თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Off-Tech _ სამსახური თუ ფულის ხარჯვა

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 11 2010, 10:19 AM

თავიდან დავიწყებ. ახმელეტის მეტროსტან გამაჩერა ბიჭმა და შემომთავაზა სამსახური ანუ ჩაიწერა ჩემი მონაცემები და მითხრა რომელიმე კომპანია განიხილავს შენ მონაცემებს და დაგიკავშირდებიანო. გავიდა რამდენიმე დღე და მომდის მესიჯი "გიორგი თქვენი მონაცემები განიხილა 'BBS Holding - მა და მობრძანდით გასაუბრებაზე". მივედი გახარებული და შემავსებინეს რაღაც ფურცელი სადაც უფრო დაწვრილებით დავწერე ჩემი მონაცემები.

ჩამოვწერ იმ მონაცემების ნაწილს რომელიც თვალში საქცევია.

უცხო ენები: ინგლისური საშუალოდ.
რუსული ცუდად.

კომპიუტერის ცოდნა: C#.
SQL Server.

ეს პირველი ეტაპი გადავლხე და დაველოდე პასუხს. პასუხი იმ დღესვე მომივიდა დამირეკეს და მეორე ტურზე დამპატიჟეს.
მეორე ტური ისევ გასაუბრება იყო ვიღაც თანამშრომელთან რომელიც ლაპარაკში აღმოჩნდა რო როკერი ყოფილა. დარჭმუნებული ვარ ყველა თუ არა 99% იფიქრებთ რო ამას რამე კომპიუტერულ საკითხებში თუ დაასაქმებენო. მეც ეგრე მეგონა სანამ მეტყოდნენ ჩემთვის განკუთვნილ თანამდებობის ადგილს biggrin.gif შემომთავაზეს გაყიდვების მენეჯერის თანამდებობა. ერთს ავღნიშნავ მეორე გასაუბრება იცით როგორი იყო? ვიღას კომპანიას ძალიან რო უნდა რომ დაგასაქმოს ანუ არაუშავს გაერკვევი და ყველაფერს ტრეინენგებზე ისწავლი და ეგეთი საუბარი იყო.
აქედან იწყება ყველაზე საინტერესო 25 ლარი ხომ არ გაქვსო?. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მეკითხება ის ვისაც ვესაუბრები. ჩამომითვალა შენ გაგიკეთებენ თბს ბანკის კარტასო მოგანიჭებენ რაღას ნომერსო მოგენიჭება უფლება რო შენ საქმეში იმუშაოვო და ამ ყველაფერს 25 ლარი წირდებაო. თან რო არ დავეჭვდე მიხსნის რო ჩემი ახლობენი მუშაობს დაცვაში და იმასად ეგრე მოუწიაო თან 25 კი არა 150 ლარიო.

ყველაზე გასაკვირია რო ადამიანმა არც ინგლისური ვიცი და არც რუსული მითუმეტეს გამოცდილებაც არ მაქვს მარკენტინგში და გაყიდვებში და გაყიდვების მენეჯერის თანამდებობას მთავაზობენ.

ყურადღება! გოიმი დაგიჭირეს და ეგეთები არ იყოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ბოლოს ვინ მეტყვის რას საქმიანობს ეს კომპანია და ეს დასაქმებაა თუ ფულის ხარჯვა? მოდი კომპანიის სახელსაც დავწერ. BBS Holding ქსელურ მარკენტინგის ეწევა. მისამართი: ბახტრიონი, იყალთოს გორა #4.

პოსტის ავტორი: Classical Aug 12 2010, 12:47 PM

მაგარი თაღლითი სასტავია მეც ვიცი ეგ უნდა დაურეკო და ამოუტრიალო ყველაფერი smile.gif მაგარი ნაგლი სასტავია არ ენდო!

ყველაზე უარეს ვარიანტში ადექი და წამოდი
უფრო კაი ვარიანტში აგინე და წამოდი smile.gif
უფრო უფრო კაი ვარიანტში მიტყეპე და წამოდი
უფრო უფრო უფრო კაი ვარიანტში მიტყეპე აგინე და წამოდი




biggrin.gif



პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 12 2010, 06:50 PM

Forumeli
ეჰ... ჩემი ჯგუფელი გოგოების ბედი გაგიზიარებია smile.gif

იმათაც ზუსტად მაგ კომპანიამ შესთავაზა 35-35 ლარების გადახდა ტრენინგებში, რათა გაყიდვების მენეჯერობა ესწავლათ smile.gif

ჰო, ანუ ახლა 10 ლარით გაუიაფებიათ ტრენინგები biggrin.gif


რჩევა თუ გინდა, დაიკიდე ეგენი და ნუ მიხვალთ ნურც ტრენინგზე და ნურც 25 გელას მიართმევ რა თქმა უნდა.

პოსტის ავტორი: Forumeli Aug 14 2010, 03:51 PM

გასაუბრება იქამდე რო მივიდა რო 25 ლარი უნდა გადამეხადა მაშინვე ვიფიქრე ნეტა გასასვლელი საით არის მეთქი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კიდე დგანან და ვიღაცეებს ატყუებენ და მეცოდება ის ხალხი მაგრამ ჯერ არაფერს ვამბობ თან კომპანისში ვინც დამხვდა ის ბიჭი დგას მალმალე იცვლებიან ხან სათვალეებით იჩითებიან ხოლმე. biggrin.gif ახმეტელზე ვინც მოხვდებით ეგრევე გასასვლელში დგანან. ჯერ ეგენი არიან საცემები რო თავს იტყუებენ და სხვასაც ატყუებენ. იფიქრეს ხალხი უმუშევრობამ შეაწუხაო და ყველაფერზე წავლენ რო სამსახური იშოვონო და მოიფიქრეს რა ბიზნესი.

Classical
კარგი ვარიანტებია biggrin.gif მაგრამ რომელი მივტყიპო ვინც მეტროსთან დამხვდა, ვინც კომპანიაში კარებთან დამხვდა, ვინც პირველი გასაუბრება ჩამიტარა, ვინც მეორე გასაუბრება ჩამითარა და 25 ლარი მომთხოვა თუ მთლად უფროსი?? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 21 2010, 08:23 AM

მაგ 25-25 ლარებით იღებენ ეგენი თავიან "ხელფასებს" biggrin.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Sep 17 2010, 11:27 AM

და ეგ წესით უკანონობაა, თაღლითობისთვის შეგიძლია უჩივლო smile.gif
რომ ცემო აქეთ გიჩივლებენ 100%
ე/წ "პირამიდის სისტემაა", დედააფეთქებულმა ჩინელებმა შემოიტანეს ეგ სქემა
ჩვენმა "გენიოსებმა" კი გააუმჯობესეს
ანუ დაგაგოიმებენ, მერე შემოგთავაზებენ სხვა დააგოიმო და წილი აიღო smile.gif (რაღაც ასეთ პონტში)