თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შესახებ _ რეკომენდაციები

პოსტის ავტორი: domen Feb 25 2009, 09:05 PM

ეს თემა ძირითადად აქტიური წევრებისთვისაა, მაგრამ ახლებსაც მივიღებთ :-)

მოკლედ, ძვირფასო ძველო ფორუმელებო, როგორც ხედავთ, ნელ-ნელა ვაცოცხლებთ საიტსაც და ფორუმსაც, დავიწყეთ განახლებები და ვცდილობთ, დავიბრუნოთ ძველი პოპულარობა smile.gif ჰოდა, გვაინტერესებს თქვენი აზრი საიტზე გამოქვეყნებული სიახლეების შესახებ. რაზე ვწეროთ უფრო მეტი, რა უფრო საინტერესო იქნება, კარგია თუ არა ის სტილი, რომლითაც ახლა ვწერთ და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი, რაც საიტზე გამოქვეყნებულ კონტენტს შეეხება smile.gif

გელოდებით smile.gif

P.S. ასეთი თემა არსებობს უკვე, მაგრამ ის უფრო ზოგადი ტიპისაა, ამიტომ გავხსენი ახალი (ჩემ თავთან ვიმართლებ თავს tongue.gif)

პოსტის ავტორი: achiko Feb 26 2009, 02:22 PM

სიახლეებს არ ვკითხულობდი მარტო ფორუმზე შემოვდიოდი.

პოსტის ავტორი: otosaxela Feb 26 2009, 05:00 PM

domen
პირველ რიგშI ტექნიკურზე smile.gif, ჯერ IPB-ს ღილაკები შეცვალე smile.gif, ესენი არ მიდის "რაღაც" ამ ვერსიაზე smile.gif

მერე ნიუსებს რაც შეეხება მომწონს, უბრალოდ ზოგჯერ სოფტი ჭარბობს ზოგჯერ ჰარდი და ცოტა ბალასნირებული რომ იყოს უფრო ამგარი იქნება smile.gif,
ისე რამდენიმე სტატია მაქ გეგმაში wink.gif

პოსტის ავტორი: Giena Feb 27 2009, 12:10 AM

მე ვფიქრობ უფრო ტექნიკური სიახლეები და უფასო, ღია კოდის პროგრამებზე ინფორმაციები თავისი გადმოსაწერი ბმულით, არავითარ შემთხვევაში ფასიანი პროგრამების ბმულები, რადგან ქართველი მომხმარებელი არის ვარეზებს მიჩვეული და რომ დაინახავს რომ კრეკები არ იდება გული აუცრუვდეს შეიძლება smile.gif ეს პირადი გამოცდილებით ვამბობ smile.gif იყო ერთი რუსული ძალიან კარგი ვარეზი, არც პორნოები იყო არც უაზრო პოპაპები და იყო კარგად შერჩეული და გემოვნებიანი სოფტი, თან მაქედან გამაზვა (კრეკი არ მიდიოდეს, სერიული არ ემთხვეოდეს და ასე შემდეგ) არ მინახავს, ერთი პერიოდი გაითიშა საიტი და რომ ჩაირთო შევარდი რაღაცა პროგრამის გადმოსაწერად და გადმოვწერე უკრეკოთ biggrin.gif მაგრად გამიტყდა სიმართლე გითხრათ და ღარც შევდივარ მაგ საიტზე smile.gif კიდევ ნავიგაციიდან აშკარად უნდა ამოვარდეს ჩანართი Warez tongue.gif

პოსტის ავტორი: domen Feb 27 2009, 08:59 AM

Giena
არადა, ბოლო სიახლეებში PrinterShare (Shareware სოფტია, კრეკი არ დაგვიდია) ყველაზე მონახულებადია :-) ძირითადი საიტის მერე ერთ დიდ სიახლეს გავუშვებ და იქ ვიტყვი, რომ კრეკები აღარ გვექნება :-) სამაგიეროდ, საინტერესო სოფტი გვექნება სულ, კარგი სიახლეები და სტატიებიც, კიდევ რამდენიმე რამე ვგეგმავთ, ოღონდ ისინი საიდუმლოა ჯერ tongue.gif ანუ, შემოსასვლელად მიზეზი იქნება ნამდვილად :-) თან, ვინ იცის, ამდენ ვარეზებში იქნებ ვინმე აგვყვეს და ჩვენი დადებული პროგრამებისთვის კრეკები დადოს, საქმე გაუჩნდებათ biggrin.gif

