ინტერნეტით ფულის შოვნა, Google AdSense, Yahoo Publisher's Network და ა.შ |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
ინტერნეტით ფულის შოვნა, Google AdSense, Yahoo Publisher's Network და ა.შ |
May 27 2006, 10:51 AM
პოსტი
#1
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 346 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 4 |
მემგონი ბევრს აინტერესებს ეს საკითხი . . .
მაგრამ პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი შრომის და წვალების გარეშე კაპიკსაც ვერ იშოვნით. დაივიწყეთ ის სისულელები რომ ვიღაცა დაგიქირავებთ თქვენ საიტებზე ირბენთ და ფულს იშოვნით. აქ განვიხილავთ გაცილებით სერიოზულ და მძლავრ საშუალებებს ფულის საშოვნელად ! მე პირადად შემიძლია დავწერო მხოლოდ Google ADS სისტემის შესახებ, რადგან პირადი გამოცდილება საკმაოდ მაქვს და გარკვეული რაოდენობის თანხასაც ვშოულობ ყოველდღიურად . . . Google ads ექაუნთის რეგისტრაცია შევდივართ ამ მისამართზე: https://www.google.com/adsense და ვაჭერთ ღილაკს Click Here to Apply, გაიხსნება პირადი ინფორმაციის შესაყვანი გვერდი, სადაც არის შემდეგი შემდეგი შესავსები ველები: Website Information Website URL: ( აქ უნდა მიუთითოთ თქვენი ვებ გვერდის სრული მისამართი. მაგალითად: http://www.chemisaiti.com ) Website language: ( აქ უნდა მიუთითოთ თუ რომელ ენაზეა თქვენი საიტი. სამწუხაროდ გუგლს არ აქვს შეყვანილი ამ სიაში "ქართული ენა", ასე რომ თუ თქვენ გაქვთ ქართულენოვანი საიტი ექაუნთს ვერ შექმნით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ქართულ ენოვან საიტებზე აკრძალულია ამ რეკლამის დადება, უბრალოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო ინგლისურენოვანი საიტით და მერე სადაც გინდათ იქ დადებთ თქვენს რეკლამას. ) Contact Information Account type: ( აქ უნდა მონიშნოთ თუ რა ტიპის ექაუნთს ქმნით. 2 ვარიანტია : 1.Individual ანუ თუ პირადად თქვენზე აფორმებთ და 2.Business ანუ იურიდიული ორგანიზაციებისათვის ) Country or territory: ( აქ მოუნიშნეთ ის ქვეყანა სადაც ცხოვრობთ ) Payee name: ( აქ უნდა ჩაუწეროთ პოტენციური ფულის ამღების სახელი და გვარი, ყურადღება მიაქციეთ იმას რომ პიროვნება რომლის სახელსაც აქ ჩაწერთ უნდა იყოს 18 წელს გადაცილებული ) Address line 1: ( აქ ჩაუწერე თქვენი ბინის ზუსტი მისამართი. მაგალითად თუ თქვენ ცხოვრობთ ფალიაშვილის ქუჩის 20 ნომერში, ბინა 4 ში, უნდა ჩაუწეროთ ასე: Paliashvili str#20, apt#4 ) Address line 2 (optional): ( აქ შეგიძლიათ ჩაუწეროთ თქვენი მეორე მისამართი, თუ გაქვთ რათქმაუნდა. ან შეგიძლიათ საერთოდ გამოტოვოთ ეს ველი ) City: ( აქ ჩაუწერეთ ის ქალაქი სადაც ცხოვრობთ ) State, province or region: ( თუ თქვენ საქართველოდან ხართ, ეს ველი შეგიძლიათ გამოტოვოთ და არ შეავსოთ ) Zip or postcode:( აქ უნდა ჩაუწეროთ თქვენი უბნის საფოსტო ინდექსი. თუ არ იცით დარეკეთ 09 ში და კითხეთ ) Phone: ( აქ უნდა ჩაუწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი. მაგალიტად თუ თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და თქვენი ნომერია 34-08-86 აქ უნდა ჩაუწეროთ ასე: +99532340886 ) Fax (optional)(IMG:style_emoticons/default/sad.gif) თუ გაქვთ ფაქსი ჩაუწერეთ, ხოლო ვისაც არ გაქვთ შეგიძLიათ ეს ველი არ შეავსოთ ) Email preference: ( აქ არაფერი