თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ კომპიუტერული თავგადასავლები _ ხელოვნური ინტელექტი

პოსტის ავტორი: Classical Jun 3 2009, 02:31 PM

აბა გისმენთ ჯერ თქვენი აზრები მაინტერესებს





თუ არასწორ ადგილას გავხსენი თემა გადაიტანეთ სხვა განყოფილება უფრო ნაკლებად შეესაბამება თემის სახელს და შინაარს და რავიცი . . . :-)

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 3 2009, 02:33 PM

Classical

ციტატა(classical @ 3rd June 2009 - 06:31 PM) *
აბა გისმენთ ჯერ თქვენი აზრები მაინტერესებს





თუ არასწორ ადგილას გავხსენი თემა გადაიტანეთ სხვა განყოფილება უფრო ნაკლებად შეესაბამება თემის სახელს და შინაარს და რავიცი . . . :-)

მგონი ჩემი აზრი გასაგებია, მომყავს ციტატები:
ციტატა(otosaxel @ Jun 3 2009, 05:59 PM) *
და რაა გასახარი!!!!!!!!!
ასე უახლოვდებით მატრიცას!
უკვე ее-ეა! ცოტაც და ეგაა ჯერ ტერმინატორი და მერე მატრიცა smile.gif


ისე მარლთა შთაბმბეჭდავია, მაგრამ ეს მიდის ее-მდე smile.gif

ციტატა(otosaxel @ Jun 3 2009, 06:12 PM) *
Classical
ციტატა(classical @ 3rd June 2009 - 06:07 PM) *
რა არის ee ?

искусственный интеллект smile.gif
ციტატა(classical @ 3rd June 2009 - 06:07 PM) *
ვშიშობ შენი შიში უსაფუძვლოა (ტაფტოლოგიაა მარა იყოს)

"ვგონებ" ჯობდა biggrin.gif
მაგრამ მთელი მუღამი იმაშია რომ არაა უსაფუჭვლო, ჩამოეკიდება ადამიანი კომპს, გამოირთვება დენი და მერე ...
ამიტომ კომპი უნდა იყოს კომპ. მანიკთა ხვედრი მხოლოდ, აი ისე 90-იანების კომპები რომაა, კონსოლი მართვა smile.gif

პოსტის ავტორი: Classical Jun 3 2009, 02:46 PM

ჩემი თხოვნაა http://www.link.ge/file/252426/z-kochladze-leqciebi.doc.html და წაიკითხოთ ვისაც ამ თემაზე უნდა კამათი თუ არ გეზარებათ რათქმაუნდა tongue.gif

აქ რომ დავაკოპირო ძაან დიდია და თან Convert.ge ზე უნდა ჩალიჩი და მეზარება :-)

პოსტის ავტორი: Classical Jun 3 2009, 04:34 PM

ამ თემასთან დაკავშირებით ნახეთ შემდეგი ვიდეოები :

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=123751

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=124305

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=124196

და ბოლოს Michio Kaku ძალიან მაგარი კაცი კარგად მოუსმინეთ რას ამბობს :- )

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=124206

===========================================


პოსტის ავტორი: domen Jun 3 2009, 08:36 PM

Classical
და რაზე მიდის კამათი? huh.gif

პოსტის ავტორი: Classical Jun 3 2009, 10:11 PM

ციტატა
და რაზე მიდის კამათი?


გვემუქრება თუ არა ხელოვნური ინტელექტისგან რამე საფრთხე როცა შეიქმნება და საერთოდ კამათი ამ თემის ირგვლივ :-) უნდა შიქმენას თუ არა მაგალითად, ან შევძლებთ თუ არა მის შექმნას და ასე შემდეგ. აბა ჩაები მიდი tongue.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 4 2009, 08:47 AM

ფილმი როა მე რობოტი ხომ იცით? მანდაა რობოტექნიკის 3 კანონი

ციტატა
1, რობოტს არ შეუძლია თავისი მოქმედებით, ან თავისი უმოქმედობით დაუშვას, რომ ადამიანს ზიანი მიადგეს.

2, რობოტი უნდა ემორჩილებოდეს ადამიანის ყველა ბრძანებას, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის პირველ კანონთან.

3, რობოტი უნდა ზრუნავდეს თავის თავზე იმდენად რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება მეორე და პირველ კანონს.

აიზეკ აიზიმოვის კრებულიდანაა, ნუ აქ იგულისხმება, რომ რობოტებს ხელოვნური ინტელექტი აქვთ უკვე (compinfo-ზეც ეწერა ამ ფილმზე: http://www.compinfo.ge/index.php?type=review&area=1&p=articles&id=29&print=1)

ხოდა თუკი ოდესმე ნამდვილი ხელოვნური ინტელექტი შეიქმნება, ანუ არა ისეთი რომელიც წინასწარ დაპროგრამებული თუნდაც მილიონობით ალგორითმებზე მუშაობს, არამედ რომელშიც თვითგანვითარების ალგორითმი იქნება ჩადებული (რაღაც გადაცემები მაქვს მსგავს ალგორითმებზე ნანახი), ანუ დაახლოებით ადამიანის მსგავსი აზროვნება შეეძლება, ეს სამი კანონი ჰარდვეარის დონეზე უნდა იყოს ინტეგრირებული, მისგან გადახვევა მინიმუმ გათიშვას, მაქსიმუმ თვითგანადგურებას (გადაწვას რა) უნდა იწვევდეს, მაგრამ ეს ასე არ იქნება, რადგან ხელოვნური ინტელექტი პირველ რიგში სამხედრო საქმისთვის იქმნება- უპილოტო თვითმფრინავები, ტანკები და ა.შ,რაც თავისთავად გამორიცხავს ამ უნივერსალურ კანონებს...
მაგრამ არის კიდევ ერთი ნიუანსი: სამხედრო გამოყენებისთვის ხელოვნური ინტელექტი არ იქნება მთლად თავის ნებაზე მიშვებული, მასზე მკაცრი კონტროლის საშუალება იქნება, მაგრამ რა იცი რა მოხდება, თუნდაც ბანალური ფილმები გაიხსენეთ ჟან-კლოდ ვან-დამის მონაწილეობით :უნივერსალური ჯარისკაცი (1და 2) სადაც AI გაუტევს, ბლოკირებას მოიხსნის და რომ არა ვანდამი დაგვერხეოდა biggrin.gif
მოკლედ იმის თქმა ინდა, რომ ამ სამი კანონის გარეშე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მაინც რისკის შემცველია

