნორმალური ინტერფეისი და საკმაოდ ჰუმანური რესურსების მოხმარება. გადავაყენე იმიტომ, რომ ვერ გავტეხე :-) ერთი აღსანიშნავი მინუსი - სკანირებისას საჭიროებს მუდმივ ჩარევას. ინფიცირებული ფაილის პოვნისას იყინება მთელი პროცესი და ელოდება, რას გადაუწყვეტს მომხამრებელი ამ ფაილს.
  7. ThreatFire სრულყოფილი ანტივირუსული გადაწყვეტა არცაა, რადგანაც საერთოდ არ იყენებს ანტივირუსულ ბაზებზე დაფუძნებულ სკანირების მეთოდებს; ამის ნაცვლად პროგრამა საკუთარ ევრისტიკულ "ალღოს" ენდობა და, შეიძლება ითქვას, არც ისე უსაფუძვლოდ. პოულობს ბევრ ვირუსს და სხვა პროდუქტებთან შედარებით განსაკუთრებით ეფექტურია ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ვირუსებთან მიმართებაში. პლიუსებია სისტემური რესურსების დაზოგვა და (ამ ფაქტორის გათვალისწინებით) საკმაოდ კარგი დაცვა. მინუსებად შეიLება ჩაითვალოს ბაზების და On-Demand სკანირების უქონლობა (უკანასკნელი ფუნქცია მისაწვდომია სრულ ვერსიაში, რომელიც ვერ ვიშოვე). მოკლედ, დიდი არაფერი სხვა ანტივირუსებთან შედარებით.
  8. რაც შეეხება NOD32-ს, მართლა მშვენიერი ანტივირუსია! თავი დავანებოთ ტესტებს და განხილვებს (ერთ აუგს ვერ იპოვით ამ ანტივირზე, ერთ-ერთი მოწინავეა), Full Scan-ისას კომპზე გაშვებულია VMware და Opera ერთ ანგარიშზე, ორი Word 2007 დოკუმენტი და ერთი Skype ვიდეო კონფერენცია ჩატით, შენელება თითქმის არ იგრძნობა! ბოლო ვერსიას (3.0.621.0 Business) მშვენიერ ინტერფეისთან ერთად განახლებული Firewall მოდულიც აქვს .. მოკლედ, ჩემგან ამ ანტივირზე ცუდს ვერ გაიგონებთ :-)
ანტივირები გავტესტე შემდეგი რიგითობით: ThreatFire 3.0 > ESET Smart Security 3.0.551.0 > KIS 7.0 > Avira AntiVir Premium Security Suite 7 > Panda IS 2008 > Panda Antivirus 2008 > ESET Smart Security v3.0.621 Business

კასპერსკიმ სადღაც სამნიშნა რაოდენობის ვირუსი იპოვა, Avira-მ (გაითვალისწინეთ - Kaspersky-ს შემდეგ) 69 ტროიანი და 2 ვირუსი, Panda IS-მა დაახლოებით 30-მდე ინფიცირებული ფაილი, Panda Antivirus-მა (ეს ყველაზე უცნაურია) 10-მდე ვირუსი, NOD32 ამწუთას მუშაობს Full Scan-ზე, ნახევარზეა მისული და უკვე 4 ინფიცირებული ფაილი აქვს ნაპოვნი.

დასკვნა: ჯერ ერთი, AntiVirs Suck!! (ასოციაცია ამ ვიდეოკლიპიდან :-)) მეორე, თუ გინდათ კარგი დაცვა კარგი ინტერფეისით და რესურსების ჰუმანურად მოხმარებით, მე ESET Smart Security-ს გირჩევთ.

P.S. დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რეცენზიებს და ანტივირების განხილვებს, მაგრამ რადგანაც პოტენციური VS თემაა, მოქმედებს განსაკუთრებული წესი. კერძოდ, ყოველი პოსტი, რომელშიც იქნება რომელიმე ანტივირის უაზრო ქება-დიდება სხვების დაკნინების ფონზე, წაიშლება და მისი ავტორი დაჯილდოვდება 50%-იანი გაფრთხილებით!


