თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Off-Tech _ აისის პირველ კურსზე ჩაწერა დაიწყო

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 11 2010, 12:31 PM

თქვენი ნებართვით გადმოვაკოპირებ აქა smile.gif


მცირე შესავალი:

http://aisiforce.org საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ამზადებს სალაშქრო-სამხედრო საქმეში. კურსი შედგება ლექციებისა და პრაქტიკებისაგან (სალაშქროდ გასვლა). ლექციებზე შეისწავლება ის, რისი ცოდნაც სავალდებულოა პატრიოტი ქართველისათვის ომისა თუ ისე, ბუნებაში მოგზაურობის დროს.


"აისი" არ არის გასამხედროებული ორგანიზაცია! სწავლებისას გამოიყენებენ ლეგალურ პნევმატურ იარაღებს.

ციტატა
შეგიძლიათ ჩაეწეროთ I კურსზე!

ხანგრძლივობა: 22 დღე (7-28 თებერვალი). 10 სასწავლო შეკრება (7 თეორია და 3 პრაქტიკა).
დაწყება: 7 თებერვალი (კვირა). 17:00-ზე აისის ოფისში.

: ცხრილი :

7 თებერვალი (კვირა) - ღია კარის დღე, აისის გაცნობითი ლექცია, სალაშქრო უსაფრთხოება, პირადი აფთიაქი
9 თებერვალი (სამშაბათი) - სალაშქრო საქმე: ეკიპირება, ლაშქრობის დაგეგმვა
7 თებერვალი (ხუთშაბათი) – თვითგადარჩენის ტექნიკა
14 თებრვალი (კვირა) – საველე გასვლა, ეკიპირების ჩვენება, კარვის გაშლა, ცეცხლის დანთება, საბანაკე ადგილების ჩვენება და ა.შ.

16 თებერვალი (სამშაბათი) - ტოპოგრაფიის საფუძვლები (რუკის გარე გაფორმება, ფერები, პირობითი ნიშნები)
18 თებერვალი (ხუთშაბათი) - ქვეითის შეიარაღების ნომენკლატურა (AK, PK, RPG).
21 თებერვალი (კვირა) - ფორსირებული ლაშქრობა სიმაღლე 1440-ზე ბანაკის მოწყობით. დამოუკიდებელი გადაადგილება.

23 თებერვალი (სამშაბათი) - სალაშქრო მედიცინა
25 თებერვალი (ხუთშაბათი) – გარჩვა/შეჯერება
28 თებერვალი (კვირა) - ფორსირებული ლაშქრობა დიდგორის მიმართულებით.

: დამატებითი ინფორმაცია :

კურსზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც შეუსრულდათ 17 წელი. ამ ეტაპზე შეგვიძლია 60 მსმენელის მიღება.

თეორია ჩატარდება საღამოობით, კვირის შუა დღეებში, პრაქტიკული სწავლებები და ლაშქრობები მოეწყობა კვირას და ოფიციალური დასვენების დღეებში.

: ვის გამოადგება აისის სასწავლო პროგრამა :

1). სამხედრო და სალაშქრო საქმით დაინტერესებულ ადამიანებს.
2). ძალოვან სტრუქტურებში სამსახურის დაწყების მსურველებს - მიიღებთ საბაზისო ცოდნას და საკუთარ თავს გამოცდით შესაბამის სიტუაციებში.
3). ფიზიკურად და მენტალურად გაკაჟების მსურველებს.
4). თანამოაზრეების გაცნობის და ქართული საქმის კეთების მსურველებს.

I კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტი დაიშვება II კურსზე სადაც შეისწავლის ნავიგაციას და სამხედრო საქმის ძირითად ელემენტებს. II კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტს მიენიჭება მოლაშქრის წოდება და ჩაირიცხება მოლაშქრეთა სექციაში. სადაც გაიღრმავებს ცოდნას და შეინარჩუნებს ფიზკურ ფორმას სპეციალური პროგრამების მიხედვით.

: აისის საველე ოფიციალურ გასვლებზე მოქმედი ძირითადი წესები :

იკრძალება ალკოჰოლის (ლუდიც) გასვლებზე წამოღება და გამოყენება (გარდა სამედიცინო დანიშნულებისა).
იკრძალება ხმაური, ბილწსიტყვაობა და გინება, ნაგვის დაყრა, შინაური ცხოველის წამოყვანა.
ნარკოტიკის, ან ფსიქოტროპული საშუალების გამოყენებაზე, წევრი დაუყოვნებლივ გაირიცხება აისიდან.

