თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ინტერნეტი და ლოკალური კომპიუტერი _ ერთი დღე ინტერნეტის გარეშე

პოსტის ავტორი: maugli Apr 14 2010, 11:31 AM

ჟურნალ ”ჯუნიორში” გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც 5 მაისს პლანეტას მოუწევს იარსებოს
ინტერნეტის გარეშე !
ეს ის დღეა, როცა მოგვიწევს გავწყვიტოთ ჩვენსა და კომპს შორის გაბმული ჯაჭვი და ერთი დღე დავგეგმოთ ქულერის სასიამოვნო ზუზუნისა და ინტერნეტის გარეშე
აი ის სტატია


,, ცხოვრობთ ინტერნეტით და ნიკით? გძინავთ iPhone-სთან და მშობლიურ ენაზე უკეთესად sms-ებისა და ,,ღიმილების” ენას? თუ ასეა მომავალი 5 მაისი შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი დღე აღმოჩნდეს! ოფიციალურად დადგენილია: ამ დღეს ინტერნეტი შეწყვეტს ფუნქციონირებას. დამშვიდდით, დროებითი შეჩერება მთელ პლანეტას მოიცავს და მხოლოდ 24 საათი გაგრძელდება. ეს აუცილებელია, რათა პროგრამისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეასრულონ ქსელზე დაცვითი მექანიზმების დამონტაჟების ხანგრძლივი და მძიმე სამუშაო. ერთი შეხედვით, ნეტი ცუდად მუშაობს. შეიძლება ითქვას ძალიან ცუდადაც კი. და თუ არაფერს ვიღონებთ იმ პროგრამების აღსადგენად, რომლებიც მას ამუშავებენ, ნეტს სწრაფად განადგურება ემუქრება. როდის? ზუსტად არ ვიცით მაგრამ შეიძლება, მალე. ,,გაითვალისწინეთ, რომ 1969 წელს ქსელის შექმნის შემდეგ პროგრამისტებს ის პრაქტიკულად არ გარდაუქმნიათ!” – გვიხსნის კუკი მაკინტოში, რომელიც ამ ისტორიულ შესწორებაზე თვეების განმავლობაში მუშაობს. თავის დროზე ნეტი მხოლოდ ექსპერიმენტი იყო, რომელიც შეიქმნა 4 ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაცემების სწრაფი გაცვლისათვის. დღეს ნეტი მსოფლიოში მილიონობით უცნობ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან და აძლევს მათ სულ მეტი და მეტი მონაცემის გაცვლასა და მილიონობით საიტის შექმნის საშუალებას. პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, არ არიან ადაპტირებული ამდენი მონაცემის მიღება-დამუშავებისთვის. მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ არასდროს არიან მიუწვდომელნი და ამავე დროს, რეგულარულად იგერიებენ ჰაკერების შეტევებს. 5 მაისის ,,სამაშველო ოპერაციის” მიზანია სწორედ ამ პირატულ ქმედებათა ლიმიტირება. ამ დღეს სპეციალისტების სამიზნედ ჰაკერები იქცევიან და ამ პროცესში 13 უმსხვილესი DNS სერვერი მიიღებს მონაწილეობას. მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფები შეცვლიან უსაფრთხო ვერსიებით.” ამის შემდეგ ლაპარაკია ეკონომიკაზე და სხვადასხვა აქციებზე. რაც მთავარი იყო უკვე დავწერე ასე რომ 5 მაისისთვის დააწყვეთ გეგმები რათა იმისთვის არ დაგრჩეთ დრო რომ ინტერნეტის გარეშე იგრძნოთ თავი.

პოსტის ავტორი: davizo70 Apr 14 2010, 11:53 AM

როგორც წესი,ინტერნეტზე რაღაც სამუშაოების შესრულება, მითუმეტეს წინასწარ დაგეგმილის, ხდება გაფრთხილების შემდეგ და კომუნიკაციის უწყვეტობა ხორციელდება სარეზერვო კავშირის საშუალებით. მე არ მჯერა ამ სტატიაში მოყვანილი ინფორმაციის გლობალური მაშტაბით განხორციელებისა, რადგან ინტერნეტი ხომ მხოლოდ ჩვენი კომპიუტერების მარტივი ერთობლიობა არაა, არამედ მასზეა დამოკიდებული ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით.

პოსტის ავტორი: otosaxel Apr 14 2010, 12:36 PM

კარგით რა, ქსელებში ვინც ერკვევა მიხვდება რაც არის.

