მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> “The COMPINFO (R)Evolution”, Wiki, ახალი ვებ საიტი და სხვა
ეთანხმებით თუ არა ქვემოთ მოყვანილ შემოთავაზებას?
გთხოვთ მხოლოდ აქტიურმა ფორუმელებმა მიიღოთ მონაწილეობა!
დიახ ვეთანხმები, სრულად (გთხოვთ დაპოსტოთ რატომ)! [ 14 ] ** [87.50%]
დიახ ვეთანხმები, ნაწილობრივ (გთხოვთ დაპოსტოთ მიზეზი)! [ 2 ] ** [12.50%]
არა, არ ვეთანხმები (გთხოვთ დაპოსტოთ მიზეზი)! [ 0 ] ** [0.00%]
სულ ხმები:: 16
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
gearge
პოსტი Aug 27 2008, 03:49 PM
პოსტი #1


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



მინდა შემოგთავაზოთ იდეა რომლზეც დიდი ხანია ვფიქრობ(თ), მაგრამ იმ სახით რა სახითაც ვაპირებ შემოგთავაზოთ, ყველაზე რეალურია განხორციელდეს. რათქმაუნდა ეს ტექსტი პირველ რიგში კომპინფოს ძირეულ ადმინისტრატორ Ja_Ja-სთვის არის გამიზნული, მაგრამ მის პირდაპირ მიმართვისგან თავს შევიკავებ რადგან ზუსტად თქვენი(!) კომპინფის აქტიური მომხარებლების გადასაწყვეტია ყველაფერ ქვემოთთქმულს განხორციელება უწერია თუ არა! მე ვსაუბრობ და ალბათ სათაურიდანაც მიხვდებოდით, კომპინფოს ბაზაზე ვიკის შექმნაზე! ტექნიკურ დეტალებზე გადასვლამდე, უნდა გითხრათ რატომ მიმაჩნია რომ კომპინფოს სჭირდება ვიკი საიტი და კონკრეტულად რას ვგულისხმობ მის ქვეშ. რატომ ვიკი? ვიკი (მაგალითისთვის აიღეთ ვიკიპედია) ვებ საიტის მართვის ღია სისტემაა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს (მაგრამ არ გამორიცხავს) მართვის "ბიუროკრატიას". რა კავშირშია ეს კომპინფოსთან? "ბიუროკრატია" ამ შემთხვევაში უხეშად გამოყენებული სიტყვაა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა "ერთპიროვნული მართვის სისტემა რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ამუხრუჭებს განვითარებას" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) კომპინფოს არსებული ხედვის მიხედვით, საიტზე ნებისმიერი ცვლილების შეტანის ძალა მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს. ეს გულისხმობს როგორც საიტის მართვის ტექნიკურ დეტალებს, ასევე ნებისმიერი ახალი მასალის დამატების საკითხებსაც. ერთისმხრი ეს სრულიად გასაგებია, საიტის შემქმნელს არ სურს გაუფილტრავი, დაუსრულებელი და/ან არაფორმატირებული ინფორმაცია მოხვდეს საიტზე, მეორესმხრივ ეს გულისხმობს რომ საიტის ადმინისტრატორს უნდა ჰქონდეს საკმარისი თავისუფალი დრო საიტის სათანადოდ მართვისთვის, ძვირფასი დრო რომელიც ბატონ Ja_Ja-ს სამწუხაროდ არ აქვს! ამავდროულად უნდა გვესმოდეს რომ ძნელია საკუთარი ქმნილების/პირმშოს ასეთ დონეზე მართვა გადასცე სხვა პირს ან პირებს, რამდენადაც არ უნდა ენდობოდე/იცნობდე მათ: როგორც მინიმუმ ადამიანების გემოვნება, ხედვა განსხვავდება. ამიტომ ალბათ უსამართლო იქნებოდა რაიმე რევოლუციური ცვლილება გვეთხოვა ჯა_ჯა-სგან, მაგრამ კომპინფოს საიტის განვითარება-წინსვლისთვის გარკვეული გაუმჯობესებები აუცილებელია მოხდეს! ამიტომ domen-სა Power_Vano-სთან ერთად გთავაზობთ შემდეგს:

* არსებული საიტი რაიმე სახით გამოეყოს კომპინფოს (ქვედომენზე ან გამოყოფილ საქაღალდეში)

თუ გვსურს ძველი საიტის შენარჩუნება (ამისთვის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის რომანტიკულიც:-) საჭირო იქნება ეს ნაბიჯი გადაიდგას!