-------

თუ რეგისტრაცია არ გაქვთ გავლილი, გაიარეთ!

http://www.aisiforce.org/cevri.html

-------

კონტაქტი (დარეკეთ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში).

895 308382 (18:00-23:00 სთ)
855 106861

პოსტის ავტორი: Giena Jan 11 2010, 02:15 PM

Sh@ko
გამარჯვება!

ეხლა ჩავუჯექი და მთლიანად წავიკითხე მთელი საიტი, ძალიან საინტერესო თემაა ძალიან დამაინტერესა, უკვე ვფიქრობ გაწევრიანებაზე და მანდ აქტიურ მუშაობაზე smile.gif მაგრამ რაღაც ყველაფერი იდეალურად მეჩვენება და მაეჭვებს ...

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 11 2010, 02:33 PM

Giena , რა გაეჭვებს??? smile.gif

მკითხე მე. რაც ვიცი, გეტყვი... პირველი კურსი გავიარე (მგონი tongue.gif ბოლოს დავკოჭლდი და ზუსტად არ ვიცი)
ფორუმ.გეს იუზერებიც არიან მანდ. წევრობის შესაწირს ვიხდით მარტო, თვეში 5 ლარს, რაც გროვდება იმისათვის, რომ ლექციებისთვის განკუთვნილი ოფისის ქირა და სკამები შეიძინონ. აღჭურვილობას ყიდულობს ყველა თავისი ფინანსებით ინტერნეტიდან იაფად ან სამგორის ბაზარში და მისი საკუთრება იქნება. დაეჭვების საფუძველი მინიმუმამდეა დაყვანილი.

სხვა თუ არაფერი, ლაშქრობა მაინც კარგი საშუალებაა განსატვირთად wink.gif თბილისის გარეუბანში (საბურთალოს იქეთ) გავთხარეთ სანგრები და ბანაკი მოვაწყვეთ smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 11 2010, 07:06 PM

აისის ადმინისტრაციის მინიმუმ 2 წევრს პირადად ვიცნობ, სტაიკბოლიდან. რეალურია და მშვენიერი ორგანიზაციაა თუ პროფილი გაინტერესებთ smile.gif გამოცდილი სამხედროები არიან ორივე ჩემი ნაცნობები, სალექციო კურსს კითხულობენ და პრაქტიკაზეც არიან.

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 12 2010, 11:48 AM

უკვე 30 მსურველი ჩაეწერა პირველ კურსზე... ძალიან კარგია... smile.gif

7 თებერვალს (კვირას) 17:00-ზე აისის ოფისში შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერი მსურველი, თუნდაც გადაწყვეტილი არ გქონდეთ აისში გაწევრიანება... ღია კარის დღეა და მოისმენთ გაცნობით ლექციას smile.gif ოფისი აქანაა:




http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?p=33230&f=8#p33230, აისის ფორუმზე.

პოსტის ავტორი: Giena Jan 12 2010, 04:58 PM

Sh@ko

ციტატა
ზარაზა

დარაჯი


რეგ.: 17 აპრ 2009 19:46
წერილები: 1235


აი რა მაეჭვებდა, მსოფლიოში ყველაზე მიშარასტი ადამიანი smile.gif

პოსტის ავტორი: Chacha Jan 12 2010, 05:03 PM

ეს მომავალ წელსაც ჩატარდება? : )

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 12 2010, 06:46 PM

Giena
კაცო ზარაზას გარდა იქ ანტი-მიშარასტებიც არიან biggrin.gif

Sh@ko
სერჟანტას და კეპას თუ იცნობ შენ? თუმცა შეიძლება ეგრე ზედმეტსახელებით არ ეძახიან "აისი"-ში smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Jan 12 2010, 07:42 PM

Power_VANO
ხოდა ეგ არის უბედურება, რომ იქაც პოლიტიკაზე უნდა დავხოცოთ ერთმანეთი... ზარაზას ვიცნობ პირადად და ერთი ორჯერ ლამის მონიტორები ვიქნიეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 13 2010, 07:21 AM

Giena
არ მოგცემენ იქ პოლიტიკაზე "დაცხობის" საშუალებას ჯგუფად როცა იქნებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 13 2010, 08:25 AM