არ შეცვალოთ და დატოვეთ ისე როგორც არის ) Product Selection Product(s): ( აქ შეგიძლიათ მოუნიშნოთ რეკლამის ის სახეები, რომლებსაც შემდგომ გამოიყენებთ. დეფაულტად მონიშნულია ყველაფერი და თქვენც ჯობია ხელს ნუ ახლებთ და დატოვეთ ისე როგორც არის ) Policies ამ განყოფილებაში უნდა მოუნიშნოთ ხუთივე პუნქტი, თორემ რეგისტრაციას ვერ გაივლით. Login Information Email address ( აქ უნდა ჩაუწეროთ თქვენი ფოსტის მისამართი ) Password:( ჩაუწერეთ პაროლი ) Re-enter password: ( ჩაუწერეთ პაროლი განმეორებით ) და დააჭირეთ ღილაკს : Submit Information ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს ფოსტაში, სადაც დაგხვდებათ გუგლის წერილი. შეგიძლიათ წაიკითხოთ ის წერილი, მაგრამ შინაარსი როგორც ყოველთვის არის ასეთი: "მადლობთ რომ გამოთქვით სურვილი Google ads პროგრამაში რეგისტრაციიისათვის. ჩვენ უახლოესი 2 დღის განმავლობაში გადავამოიწმებთ თქვენს ინფორმაციას და თუ ის ეთანხმება ჩვენს წესებს, თქვენი ექაუნთი შეიქმნება" ამ წერილის მერე უნდა დაელოდოთ საპასუხო წერილს, თუ თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ მაშინ 1-2 დღეში მოგივათ თანხმობა და თქვენ უკვე შეგეძლებათ დაიწყოთ ფულის შოვნა. ხოლო თუ შევსებისას დაუშვით რაიმე შეცდომა, მაშინ მოგივათ შემდეგი შინაარსის წერილი: "გმადლობთ რომ გამოთქვით სურვილი ჩვენს პროგრამაში რეგისტრაციისათვის, მაგრამ თქვენი პირადი ინფორმაცია ეწინააღმდეგება ჩვენს წესებს. გთხოვთ ცადოთ მოგვიანებით" მართვის პანელში შესვლა შევდივართ მისამართზე https://www.google.com/adsense და მარჯვენა ზედა კუთხეში არის 2 შესავსები ველი. პირველში უნდა ჩაუწეროთ იმ ფოსტის მისამართი რომელითაც გაიარეთ რეგისტრაცია, მეორეში კი პაროლი. რეკლამის კოდის მირება და ჩვენს საიტზე განთავსება მართვის პანელში შესვლის შემდეგ გადავდივართ ჩანართზე: AdSense Setup , სადაც არის 3 ბმული: 1. AdSense for content 2. AdSense for search 3. Referrals ეს არის რეკლამების ხვადასხვა ტიპი და ამაზე დიდხანს არ გავჩერდები. თუ თქვენ ფულის შოვნის "პრეტენზია" გაქვთ ამაში გარკვევა არ უნდა გაგიჭირდეთ. სასურველი რეკლამის ტიპის ამორჩევის და მისი კონფიგურაციის შემდეგ მიიღებთ JAVA Script კოდს ტექსტურ ფორმატში. შემდეგ საჭიროა ეს მირებული კოდი ჩავსვათ ჩვენ საიტზე და მორჩა. იწყება ფულის შოვნა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეს იყო ყველაზე საბაზისო ნაწილი ანუ ის თუ როგორ მოვიპოვოთ ფულის შოვნის დაწყების უფლება. მთავარი კი ამის მერე იწყება. არის ხალხი რომლებიც თვეში 30 000 $ - ს შოულობს და არის ხალხი ვინც 2$ ის შოვნასაც ვერ ახერხებს. ოღონდ ამ ყველაფერზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ . . . P.S. თუ დაგებადებათ რაიმე შეკითხვები ან შეგექმნებათ რაიმე პრობლემები დაპოსტეთ აქ და სიამოვნებით გიპასუხებთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) |
|
|
Apr 6 2007, 09:09 AM
პოსტი
#2
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
ესეც ჩემი სტატია ედსენსის შესახებ. ეს სტატია დაწერილია მას შემდეგ, რაც ლაშამ დაწერა თავისი სტატია, ასე რომ ინფორმაციული შეუთავსებლობის შემთხვევაში ისარგებლეთ ჩემი სტატიით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჰო, გრამატიკული შეცდომები შეიძლება იყოს ჩემს სტატიაში, უნიკოდში გადმოვიყვანე და...
