თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ტერმინები განმარტებები _ როგორ დავსვათ შეკითხვა

პოსტის ავტორი: domen Nov 17 2007, 08:14 AM

რასაც აქ დავპოსტავ, შემოკლებული ვარიანტია http://maxo127.myweb.ge/Geo/Articles/smart-questions_ge.html, გირჩევთ ისიც მთლიანად წაიკითხოთ.

როგორ დავსვათ შეკითხვა
  1. სანამ ფორუმამდე მიხვიდოდეთ, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება(საძიებო სისტემა, თვითონ პრობლემატური პროგრამის დამხმარეები(Manuals), მცოდნე ნაცნობი და ა.შ.), დარწმუნდით, რომ ისინი უსარგებლოა(საძიებო სისტემების შემთხვევაში პირველი 50 ბმული მაინც გადაათვალიერეთ) და მხოლოდ ამის შემდეგ აარჩიეთ ფორუმი, სადაც კითხვას დასვამთ.
  2. აარჩიეთ შესაბამისი განყოფილება
  3. თემას დაარქვით რაც შეიძლება მკაფიო სათაური, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ უაზროდ ბევრი სასვენი ნიშანი და "plz hlp"-ს მაგვარი კონსტრუქციები.
  4. პოსტი დაიწყეთ თქვენი ცოდნის დონის უხეში შეფასებით("კომპის ჩართვის მეტი თითქმის არაფერი ვიცი", "ორი წელია აქტიურად ვიყენებ" და ა.შ.), რომ ფორუმელებმა იცოდნენ, როგორ მიუდგნენ პრობლემას. მაგალითისთვის, თუ გოგონას, რომელსაც ჩეტის მეტი არაფერი გამოუყენებია, აინტერესებს, როგორ დაიცვას კომპი აბეზარი ნაცნობისგან, არ დააინტერესებს, რა ნიუანსები აქვს ამა თუ იმ ანტივირის გამოყენებას, ვინმე "მონდომებული ყმაწვილისთვის" კი, რომელსაც უნდა, რომ ყველაფერს აკონტროლებდეს, ძალიან მოკლე პასუხი შეურაცხყოფა იქნება.
  5. აღწერეთ სამუშაო გარემო, რომელსაც თქვენ იყენებთ(კომპიუტერის კონფიგურაცია, ოპერაციული სისტემა, პროგრამული უზრუნველყოფის სახელწოდება და ვერსია და ა.შ.)
  6. აღწერეთ თქვენი პრობლემა დაწვრილებით.
  7. მიუთითეთ, რომ ყველა თქვენს ხელთ არსებული რესურსი ამოწურეთ(რომ ფორუმელებმა იცოდნენ, რომ თქვენ არა მხოლოდ პასიურად ითხოვთ მათგან დახმარებას, არამედ თვითონაც ეძებთ გადაწყვეტის გზებს).
  8. გამოთქვით ვარაუდები, რომლებიც გაგიჩნდათ პრობლემის გადაწყვეტის ძიებისას ან მიუთითეთ, რომ ვარაუდებიც არ გაქვთ.
  9. თუკი პასუხი გაგცეს და პრობლემაც, ბოლო-ბოლო, გადაიჭრა, არ დაგავიწყდეთ, მოკლედ აღწეროთ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და მადლობა გადაუხადოთ ფორუმელებს დახმარებისთვის, თუნდაც პრობლემის გადაწყვეტის გზა მათი მოწოდებული არ იყოს.