* შემუშავდეს ახალ საიტი, უფრო მძლავრ ძრავაზე. არჩევანი შეჩერდა ჯუმლაზე.

რატომ Joomla? ის ერთ-ერთი საუკეთესო ვებ საიტის მართვის სისტემაა, როგორც მოქნილობით, ასევე გაფართოებადობით. დომენმა თავის თავზე აიღო ახალი კომპინფოს ვებ საიტის მომზადება და უკვე ეხლა მუშაობს მასზე! ის მალე წარმოგვიდგენს მას და ყველას გვექნება საშუალება აქ, ამ თემაში მივიღოთ მონაწილეობა ამ ახალი ვებ საიტის განხილვაში! ნებისმიერი კომენტარი ყურადღებით განიხილება!

საერთოდ რატომ უნდა შეიცვალოს კომპინფოს საიტი? ამის ერთ ერთი მიზეზის შესახებ როგორც დომენმა, ასევე მე ჯერკიდევ 2007 წლის სექტემბერში (ანუ ერთი წლის წინ) დავწერეთ საერთო ფორუმის თემაში “დროა, ჩვენც გავაკეთოთ რამე კომპინფოსთვის”:

".. ვაღიარებ, კატეგორიებად დაყოფა ნამდვილად მოიკოჭლებს სამწუხაროდ, ჯაჯას ჯერ არ სცალია, რომ ცოტა დაწვრილებით დაყოს ან ერთი-ორი კატეგორია დაამატოს, იმედია, მალე უფრო მოხერხებული სისტემა იქნება"

"მართლაც, კომპინფოზე მასალების უხილავი კლასიფიკაცია მოუხერხებელი და დამაბნეველია. არსებული დაყოფა (Soft News, Hard News, Warez) არასაკმარისია. ინფორმაციის მასაში საჭირო ინფოს პოვნის ერთადერთი რეალური გზა ძიების სისტემაა, რომელიც თავისმხრივ სასურველ შედეგს იძლევა მხოლოდ სწორად შერჩეული საძიებო სიტყვის (სიტყვათა) შეყვანის შემთხვევაში. ამის გაკეთება გამოუცდელი მომხმარებლისთვის ძალიან რთულია. ამიტომ (და არა მარტო) გთავაზობთ დავეხმაროთ compinfo.ge-ს ადმინისტრაციას შეძლებისდაგვარად განავრცონ არსებული დაყოფა კატალოგიზაციით .."

ყველაფერი ღირებული (სტატიები, მნიშვნელოვანი სიახლეები, მაღაზია და ა.შ.) გადმოკოპირდევბა ახალ, გაუმჯობესებულ საიტზე. ძველი საიტი დაარქივდება!

* კომპინფოს დაემატოს ახალი ქვედომენი, რომელიც გამოხატავს ზემოთთქმულ იდეას ვიკის შექმნასთან დაკავშირებით, დავუშვათ wiki.compinfo.ge

გარკვეულწილად უპასუხო დარჩა თავში დასმული კითხვა: რატომ ვიკი? ამ ტექსტის აგებულება მხოლოდ აქედან მაძლევს საშუალებას განვაგრძო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვიკის დედა აზრი გარემოს შექმნაა სადაც ნებისმიერ მსურველს (მაგრამ შეგვიძლია შევზღუდოთ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებამდე) აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა საიტის მართვაში და ზედმეტი პრობლემების გარეშე გააუმჯობესოს/განავრცოს ან განათავსოს ახალი მასალები (იგულისხმეთ სტატიები და განხილვები) საიტზე. ის იდეალური ადგილია როგორც სრულფასოვანი ნამუშევრებისთვის, ასევე მოუმზადებელი, დაუსრულებელი სტატიების, ანუ ეგრედ წოდებული “დრაფტების” განსათავსებლად! მაგალითად ჩვენ ფორუმელ გიორგიუსის შეეძლება მისი ჩანასახოვანი სტატია უბუნტუ ლინუქსის ინსტალაცია/გამართვაზე განთავსოს უშუალოდ ვიკიზე, შესაბამისი სახელის მქონე ახალ გვერდზე, სრულად რედაქტირებად ბროუზერიდანვე როგოც მის, ასევე ნებისმიერი ჩვენგანის მიერ! სურვილის შემთხვევაში პირველ ავტორს უნდა შეეძლოს მისი სახელის (ან რაიმე სხვა საიდენთიფიკაციოს, მაგალითად ფორუმის ნიკის/სახელის) მითითება ნამუშევრის ბოლოში, მაგრამ თვით ნამუშევარი უნდა რჩებოდეს ნებისმიერი დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ რედაქტირებადად (გამონაკლისები შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს ადმინისტრაციამ)! ეს საჭიროა ვიკის კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობის შესანარჩუნებლად: ღია ვიკი იძლევა საშუალებას არა მარტო ავტორისა და ადმინისტრაციის, არამედ საზოგადოების რესურსით შენარჩუნდეს საიტზე გამოქვეყნებული მასალა მუდამ განახლებულ მდგომარეობაში, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ამავე მასალის სტატიკური სახით, სტანდარტულ ვებ საიტზე განთავსების შემთხვევაში - კომპინფოს მიმდინარე რეალობა! მოგეხსენებათ საზოგადოების რესურსი თითქმის შეუზღუდავია ავტორისა და ადმინისტრაციისთან შედარებით. აქედან გამომდინარე ვიკი იძლევა საშუალებას ოპერატიულად იქნეს გათვალისწინებული მომხმარებლების კომენტარები და შემოთავაზებები. ასევე ვიკი წარმომიდგენია როგორც პლაცდარმი ნებისმიერი ნამუშევრის სრულყოფილებამდე დასაყვანად, რის შემდეგაც მხოლოდ კომპეტენტური პირის, Ja_Ja-ს(!) თანხმობით ის განთავსდება კომპინფოს მთავარ საიტზე, შესაბამისი კატეგორიის ქვეშ და საწყისი ავტორის მითითებით (როგორც მინიმუმ)!