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Feb 4 2008, 06:19 PM
პოსტი #2





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




დავიწყეეეეე!
არ გამოვრნო ყველაზე მეტს კასპერაზე ვილაპარაკებ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

დავიყოთ "eset NOD 32"-ით, კომპი არ თუ ისე სუსტი (ჩემი არა ), გაშვებული NOD32 2.6 დაკრეკილი "საზიზღარი" nod 2.x fix-ით, პროგრამების გაშვებისას ნეტში სერფირების დროს არავითარი ბორძიკი +1, დალშე ვაგძელებ ტესტს ვიყებ პროგრამის ინსტალაციას (არაფერი განსაკუთრებული ისეთი პროგა რომლის ინსტალაციაზეც კასპრასაც არ გაუჭედია კერძოთ Layes Everest ) და რას ხედავას ჩემი თვალები სისტემა ეკიდება ყოველი ფაილის შექმნისას! შევიხედე დიპეჩერში და რა ვნახე nodkernel32.exe (მგონი ესე ქვია არა?) ასულია 96%-ზე lol, კარგი ვიფიქრე რომ იქმნება ფაილების ბაზა MD5-ის საფუძველზე და ნაცობ ფაილებს აღარ სკანავს და ის ჩუმი მუშაობა ამის დამსახურებაა. მარა როცა დისპეჩერში პროცესები ვანხე ვაი , საღაც 7-8 ტროანი, დავხედე დაინსტალეებულ პროგრამათა სიას და რას ვხდევ ბალაბლა screen saver და ეგეთი რაღაცეები, მოკლედ ამ სკრინ სეივერებს ვრჩერთი ანტი ვირი ვერ გაუძლებს მარა ჩუმათ თვალების პახური რაღა იყო (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , სკანირების დროს სულ წამიხდა სთაბეჭდილება გახსნილი ფაილები გამოტოვა lol, ერთი რაც მომეწონა ეს იყო აპდეიტების სიხშირე მართლა კარგია 15 წუთში ერთხელ! მოკლედ რა იყო არ ვიცი მარა ამ ანტივირმა არ გაამართლა

"avira" კარგი რამეა! მარტო pagefile.sys ვერ გასკანა დანარჩენი დაბდღვნა, ბაზე მომწონს, სკანირების სისტემა domen-ის თქმის არ იყოს არ მომეწონა უბრალოდ ცოტა მოუხერხებელია, ვირუსის პოვნას არ ვგულისმობ რომ რჩება სკანირებას ლოგების კითხვა და ფანჯარა არ იკიტებოდა lol დანარჩენს ვერაფერს ვერ დავუწუნებ არც დაგრუზვა არც არაფერი უბრალოდ მარტო ამ ანტი ვირს ვერ ენდობი (რატომღაც NAV 2003-ი გამახსენდა)

"treatfire" კარგი გადაწყვეტილება ჭკვიანი "სიტემჩიკის" ხელში არავითარი ანტივირის ბაზები მარტო პროგრამების ქცევის ანალიზი, ჩემს სტილშია! მაგრად მომეწონა, თუმცა მინუსი ის იყო რომ მწირე კონფიგურების საშუალება ქონდა დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი მარა ორ პროატიულს რა გაუძლებს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

მოკლედ ფრეევარებეის მოყვარულებს ვურჩევ avira + treatfire + რამე კარგი ფაერვოლი, თუ ბანერების ხილვაც არ გინდათ მაშინ ერთი ანტი ბანერიც წაამატეთ და მიიღებთ კარგ დაცვას

"ikarus", ავტობუსი მოვიდა! ვაიმე ეს რა ვანხე არა ინტერფესს არ ვგულისმობ ინტერფეისი მომხიბვლელია, პირველი მინუსი .NET ტექნოლოგიაზე მუშაობა (ამ ტექნოლოგიას არ ვუარყობ მარა ანტი ვირს ეს არ ეკადრება), და რაც მთავარია ძალით ვაჭამე ვირები (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , ერთ გასკანვაზე იჭერდა მეორეზე ვერა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , თუ მთლიან პაკას სკანავდი ვერ იჭერდა ვირებს, ხოლო ცალჩალკე თუ გასკანავდი ტრეიდში ისეთ ამბავს ტექდა რომ ვაი lol, მარა ამ ოხერს მაგარი ბაზა აქვს ჩემ ყველა კრეკს უპოვნა ვირუსი, მოკლედ ვისაც კრეკები გიყვართ ჩაწერეთ და ნახავთ თქვენ კრეკებს რამდენი ნაგავი მოყვება (IMG:style_emoticons/default/wink.gif) , ხოლო GNU-ის ფანები მიიღებთ მუქთახორა უსაქმურს ტრეიდში (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , რომელსაც ლიცენზიის ფაილი უნდა lol

"Sophos" ეს ანტ ვირი ბოლომდე არც ჩამიწერია, ინსტალაციის დროს ჯერ სერვერის სერვისის ჩართვა, მერე კი Simpfli file sharing-ის გამორთვა მომთხოვა ასე რომ გამგები გაიგებს (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

"Norton" ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ ერთ ვიტყვი ამარიკაში მუშაობს 5-ზე აქვს კარგი ფაერვოლი მარა ანტი ვირების ბაზა ნაგავია როცა კრეკებს დაზდევ! და რესურსებსაც საკაიფოდ ათოხლავებს მოკლდე მტრები თუ გყავთ ჩაუწერეთ ეს!

"Kaspersky" ჩემი უსაყვარლესი ანტი ვირი! აქვს პროატიული დაცვა ანუ treatfire-ს ალტენრატივა უკვე მოყვება! თან კონფიგურებადი. თვითონ ფაილების სკანში მოყვება Heutrict ანალიზერი. აქვს საკმაოდ მარტივი და კონფიგურებადი ინტერფეისი და თვითOნაც საკმაოდ კონფიგურებადია. იყენებს iSvift და iData-ის ტექნოლოგიებს რის საშუაებიტაც შეუძლია ნებიემიერი გაშვებული ფაილის სკანვა. ინტერეაციულ რეჟმში პარანოიის დონეზე აკონტროლებს ყველაფერს რის გამოც ანტივირის კონფიგის დასრულების მერე საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ lol, ერთერთ თვალი აგითამშთდებათ და მინიმუმ ვინდის dll ფაილებიც სახელებს დაამუშამებთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , უკეთესი შედეგია kaspersky internet security-ის ჩაწერისას არანაირი ბანერი არანაირი ფიშინგი, არანაირი სპამი რომელის მოდლიც მთლიანად huestrict-ზეა დაფუძვნებული და თქვენთვის სასურველი წერილების მიხედვით სწავლობს რა მოგწონთ და რა არა , მარა ამის კონფიგის მერეც თვალები თ აგითამაშდათ არ გაგიკვირდეთ lol, ასევე მოყვება ჩაშენებული ბარაუმანდირი, რომელიც მაღალი დონისაა და დაცვის 5 ლეველი აქვს (5-ე ყველაფერს ბლოკავს ანუ ნეტს თიშავს), 4-ე მარტო იმას გაგასხნევინებთ რაც დართულ სიაშია, ხოლო 3-ე დართულ სიის დამზადებში მოგეხმარებათ (აქც ნევროზს აკიდებთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). მოკლედ თუ ბაზურ რეჟიმში მუშაობთ ამ ანტი ვირს აზრი ეკარგება და ჯობია მისი დონის სხვა პროდუქტები გამოიყენოთ panda Mcaffee და სხვა, ხოლო ინტერეცტივში საუკეთესოა IMO, ეხლა მინუსები დიდი პაკეტის გახსნის დროს შეიმჩნევა ბორძიკი ასევე ჩატვირთისას დაახლოებით 3-5 წუთი, და ყველაზე ცუდი ამბავი (IMG:style_emoticons/default/mad.gif) უძლიერესი ბირთვის და უძლიერესი ანალიტიკოსების მიუხედავად 6-ეს პოპულარობის შემდეგ სიგნატურეების დამზადება გაიშვიათდა აპდეიტებს იშვიათად ვიღებთ და სიგანტურებიც სულ ცოტათი ისვება (მახსოვს 5-ე ვერსია ერთ აპდეიტზე სიგნატურები მოდიაოდა დაახ. 100 (10 წუთის ინვერტალზე ვამბობ)), ეხლა კი აპდეიების დრო დაახ. 45 წუთამდე გაიწელა და სინატურების რაოდენობაც ასეთი შთამბეჭდავი არაა, არ ვიცი რა იქნებ ახალ ვერსიაში მარა ამ ვერსიას ეს ცუდი რამე აქვს (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

