თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Off-Tech _ eBay Skype-ს ყიდის!

პოსტის ავტორი: Giga1 Apr 1 2010, 07:56 PM

Skype-ს ახალი მფლობელი ყავს!!!

eBay-მ ოფიციალურად გამოაცხადა Skype-ს მომავალი მფლობელის ვინაობა
როგორც იცით Skype 2005 წლიდან eBay-s საკუთრებაში იყო, ხოლო 2009 წელს მათ გაახმაურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Skype იყიდებოდა, მათ აგრეთვე გამოაცხადეს მისი მომავალი სავარაუდო მფლობელები, რომელთა შორის პირველი პრეტენდენტი ვენჩერული ფონდი Andreessen Horowitz და Index Ventures გახლდათ. ყველაფერი შეიცვალა 2010 წლის 7 თებერვალს როდესაც EBAY იძულებული გახდა ეღიარებინა სკაიპი წამგებიანად, ხოლო მისი ბოლო ვერსია (Skype 4.1) წარუმატებლად. 7 თებერვალსვე ფონდმა Andreessen Horowitz და Index Ventures რომელიც თავის დროზე სწორედ სკაიპის შეძენის მიზნით გაერთიანდა, ოფიციალურად გამოაცხადა დაშლის შესახებ და ამით სკაიპის გაყიდვის შანსი ერთი ორად შეამცირა. 2010 წლის 15 მარტს eBays მესვეურებმა გამართეს პრესკონფერენცია სადაც საუბარი შეეხო სკაიპსაც. მათ განაცხადეს რომ მიმდინარეობდა მზადება ახალი ექსპერიმენტული მოდელისთვის რომელიც შეძლებდა სკაიპის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამოყვანას, მაგრამ როგორც ჩანს პროექტმა არ გაამართლა. ოთხი დღის წინ eBay-მ ოფიციალურად განაცხადა სკაიპის ახალი მფლობელის შესახებ, როგორც ირკვევა პოპულარული რუსული საიტის,odnoklassniki.ru-ს მფლობელი ალბერტ პოპკოვი eBay-სთან უკვე თებერვლიდანვე აწარმოებდა მოლაპარაკებას.
გამოცხადდა პროგრამის გადაცემის ოფიციალური თარიღიც, 2010 წლის 25 მაისი. როგორც პოპკოვის წარმომადგენელმა განაცხადა ისინი ძალიან ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებენ, მაგალითად როგორიცაა, სურათების შეფასება, საჩუქრები და კონტაქტების კონტაქტებთან დაკავშირების შესაძლებლობა (ანუ იგივე რაც მეგობრების მეგობრები საიტზე). პოპკოვის განცხადებით უკვე დიდი ხანია რაც მას სკაიპის შესყიდვა ჰქონდა დასახული, “საიტმა odnoklassniki.ru დიდი პოპულარულობა მოიპოვა რუსულენოვან საზოგადოებაში, ამჯერად ჩვენი მიზანია გავხადოთ ის ინტერნაციონალური პროექტი, რის საშუალებასაც Skype თავისუფლად მოგვცემს” – განაცხადა მან ლონდონის პრესკონფერენციაზე. ექსპერტები ვარაუდობენ რომ სკაიპი გახდება Одноклассники-ს ინტერნაციონალური ჰიბრიდი, ოღონდ მესინჯერის სახით.

რათქმაუნდა საშინელი გადაწყვეტილებაა,რა წაგება ნახეს ისეთი,რომ ამაზე დათანხმდნენ.ეხლა სულ გააფუჭებენ sad.gif

პოსტის ავტორი: Giena Apr 1 2010, 08:03 PM

Giga1
ე.ი. მომიწევს პირადად სხვა IM გადასვლა smile.gif არ ვენდობი მე odnoklassniki-ს...

პოსტის ავტორი: Giga1 Apr 1 2010, 08:09 PM

Giena

ციტატა(Giena @ 1st April 2010 - 08:03 PM) *
ე.ი. მომიწევს პირადად სხვა IM გადასვლა smile.gif არ ვენდობი მე odnoklassniki-ს...

გეთანხმები მეც smile.gif Live Messanger-ზე გადავინაცვლე უკვე,გაასაზიზღრებენ ეხლა Skype-ს sad.gif


პოსტის ავტორი: Giena Apr 1 2010, 08:09 PM

Giga1

ციტატა(gigalobjanidze @ 2nd April 2010 - 12:04 AM) *
,გაასაზიზღრებენ ეხლა Skype-ს

არა მაგიტომ, ანუ ფორმას, რომ შეუცვლიან ეგ მკიდია, მაგრამ რუსების სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა არ არის ჩემთვის პირადად "მომგებიანი" smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Apr 1 2010, 08:13 PM

Giena

ციტატა(Giena @ 1st April 2010 - 09:09 PM) *
არა მაგიტომ, ანუ ფორმას, რომ შეუცვლიან ეგ მკიდია, მაგრამ რუსების სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა არ არის ჩემთვის პირადად "მომგებიანი"

ეგ არავისთვის არ იქნება მომგებიანი,დამიჯერე smile.gif


laugh.gif აი რა ყოფილა თურმე,დასახურია თემა,დეზინფორმაცია იყო

პოსტის ავტორი: Giena Apr 1 2010, 08:26 PM

Giga1

ციტატა(gigalobjanidze @ 2nd April 2010 - 12:13 AM) *
ეგ არავისთვის არ იქნება მომგებიანი,დამიჯერე

ხო, მაგრამ ნახევარი საქართველო მაინც იყენებს smile.gif თუ მეტი არა smile.gif

პოსტის ავტორი: domen Apr 1 2010, 08:57 PM

Giga1
ყოჩაღ ჩვენებს, ფანტაზია ჰქონიათ biggrin.gif თუმცა ეტყობოდა, საპირველაპრილო რომ იყო :-) მით უმეტეს, დღეს http://www.engadget.com/2010/04/01/april-fools-day-roundup-let-me-topeka-that-for-you-edition/ ვნახე, მაგას აღარ დავიჯერებ biggrin.gif

P.S. თუ მეხსიერება არ მღალატობს, სკაიპის წილი გაიყიდა უკვე. გადამოწმება მეზარება, მომიტევეთ :-)

პოსტის ავტორი: fashisti May 2 2010, 07:52 PM

სკაიპი მართლა გაიყიდა ოღონდ ერთი წლის წინ იყო ეგ თუარვცდები თუ მემგონი აპირებდნენ გაყიდვას და არ გაიყიდა...

პ.ს. სკაიპით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ უნდა გადასცეთ სხვა ადამიანს გინდ ოდნოკლასნიკის მფლობელობაში იყოს და უცხოპლანეტელების smile.gif