* ვიკი განთავსდეს, გაიმართოს და მასში ჩაკოპირდეს კომპინფოს ყველა არსებული სტატია (სახელების მიხედვით). მასალები, ღია რედაქტირების შემდეგ გადაკოპირდენ მთავარ საიტზე

როგორც ამ ასევე ყველა დანარჩენ საკითხზე (მთავარი საიტის განთავსება-გამართვის, ფორუმის ოფტიმიზაციის ახალი ძრავის ქვეშ და ასე შემდეგ) სიამოვნებით იზრუნებენ domen და Power_Vano! გვესმის რომ ჯა_ჯა-ს არ აქვს საკმარისი დრო ყველა ზემოთ აღწერილი ოპერაციის განსახორციელებლად, ამიტომ ერთადერთი რასაც უმორჩილესად ვთხოვთ, არის მისცენ ამ ორ (და მხოლოდ ამ ორ) პიროვნებას საკმარისი ადმინისტრაციული ძალაუფლება რომ მოახდინონ ყველა ცვლილება, რომლებიც ასე აუცილებელია კომპინფოს წინსვლისთვის! საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა უკვე შერჩეულია: MediaWiki ვიკის, ხოლო ჯუმლა ვებ საიტის ძრავად (ფორუმი მხოლოდ ოფტიმიზირებული იქნება ახალ ძრავასთნ სამუშაოდ). ინსტალაციის სცენარი უკვე გათამაშებულია localhost-ზე!