ეხლა რჩევა ვინ არა დააყენოს:
ვისაც freeware უყვარს დააყენოს avira +treatfire (თუ სისტამში კარგად ერკვევა)+ კარგი ფაერვოლი და ასევე რამე ბანერების მომშორებელი.
ვისაც ცალცალეკ ამეების აგროვება არ უნდა და კრეკებს დიდი სიამოვნებით იყენებს გამოიყენოს MCafee (ინტერნეტ დაცვა), Panda(ინტერნეტ დაცვა) ან KIS-ი და არა KAV-ი, ხოლო თუ ერთი-ორი დღე მოცლილია მაშIნ ინტერაქტიულ რეჟიმში დააყენოს KIS-ი და არა წინა ორი ალტერნატივა.

კრეკების მადევარებს ვურჩევ რამენაირად თავის ანტი ვირთან ართად გამოიყენოს ikarus-ი ამით კრეკების ვირუსბს უფრო მეტად შეებრძოლებIთ. რადგან ეს ავტობუსი ამ კრეკებს დაზდევს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

და საერთოდ გასკანეთ ყველა საეჭვო ფაილი აქ http://www.virustotal.comgi0rgius)

ყურადღება!
ყველა ზემოთ ნახსენებ ანვტირთან ერთად აუცილებლად დააყენეთ განახლებები, დახურეთ ვინდის ხვრელები და არ შეხვიდეთ არა სანდო რესურსებზე! ასევე აუცილებლად ჩაიწერეთ კარგი ფაერვოლი და თქვენი კომპის დაცვა მოიმატებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

domen
ციტატა
მოკლედ, ჩემგან ამ ანტივირზე ცუდს ვერ გაიგონებთ :-)