თუმცა მატრიცა არ გვემუქრება, რადგან ადამიანის ბატარეიად გამოყენების პერსპექტივა საკმაოდ არახელსაყრელია, ფილმში უბრალოდ იდეის გულისთვის იყო მოყვანილი...
ხოლო ტერმინატორის ვარიანტი კი უფრო რეალურია biggrin.gif

აი ესაა ჩემი კომენტარი

P.S: მაგარი ვიდეოები იყო

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 4 2009, 09:25 AM

ციტატა
მაგრამ ეს ასე არ იქნება, რადგან ხელოვნური ინტელექტი პირველ რიგში სამხედრო საქმისთვის იქმნება


აიზეკ აზიმოვის "მე რობოტი" ფილმის სახით ძალიან შეკვეცილია და არ მომწონს წიგნთან შედარებით... smile.gif ამ სიტყვებზე

ციტატა
ამ სამი კანონის გარეშე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მაინც რისკის შემცველია


ისააკს (არასწორია სახელის თარგმანი, სხვა ვერსიით ვიცი რომ ისააკია ) "მე რობოტის" აქვს ერთ თავში აღწერილი... რობოფსიქოლოგი სიუზენ ქელვინი რომ იძიებს რობოტის ბაზიდან გაქცევის შემთხვევას. ამ ბაზაზე მუშაობდნენ NS 35 (თუ რაცხა ნომრები biggrin.gif სახელად ნესტორს ეძახდნენ) რომლებიც NS 32-ისგან განსხვავდებოდნენ პირველი კანონით, რომელიც ასე ჩააპროგრამეს პოზიტრონულ ტვინში:

რობოტს არ შეუძლია რაიმე ზიანი მიაყენოს ადამიანს!

დანარჩენი მოაშორეს, რადგან ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე, სადაც ამ რობოტებს იყენებდნენ, არსებობდა გამა გამოსხივების წყარო, რომელიც ჩვეულებრივ რობოტებს, ნესტორ32-ს აზიანებდა, რადგან გამუდმებით ცდილობდნენ ადამიანების "გადარჩენას" biggrin.gif ხოდა ეს მოდერნიზებული რობოტი აღარ "წუხდებოდა" და საქმეს არ "ცდებოდა".


მერე ისე მოხდა რომ ერთ-ერთი ნესტორ 35-ის მეთვალყურე გაბრაზდა და რობოტს უთხრა თავიდან დამეკარგეო biggrin.gif ისიც დაიკარგა და შეერია ბაზაზე ახლად მიყვანილ ნესტორ 32-ებს, მგონი 100 რობოტს tongue.gif


ჯერ სიუზენ ქელვინს უმალავდნენ, რომ პირველი კანონი იყო მოდიფიცირებული... აიღეთ და ახალი რობოტებიდან ერთ-ერთი გამოიყენეთო, იძახდა. ბოლოს გაუმხილეს, გამოყენების მერე უნდა გაგვენადგურებინა მაინცო. ხოდა ქელვინმა ასეთი მაგალითი მოიყვანა იმის დასადასტურებლად რომ არცერთი კანონის შეცვლა არ შეიძლება:

"მაგ მოდიფიცირებულ რობოტს შეუძლია ადამიანის თავზე მაღლიდან მძიმე ტვირთს ხელი გაუშვას... ამით არ დაარღვევს პირველ კანონს, რადგან შეუძლია ეს ტვირთი ჰაერში დაიჭიროს და ადამიანს არაფერი დაუშავდეს, მაგრამ რადგან მოდიფიცირებული კანონი არ ავალდებულებს მოქმედებას, როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, "დაიკიდებს" და ტვირთის დაცემას ხელს არ შეუძლისო tongue.gif"


ასე რომ, სამ კანონს ხელი დაედება და ვიღაცას წითელი აენთება!!! biggrin.gif



მ.მ. მოდიფიცირებული რობოტები სხვეთან შედარებით თავხედები და ამპარტავნები გამოვიდნენ, რის გამოც ეჩხუბა პირადი ინსტრუქტორი (ნერვებს უშლიდა ზედმეტი ცნობისმოყვარეობით biggrin.gif) და რამაც დიდი როლი შეასრულა ნესტორ 35-ის დაჭერაში. ტესტირებას უტარებდნენ პირველ კანონზე, მაგრამ ნესტორ 35 დანარჩენებს ბაძავდა. ხოდა ასეთი მოიფიქრეს: ჩვეულებრივი რობოტები კი აფიქსირებდნენ, მაგრამ ვერ ცნობდნენ მავნე და უწყინარ გამოსხივებას, ხოდა ქელვინმა 101 რობოტს უბრძანა, თუ ადამიანს საფრთხეში დაინახავთ მაგრამ გზად მავნე გამოსხივებასაც შეამჩნევთ (სანამ ადამიანამდე მიხვალთ, გადაიწვებით და ტყუილად დაიღუპებითო), შეგიძლიათ არ გადაარჩინოთო და ინფრა გამოსხივება გააშვენინა... 100 რობოტი არ გაინძრა და იმ ერთმა ხო იცოდა, რომ უსაფრთხო გამოსხივება იყო, ადამიანის "გადარჩენა" სცადა... დაიწვა კიდეც... wink.gif მერე ქელვინის მოკვლა სცადა, მაგრამ უჭირდა მოკვლა, პირველი კანიონის ნარჩენები აკავებდა, თუმცა ხელით აწვებოდა მაინც, რომ გაეჭყლიტა... გადაწვეს გამა სხივებით

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 4 2009, 10:04 AM

Sh@ko
ვიცი, მეც წაკითხული მაქვს ეგ ნოველები, გამა გამოსხივება პოზიტრონულ ტვინს უწვავდა biggrin.gif
ერთი საინტერესო ნოველაა კიდევ მზის ენერგოსადგურზე მზის ქურუმები რომ გაიჩითებიან, არადა მათ სამივე კანონი ქონდათ ჩაპროგრამებული......