ინტერნეტი არის უბრალოდ გადაბმული კომპები, და DNS, File, HTTP სერვერების ერთობლიობა, ჰოპ და განაახლე ეგრე არ არის. მაქს ის იგულისმებოდეს რომ პირველად DNS-ების სერვერების შეცვლა იყოს, ანუ მაგ სერვებზე არის ინფო ge რომ აკრიფავ გაუშვას საქართველოში და ა. შ. და საკუკვარ საიტებზე ნუ იდარდებთ ეგ ყვეალფერი ლოკალურად იკეშება!, ან ჩვენ პროვაიდერებთან ან საერთოდ საკუთარ DNS სერვერზე wink.gif

პოსტის ავტორი: Giena Apr 14 2010, 02:55 PM

კიდევ ერთი არგუმენტი smile.gif სტატიაში წერია 1969-წელს აშენებულ სერვერებზე დგას 13 მსოფლიო DNS-ო, გჯერათ? როგორ გგონიათ ერთი DNS-ი თუ იხსნება 2 წამში სხვა DNS-ს არ დგამენ? ეგ კი არადა აპარატურის ცვლა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად არანაირ გათიშვას ადგილი არ ექნება მითუმეტეს განახლების მიზნით, მოვა აგერ 5 მაისი და ამ თემაში დავწერ პოსტს biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Apr 14 2010, 05:21 PM

Giena

ციტატა(Giena @ 14th April 2010 - 06:55 PM) *
ეგ კი არადა აპარატურის ცვლა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს

ეგ ნომალურ პროვაიდერთან, თორე სანადირაძეს დაჟე სარეზერვო ოპტიკა არ ჩაუდია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(Giena @ 14th April 2010 - 06:55 PM) *
13 მსოფლიო DNS-ო, გჯერათ?

ისე გაითიშოს ეგ 13 DNS, მაინც დაკეშილია საიტების უმრავლესობა smile.gif

პოსტის ავტორი: maugli Apr 14 2010, 07:21 PM

რავიცი რავიცი მეც ეჭვი მეპარება და გამიკვირდა რო წავიკითხე მარა მასე ეწერა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giena Apr 14 2010, 08:23 PM

otosaxel

ციტატა(otosaxel @ 14th April 2010 - 09:21 PM) *
ისე გაითიშოს ეგ 13 DNS, მაინც დაკეშილია საიტების უმრავლესობა


მართალი ხარ, მაგრამ არავინ არის ისეთი სულელი, რომ ამხელა სერვერი უბრალოდ აიღოს და გამოცვალოს, ასეთი ცვლილების დროს, ჯერ აპარატურა ყენდება, მერე სისტემა დგება ზედ, შემდეგ მიდის ნახევარწლიანი ტესტირება ყველა განხრით ბოლოს ხდება ბაზების პორტირება და მხოლოდ შემდეგ იცვლება თვითონ სერვერი და ეს ცვლილებაც მიმდინარეობს ცოცხალ რეჟიმში ანუ არანაირი გადათიშვა გადმოთიშვა საჭირო არ არის. მართლა კავკაზუსი ხომ არ არის ან სილქნეტი დაჯდნენ და 24 საათიანი უინტერნეტობა გამოაცხადონ biggrin.gif

პოსტის ავტორი: davizo70 Apr 15 2010, 05:56 AM

ეგ ჟურნალი საპირველაპრილო ხომ არ იყო? თუ იყო, კარგი ხუმრობა კი გამოსვლიათ, რაკი ამ ფორუმზე ამდენი მსჯელობის საგნად იქცა smile.gif

პოსტის ავტორი: maugli Apr 15 2010, 10:43 AM

ციტატა
ეგ ჟურნალი საპირველაპრილო ხომ არ იყო?

როდის დაბეჭდეს ეგ ნაღდად არ ვიცი მარა არ გამიკვირდება მასე რო იყოს biggrin.gif ერთგან წავიკითხე სკაიპს ადნო ყიდულობსო და ეგეთივე სოფლელობა უნდა გახადონო და გამისკდა გული biggrin.gif მარა მეორე დღეს მიაწერეს გაგეხუმრეთო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Apr 18 2010, 11:30 AM

Giena

ციტატა(Giena @ 15th April 2010 - 12:23 AM) *
მართალი ხარ, მაგრამ არავინ არის ისეთი სულელი, რომ ამხელა სერვერი უბრალოდ აიღოს და გამოცვალოს, ასეთი ცვლილების დროს, ჯერ აპარატურა ყენდება, მერე სისტემა დგება ზედ, შემდეგ მიდის ნახევარწლიანი ტესტირება ყველა განხრით ბოლოს ხდება ბაზების პორტირება და მხოლოდ შემდეგ იცვლება თვითონ სერვერი და ეს ცვლილებაც მიმდინარეობს ცოცხალ რეჟიმში ანუ არანაირი გადათიშვა გადმოთიშვა საჭირო არ არის. მართლა კავკაზუსი ხომ არ არის ან სილქნეტი დაჯდნენ და 24 საათიანი უინტერნეტობა გამოაცხადონ

კი აისნად smile.gif, მაგრამ მე დავწერე დაჟე 13 სერვერი რომ გამოირთოს ინტერნეტი მიანც იარსებსბს რა, მაგ პონტში.

და რეალობაც ეგეთია ბოლო ბოლო პრააიდერები გაწერენ ზონალობას, ცოტა უხერხული კია, მაგრამ რარაუშავს რამდნი ქვეყანაცაა იმდენი ჩანაწერი დაემატება უბრალოდ თვითოელი პროვაიდერის ჩანაწერს ი ვსო.
გავკარი 13 DNS-ს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jul 16 2010, 06:29 PM

სადაა სხვა პოსტები, მართლა გამორთული ხომ არ იყო ნეტი 5 მაისს? huh.gif huh.gif huh.gif