კიდე ჩვენ ვათ სუბიექტურები lol (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- domen   საუკეთესო ანტივირუსი   Feb 3 2008, 06:31 PM
- - otosaxel   დავიწყეეეეე! არ გ...   Feb 4 2008, 06:19 PM
- - domen   otosaxel ციტატაარ გამოვ...   Feb 4 2008, 06:39 PM
- - gio_kiborg   ბევრი რომ არ ვილაპ...   Feb 5 2008, 11:56 AM
- - domen   gio_kiborg უი, ნორტონის გა...   Feb 5 2008, 01:27 PM
- - otosaxel   domen ციტატავინმე შეც...   Feb 6 2008, 01:13 PM
- - gio_kiborg   domen არ ვიცი შენ რომე...   Feb 11 2008, 01:23 PM
- - domen   ციტატამოქნილობის ...   Feb 11 2008, 01:59 PM
- - da_ta   domen ციტატაკასპერსკ...   Mar 4 2008, 07:59 PM
- - domen   da_ta ციტატაშეაგროვე...   Mar 5 2008, 05:40 PM
- - CHABA   KIS! KIS! KIS! რათქმაუ...   Mar 5 2008, 07:19 PM
- - domen   Gi0rgius არ მელოდებოდი? ] ...   Mar 14 2008, 05:56 PM
- - domen   Gi0rgius ESS-ზე გაქვს ნაცა...   Mar 14 2008, 06:19 PM
- - Power_VANO   Gi0rgius ციტატაპატარა ი...   Mar 16 2008, 06:25 PM
- - Giena   Gi0rgius მოგეხსენება მე...   Mar 16 2008, 06:36 PM
- - levani15   მე nod32 მირჩევნია ყვე...   Apr 5 2008, 05:56 PM
- - Giena   დიდი ხანია ეს თემა ...   Apr 15 2008, 09:57 PM
- - Power_VANO   Giena ვაა ყოჩაღ შენ! კ...   Apr 16 2008, 04:23 AM
- - Giena   Power_VANO ხო იდეაში მართ...   Apr 16 2008, 08:46 AM
- - Power_VANO   Giena ციტატახო იდეაში ...   Apr 16 2008, 08:50 AM
- - otosaxel   Giena აი შედეგი მესმის...   Apr 16 2008, 09:59 AM
- - domen   Giena ეს უკვე ტესტს გა...   Apr 16 2008, 03:11 PM
- - Giena   ეხლა მყავს Eset Smart Security ...   Apr 17 2008, 03:37 AM
- - da_ta   მალადეს კასპერსკი...   Apr 17 2008, 05:37 AM
- - Giena   da_ta ციტატამალადეს კ...   Apr 17 2008, 06:14 AM
- - Power_VANO   ძალიან კარგი, უკვე ...   Apr 17 2008, 03:19 PM
- - Giena   Power_VANO ზანტი? აი ამ წუ...   Apr 17 2008, 07:42 PM
- - Giena   ხოო, შედეგები გამა...   Apr 17 2008, 09:00 PM
- - domen   Giena ციტატა მოკლედ სკ...   Apr 18 2008, 05:16 AM
- - da_ta   ესეიგი დაახლოებით ...   Apr 18 2008, 06:41 AM
- - Giena   ეს ეხლა გადავატარე...   Apr 18 2008, 08:49 AM
- - Power_VANO   კარგი ტესტირებაა, Gi...   Apr 18 2008, 08:57 AM
- - domen   Giena ეს ბაზა საიდან ი...   Apr 18 2008, 11:22 AM
- - Giena   domen ციტატაეს ბაზა სა...   Apr 18 2008, 12:00 PM
- - domen   Giena ციტატამე კიდევ პ...   Apr 18 2008, 12:24 PM
- - otosaxel   Giena ყოჩაღ! ამას ქვი...   Apr 18 2008, 01:23 PM
- - Giena   domen ციტატამარტივი ს...   Apr 18 2008, 02:36 PM
- - otosaxel   Giena ციტატაგაიკეთონ ...   Apr 18 2008, 02:48 PM
- - domen   Giena otosaxel ციტატაშეეგუ...   Apr 18 2008, 03:04 PM
- - Giena   domen ციტატაეგ არ გამი...   Apr 18 2008, 03:17 PM
- - domen   Giena ციტატარომ გვქონ...   Apr 18 2008, 03:30 PM
- - Giena   domen ციტატაჰოდა არას...   Apr 18 2008, 08:30 PM
- - Giena   ხოო Panda Anti-Virus + FireWall 2008-ის ...   Apr 18 2008, 08:57 PM
- - da_ta   domen პრინციპში ის რომ...   Apr 18 2008, 09:22 PM
- - Giena   da_ta ციტატაეგ რაღAც შ...   Apr 18 2008, 09:43 PM
- - domen   ციტატა გამოდის მარ...   Apr 19 2008, 06:59 PM
- - Giena   domen ციტატამე ტესტებ...   Apr 19 2008, 09:26 PM
- - da_ta   domen ციტატა// მაგრამ მ...   Apr 20 2008, 04:00 AM
- - otosaxel   domen ციტატა// მაგრამ მ...   Apr 20 2008, 11:51 AM
- - Giena   otosaxel ციტატაეხლა მივ...   Apr 20 2008, 12:44 PM
- - Power_VANO   ჰოო, ტესტირების დრ...   Apr 20 2008, 04:36 PM