Google AdSense – დიდი ფული თუ... ალბათ ბევრს გეცნობათ ეს სახელი, იცით რომ AdSense-ის საშუალებით საკუთარი საიტებით ხალხი ფულს შოულობს. ვინც არ იცით, AdSense არის გუგლის სარეკლამო სერვისი, რომლის საშუალებითაც საიტების მფლობელებს საიტებზე შეუძლიათ რეკლამები განათავსონ, რომლებიც საიტის კონტენტის რელევანტური, ანუ თავსებადი იქნება (რეკლამების კონტენტთან თავსებადობას გუგლი თავისივე საძიებო სისტემის დახმარებით უზრუნველყოფს). რაც მთავარია, თითოეულ რეკლამაზე დაწკაპუნებისას (ან რეკლამის 1000 ჩვენებაში) გუგლი გიხდით გარკვეულ თანხას. ეს თანხა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამოითვლება და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. AdSense მთლიანად დაფუძნებულია AdWords სერვისზე. ეს არის სერვისი, რომლის დახმარებითაც ხალხი ანთავსებს რეკლამას AdSense-ში გაწევრიანებულ საიტებზე. რეკლამის განმათავსებელი აწესებს სარეკლამო ბიუჯეტს და იმ მაქსიმალურ თანხას, რისი გადახდაც სურს ერთ წკაპზე (ეს თანხა განისაზღვრება 0.05$-დან 100$-მდე). მაგალითად, მომხმარებელმა შექმნა საკუთარი საიტის რეკლამა (დაწერა სათაური და აღწერა), სარეკლამო ბიუჯეტად დააწესა 1000$, ხოლო მაქსიმალური თანხა ერთ წკაპზე დააწესა 1$. ამის შემდეგ უკვე Google განსაზღვრავს თუ რომელ საიტებზე გამოჩნდება კონკრეტული რეკლამა და რა თანხა ჩამოიჭრება (მაქს. 1$ ჩვენს მაგალითში) მომხმარებლის სარეკლამო ბიუჯეტიდან თითოეულ წკაპზე. ყოველი წკაპიდან გუგლი გარკვეულ თანხას თავისთვის იტოვებს, დანარჩენს კი საიტის მეპატრონეს უხდის. მაგრამ ამ თანხების ოდენობა გუგლის საიდუმლოა. The New York Times-მა განაცხადა, რომ გუგლი 1 წკაპიდან თანხის 78,5%-ს საიტის მეპატრონეს უხდის, დანარჩენს კი თავისთვის იტოვებს, თუმცა ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია. ახლა უკვე იცით, როგორ მუშაობს AdSense და შეგიძლიათ შემდეგ ეტაპზე, ანუ რეგისტრაციაზე გადახვიდეთ. ექაუნთის რეგისტრაციისთვის უნდა შეცუნცულდეთ აი ამ მისამართზე: http://www.google.com/adsense და დააჭირეთ ღილაკს Click Here to Apply. გაიხსნება სარეგისტრაციო გვერდი, სადაც პირადი ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ. აქ რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას: Account Type-ში უნდა აირჩიოთ რა სახის ექაუნთის შექმნა გსურთ, Individual (კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის) ან Business (ორგანიზაციისთვის). Website URL-ში მიუთითეთ თქვენი საიტის მისამართი. მაგ: http://www.domain.com. აქ მხოლოდ ერთი საიტის მისამართის ჩაწერა შეგიძლიათ და ეს ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენ ერთზე მეტი საიტი გაქვთ. რეკლამის ჩასმას იმდენ საიტზე შესძლებთ, რამდენზეც მოისურვებთ, აქ უბრალოდ თქვენი უდიდესი საიტის მისამართი ჩაწერეთ. Website Language-ში უნდა აირჩიოთ საიტის ენა. სამწუხაროდ აქ ქართული არ არის, ანუ ქართულენოვანი საიტით რეგისტრაციას ვერ გაივლით, თუმცა რეგისტრაციას უპრობლემოდ გაივლით იმ ენოვანი საიტით, რომელიც სიაშია. Payee Name-ში ჩაწერეთ იმ პიროვნების სახელი და გვარი, ვის სახელზეც ფული გამოიგზავნება. ეს პიროვნება უნდა იყოს 18 წლის, ან მეტის. ყურადღება მიაქციეთ მისამართის სწორად ჩაწერას. იგი ინგლისურად (თუმცა შეიძლება ქართულმაც გაამართლოს, არსებობს ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ჯობია თავი დაიზღვიოთ) უნდა ჩაიწეროს, ამიტომ აქვე დაგიწერთ მაგალითებს: რუსთაველის პროსპექტი #80 – Rustaveli Ave#80, ფალიაშვილის ქუჩა #28 – Paliashvili str#28, პირველი მ/რ – 1-st Micro, მე-9 კორპუსი – Building #9, ბინა #18 – Apt#18. ამ მაგალითების მიხედვით არ გაგიჭირდებათ საკუთარი მისამართის სწორად დაწერა, თუმცა აქვე მეორე გარემოებას ვახსენებ. სინამდვილეში თქვენი მისამართის ინგლისურ ენაზე დაწერა მხოლოდ თქვენი ინგლისურის ცოდნას ამჟღავნებს, მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოება, Google ცხოვრებაში თქვენ არ ჩამოგაკითხავთ, მისამართი საჭიროა წერილების და კორესპონდენციის გამოსაგზავნად. შესაბამისად წერილს მიიღებს ჩვენი ფოსტალიონი, ახლა მითხარით როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს ფოსტალიონებზე? ინგლისური მაგრად იციან? პასუხი გასაგებია, პირადად ორი დაკვეთა დავკარგე ჩემი ინგლისური ცოდნის გამომჟღავნებისას, ამიტომ იმ შემთხვევების შემდეგ მივმართავ მეორე მეთოდს, ინგლისური ასოებით ვწერ ქართულ მისამართს, მაგალითად: rusTavelis pr. #80, paliashvilis q. #28, pirveli micro raioni, korp. #9 bina 18, ასეთ მისამართს Google, მიიღებს კორექტულად, ჩვენი ფოსტალიონები კი თავის კომბალს მოიფხანენ და წერილს 99% შემთხვევაში უპრობლემოდ მიიტანენ ადრესატამდე. Zip or postcode-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცით 09-ში დარეკეთ და გეტყვიან ეს არის ოთხნიშნა კოდი, თუ 09-ში ვერ რეკავთ ჩაწერეთ სათაო ფოსტის კოდი 0179, თუმცა ამ შემთხვევაში წერილი კიდევ რამდენიმე დღე დააგვიანებს რადგან ქართულ განყოფილებებს შორის იბოდიალებს წერილი. Phone-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი. მაგ, თუ თქვენი ნომერია 642931 აქ უნდა ჩაწეროთ შემდეგი სახით: +99532642931. Product Selection-ში და Policies-ში ყველაფერი მონიშნეთ (დანარჩენ ველებს იმედია თვითონ შეავსებთ) და დააჭირეთ Submit Information-ს. მაქს. 2 დღის შემდეგ E-Mail-ზე მოგივათ შეტყობინება გუგლისგან. თუ ყველაფერი სწორად შეავსეთ და თქვენი პირადი ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება გუგლის წესებს, თქვენ AdSense-ის მომხმარებელი გახდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმეორედ სცადეთ რეგისტრაცია წესების დაცვით. ახლა კი უნდა გავეცნოთ გუგლის წესებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია. თუ იმოქმედებთ წესების ფარგლებში, ბედნიერი იქნებით თქვენც და გუგლიც. თუ დაარღვევთ წესებს, გააბრაზებთ ბიძია გუგლს. ისიც საპასუხოდ სამუდამოდ დაგბლოკავთ თქვენც და თქვენს საიტებსაც AdSense-დან. პლიუს ამას, თქვენი ცუდი ქცევით რეპუტაციას შეულახავთ თქვენს სამშობლოს, რასაც მომავალში შეიძლება მისი ქვეყნების სიიდან ამოშლა მოყვეს. წესები განთავსებულია