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 4 2009, 11:24 AM

gi0_kiborg
არა არს ღმერთი თვინიერ /უფლისა/ და ქიუთი (QT) არს მოციქული მისი biggrin.gif


დეფექტგაპარული რობოტიც იშვიათი ეგზემპლარია, ტელეპატობის ნიჭი რომ დაჰყვა... smile.gif მატყუარა. პრინციპში რა მისი ბრალი იყო... ადამიანის ვნება არა მხოლოდ ფიზიკურია ნაგულისმები, არამედ მორალურიც... რასაც ფიქრობდა და ნატრობდა, ისიც იმას ეუბნებოდა, რომ არ "ევნო" მათთვის tongue.gif საწყალი, დილემის წიანშე დააყენეს ბოლოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Classical Jun 4 2009, 02:16 PM

მგონი ცოტა სხვაგან გადაუხვიეთ :-)

ხელოვნური ინტელექტის შექმნა ერთია და მისი მოთავსება ''სხეულში'' მეორე ორივე ძალიან ძნელია. შეილება სხვა პერსპექტივაც დავინახოთ შიქმნას ხელოვნური ინტელექტი რომელსაც არ ექნება სხეული და იქნება ესე რომ ვთქვათ კოპიუტერულ ჩარჩოში ჩამჯდარი მგონი ესე უფრო უვნებელი იქნება და თუ გაბრაზდება და სისტემას მოშლის გაურკვეველი მიზეზების გამო და ამით საფრთხეში ჩაგვაგდებს მაშინ ჰაკერებზე იქნება კაცობრიობის ბედი biggrin.gif

და არა შვარცნეგერზე biggrin.gif

და კიდე რისი დამაეტება მინდოდა ხომ არ მოდის ხელოვნური ინტელექტის შექმნა წინააღმდეგობაში რელიგიასთან ? აბა დაფიქრდით smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 4 2009, 04:07 PM

Classical

ციტატა(classical @ 4th June 2009 - 06:16 PM) *
და კიდე რისი დამაეტება მინდოდა ხომ არ მოდის ხელოვნური ინტელექტის შექმნა წინააღმდეგობაში რელიგიასთან ? აბა დაფიქრდით

:yes: smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 4 2009, 05:51 PM

ციტატა(classical @ 4th June 2009 - 02:16 PM) *
და კიდე რისი დამაეტება მინდოდა ხომ არ მოდის ხელოვნური ინტელექტის შექმნა წინააღმდეგობაში რელიგიასთან ? აბა დაფიქრდით smile.gif

მოდის smile.gif

მე ასე ვფიქრობ და თქვენ? unsure.gif

პოსტის ავტორი: Classical Jun 4 2009, 06:47 PM

მოდის მოდის მაგრამ რატომ უნდა დაწეროთ მარტო დათანხმება არაა საკმარისი კამათი მიდის აქ smile.gif

თუ ქრუსტიანები ვართ და ქრისტიანულ ჩარჩოებში ჩავჯდებით ბოლომდე მაშინ ხელოვნური ინტელექტის შექმნა შეუძლებელია !

ცოტა ინტრიგულად გამოიყურება ჩემი წინადადება, მაგრამ ესე არის :-)

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 4 2009, 06:59 PM

რლიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ, ორივეს თავ თავისი ადგილი აქვს (მორჩა ილუმინატების დრო...)
რელიგიასთან წინააღმდეგობაში გენეტიკური ინჟინერიაც მოდის, მაგრამ რამდენი დიაბეტიანის სიცოცხლე იხსნა გენ-მოდიფიცირებულმა ნაწლავის ჩხირმა?
იცით რამდენი წამალი მიიღება გენ მოდიფიცირებული ცხოველებისგან და მცენარეებისგან (თვითონ საკვებად გამოყენებაზე არაფერს ვიტყვი, არც მე მიზიდავს დიდად)?
ამიტომ კიდევ ვიმეორებ რელიგიის და მეცნიერების დაპირისპირება არაა მიზანშეწონილი

ციტატა
მგონი ცოტა სხვაგან გადაუხვიეთ :-)

ხელოვნური ინტელექტის შექმნა ერთია და მისი მოთავსება ''სხეულში'' მეორე ორივე ძალიან ძნელია.


მაგას ასე შევხედოთ: თუკი კიბერნეტიკა, ინფორმატიკა იმ დოონეზე განვითარდა რომ ხელოვნური ინტელექტი შეიქმნას, მისი "პორტაბელიზაცია" არც ისე რთული იქნება, თუნდაც თანამედროვე ტექნიკის თვალსაზრისით-უკვე ნანოტექნოლოგიების ერაში ვართ გაიხსენეთ
აბა რა ძნელი იქნება ტანკში მეინფრეიმის დამონტაჟება?? ან ბომბდამშენში?