ვარეზიც ამოვარდება აუცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: domen Feb 27 2009, 09:19 AM

plastic
თუ გადავედით ახალ ძრავზე, სიახლეები არც გადავა, დაკონსერვდება და იქნება ძველ საიტად, ახალზე კი ვარეზ განყოფილება არ იქნება საერთოდ smile.gif აი, თუ დავრჩით, მაშინ ალბათ უბრალოდ გაქრება ყველა ვარეზ სიახლე smile.gif პრინციპში რაღა სიახლეები ეგენია, თუ ოთოს MS Visual Studio-ს არ გავითვალისწინებთ, ყველა ორი წლისა და აღარცერთის ბმული აღარ მუშაობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giena Feb 27 2009, 02:11 PM

domen

ციტატა
რადა, ბოლო სიახლეებში PrinterShare (Shareware სოფტია, კრეკი არ დაგვიდია) ყველაზე მონახულებადია :-)

მეც დიდი სიამოვნებით შევირბინე გადმოსაწერად, ისეთი გემრიელი აღწერა ქონდა, მაგრამ რომ ვნახე რომ კრეკი არ ქონდა შევეშვი tongue.gif და ეს ყველაფერი იმიტომ კი არა, რომ კრეკს ვერ მოვიძიებ ან ვერ მოვუხერხებ რამეს, უბრალოდ გული ამიცრუვდა smile.gif ამიტომ ვამბობ, რომ არ ღირს! და თუ სხვა "გეგმები" არსებობს იმისათვის, რომ მომხმარებელი აუცილებლად შემოვიდეს რაღა საჭიროა ფასიანი პროგრამების დადება?

P.S. "ციტატაში ჩასმა" არ მუშაობს tongue.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 27 2009, 02:13 PM

ციტატა(Giena @ 27th February 2009 - 06:11 PM) *
P.S. "ციტატაში ჩასმა" არ მუშაობს


მუშაობს smile.gif სხვა ბროუზერით სცადე აბა, შენთაა აშკარად პრობლემა smile.gif ეხლა მაგით ჩავსვი ციტატა.

P.S. ჩვენი გზავნილი წამოვიდა დღეს გერმანიიდან smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Feb 27 2009, 02:28 PM

Power_VANO
ხო Google Chrome-ში არ მუშაობს sad.gif


ციტატა
P.S. ჩვენი გზავნილი წამოვიდა დღეს გერმანიიდან smile.gif

cool.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: CHABA Feb 27 2009, 03:30 PM

მე სიამოვნებით წავიკითხავდი თანამდროვე ტექნოლოგიებზე, ახალ იდეებზე, გამოგონებებზე, რადიო და რობო ტექნიკაზეც თუ შეიძლება tongue.gif

ძაან დიდ ფინანსურ და ტექნიკურ პრობლემებტან თუ არააა დაკავშირებული იქნებ რამე განყოფილებ დაემატოს და filehippo.com მსგავსი რო იყოს რაღა თქმა უნდა ეროვნულ სერვერზე დადებული ფაილებით

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Feb 28 2009, 08:32 AM

რაც შეეხება კრეკებს, მართალია, მთავარ გვერდზე არ ღირს მაგათი დადება ვარეზის ფორმა რომ არ ქონდეს, მაგრამ როგორც domen- მა აღნიშნა, შეიძლება ფორუმზე დავდოთ, თან მთავარ სიახლეში ფორუმის შესაბამისი თემის გვერდი უნდა მივუთითოთ (თუ იქნება რა თქმა უნდა), ოღონდ დაცული, რათა მომხმარებელი დარეგისტრირდეს და მერე იქნებ სხვა საინტერესო რამეებიც აღმოაჩინოს

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 16 2009, 01:49 PM

domen
Power_VANO
სერვერზე თუ არის ადგილი, რომ ვთავათ რამე სარკე გაკეთდეს, ვთქვათ Fedora-სი, ანუ სულაც ubuntu-სი?

და კიდევ, (მო)ვითხოვ, IRC სერვერს კომპინფოზე smile.gif irc://compinfo.ge იფ რა კარგი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 16 2009, 09:29 PM

otosaxel
ერთხელ ხომ ვცადეთ irq და არ გაამართლასავით

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 17 2009, 09:33 AM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 17th March 2009 - 01:29 AM) *
ერთხელ ხომ ვცადეთ irq და არ გაამართლასავით

კი მაგრამ რაც უცხოურ ინტერნტს ვუყურებ სულ IRC-ებია, თან მაგარი ტექნოლოგიაა smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 19 2009, 07:09 PM