აქ: http://www.google.com/adsense/policies და აქ: http://www.google.com/adsense/localized-terms?hl=en_GB. წესებს მოკლედ აქაც ჩამოვთვლი, მაგრამ თქვენ მაინც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ გუგლის ოფიციალური წესები და პირობები. წესების მოკლე აღწერა: დაუშვებელია რეკლამების განთავსება პორნოგრაფიულ, ძალადობის, რასიზმისა და რელიგიური შუღლის მქადაგებელ, 18+, კაზინოების და უცენზურო საიტებზე. საიტებზე, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ/ყიდიან ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს, ნარკოტიკებს და იარაღს. დაუშვებელია რეკლამების განთავსება ისეთ საიტებზე, სადაც უკვე არის სხვა ისეთი სპონსორების რეკლამები, რომლებიც რეკლამების კონტექსტუალიზაციას ახდენენ გუგლის მსგავსად (მაგ: Yahoo! Publishers Network). დაუშვებელია რეკლამის განთავსება Pop-up და Pop-under ფანჯრებში, გვერდებზე, სადაც არ არის კონტენტი. დაუშვებელია რეკლამებზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა და რეკლამის კოდის შეცვლა. დაუშვებელია საკუთარ რეკლამებზე დაწკაპუნება, პროქსი სერვერების გამოყენება და მათი მეშვეობით რეკლამებზე დაწკაპუნება, საიტის მომხმარებისთვის რეკლამებზე დაწკაპუნების თხოვნა (დასაშვები ფრაზებია მხოლოდ Sponsored Links და Advertisements). ესაა ის ძირითადი წესები, რომლის დარღვევითაც გამოირჩევიან ახალბედა მომხმარებლები (და არა მარტო ახალბედები). ნუ იფიქრებთ, რომ გუგლს მოატყუებთ. ვინც ასე იფიქრა სამუდამო Ban-იც აიკიდა. ზოგიერთმა 1000$-მდეც კი დაკარგა წესების დარღვევის გამო. ახლა კი გადავიდეთ თვითონ რეკლამებზე. სულ რეკლამების 3 ტიპი სახეობა არსებობს: 1) AdSense for Content – აქ შედის სხვადასხვა ფორმის, ზომისა და სტილის კონტექსტუალიზებული ტექსტური და გრაფიკული რეკლამები. 2) AdSense for Search – ამის საშუალებით საიტზე გუგლის Search Box-ს განათავსებთ. 3) Referrals – ეს არის რეფერალური პროგრამა. რეკლამების ყველა ტიპი შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე: https://www.google.com/adsense/adformats. დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან მათი ახსნა ძალიან შორს წაგვიყვანს. დანარჩენი თვითონ ან იმ წიგნის დახმარებით გაარკვიეთ, რომელსაც სტატიის ბოლოს გაჩუქებთ. გაითვალისწინეთ, რეკლამის კოდის უბრალოდ საიტზე განთავსება დიდ შედეგს არ მოგცემთ. თქვენ შეგიძლიათ რეკლამების ფერები და სტილები აკონტროლოთ, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე, უნდა ეცადოთ, რეკლამები ისეთ ადგილებში ჩასვათ, რომ მომხმარებლებს მათზე დაწკაპუნების სურვილი გაუჩნდეთ. ალბათ გაინტერესებთ როგორ ითვლის გუგლი ერთ წკაპებზე გადახდილი თანხის რაოდენობას, გაინტერესებთ რა ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული. სანამ ამ საკითხზე გადავიდოდე, რამდენიმე ტერმინს განგიმარტავთ: Page Impressions - გაჩვენებთ იმას, თუ რამდენჯერ იქნა ნაჩვენები თქვენს საიტზე გუგლის რეკლამა. Page CTR – ეს მაჩვენებელი პროცენტულად აღნიშნავს დაწკაპუნების შეფარდებას Page Impressions-თან. Page eCPM – ეს მაჩვენებელი აღნიშნავს რა ღირს თქვენს საიტზე რეკლამის 1000-ჯერ ჩვენება. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია 100$ და Page Impressions არის 20000, მაშინ თქვენი eCPM იქნება 100/20=5$ გუგლის მიერ ერთ წკაპზე გადახდილი თანხა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: 1) თქვენი საიტის ენა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ინგლისურენოვან საიტებს ქართულენოვანი საიტებისგან განსხვავებით. 2) საიტის ტრაფიკი. ტრაფიკში მარტო ვიზიტორების რაოდენობა არ იგულისხმება. აქ იგულისხმება ისიც, თუ საიდან მოდიან თქვენი ვიზიტორები. მაგალითად, გუგლი ესპანელი ვიზიტორის წკაპში უფრო მეტს იხდის, ვიდრე ქართველი ვიზიტორის წკაპში. 3) ჰოსტის ადგილმდებარეობა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ისეთ საიტებს რომლებიც ევროპულ და ამერიკულ სერვერებზეა განთავსებული, ქართული აქაც დაჩაგრულია. 4) საიტის კონტენტი (შიგთავსი), Keyword-ების დამთხვევა კონტენტთან და PageRank-ი. გუგლი გაცილებით მეტს უხდის მაგალითად ბიზნეს საიტებს ვიდრე გასართობ საიტებს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა კონტენტისა და Keyword-ების დამთხვევას და თქვენი საიტის PageRank-ს გუგლის საძიებო სისტემაში. 5) Smart Pricing – ეს მაჩვენებელი AdSense-ის ყოველი ექაუნთისთვის განსხვავებულია. იგი თქვენი საიტებიდან გამომდინარე გამოითვლება. Smart Pricing-ი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ამიტომაც საჭიროა ზუსტად და დეტალურად იცოდეთ მისი არსი და მუშაობის პრინციპები. ამ ინფორმაციას წიგნში იპოვნით. მივედით ბოლო ეტაპზე – ფულის გადმორიცხვაზე. ფულის მიღების 3 სახე არსებობს: 1) Electronic Funds Transfer – გადმორიცხვა პირდაპირ ბანკის ანგარიშზე, ან საკრედიტო ბარათზე. 2) Cheque – Standard Delivery – ფულის გამოგზავნა ჩეკით ჩვეულებრივი ფოსტის საშუალებით. ჩეკის გამოგზავნა უფასოა, მაგრამ საქართველოს პირობებში მისი მიღების ვადა 1-დან 2 თვემდეა და ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჩეკი თქვენამდე მოაღწევს. 3) Cheque – Secured Express Delivery (USD 24.00 Processing Fee) – ფულის გადმოგზავნა ჩეკით ექსპრეს ფოსტის საშუალებით. ჩეკის მიღების ვადაა 3-7 დღე და არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მაგრამ ფასიანია და ღირს 24$, რომელიც თქვენი ექაუნთის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. Electronic Funds Transfer მხოლოდ აშშ-სთვის და ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვისაა. ასე რომ, თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ, ფულს მხოლოდ ჩეკის საშუალებით მიიღებთ. გირჩევთ აირჩიოთ ჩეკის გადმოგზავნა ექსპრეს ფოსტით, რადგან მისი ჩვეულებრივი ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მას ან მიიღებთ, ან ვერა. თანხის ჩეკით გამოგზავნის უფლება მოგეცემათ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ექაუნთში შეიყვანთ PIN კოდს. PIN კოდი სტანდარტულად ჩვეულებრივი ფოსტით იგზავნება და ჩამოსვლის ვადა 2 