თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ SE ანუ SonyEricsson _ R, ანუ რადიო

პოსტის ავტორი: domen Jan 25 2008, 07:01 PM

რაღაც საოცრებას წავაწყდი biggrin.gif

ვინმეს გაგიგიათ SE-ს R სერია? biggrin.gif მაშინ http://www.sonyericsson.com/cws/corporate/press/pressreleases/pressreleasedetails/sonyericssonr300andr306-20080124! ბიუჯეტურ სეგმენტს დიდი სიახლე ელოდება :-)

მოკლედ, SE უშვებს R (ანუ Rადიო-ზე ორიენტირებული) სერიის ორ ახალ წარმომადგენელს - http://www.sonyericsson.com/cws/corporate/products/phoneportfolio/specification/r300i-ს და http://www.sonyericsson.com/cws/corporate/products/phoneportfolio/specification/r306i-ს. მთავარი მახასიათებლებია AM/FM სიხშირეებზე მუშაობა, "რადიო დიზაინი" (გამოყოფილი ღილაკები რადიო ფუნქციებისთვის) და.. საერთოდ დიზაინი (R306-ს დააკვირდით განსაკუთრებით, არცერთ ძვირიან მოდელს არ ჩამოუვარდება, ბევრს ჯობნის კიდეც :-)).

R300 მხოლოდ i ბოლოსართით გამოდის, R306 კი სამ - i, a(America) და c (China) ვარიაციებში.

როგორც ოფიციალურ საიტზე წერია, მოდელები ამ წლის მეორე და მესამე კვარტალში ჩაეშვება და ფასი (არაოფიციალური წყაროებით wink.gif) დაახლოებით 100 ევრომდე იქნება. მგონი ასეთ დიზაინში ცოტა მეტის გადახდაც ღირს, არა?

აგერ სურათებიც (აქ ვერ დავდებ, დიდებია):

R300:
http://www.sonyericsson.com/cws/download/1/341/426/1200738750/R300_Steel_Black_Back.jpg
http://www.sonyericsson.com/cws/download/1/341/416/1200738108/R300_Steel_Black_Front.jpg

R306:
http://www.sonyericsson.com/cws/download/1/341/389/1200736423/R306_Coffee_Black_Back.jpg
http://www.sonyericsson.com/cws/download/1/341/404/1200737327/R306_Coffee_Black_Front.jpg

პოსტის ავტორი: gio_kiborg Jan 26 2008, 06:48 AM

დიზაინი მართლაც კარგია(რაღაცით მიუგავს APPLE ს დიზაინს)
თუმცა ვერ ვხვდები რა საჭიროა რადიო ფუნქციების გაძლიერება?FM რადიო ჩვეულებრივ K სერიაზეც მშვენივრად მუშაობს,ხოლო AM-ს თუ უსმენს საერთოდ ვინმე? ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არავინ

პოსტის ავტორი: domen Jan 26 2008, 06:56 AM

gio_kiborg
იდეაში, ამბობენ, განვითარებადი ქვეყნების ბაზრისთვისაა გამოსადეგიო, მაგალითად ინდოეთი მოყავთ (პრეზენტაციაც იქ იყო).

ციტატა
ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არავინ

კაცო, მერე ჩვენ ვართ 4 მილიონი, ინდოეთი ბოლოს რაც ვნახე, 700 მილიონს გაცდა biggrin.gif თუ იქ მიღებულია რადიოთი გართობა, მაშინ ნაღდად არ დარჩებათ გაუყიდავი smile.gif

პოსტის ავტორი: gio_kiborg Jan 26 2008, 07:23 AM

ოხ ეს ინდოელები biggrin.gif
მალე ჩინელებზე მეტი იქნებიან
R სერია კი არა ატომური ყუმბარა უნდათ მაგათ ორივეს ph34r.gif
ხო,ეს პატარა გადახვევა
ისე,მაგ დიზაინისას იმედია სხვებსაც გამოუშვებენ,მე მაგალითად W სერია საერთოდ არ მომწონს-თითქმის ვერ ვხედავ მის walckman-ობას დამატებითი ღილაკების მოხერხებული განლაგება არ აწყენდა

პოსტის ავტორი: Power_VANO Jan 26 2008, 09:41 AM

ვაა მართლა კარგი დიზაინი აქვს ორივეს smile.gif

domen
გაუშვი სიახლეებში wink.gif