კიდევ ერთი "იდეა" მომივიდა,
როგორც გადაწყდა, მთავარ საიტზე არ იქნება ვარეზი, ეს კარგია, მაგრამ ფორუმზე "ვარეზული" რჩევების არარსებობ მემგონი გაუმართლებელი იქნება, ხოდა გააკეთეთ http://compinfo.ge/forum/index.php?showforum=13 განყოფილებაში ქვეგანყოფილება "compinfo.ge-ზე დადებული სოფტი" ან რაღაც ამდაგვარი, სადაც განხილული იქნება საჭიროების მიხედვით თემები მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული პროგრამების შესახებ: კრეკები, პატჩები, სერიალები და ა.შ, და ყოველი soft news-ის ქვემოთ ლინკი "განიხილე ფორუმზე" ან რაღაც ამდაგვარი, და თუკი არ იქნება თემა, იუზერმა თვითონ რომ შექმნას, აუცილებელი იყოს სიახლის სახელის და ლინკის მითითება, სტანდარტული პოსტები რომ იყოს თითოეული სოფტისტვის, ასეთი ნანახი მაქვს seclub.org-ზე თუ არ ვცდები, სდაც თამაშების "გადამუშავებული" ვერსიები იყო, ხოლო მთავარ გვერდზე კი ლინკები მწარმოებლის საიტზე,
მგონი იდეას მიმიხვდით, რას იტყვით?

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 19 2009, 07:13 PM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 19th March 2009 - 11:09 PM) *
კიდევ ერთი "იდეა" მომივიდა,
როგორც გადაწყდა, მთავარ საიტზე არ იქნება ვარეზი, ეს კარგია, მაგრამ ფორუმზე "ვარეზული" რჩევების არარსებობ მემგონი გაუმართლებელი იქნება, ხოდა გააკეთეთ პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში ქვეგანყოფილება "compinfo.ge-ზე დადებული სოფტი" ან რაღაც ამდაგვარი, სადაც განხილული იქნება საჭიროების მიხედვით თემები მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული პროგრამების შესახებ: კრეკები, პატჩები, სერიალები და ა.შ, და ყოველი soft news-ის ქვემოთ ლინკი "განიხილე ფორუმზე" ან რაღაც ამდაგვარი, და თუკი არ იქნება თემა, იუზერმა თვითონ რომ შექმნას, აუცილებელი იყოს სიახლის სახელის და ლინკის მითითება, სტანდარტული პოსტები რომ იყოს თითოეული სოფტისტვის, ასეთი ნანახი მაქვს seclub.org-ზე თუ არ ვცდები, სდაც თამაშების "გადამუშავებული" ვერსიები იყო, ხოლო მთავარ გვერდზე კი ლინკები მწარმოებლის საიტზე,
მგონი იდეას მიმიხვდით, რას იტყვით?

კარგია, მაგრამ, ამას უნდა კოდის დახვეწა და ფორუმის ინტეგრაცია საიტზე, ანუ სოფტის ნიუს რომ დადებ თემა გაიხნას, სხვა პონში ვერა tongue.gif, ანუ ავტომატურად

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 19 2009, 07:21 PM

plastic

ციტატა(plastic @ 19th March 2009 - 11:18 PM) *
მე პატარა კითხვა მაქვს ვანოსთან (ვანოსთან იმიტომ, რომ მხოლოდ მის ნიუსებში მხვდება).
მთავარ გვერდზე დადებულ სტატიებზე არსად არ ჩანს წარწერა: "დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს" (ბოდიშს ვიხდი, სავარაუდოდ, არასწორი ციტირებისთვის), ხო და, აი, სრულ ნიუსში კი ჩანს - ხოლმე. მგონი, არ არის საჭირო, ან თუ საჭიროა, - ძალიან მაინტერესებს, რისთვის

ვანომდე მე გიპასუხებ tongue.gif
შედი მაგ. აქ http://compinfo.ge/index.php?area=1&p=newsarchive&categ=3 smile.gif
ისე ეგრე ნიუსებს მეც ვუწერ tongue.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Mar 19 2009, 07:31 PM

plastic

ციტატა(plastic @ 19th March 2009 - 11:24 PM) *
otosaxel
ეგ სულ დამავიწყდა.
გასაგებია.
გმადლობ.

smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 19 2009, 07:36 PM

otosaxel
ნუ ავტომატურად თუ იქნება ბევრად ჯობია, თუ არა მანუალზე მაინც ვიჩალიჩოთ wink.gif

პოსტის ავტორი: სოსო Mar 27 2009, 06:06 PM

ჟურნალი აღარ გამოდის?
ერთ დროს აქტიურად ვკითხულობდი smile.gif
საქართველოში მანამდე ნორმალური გაზეთი ან ჟურნალი არ არსებობდა ეგეთ თემაზე

