თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ Windows 7/Vista/2003/XP/NT + Win 9x _ windows 7 backup

პოსტის ავტორი: loshkaa May 22 2011, 06:44 AM

რა აზრისები ხართ ვინდოუს 7 პექაპ ვერსიაზე გამომდგარი არის თუ გატესტედ რომელიმემ ?
და დაფორმატებულ ვინჩერსტერზე ჩეულებრივად ყენდება?

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 22 2011, 01:54 PM

რას გულისხმობ კონკრეტულად ბექაფ ვერსიაში?
მზა სისტემის ბექაფი რომ სხვა კომპზე გადაიტანო? მაქაც სხვადასხვა ვარიანტებია, დააკონკრეტე...

პოსტის ავტორი: loshkaa May 22 2011, 03:27 PM

მაგაზე ვიძახი გაამართლა ვინდოუს 7 ულტიმეიტ მა ბექაფ ვერსიად? კარგად დგება სხვა კომპზე პრობლემების გარეშე?

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 23 2011, 09:04 AM

გააჩნია სიტუაციას...
თუკი დაბექაფებულა სპეციალიზირებული უტილიტებით (მაგალითად Acronis True Image და ა.შ) და აღადგენ ზუსტად იგივე კონფიგურაციის კომპზე, არავითარი პრობლემა არაა

ეს ვარიანტი გამოიყენება ხშირად ლეპტოპების შემთხვევაში

ხოლო სხვა კონფიგურაციის კომპზე ან საერთოდ არ ჩაიტვირთება, ან ცუდად იმუშავებს უკეთეს შემთხვევაში

პოსტის ავტორი: loshkaa May 23 2011, 11:06 AM

და საერთოდ შესაძზლებელია ისეთ პორმაში დააბექაფო რო რომელ კომპზეც დაგჩირდება დააყენო და იმუშაოს ყველა კომიგურაციის კომპე ჩვეულებრივად

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 24 2011, 11:14 PM

კი, შეიძლება, Acronis True Image-თი მაგალითად, ოღონდ დრაივერები მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ წაშლილი იყოს... Acronis-ის საიტზე არის დეტალური User Guide-ები...

პოსტის ავტორი: Bekward Jun 5 2011, 10:59 AM

Acronis Backup and Recovery 10 ბრწყინვალედ უმკლავდება ამ დავალებას, მხოლოდ საჭიროა პატარა ფოკუსი და ყველა კომპზე დაყენდება მცირედი გამონაკლისების გარდა smile.gif

ჯერ დააყენე ვინდი, შეინახე ბექაფი პროსტა, მერე აღადგინე Universal Restore-ის დახმარებით მაგ პროგრამით და ეგრევე გადატვირთვის გარეშე შეინახე ახალი ბექაფი smile.gif ეგაა მთელი ფოკუსი smile.gif