ციტატა
შეილება სხვა პერსპექტივაც დავინახოთ შიქმნას ხელოვნური ინტელექტი რომელსაც არ ექნება სხეული და იქნება ესე რომ ვთქვათ კოპიუტერულ ჩარჩოში ჩამჯდარი მგონი ესე უფრო უვნებელი იქნება


მაგაში გეთანხმები, ბოლო ბოლო "ტვინს" დენს გაუთიშავ...
მაგრამ იდეაში მაგ ტვინს უნდა ქონდეს უკაბელო კავშირი სამართავ ობიექტთან, რომლის ჩახშობაც არც ისე რთულია.. ამიტომ ცალკეულ იუნიტებსაც უნდა ქონდეს AI- ეს უბრალოდ აუცილებელია
ტერმინატორის მსგავს რობოტებს (T100 მოდელს მაინც თხევადი მეტალიდან შორს ვართbiggrin.gif)ჯერ არ უნდა ველოდოთ, მაგრამ უფრო დიდი ზომის და უფრო დამანგრევლების აგება არც ახლაა ძნელი

პოსტის ავტორი: Classical Jun 4 2009, 07:07 PM

ციტატა
რლიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ, ორივეს თავ თავისი ადგილი აქვს (მორჩა ილუმინატების დრო...)
რელიგიასთან წინააღმდეგობაში გენეტიკური ინჟინერიაც მოდის, მაგრამ რამდენი დიაბეტიანის სიცოცხლე იხსნა გენ-მოდიფიცირებულმა ნაწლავის ჩხირმა?
იცით რამდენი წამალი მიიღება გენ მოდიფიცირებული ცხოველებისგან და მცენარეებისგან (თვითონ საკვებად გამოყენებაზე არაფერს ვიტყვი, არც მე მიზიდავს დიდად)?
ამიტომ კიდევ ვიმეორებ რელიგიის და მეცნიერების დაპირისპირება არაა მიზანშეწონილი


არსად არ მიხსენებია დაპირისპირება მე ! მე ვთქვი წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან თქო smile.gif

ციტატა
მაგას ასე შევხედოთ: თუკი კიბერნეტიკა, ინფორმატიკა იმ დოონეზე განვითარდა რომ ხელოვნური ინტელექტი შეიქმნას, მისი "პორტაბელიზაცია" არც ისე რთული იქნება, თუნდაც თანამედროვე ტექნიკის თვალსაზრისით-უკვე ნანოტექნოლოგიების ერაში ვართ გაიხსენეთ
აბა რა ძნელი იქნება ტანკში მეინფრეიმის დამონტაჟება?? ან ბომბდამშენში?


სად ტანკი და სად ადამიანის სხეული რომელსაც მილიარდობით კუნთი და ნერვი აქვს იმისთვის, რომ ადამიანმა ერთ კუნთს მისცეს ბრძანება მილიარდობით მომედება ხდება წამის მეათასედში, მაგალითად როცა მე ვწერ აქ მილიარდობით მოქმედება ხორციელდება :-) არ არის ტექნიკა იმ დონეზე ეხლა და ვერც უახლოეს მომავალში იქნება რომ ეს შეიქმნას. ტანკზე არ მქონდა მე ლაპარაკი :-)

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 4 2009, 07:41 PM

ფიზიკური განხორციელება არაა მთავარი, ადამიანის მსგავსი თუ არ იქნება არ ეგაა მთავარი მთავარია შედეგი რაც "ჭკვიან" კომპიუტერს, ტანკს თუ ანდროიდს შეუძლია მოგვცეს, ერთი მხრივ ეგ კარგიცაა: უბრალოდ ჭკვიანი მტვერსასრუტი გაიხსენეთ რომელიღაც იაპონურმა ფირმამ რომ შექმნა, რომელიც თვითონ ალაგებს სახლს როცა ჰაერში ნტვერის დონე ნიშნულს გადაცდება და დაბრკოლებებსაც უვლის გვერდს... თუმცა ეგ AI არაა, რადგან მკაცრად განსაზღვრული ალგორითმები ამუშავებს, უბრალო მაგალითად წარმოვადგინე...
მაგრამ სამხედრო საქმეში მისი გამოყენება დიდ საფრთხეს შეიცავს ორივე მხარისთვის, ფანტასტიური ჟანრის რომანებსა თუ ფილმებში ხელოვნური ინტელექტის შექმნის მერე სულ უბედურება ხდება, ეს არაა შემთხვევითი, რადგან უბრალოდ სხვა განვითარება სიუჟეტის არ არსებობს: ერთხელაც კომპიუტერი გადაწყვეტს რომ ისაა მთავარი (მარტო სპილბერგის "ხელოვნური ინტელექტი" არის ამ მხრივ გამონაკლისი, სადაც შორეულ მომავალში თვითგანვითარებული რობოტები ადამიანების აღდგენას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ)
AI-ს გამოყენება მარტო სამეცნიერო მიზნებისთვისაა დასაშვები ჩემი აზრით: მაგალითად სამეცნიერო პრობლემის გადასაჭრელად, ფაქტიურად გენიოსი გეყოლება რა...ან მთვარესა და მარსზე ჭკვიანი დროიდების გასაშვებად (სადაც ახლანდელ ავტომატიზებულ ტექნიკას მაინც უჭირს)

ციტატა
არსად არ მიხსენებია დაპირისპირება მე ! მე ვთქვი წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან თქო

წინააღმდეგობაში მოდის, კი ბატონო, მაგრამ მერე რა ამაში საკამათო არაფერია
ციტატა
მოდის მოდის მაგრამ რატომ უნდა დაწეროთ მარტო დათანხმება არაა საკმარისი კამათი მიდის აქ
wink.gif

პოსტის ავტორი: alchemist Jun 4 2009, 07:44 PM

მოკლედ შემომაქვს ასეთი იდეა:
ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად არ იქნება საკმარისი კი და არა (1 და 0).
უნდა შეიქმნას ახალი ტიპის კომპიუტერი, რომელშიც გამოყენებული იქნება არა ორობითი, არამედ ხუთობითი სისტემა. შესაბამისი მნიშვნელობებით: "კი", "არა", "ისე-რა", "ხანდახან" და "რა ვიცი აბა". მოხალისეები გამოეხმაურეთ პოსტს და შემდეგ შევქმნათ მუშა ჯგუფი. wink.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 4 2009, 07:59 PM

alchemist
შე ფორუმიდან დაკარგულო რა სამუშაო ჯგუფი დიპლომს მიხედე biggrin.gif
არა მგონია ახალი სისტემა დასჭირდეს მაგას, ალბათობის გამოთვლით გარკვეულ პროცენტულ უბნებს გარკვეულ მნიშვნელობებს მიანიჭებ
მაგალითად 100%-კი
0%-არა
50%-ხანდახან
[>0;<50]- ისე-რა
[>50;<100] - ხშირად
ნუ უფრო ვიწრო შულედებიც შეიძლება და მაგის გაკეთება BASIC და Pascal-შიც არის შესაძლებელი ძალიან მარტივად
მაგრამ ეგ ხომ მაინც ალგორითმებით მოაზროვნე AI იქნება, იდეა კი თვითგანვითარებადი AI არის, რომელიც თვითონ ხვეწავს ალგორითმებს ცოდნისა და გამოცდილების შედეგად