პოსტის ავტორი: domen Mar 27 2009, 06:38 PM

სოსო
მარადიული კითხვაა რა biggrin.gif

აღარ გამოდის, სამწუხაროდ sad.gif არც განახლება იგეგმება ჯერჯერობით და ძველი ნომრებიც არ მოიპოვება არც ციფრულ და არც ბეჭდურ ვერსიაში, რომ გადაათვალიერო sad.gif

ამწუთას მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია, ისაა, რომ მთავარ გვერდს და ფორუმს ვაცოცხლებთ, მომავალში ვნახოთ smile.gif


პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 27 2009, 08:16 PM

domen
მართლა რას შვები სოფტის ბაზაზე??
მართლა, ისე, კარგი იქნება WINDOWS FAQ&Instructions გავაკეთოთ, ბევრ რამეზე წერია უკვე სტატია, პირდაპირ ლინკებს ჩასვავ და ვსიო(მაგ windows XP/Vista-ს ინსტალაცია-აქტივაცია)
ასევე როგორ უნდა იმიჯის დისკზე ჩაწერა, (სხვადასხვა პროგრამებით, სკრინებით) ასევე სისტემის დაცვის კონფიგურირება და ა.შ

პოსტის ავტორი: სოსო Mar 28 2009, 07:38 AM

ციტატა(domen @ 27th March 2009 - 09:38 PM) *
აღარ გამოდის, სამწუხაროდ sad.gif არც განახლება იგეგმება ჯერჯერობით და ძველი ნომრებიც არ მოიპოვება არც ციფრულ და არც ბეჭდურ ვერსიაში, რომ გადაათვალიერო sad.gif

ამწუთას მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია, ისაა, რომ მთავარ გვერდს და ფორუმს ვაცოცხლებთ, მომავალში ვნახოთ smile.gif


ძველი ნომრების კოლექცია მაქვს სახლში smile.gif
ცუდა რო აღარ გამოდის მართლა კარგი ჟურნალი იყო
ზოგიერთი სტატია აქაც წაკითხული მაქვს ძველია ბევრი smile.gif
მემგონი შევსება უნდა

პოსტის ავტორი: gearge Sep 20 2010, 09:06 PM



http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=5680&hl= - არ წარმოადგენს სიახლეს, მაგრამ რეაგირებას საჭიროებს.

გუგლის მთარგმნელი, ჰეჰ...



ეს უკვე სერიოზულ პრობლემაზე უნდა მიანიშნებდეს! StopBadware-ის რჩევები ასეთი სიტუაციისთვის:

http://www.stopbadware.org/home/security
http://www.stopbadware.org/home/reviewinfo

http://safebrowsing.clients.google.com/safebrowsing/diagnostic?client=Firefox&hl=en-GB&site=http://compinfo.ge/

მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება ანალოგიურ და უფრო ცნობილ/რეიტინგულ რესურსებს:

http://www.mywot.com/en/scorecard/compinfo.ge

კომპინფოს არ აქვს შეფასებები ამ პოპულარულ საიტზე, რაც მის ჯამურ რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს. აქ საზოგადოების (ათქვენი კომპინფოელებო) მხარდაჭერის გარეშე ვერ შევცვლით მდგომარეობას - კომპინფოსთვის უმნიშვნელოვანესია ყოველი თქვენგანის შეფასება გაკეთებული myWOT.com-ზე.

http://www.websecurityguard.com/results.aspx?qkw=compinfo.ge

ამ საიტისთვის ჩვენ არ ვარსებობთ, რაც გამოსწორებას ექვემდებარება, მაგრამ პრიორიტეტს ნამდვილად არ წარმოადგენს.

ამავდროულად, სასიხარულოა შემდეგი რესურსების შეფასებები:

http://www.browserdefender.com/site/compinfo.ge/
http://www.siteadvisor.com/sites/compinfo.ge
http://safeweb.norton.com/report/show?url=compinfo.ge

მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს!

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 21 2010, 05:36 PM

გავასწორე გუგლის მაიმუნობა. ბევრ ქართულ საიტს მოედო ერთდროულად, როგორც ჩანს, "ჩერეზ" top.ge.

რევიუ გავაკეთებინე გუგლს და მოიხსნა მალვეირის სტატუსი smile.gif

პოსტის ავტორი: VikaKt Dec 9 2013, 10:45 AM

ЕПТИ СПС ОГРОМНОЕhttp://bank-vkladi.ru/