Giena ანტიმიშისტი აგერ ვარ, მაგრამ ზარაზასთან ურთიერობაში საკმაოდ კარგად შევდივარ smile.gif კარგი კაცია ეგ!
RE:აქციის მამამთავარია. ახლა აისშია. აისში კი მიშაზე და გრიშაზე არ ლაპარაკობენ! wink.gif


Power_VANO, სერჟანტი ჩვენი სერჟანტია! biggrin.gif სანგრებს რომ ვთხრიდით, იქვე მეორე კურსი ვარჯიშობდა და ეგ ასაფეთქებლებს აფეთქებდა... მეორე კურსელები რომ დაწვნენ, ჩვენ ვუყურებდით და მოგვმართა: თქვენ რა, უკვდავების კოდი აკრიფეთო? რო ისვრიან, უნდა დაწვეთო! smile.gif

კეპას შეიძლება ვიცნობ... ზუსტად არ ვიცი.

Chacha, რა მომავალ წელს? ის "მომავალი წელი" ახლა 7 თებერვალსაა smile.gif პირველ პოსტში ციტირებულში წაიკითხე...



მ.მ.
Giena, მსოფლიოში ყველაზე მიშისტი კარდუა, ფორუმ.გედან biggrin.gif

პოსტის ავტორი: Chacha Jan 13 2010, 11:02 AM

Sh@ko
ხოდა 2011 წელსაც იქნება? : ))

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 13 2010, 11:07 AM

Chacha smile.gif მაგის იმედი მეც მაქვს და იმის, რომ უფრო მასშტაბური იქნება. ოღონდ 2010-შიც შესაძლოა რამდენჯერმე იყოს მიღება კიდე wink.gif
პირველი კურსი მოკლევადიანია. ე.წ. საცდელი პერიოდი, გაიგებ ფიზიკურად რა შეგიძლია და მზად ხარ თუ არა უფრო მეტი დატვირთვას გაუძლო მე-2 კურსზე.

პოსტის ავტორი: Giena Jan 13 2010, 02:37 PM

Sh@ko

ციტატა
RE:აქციის მამამთავარია.

ვიცი ვინც არის, ვიცნობ პირადა, ნუ, ვიცნობ რა მქონია ერთი ორჯერ ურთიეთობა smile.gif ერთხელ კინაღამ შევასკდით, რაღაც სტრანად იკბინება ხოლმე, მეორეჯერ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, მაგრამ არ მინდა მაგ ადამიანთან ურთიეთობა (რადგან აუცილებლად იტყვის მიშაზე რაღაცას და ...) და რაი ვქნა? smile.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 13 2010, 02:47 PM

ციტატა
(რადგან აუცილებლად იტყვის მიშაზე რაღაცას და ...)

ესეთები არ ხდება ხოლმდე და რავი... პოლიტიკაზე არ გვილაპარაკია... ერთხელ იყო შემთხვევა, იაღოველებზე ჩამოვარდა როგორღაც და ერთ-ერთმა უფროსმა nazga-მ - მე ვარ იაღოველი, მოდით და შევერკინოთო და გააჩუმა ხალხი smile.gif (ჯანიანი მასტია და tongue.gif)



ზარაზამ სტრანი კბენა იცის, კი... პეპე5-ს განსაკუთრებით "კბენს", წაიზარმაცებ შენო...

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 14 2010, 12:42 PM

Giena

ციტატა(Giena @ 13th January 2010 - 05:37 PM) *
და რაი ვქნა?

დაიდღაბნე biggrin.gif


Sh@ko
შაკო, წელს თუ იცი, ტოპოგრაფიის კურსი არის ახლა პირველ ეტაპზე? ტოპოს სწავლა მინდა ამ ეტაპზე.

პოსტის ავტორი: Giena Jan 14 2010, 01:13 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 14th January 2010 - 04:42 PM) *
დაიდღაბნე biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 15 2010, 11:05 AM

ციტატა
16 თებერვალი (სამშაბათი) - ტოპოგრაფიის საფუძვლები (რუკის გარე გაფორმება, ფერები, პირობითი ნიშნები)
18 თებერვალი (ხუთშაბათი) - ქვეითის შეიარაღების ნომენკლატურა (AK, PK, RPG).
21 თებერვალი (კვირა) - ფორსირებული ლაშქრობა სიმაღლე 1440-ზე ბანაკის მოწყობით. დამოუკიდებელი გადაადგილება.