კვირიდან 3 თვემდეა საქართველოს პირობებში. თუ კოდი არ ჩამოვიდა, შეგიძლიათ იგი თავიდან გამოაგზავნოთ (შეგიძლიათ გუგლს მისწეროთ მეილი რომ გსურთ პინის მიღება ექსპრეს ფოსტით. კოდს მიიღებთ 3-7 დღეში მაგრამ ეს სიამოვნება დაგიჯდებათ 60 მარადმწვანე). PIN კოდის გამოგზავნის უფლება მხოლოდ მას შემდეგ გექნებათ, როცა თქვენი შემოსავალი 50 დოლარს მიაღწევს. კოდის შეყვანის შემდეგ თანხა ყოველთვიურად გამოგეგზავნებათ, მაგრამ თუ თვეში 300+$-ს ვერ შოულობთ ამას აზრი არ აქვს (რატომ მოგვიანებით აგიხსნით). ამიტომ უნდა შეხვიდეთ My Account => Account Settings => Payment Holding და მონიშნეთ Hold Payment. როცა სასურველი ოდენობის თანხას დააგროვებთ, გააუქმებთ Hold Payment-ს და ფული გამოიგზავნება. როდესაც ჩეკი ჩამოგივათ საჭიროა მისი განაღდება. ამის ერთადერთი საშუალებაა მისი ბანკში მიტანა. კონკრეტული ბანკის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რეკლამაში რომ არ ჩამომერთვას. თითქმის ყველა ქართულ ბანკს ერთნაირი პირობები აქვს. ჩეკს ანაღდებენ 1 თვის ვადაში და საკომისიოს იტოვებენ 50$-ს (ზოგი ბანკი დამატებით მცირე 1-3%-ს იღებს თანხიდან). სწორედ ამიტომ არ ღირს ჩეკის გამოგზავნა, რომლის ღირებულებაც 200-300$ არაა. უბრალოდ, თქვენ ძალიან მცირე რაოდენობის თანხა დაგრჩებათ. კიდევ ერთი: გამოიყენეთ Blogger.com. ბლოგით დაწყება ძალიან ადვილია და არ მოითხოვს ვებ-პროგრამირებაში განსაკუთრებულ ცოდნას. შექმენით რამდენიმე ბლოგი სხვადასხვა თემებზე და ჩასვით AdSense-ის რეკლამები ყოველ მათგანზე. გაითვალისწინეთ, რომ Blogger.com ბიძია გუგლის საკუთრებაა, რამდენს ნიშნავს ეს თქვენი რეკლამებისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. დასკვნა ეს იყო ის ძირითადი ინფორმაცია, რაც უნდა გცოდნოდათ Google AdSense სისტემის შესახებ. მაგრამ მხოლოდ ამ ინფორმაციით შორს ვერ წახვალთ. საჭიროა ყველაფერი დეტალურად შეისწავლოთ და რაც მთავარია იშრომოთ. გახსოვდეთ, თუ საკუთარ საიტებზე მუშაობას დაიზარებთ, მხოლოდ ცენტებს იშოვნით. მაგრამ თუ არ იზარმაცებთ, საკუთარი შემოსავლის თვეში 30000-მდე (და ეს ზღვარი არაა, თუმცა ქართულენოვან საიტებში ასეთ თანხებს ვერ იშოვით) გაზრდაც კი შეიძლება. ამის დასტურს სურათზე ხედავთ. ახლა კი შეპირებული საჩუქარი: ამ არქივში ორი წიგნია მოთავსებული AdSense-ის შესახებ. წიგნებში დეტალურადაა განმარტებული ყველაფერი ის, რაც მე მოკლედ მიმოვიხილე (და არა მარტო ეს). ისწავლით როგორ მოახდინოთ საიტისა და რეკლამების ოპტიმიზაცია, გაეცნობით დამხმარე პროგრამებს და ა.შ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს წიგნები + თქვენი მონდომება დიდი ფულის წყარო შეიძლება გახდეს. ესეც წიგნები: http://www.wow-info.net/downloads/adsense-books.rar (IMG:http://img81.imageshack.us/img81/3479/clipimage001gx9.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
Apr 6 2007, 01:40 PM
პოსტი
#3
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 346 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 4 |
ქართული ნეტსითვის დაყვინთა ამ ამბავმა . . .
