თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ SE ანუ SonyEricsson _ K800

პოსტის ავტორი: CHABA Nov 18 2008, 05:12 PM

მოკლედ K800 ის ყიდვას ვაპირებ და იქნებ რამე მირჩიოთ თუ იცით არის რამე განსხვავებები მაგ მოდელში და სად ჯობია ყიდვა ან საერთოდ თუ ღირს K800 ის ყიდვა smile.gif მგონი K770 -ს ჯობია
მოკლედ გამიხარდება თუ მირჩევთ რამეს smile.gif

პოსტის ავტორი: CHABA Nov 19 2008, 04:13 PM

თუ ისევ K770 ჯობია unsure.gif ვეღარ გადავწყიტე რა sad.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Nov 22 2008, 01:51 PM

დთუ უკვე არ გიყიდაია, იზაინით რომელიც მოგწონს ეგ აიღე, მე პირადად k770 მირჩენია, k800 ძალიან დიდია,
ისე სად არიან SE ს ფანები: domen და Power_Vano?

პოსტის ავტორი: CHABA Nov 22 2008, 04:29 PM

gi0_kiborg
მეც დიზაინით K770 მირჩევნია მარა მგონი K800 ჯობია ფუნქციებით
მგონი გერმანიიდან გამოვაგზავნინებ რამე უკეთესს, ფასდაკლებები იწყება თურმე მალე და იქიდან გამოგზავნა თუ ძაან ძვირი არ დჯდება(ვერ გავარკვიე ჯერ რა დამიჯდება გამოგზავნა) კაი იქნება

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Nov 22 2008, 05:15 PM

CHABA
თუ ვინმე წამოგიღებს თორემ ფოსტით საკმაოდ ძვირი ჯდება

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 24 2008, 02:50 PM

1. დიზაინით თუ არ მოგწონს ტელეფონი, მის ყიდვას აზრი არ აქვს რაც უნდა კარგი ფუნქციები ჰქონდეს smile.gif

მოკლედ, აი რა ძირითადი განსხვავებებია K770-სა და K800-ს შორის:

1) ეკრანი - K800-ს 2.0 დუიმიანი ეკრანი აქვს, K770-ს - 1.9-იანი.

2) ზომები: K800 - 105 x 47 x 22 mm. K770 - 105 x 47 x 14.5 mm ანუ ცოტა თხელია K770.

3) შიდა მეხსიერება: K800 - 64 MB. K770 - 16 MB

4) მეხსიერების ბარათი: K800 - არ მოყვება, K770 - 256 MB-იანი მოყვება.

5) ინფრაწითელი პორტი: K800 - აქვს, K770-ს არ აქვს.

6) ბატარეა: K800 - 900 mah, K770 - 930 mah.

7) "ვსპიშკა": K800 - XENON Flash - ფოტოაპარატის ნამდვილი "ვსპიშკა" ანუ. K770-ს აქვს LED Flash, ანუ ფანარი. იგივე აქვს K750-საც, გეხსომებათ ალბათ. არ შეცდეთ და არ ენდოთ LED Flash-ს ღამით სურათის გადაღებისას. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფანარი, შესანიშნავია, "ვსპიშკად" უვარგისია პრაქტიკულად და XENON Flash-თან ახლოსაც ვერ მივა.

8) ფოტოკამერა: მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ორივე მოდელს ერთნაირი ფოტოკამერა აქვს, ეს ასე არაა smile.gif კამერის მოდულები სხვადასხვაა და ზოგადად, K800-ის უკეთესია.
+ ამას, K800-ისთვის (ასევე K790/K810-ისთვის) იწერება ძალიან მაღალი დონის კამერის დრაივერები, K770-ისთვის არა. სულ რამდენიმე დრაივერი არსებობს და ისიც არც ისე მაღალი დონის.

9) K800-ის გადაფლეშვა უმარტივესად შეიძლება K810-ზე, ანუ K810-ის პროგრამას ვწერთ K800-ში. საერთოდ, K800 და K810 იდენტური ტელეფონებია, მხოლოდ დიზაინია განსხვავებული. რაც შეეხება K790-ს, ესაა K800, მხოლოდ 3G-ს გარეშე და EDGE-ით.

10) მგონი ყველაფერი გითხარი, არჩევანი შენზეა. ჩემი რჩევა იქნება, აარჩიო K800 - K770 - K810-დან ერთ-ერთი, ანუ არჩევანს K810-იც დაამატე დიზაინის კუთხით.

პოსტის ავტორი: CHABA Nov 24 2008, 03:41 PM

Power_VANO
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის smile.gif თუ გერმანიდან ჩამოტანა გამოვიდა ხომ კაი თუარადა მერე ალბათ K800 ვიყიდი ისევ