- - da_ta   Power_VANO ციტატამოკლედ, ...   Apr 20 2008, 04:49 PM
- - Power_VANO   da_ta ციტატამასჰინ არ ...   Apr 20 2008, 05:01 PM
- - Power_VANO   Giena თუ შეგიძლია, დას...   Apr 21 2008, 03:05 PM
- - Giena   Power_VANO მოსულა, ვაბშეტ...   Apr 21 2008, 08:13 PM
- - domen   Giena იდეა მომწონს თუ ...   Apr 22 2008, 04:47 AM
- - Giena   domen Power_VANO მოკლედ ხვალ, ...   Apr 24 2008, 09:54 PM
- - Power_VANO   Giena აღარ შეწუხდე, დო...   Apr 25 2008, 05:17 AM
- - domen   Giena გავტესტე საკუთა...   Apr 25 2008, 04:26 PM
- - gearge   ისე, http://vx.netlux.org -ის FAQ გა...   Apr 30 2008, 06:42 PM
- - Giena   gearge ეხლა გადავხედე ...   Apr 30 2008, 06:52 PM
- - domen   gearge ძალიან მაგარი...   Apr 30 2008, 07:32 PM
- - Giena   domen რა გაგიხარდა შე ...   Apr 30 2008, 07:37 PM
- - Power_VANO   domen მაგარი კი არა სი...   Apr 30 2008, 07:56 PM
- - domen   Giena Power_VANO მშვენივრად ...   May 2 2008, 11:45 AM
- - Giena   domen მანდ ლაპარაკი არ...   May 4 2008, 05:31 PM
- - Giena   აბააა მოვიდა შედეგ...   May 4 2008, 05:48 PM
- - domen   Giena ციტატამანდ ლაპა...   May 5 2008, 12:11 PM
|- - gearge   ციტატა(domen @ May 5 2008, 04...   May 5 2008, 09:07 PM
- - Power_VANO   ციტატა"Kaspersky was used to sort...   May 5 2008, 03:53 PM
- - Giena   Power_VANO domen კი მაგრამ 2 წ...   May 5 2008, 05:34 PM
- - Power_VANO   Giena ჰო, მესმის და მაგ...   May 5 2008, 06:45 PM
- - da_ta   Gi0rgius ციტატამაგრამ დ...   May 6 2008, 04:50 AM
- - gearge   ციტატა... ჰომ, შეიძლ...   May 6 2008, 06:26 PM
- - gearge   Gi0rgius Trojan.generic არა?! აქ ...   May 6 2008, 10:39 PM
- - domen   ანტივირუსები – როგ...   May 12 2008, 08:47 PM
- - Giena   domen 1% კაი იმაზე არ ვა...   May 13 2008, 07:12 AM
- - domen   Gi0rgius ციტატარესურსე...   May 13 2008, 01:12 PM
- - gearge   Giena ერთი გვერდით უკა...   May 13 2008, 06:27 PM
- - Giena   domen მაიცა კაცო ავასტ...   May 13 2008, 07:28 PM
- - gearge   ციტატამაიცა კაცო ა...   May 13 2008, 08:46 PM
- - domen   Giena ციტატამაიცა კაც...   May 13 2008, 08:48 PM
- - Giena   gearge domen ე ბიჭო რა მეცი...   May 13 2008, 09:55 PM
- - Power_VANO   Giena ციტატაეხლა უცბა...   May 14 2008, 04:21 AM
- - Power_VANO   Gi0rgius ციტატაგიენამ ხ...   May 14 2008, 09:46 AM
- - domen   Giena ციტატახლა უცბად ...   May 14 2008, 02:20 PM
- - otosaxel   domen სტატიაში ვირუსე...   May 15 2008, 12:53 PM
- - domen   otosaxel ანტი-ბანერი და ...   May 15 2008, 07:21 PM
- - Power_VANO   otosaxel და სხვებს საიტ...   May 15 2008, 07:35 PM
- - otosaxel   domen არა NOD-ს არ აწერ მა...   May 17 2008, 08:06 AM
- - domen   otosaxel ციტატაეს ვერსი...   May 17 2008, 11:34 AM
- - da_ta   otosaxel ციტატაეს ვერსი...   May 17 2008, 01:43 PM
- - Giena   da_ta ციტატა(არც ვირუს...   May 17 2008, 01:45 PM
- - otosaxel   domen ციტატასაკუთარი ...   May 18 2008, 09:58 AM
- - otosaxel   Gi0rgius მერე ლინკი და კ...   May 27 2008, 01:33 PM
- - gearge   ეეჰ, ამ სიჭრელის ფო...   May 27 2008, 08:27 PM
- - Giena   gearge დიზაინის რა ვთქ...   May 27 2008, 08:46 PM
- - domen   Giena ციტატა მოკლედ გა...   May 28 2008, 05:06 AM
- - Giena   domen ერთი თვეა დაახლო...   May 28 2008, 05:25 AM
- - da_ta   Giena ციტატა მოკლედ გა...   May 28 2008, 02:02 PM
2 გვერდი V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 07:36 PM