პოსტის ავტორი: CHABA Jun 4 2009, 08:47 PM

რა არის ინტელექტი? თუ შეიძლება სრული განმარტება დაწერეთ ვინმემ თუ შეგიძლიათ ნუ მიპასუხებთ თუ შიძლება აზროვნების უნარიო tongue.gif რა არი ეგ აზროვნების უნარი? ანდა კონკრეტულად რა არი ეგ რიტაც ადამიანები განსხვავდებიან ცხოვლელებისგან? ან ცხოველები რიტი განსხვავდებიან რობოტებისგან?
კაია კითხვების დასმა და უკეთესია პპასუხის მიღება. კარგად კითხვის დასმაც რთულია ანუ მთლად იმას ვერ ვამბობ რაც მინდა რო ვიკითხო გამიგონია კარგად დასმული კითხვა ნახევარი პასუხიაო

მე იმის თქმა მინდა რო როგორც ბევრს წარმოუდგენია ხელოვნური ინტელექტი მგონი ეგეთი ვერასდროს იქნბა ანუ არ ექნება თავისუფალი ნება და ყოველთვის მონა იქნება სჰეიდზლება რამე დამანგრეველი გააკეტოს და საშიშიც მარა მაგას თუ ადამიანი მოსთხოვს როგორც ძღაპრულ ჯინს tongue.gif ჰოდა მთავარია თუ შეიმნა ხელოვნური ინტელექტი რაში გამოიყენებენ აანუ თუ მედიცინაში გამოიყენეს ან თუნდაც ენერგიის მოპოვების წყაროების ძებნაში მაგაზე კარგი არაფერი არ იქნება

მაგრა არეულ დარეულად დავწერე მარა იმედია ცოტა შინაარს მაინც გამოიტანთ რაც მინდოდა რო მეთქვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 4 2009, 09:34 PM

CHABA
http://www.link.ge/file/252426/z-kochladze-leqciebi.doc.html
ეს ნახე Classical-ის დადებული ლექციათა კურსია....
"მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ" ინტელექტი-ეს არის ადამიანის უნარი შეიძინოს ცოდნა, განავითაროს ის, ადაპტაცია მოახდინოს ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ახალ პირობებსა და სიტუაციებში, ლოგიკური აზროვნების საფუძველზე მივიდეს რაციონალურ (არაა აუცილებელი სწორ)დასკვნებამდე ისეთ სიტუაციებშიც კი სადაც მისი ცოდნა და გამოცდილება არაა საკმარისი...ასევე დიდი მნშვნელობა აქვს თავისუფალ ნებას
აქედან თითქმის ყველა თვისება ბევრ ცხოველსაც აქვს მეტ-ნაკლები სიძლიერით განვითარებული, ამიტომ მე პირადად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ინტელექტი ცოცხალი არსებებისგან მარტო ადამიანებს აქვთ, ზოგი ცხოველის ქცევა მარტო ინსტინქტებში არ ჯდება...
ხოლო კომპიუტერებს რაც შეეხება, ლოგიკა აქვთ განვითარებული, დასახული ამოცანების გადაჭრაც შეუძლიათ დიდი სიზუსტით თუკი ეს მათი "ცოდნის" ზღვრებს არ ცდება (თუმცა იმ ლექციების კურსში ნახსენებია პროგრამა, რომელიც ადამიანის აზროვნების თავისებურებეზეა დაფუძვნებული), მაგრამ, კომპიუტერებს ჯერ თავისუფალი ნება არ გააჩნიათ საბედნიეროდ....ლოგიკის იქეთაც ვერ მიდიან შორს...

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 5 2009, 08:01 AM

მინდა ავღნიშნო, რომ არ გადამიხვევია... განვავრცე. როცა ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, ის ჯერ არ არსებობს, ამიტომ გვიწევს თეორიებით საუბარი. აიზეკ აზიმოვის უკვე წარმოთქმულ თეორიებზე ვსაუბრობდით, რათა უკეთ წარმოგვედგინა, რომ შეიძლება არსებობდეს რაღაც შეცდომები, რომლებიც რთული ხასიათის შეიძლება აღმოჩნდეს...


რაც შეეხება AI-ს რელიგიასთან წინააღმდეგობას. დღევანდელ ცხოვრებაში ბევრი რამე მოდის რელიგიასთან წინააღმდეგობაში (ანუ, არარელიგიურია): გენური ინჟინერია, მილიტარიზაცია, გლობალიზაცია, კომპიუტერიზაცია ხო საერთოდ biggrin.gif ისე, ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ სადღაც მომავალში შეიქმნება ახალი რელიგიაო (ეგეც ლელა კაკულია იყო რა tongue.gif ), რადგან ხალხს ვერ გააჩერებენო ძველი რელიგიითო.


ადამიანმა რომ ხელოვნური ინტელექტი შექმნას, რომელიც დამოუკიდებლად იარსებებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს, ფაქტობრივად, მინი-ღმერთი გამოვა იმ AI-სთვის... ეხლა იმაზე დავფიქრდი, ვანგას ეს წინასწარმეტყველება ამაზე ხო არაა?! biggrin.gif მაგალითად, ნოსტრადამუსი რომ წინასწარმეტყველბდა, ვერ ცნობდა ჩვენი ტექნიკის "მიღწევებს" და რასაც მიამსგავსებდა, იმას შეადარებდა... (ზღვიდან ამოსული ურჩხული, რომელიც გაანადგურებს მოკავშირეთა გემს - ატომური წყალქვეშა ნავი, ვერ ვიხსენებ კიდე tongue.gif) იქნებ ვანგამაც ვერ გაარჩია ხელოვნური ადამიანები რეალურისაგან?... და რელიგიაში ეგ იგულისხმა?! რიავიცი. (წინასწარმეტყველებების ნაკლებად მჯერა)





მ.მ. ჩემი შკალით ზუსტად ვერ ვიტყვი, შეიძლება თუ არა AI-ს შექმნა... ყველა შემთხვევაში ვემხრობი ამხანაგ აიზეკის მოსაზრებას რობოტიკის სამი კანონის ფართომაშტაბიან და უპირობო გამოყენებას როგორც რობოტიკის, ისე AI-სთან მიმართებაში! smile.gif

------------------------

ფილმი "ხელოვნური ინტელექტი" მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი... ვინმემ ხო არ იცით ქართულად სადმე თუ იქნება? გამოგვადგება საკამათოდ!