არის... მე არ გამივლია ტოპოგრაფია. ეს პირველი კურსი უფრო მეტი ცოდნით აღიჭურვებიან, როგორც ჩანს smile.gif მეც მოვალ ტოპოგრაფიის ლექციაზე და თუ ფეხი კარგად მეყოლა, ლაშქრობაზეც...





ოფტოპიკია, მაგრამ ცალკე თემის გახსნა არ მინდა...


ამ კვირას, 17 იანვარს აისელები და ისე მსურველები აპირებენ წიწამურის ნაგვისგან დასუფთავებას. შეკრება 9 საათზე დიდუბის მეტროს შესასვლელთან.
ჩაიცვით თბილად, ასევე ჩაიცვით სქელძირიანი ფეხსაცმელები.
თან იქონიეთ ერთი დღის საგზალი, 2 ლიტრამდე წყალი, გზის ფული 1-2 ლარი. სასურველია ზურგჩანთა საგზლის ჩასადებად. პარკით ტარება მოუხერხებელია.


მე შეიძლება ვერ წავიდე, ფეხის გამო...

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 18 2010, 01:45 PM

აისის უკეთ გასაცნობად იხილეთ სტატია ჟურნალ "არსენალში" smile.gif

http://www.aisiforce.org/arsenal.html

პოსტის ავტორი: Sh@ko Feb 26 2010, 08:46 AM

ახალ თემას არ გავხსნი... აქვე ვიტყვი და გავიძურწები smile.gif


ციტატა("Avaza")
28 თებერვალს, კვირას გაიმართება დიდი ლაშქრობა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა აისელმა და აისის აქტიურმა გულშემატკივარმა.

შეკრების დრო და ადგილი: 09:15 -მდე ყველა უნდა ვიყოთ დიდუბის მეტროს წინ.

ვინც არ ხართ ნამყოფი აისს გასვლებზე თავი შეიკავეთ წამოსვლისგან (გზაში რომ არ დავარდეთ), ეს თხოვნა არ ეხება იმ ხალხს, ვისაც აისელი წამოიყვანს.

მარშრუტი: კარსანის ხიდი - წარმართული უბანი ბაგინეთში - ზადენის აღმართვის ადგილი - ბაგინეთის ქედი - წმ. ნინოს ეკლესია - არმაზის ციხე - ღვთისმშობლის ეკლესია

ლაშქრობა დაიწყება დილით და დასრულდება საღამოს. ვისაც დრო არა აქვს, შეუძლია წმ. ნინოს ეკლესიიდან გამობრუნდეს უკან და გზით დაეშვას უკან. დანარჩენები გადავალთ არმაზში.

გთხოვთ ამ დღეს ნურაფერს ნუ დაგეგმავთ. აუცილებელია რომ ყველა აისელი მოვიდეს ამ ლაშქრობაზე, განსაკუთრებით მივესალმებით იმ ხალხს, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო (დრო და ა.შ.) ვეღარ დადიან გასვლებზე ...

დამატებითი ინფორმაცია დაიდება ამავე პოსტში, ანუ როდის გავდივართ და ა.შ.

თან იქონიეთ: ეკიპირება, პონჩო, წყლის და საკვებვის მარაგი. + გზის ფული (2-3 ლარი).

პ.ს. შეგახსენებთ, რომ ზუსტად 1 წელი გავიდა აისის პირველი დიდი ლაშქრობიდან მცხეთა-ზედაზენის არე.



ანუ, იოლი გასვლა არ იქნება და თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ საკმაოდ ბევრ აღმართ-დაღმართს ვერ გაივლით, ნუ წამოხვალთ... smile.gif

Power_VANO, სტრაიკბოლელებს ვუთხარი შენზე wink.gif სერჟანტს და ვაიპერს... გაუხარდათ smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 1 2010, 07:53 PM

აუჰ, წამოვიდოდი, ახლა ვნახე ეს პოსტი sad.gif

ციტატა(Sh@ko @ 26th February 2010 - 11:46 AM) *
Power_VANO, სტრაიკბოლელებს ვუთხარი შენზე სერჟანტს და ვაიპერს... გაუხარდათ

smile.gif

სერჟანტა არ მინახავს კაი ხანია, სტრაიკზე ვეღარ ახერხებს ხოლმე სიარულს.