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- gearge   “The COMPINFO (R)Evolution”   Aug 27 2008, 03:49 PM
- - domen   ჰმმ, სად დაიკარგა პ...   Aug 27 2008, 08:11 PM
- - gi0_kiborg   ვეთანხმები პირველ ...   Aug 27 2008, 08:41 PM
- - gearge   gi0_kiborg მადლობა გამოხ...   Aug 27 2008, 11:13 PM
- - student777   მე მოვესალმები ამ ...   Aug 28 2008, 07:55 AM
- - domen   Gi0rgius 1. სურათებს ვერ ხ...   Aug 28 2008, 11:55 AM
- - Power_VANO   ხვალ ჩამოვალ თბილი...   Aug 28 2008, 01:46 PM
- - Frrrredo   კაია, ვიკის იდეის gear...   Aug 29 2008, 10:15 AM
- - otosaxela   gearge ნამდვილად საჭირ...   Aug 29 2008, 11:42 AM
- - student777   და მე ვიკის აუცილე...   Aug 29 2008, 09:21 PM
- - ja_ja   ახლა გადავხედე ამ ...   Sep 1 2008, 11:12 AM
- - Giena   ja_ja ვა ჯაჯა? რაფერ ხა...   Sep 2 2008, 11:15 PM
- - domen   მმმ ... ასეთი კრიტიკ...   Sep 3 2008, 07:05 PM
- - gearge   Gi0rgius ციტატაპ.ს ის გა...   Sep 3 2008, 07:38 PM
- - domen   Gi0rgius ციტატაბარეღამ ...   Sep 4 2008, 10:05 AM
- - domen   Gi0rgius მთლიანი, საკუთა...   Sep 4 2008, 06:45 PM
- - domen   ესეც ახალი კომპინფ...   Sep 19 2008, 08:30 PM
- - otosaxela   domen ციტატახვალისთვ...   Sep 22 2008, 09:14 PM
- - Power_VANO   The COMPINFO ®Evolution Live Demo: http://com...   Sep 25 2008, 08:41 PM
- - Frrrredo   Power_VANO ჩემი აზრით პირ...   Sep 26 2008, 07:40 AM
- - domen   Frrrredo ამჯერად ზუსტად ...   Sep 26 2008, 07:57 AM
- - Power_VANO   წინას მე IMO, ეს მირჩე...   Sep 26 2008, 12:50 PM
- - otosaxela   არ შედის   Sep 26 2008, 03:11 PM
- - Power_VANO   ჩემთან შედის საერ...   Sep 26 2008, 03:13 PM
- - otosaxela   მდა გადავათვალიერ...   Sep 26 2008, 05:13 PM
- - Giena   otosaxela ციტატა+ არაა სა...   Sep 26 2008, 07:11 PM
- - domen   Giena otosaxela ხალხო, მთავა...   Sep 26 2008, 07:24 PM
- - otosaxela   domen ციტატახალხო, მთა...   Sep 26 2008, 07:35 PM
- - Giena   domen ციტატაძალიან მო...   Sep 26 2008, 07:54 PM
- - Power_VANO   domen ციტატამენიუს ხვ...   Sep 27 2008, 08:43 AM
- - domen   otosaxela ციტატაგასაგებ...   Sep 27 2008, 08:50 AM
- - otosaxela   domen ციტატა"მოქმედ...   Sep 27 2008, 10:42 AM
- - domen   otosaxela ციტატასაფოსტო ...   Sep 27 2008, 11:30 AM
- - Power_VANO   domen ციტატამოკლედ, რო...   Sep 27 2008, 12:10 PM
- - Giena   domen ციტატაGiena მოკლედ, ...   Sep 27 2008, 05:43 PM
- - domen   Giena ჰო, მაგაზე ვიმსჯ...   Sep 27 2008, 07:15 PM
- - domen   Giena საშინელი გლობალ...   Sep 27 2008, 07:53 PM
- - Power_VANO   მენიუ შევამსუბუქე ...   Sep 27 2008, 10:06 PM
- - Giena   Power_VANO domen მე, მგონი რაღ...   Sep 28 2008, 04:48 AM
- - Power_VANO   Giena ციტატადა მგონი პ...   Sep 28 2008, 08:29 AM
- - domen   Giena ბოლო-ბოლო ასეთი ...   Sep 28 2008, 09:45 AM
- - Power_VANO   Gi0rgius მიდი ველოდები PM-...   Oct 15 2008, 10:01 PM
- - gearge   http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/in...ვ...   Feb 12 2009, 08:40 PM
- - Power_VANO   gearge ციტატა"CompInfo Resurrecti...   Feb 13 2009, 02:47 PM
- - Bekward   რა არის ჩვენც გვით...   Feb 13 2009, 05:07 PM
- - Power_VANO   იმიტომაც მგონი 150 თ...   Feb 13 2009, 05:14 PM
- - gearge   Power_VANO ციტატამაგის შ...   Feb 13 2009, 06:21 PM
- - Giena   Power_VANO ე ბიჭო დაამთავ...   Feb 15 2009, 01:43 AM
- - Power_VANO   Giena programmist => domen ჰო, დღე...   Feb 15 2009, 09:25 AM
- - Giena   Power_VANO ციტატაprogrammist => dom...   Feb 15 2009, 09:49 AM
- - Power_VANO   Giena ციტატაანუ? პროგ...   Feb 15 2009, 10:06 AM