პოსტის ავტორი: Giga1 Jun 5 2009, 08:54 AM

დაპირისპირება მეტისმეტია smile.gif
უბრალოდ კამათი tongue.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 5 2009, 01:05 PM

კარგით რა გერნურ ინჟინერიას თუ გამოიყენებ, იმ ცილების მისაღებად რაც საჭიროა ვთქვათ რამე ანტიბიოტიკისთვის, ან ისეთი საკვებისთვის უდაბნოში რომ მოდიოდეს, კარგია, მაგრამ თუ გამოიყენებ ეწ. "სიცოხლის ელიქსირის" ვარინატში მაშინ უკვე მოდის წინააღმდეგობაში, ასევეა კომპიც wink.gif, ამიტომ შეეშვით გრაფიკას, წინ, unix-ის კენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 5 2009, 01:21 PM

otosaxel
კიდევ ერთხელ ამტკიცებ რომ კონსერვატორიზმი პროგრესის ხელსი შემშლელია...tongue.gif
კონსოლები დავუტოვოთ სისადმინებს და ჩვენ კომფორტზე ვიფიქროთ
რა აჯობებს, სახლში რომ მიხვალ წამოწვები და კომპს ჩართავ და ეუბნები აბა ეს მუსიკა მომიძებნე, ის ფილმი, ანეგდოტი მომიყევი რამეო, ან უბრალოდ უფროსზე დაგრუზული გულს რომ მოიფხან მეტალოპლასტიკის მეგობართან biggrin.gif
ამ დროს გაზი თავისით აინთებადა საჭმელს გაგიცხელებს, პატარა რობოტი ჩუსტებს მოგიტანს, კონდიციონერი დაყენდება შენი ხასითის მიხედვით ასევე განათება biggrin.gif (ნამეტანი გავუტიე)

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 5 2009, 01:31 PM

gi0_kiborg, მერე გაბრაზებული რო იყვე, ან ნევროზი გჭირდეს, მოხვიდე, AI-ს ყუვირო, შე უტვინო, მუსიკას მომასმენინეო... ხოდა ჩაირთოს მუსიკა, კონდიცირება გამოირთოს, გაზი აინთება, ოღონდ უცეცხლოდ... tongue.gif კარები და ფანჯრები დაიბლოკება ამავდროულად


მეც გავუტიე tongue.gif მაგრამ აქტუალურია AI-ს ავკარგიანობა, ანუ რამდენად უსაფრთხო იქნება მისი გამოყენება

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 5 2009, 01:34 PM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 5th June 2009 - 05:21 PM) *
კიდევ ერთხელ ამტკიცებ რომ კონსერვატორიზმი პროგრესის ხელსი შემშლელია...
კონსოლები დავუტოვოთ სისადმინებს და ჩვენ კომფორტზე ვიფიქროთ
რა აჯობებს, სახლში რომ მიხვალ წამოწვები და კომპს ჩართავ და ეუბნები აბა ეს მუსიკა მომიძებნე, ის ფილმი, ანეგდოტი მომიყევი რამეო, ან უბრალოდ უფროსზე დაგრუზული გულს რომ მოიფხან მეტალოპლასტიკის მეგობართან
ამ დროს გაზი თავისით აინთებადა საჭმელს გაგიცხელებს, პატარა რობოტი ჩუსტებს მოგიტანს, კონდიციონერი დაყენდება შენი ხასითის მიხედვით ასევე განათება (ნამეტანი გავუტიე)

и ти будешь жить в матрице wink.gif (ოღონდ კომპზე მიუერთებლად tongue.gif)

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 5 2009, 02:28 PM

ციტატა(Sh@ko @ Jun 5 2009, 04:31 PM) *
gi0_kiborg, მერე გაბრაზებული რო იყვე, ან ნევროზი გჭირდეს, მოხვიდე, AI-ს ყუვირო, შე უტვინო, მუსიკას მომასმენინეო... ხოდა ჩაირთოს მუსიკა, კონდიცირება გამოირთოს, გაზი აინთება, ოღონდ უცეცხლოდ... tongue.gif კარები და ფანჯრები დაიბლოკება ამავდროულად


მეც გავუტიე tongue.gif მაგრამ აქტუალურია AI-ს ავკარგიანობა, ანუ რამდენად უსაფრთხო იქნება მისი გამოყენება


ფსიქოლოგიის კურსიც ექნება ჩადებული "საშინაო" AI-ს ან მე თვითონ ვეტყვი მონახე და გადაიკითხე ფროიდითქო biggrin.gif biggrin.gif
თან 3 კანონი არ დაგავიწყდეს,მაგათ აუცილებლობაზე ხომ შევთანხმდით

ციტატა
и ти будешь жить в матрице (ოღონდ კომპზე მიუერთებლად )

რა მნიშვნელობა აქვს რაფიკულ გარსში დაიკარგები თუ მონოქრომატულ კონსოლში? biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jun 5 2009, 03:09 PM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 5th June 2009 - 06:28 PM) *
რა მნიშვნელობა აქვს რაფიკულ გარსში დაიკარგები თუ მონოქრომატულ კონსოლში?

