თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ დედა დაფები, ვიდეო დაფები და სხვა _ კომპიუტერი არ ირთვება

პოსტის ავტორი: დათუნიკა Jan 8 2016, 08:38 PM

მოგესალმებით და მოგილოცავთ ყველას განვლილ დღესასწაულებს. ეხლა კი მინდა ჩემი პრობლემის შესახებ დახმარება ვითხოვო. კომპიუტერს რომ ვრთავ მონიტორზე როგორც წესი ეწერება დედა დაფის მონაცემები, P5LD2-X/1333 და ამის მერე არანაირი რეაგირება აღარ აქვს ანუ ჩატვირთვის შემდეგ ეტაპზე აღარ გადადის. არცერთ ბრძანებაზე არ მოქმედებს გარდა Ctrl+Alt+del. რაც შეიძლებოდა მივწმინდ-მოვწმინდე ყველაფერი (სლოტები, კონტაქტები), მაგრამ ვითომ აქაც არაფერი. თქვენი დახმარების იმედიღა დამრჩა და თუ მაინც არაფერი ეშველა დავაფრქვევ ორ კურცხალს და მივუჩენ რომელიმე კარადის თავზე ადგილს. თუ რამეს ფიქრობთ ნუ დაიზარებთ და მეც გამიზიარეთ, თქვენი ყველა რჩევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინასწარ გიხდით მადლობას