- - otosaxela   Power_VANO რა ხდება, აპდეი...   Feb 21 2009, 11:38 AM
- - domen   otosaxela თუ არაფერი შეი...   Feb 21 2009, 11:56 AM
- - otosaxela   domen ციტატათუ არაფერ...   Feb 21 2009, 03:10 PM
- - Power_VANO   ფორუმის განახლები...   Feb 22 2009, 02:45 PM
- - otosaxela   Power_VANO ციტატაძირითად...   Feb 22 2009, 04:03 PM
- - Power_VANO   otosaxela ციტატაეგ კი, და ...   Feb 22 2009, 05:53 PM
- - Bekward   ციტატარა ვუქენით დ...   Feb 22 2009, 08:16 PM
- - domen   Bekward ასე ახლოს ჯერ არ...   Feb 22 2009, 08:18 PM
- - Power_VANO   ესე ბატონებო, ხვალ ...   Feb 23 2009, 08:29 PM
- - otosaxela   Power_VANO ციტატაესე ბატ...   Feb 24 2009, 03:24 PM
- - Bekward   Power_VANO არიქა თორე ვარ...   Feb 24 2009, 07:41 PM
- - Power_VANO   plastic ციტატახო, მართლ...   Feb 25 2009, 07:13 AM
- - Power_VANO   კი, განვახლდით, გმა...   Feb 25 2009, 08:19 PM
- - otosaxela   Power_VANO ხო განახლდა ... ...   Feb 25 2009, 08:42 PM
- - Power_VANO   ჰო, ეგ აი ამ ღილაკის...   Feb 25 2009, 08:58 PM
|- - CHABA   ციტატა(Power_VANO @ Feb 26 2009, ...   Feb 25 2009, 09:01 PM
- - Power_VANO   ახალ ფორუმში წევრთ...   Feb 25 2009, 09:00 PM
- - Sh@ko   მგონი გავაოფე და თ...   Feb 26 2009, 01:17 PM
- - Bekward   ეს შეამოკლეთ თარგმ...   Feb 26 2009, 03:26 PM
- - gearge   "აცნობე მოდერს"   Feb 26 2009, 04:58 PM
- - otosaxela   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Feb 26 2009, 05:04 PM
- - Bekward   plastic TAB + Enter რას აკეთებ...   Feb 27 2009, 11:26 AM
- - Sh@ko   მონიშნულის ციტატა...   Feb 27 2009, 01:01 PM
- - Power_VANO   Sh@ko ციტატა(Sh@ko @ 27th Februa...   Feb 27 2009, 02:05 PM
- - otosaxela   Power_VANO "შეატყობინე ...   Feb 27 2009, 02:16 PM
- - Power_VANO   3-4 დღეში ახალ ღილაკ...   Feb 27 2009, 02:21 PM
- - otosaxela   Power_VANO ახალი პრობლემ...   Feb 27 2009, 02:23 PM
- - Power_VANO   ჰო, ვიცით ეგ. გრძელ ...   Feb 27 2009, 02:34 PM
- - Giena   otosaxela დაანებეთ ჩემ ც...   Feb 27 2009, 04:51 PM
- - otosaxela   Giena ციტატა(Giena @ 27th Februa...   Feb 27 2009, 05:35 PM
- - Bekward   ციტატა(beka_sh @ 27th February 20...   Feb 27 2009, 07:38 PM
- - Bekward   plastic ინგლისური ვინც...   Feb 28 2009, 09:26 AM
- - Power_VANO   ციტატა(plastic @ 28th February 20...   Mar 1 2009, 07:53 PM
- - Bekward   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Mar 1 2009, 08:01 PM
- - Power_VANO   არ აკლია, პირად ფოტ...   Mar 1 2009, 08:21 PM
- - otosaxela   Power_VANO ვანო, ქეშები გ...   Mar 2 2009, 03:35 PM
- - Power_VANO   ვერ მივხვდი, უფრო კ...   Mar 2 2009, 03:37 PM
- - otosaxela   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Mar 2 2009, 03:40 PM
- - Power_VANO   აჰა, დავააპდეიტებ ...   Mar 2 2009, 03:54 PM
- - otosaxel   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Mar 2 2009, 03:56 PM
- - Power_VANO   აჰა, ღილაკების დახ...   Mar 3 2009, 06:16 PM
- - otosaxel   plastic ციტატა(plastic @ 3rd Ma...   Mar 3 2009, 06:32 PM
- - Power_VANO   უმრავლესობამ გადა...   Mar 3 2009, 06:50 PM
- - otosaxel   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 3...   Mar 3 2009, 06:52 PM
- - CHABA   მე კი ვამბობდი ეგ კ...   Mar 3 2009, 07:05 PM
- - Bekward   მშვენიერია თავისი ...   Mar 3 2009, 07:56 PM
- - Power_VANO   დავამთავრე ღილაკე...   Mar 3 2009, 08:54 PM
- - gearge   მშვენიერი ნამუშევ...   Mar 3 2009, 09:11 PM
- - Bekward   Power_VANO რა შრიფტი გამო...   Mar 3 2009, 09:12 PM
2 გვერდი V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 05:46 AM