კონსოლი ცოცახალი არ არის wink.gif, თან კონსოლით რელაობას არ კარგავ wink.gif, აი რაც შეეხება გრაფიკას sad.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 5 2009, 03:36 PM

ციტატა(otosaxel @ Jun 5 2009, 06:09 PM) *
gi0_kiborg

კონსოლი ცოცახალი არ არის wink.gif, თან კონსოლით რელაობას არ კარგავ wink.gif, აი რაც შეეხება გრაფიკას sad.gif

ჩვენ გადავუხვიეთ ცოტა....
კონსოლში დაკარგულებიც ბევრი მინახია.... თან ჩემდა გასაკვირად კონსოლს მეტი მიმზიდველობა ქონია ვიდრე გაფორმებას.... biggrin.gif
აბა ვინ უფრო მაგრადაა მიჯაჭვული კომპზე პროგრამისტი(ან სისადმინი) თუ გეიმერი (იუზერს ტვი დავანებოთ)? და ამ დროს გრაფიკული გარსის სიამოვნებას ვინ ღებულობს???
AI-ს შემთხვევაში გრაფიკული გარსი პრაქტიკულად არ იქნება საჭირო....

პოსტის ავტორი: Classical Jun 5 2009, 05:41 PM

ციტატა
AI-ს გამოყენება მარტო სამეცნიერო მიზნებისთვისაა დასაშვები ჩემი აზრით: მაგალითად სამეცნიერო პრობლემის გადასაჭრელად, ფაქტიურად გენიოსი გეყოლება რა...ან მთვარესა და მარსზე ჭკვიანი დროიდების გასაშვებად (სადაც ახლანდელ ავტომატიზებულ ტექნიკას მაინც უჭირს)


აი ეს ხედვა მომეწონა. გეთანხმები ამაში smile.gif და მაინც მგონია რომ ადამიანის სხეული იდეალური არის თუნდაც კოსმოსური შატლის ან რამე მძიმე სამუშაოს შესასრულებლად უნევრსალური არის რა ერთი დანიშნულების არაა მაგალითად როგორც ტანკი :-)

ციტატა
მოკლედ შემომაქვს ასეთი იდეა:
ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად არ იქნება საკმარისი კი და არა (1 და 0).
უნდა შეიქმნას ახალი ტიპის კომპიუტერი, რომელშიც გამოყენებული იქნება არა ორობითი, არამედ ხუთობითი სისტემა. შესაბამისი მნიშვნელობებით: "კი", "არა", "ისე-რა", "ხანდახან" და "რა ვიცი აბა". მოხალისეები გამოეხმაურეთ პოსტს და შემდეგ შევქმნათ მუშა ჯგუფი.


მგონი კარგი იდეა არის. რავი ისე თუ გიფიქრიათ იმაზე რომ ხელოვნურ ინტელექტს უნდა ქონდეს შეცდომის დაშვების უფლება თუ არა ? რადგან უბრალოდ ლოგიკურად თუ წავალთ ხელოვნური ინტელექტი რა არის ? არის ბუნებრივის ასლი და იქმნება ადამიანის ინტელექტზე დაყრდნობით . . .

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 6 2009, 08:55 AM

ციტატა
მგონი კარგი იდეა არის. რავი ისე თუ გიფიქრიათ იმაზე რომ ხელოვნურ ინტელექტს უნდა ქონდეს შეცდომის დაშვების უფლება თუ არა ? რადგან უბრალოდ ლოგიკურად თუ წავალთ ხელოვნური ინტელექტი რა არის ? არის ბუნებრივის ასლი და იქმნება ადამიანის ინტელექტზე დაყრდნობით . . .

ხოო, შეცდომა ბუნებრივი იქნება, მაგრამ უფრო დილემის მომენტებში და არა გამოთვლებში და ა.შ...
ისე არ ფიქრობთ უნდა ქონდეს თუ არა AI-ს ემოციები და ინტუიცია, ეს ხომ ინტელექტის ნაწილია......(ინტუიცია და ლოგიკა არ აურიოთ)

პოსტის ავტორი: Classical Jun 6 2009, 10:19 AM

ციტატა
ხოო, შეცდომა ბუნებრივი იქნება, მაგრამ უფრო დილემის მომენტებში და არა გამოთვლებში და ა.შ...
ისე არ ფიქრობთ უნდა ქონდეს თუ არა AI-ს ემოციები და ინტუიცია, ეს ხომ ინტელექტის ნაწილია......


მგონი ძაან შორს გავიჭერით biggrin.gif ინტუიცია არ ვიცი მარა ემოციები უნდა ქონდეს ისე ძაან მანქანა იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 6 2009, 11:39 AM

Classical
ემოციები თუ ექნა ზოგ შემთხვევაში პრობლემა იქნება: ვთქვათ მიხვედი სახლში (ან სამსახურში) და მეორე დღისთვის რეფერატი გაქვს წარსადგენი, კომპიუტერი კი "გაბუტულია" ან უბრალოდ ცელქობის ხასიათზეა biggrin.gif

პოსტის ავტორი: CHABA Jun 6 2009, 01:01 PM

ციტატა(gi0_kiborg @ Jun 5 2009, 01:34 AM) *
CHABA
http://www.link.ge/file/252426/z-kochladze-leqciebi.doc.html
ეს ნახე Classical-ის დადებული ლექციათა კურსია....
"მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ" ინტელექტი-ეს არის ადამიანის უნარი შეიძინოს ცოდნა, განავითაროს ის, ადაპტაცია მოახდინოს ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ახალ პირობებსა და სიტუაციებში, ლოგიკური აზროვნების საფუძველზე მივიდეს რაციონალურ (არაა აუცილებელი სწორ)დასკვნებამდე ისეთ სიტუაციებშიც კი სადაც მისი ცოდნა და გამოცდილება არაა საკმარისი...ასევე დიდი მნშვნელობა აქვს თავისუფალ ნებას
აქედან თითქმის ყველა თვისება ბევრ ცხოველსაც აქვს მეტ-ნაკლები სიძლიერით განვითარებული, ამიტომ მე პირადად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ინტელექტი ცოცხალი არსებებისგან მარტო ადამიანებს აქვთ, ზოგი ცხოველის ქცევა მარტო ინსტინქტებში არ ჯდება...
ხოლო კომპიუტერებს რაც შეეხება, ლოგიკა აქვთ განვითარებული, დასახული ამოცანების გადაჭრაც შეუძლიათ დიდი სიზუსტით თუკი ეს მათი "ცოდნის" ზღვრებს არ ცდება (თუმცა იმ ლექციების კურსში ნახსენებია პროგრამა, რომელიც ადამიანის აზროვნების თავისებურებეზეა დაფუძვნებული), მაგრამ, კომპიუტერებს ჯერ თავისუფალი ნება არ გააჩნიათ საბედნიეროდ....ლოგიკის იქეთაც ვერ მიდიან შორს...


რატო არის აუცილებელი თავისუფალი ნება?

პოსტის ავტორი: PITERSONA Jun 6 2009, 02:36 PM

ციტატა(Classical @ Jun 4 2009, 02:16 PM) *
მგონი ცოტა სხვაგან გადაუხვიეთ :-)

ხელოვნური ინტელექტის შექმნა ერთია და მისი მოთავსება ''სხეულში'' მეორე ორივე ძალიან ძნელია. შეილება სხვა პერსპექტივაც დავინახოთ შიქმნას ხელოვნური ინტელექტი რომელსაც არ ექნება სხეული და იქნება ესე რომ ვთქვათ კოპიუტერულ ჩარჩოში ჩამჯდარი მგონი ესე უფრო უვნებელი იქნება და თუ გაბრაზდება და სისტემას მოშლის გაურკვეველი მიზეზების გამო და ამით საფრთხეში ჩაგვაგდებს მაშინ ჰაკერებზე იქნება კაცობრიობის ბედი biggrin.gif

და არა შვარცნეგერზე biggrin.gif

და კიდე რისი დამაეტება მინდოდა ხომ არ მოდის ხელოვნური ინტელექტის შექმნა წინააღმდეგობაში რელიგიასთან ? აბა დაფიქრდით smile.gif

გეთანხმები

და თანაც შვარცნეგერის იმედზე ჩემი მტერი იყოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 6 2009, 04:45 PM

თავისუფალი ნება არაა აუცილებელი ლოგიკური ან რაციონალური მოსაზრებებიდან გამომდინარეობდეს, უბრალოდ გააერთიანეთ კაპრიზი, ნებისყოფა და ა.შ, ეს ყველაფერი ხასიათის მაჩვენებელია, ხასიათი კი ინტელექტის შემადგენელი ნაწილი
(პრინციპში მის გარეშეც შეიძლება, მაგრამ ეგ უკვე ძაან ხელოვნური იქნება)

პოსტის ავტორი: CHABA Jun 6 2009, 05:09 PM

მე ესე ვფიქრობ რო მთავარია ხელოვნურ ინტელექრტს უნდა ქონდეს ცნობისმოყვარეობის თვისება, თვითშემეცნება, ლოგიკური დასკვნების გაკეთების უნდარი და რათქამუნდა რაც შეიძლება მძლავრი გამოთვლის უნარი
არაფერში არ ჭირდება თავისუფალი ნება და ემოციები
ცნობის მოყვარედ თვლიდა თავს XX ის ყველაზე დიდი გენიოსი და დავიჯერო თავმდაბლობის გამო? რავიცი რავიცი იქნებ და ეგ ჭირდება ყველაზე მეტად ხელოვნურ ინტელექტს?

პოსტის ავტორი: Classical Jun 6 2009, 06:20 PM

აბა http://tvali.ge/index.php?action=watch&v=133557

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 6 2009, 07:41 PM

ციტატა
მგონი კარგი იდეა არის. რავი ისე თუ გიფიქრიათ იმაზე რომ ხელოვნურ ინტელექტს უნდა ქონდეს შეცდომის დაშვების უფლება თუ არა ? რადგან უბრალოდ ლოგიკურად თუ წავალთ ხელოვნური ინტელექტი რა არის ? არის ბუნებრივის ასლი და იქმნება ადამიანის ინტელექტზე დაყრდნობით . . .

ჩემი აზრით, შეცდომის დაშვების უფლება არ უნდა ჰქონდეს! ეგრევე პოზიტრონების გადაწვა! biggrin.gif

ემოციები კი მხოლოდ ვირტუალიზაციის დონეზე. ისიც შეიძლება, რომ ცუდი ემოციების autoclear ფუნქციაც ჰქონდეს, რომ არ დაასეივოს ადამიანზე განაწყენება და არ "იძიოს შური" რამენაირად...

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jun 7 2009, 08:53 AM

მაგარი იყო... ბოლოს უფრო საინტერესოზე გაჩერდა ვიდეო sad.gif
ისე მსგავსი რობოტი Toshiba-ს ქონდა მგონი..
საკმაოდ ძველი პუბლიკაცია მქვს წაკითხული მსგავს კომპიუტერებზე: მაგალითად ანახებდნენ სპილოს, შემდეგ კი სხვა სპილოს ხორთუმის სურათს და ხვდებოდა, რომ ეს სპილოს ნაწილი იყო... ან კიდევ A და B წერტილს შორის n რაოდენობის გზ იყო, შედარებული იყო 2 ვარიანტი: ერთი როდესაც კომპიუტერი ითვლიდა ყველა გზის სიგრძეს და 100%იანი სიზუსტით ადგენდა უმოკლესს, მეორე კი "ერთი შეხედვით" ბევრად ნაკლებ დროში 99%იანი სიზუსტით ირჩევდა უმოკლეს გზას
მათი ინტეგრალური სქემები აგებული იყო თავის ტვინის მსგავსად, დიდი როლი ქონდა ე.წ უკუკავშირებს (როგორც ნეირონებშია)..
ეს პუბლიკაცია დაახლოებით 70-80 იანი წლების იყო და მის შენდეგ რა პროგრესი იქნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ, შეიძლება შექმნეს კიდევაც AI biggrin.gif