გუგლეს არ ძინავს და 0 - მდე დაიყვანა ქართული IP დან კლიკების შემოსავალი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) |
|
|
Apr 10 2007, 06:08 AM
პოსტი
#4
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
lasha_t
არც ადრე და არც ეხლა არ მქონია ქართულ ნეტზე მუშაობის სურვილი. ადრე თუ იყო რამე შემოსავვალი, ისედაც ძალიან მცირე... ეხლა გამოცდებს ჩავაბარებ და განვაახლებ მაგაზე შრომას (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
Apr 10 2007, 05:52 PM
პოსტი
#5
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 337 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Münster წევრი №: 16 |
გუგლი რომ მაგის გაბაზრებას კრძალავს ვიცი, მაგრამ სპორტული ინტერესისათვის, ვინმემ მითხარით, დაახლოებით რამდენს იხდის გუგლი ერთ წკაპში? (სტატისტიკისათვის ავიღოთ საშუალო ევროპული ქვეყნიდან წკაპი(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
-------------------- whenever people agree with me, I always feel I must be wrong
|
|
|
Apr 10 2007, 07:06 PM
პოსტი
#6
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
alchemist
ძალიან ძნელი სათქმელია ეგ. ჩემს სტატიაშიც მიწერია რაღაცეები მაგაზე. + ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეგ. შესაძლოა ცენტებიც კი გადაიხადოს თუ დაბალფასიან რეკლამაზე დააკლიკავს, შედარებით ფასებს რაც შეეხება, აშშ და ევროპის კლიკები ყველაზე მეტად ფასობს. პირადად მე ერთი შემთხვევა მქონდა 1.43$ გადამიხადა გუგლმა ამერიკელის კლიკში (ნაცნობს დავაკლიკინე ამერიკიდან). -------------------- I do it from behind...
|
|
|
Apr 10 2007, 11:07 PM
პოსტი
#7
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 471 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 32 |
proxy-ს ხვდება ხო დამპალი? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
-------------------- I was born intelligent but education ruined me
|
|
|
Apr 11 2007, 06:06 AM
პოსტი
#8
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
NetDevil
კი, ხვდება, თან უცბად (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
Jul 3 2007, 12:44 AM
პოსტი
#9
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 44 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 494 |
საღოლ მაგარი თემაა მართალია არც საიტის დაწერა ვიცი და რეკლამის გაკეტებაზე ხომ ვაბშემ მაგრამ ........... იმედია ამ წიგნებით და დიდი მონდომებით რაღაცას ვიზამ (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif)
|
|
|
Jul 3 2007, 01:14 AM
პოსტი
#10
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 44 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 494 |
როგორც უკვე ავღნიშნე ამ ამბავში მაგარი 0-ი ვარ და რაღაც სისულელეები თუ ვიკითხე იმედია არ დამცინებთ და ცოტას გამანათლებთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
ამ რეკლამების განთავსება შეიძლება Piczo და კიდევ რაღაც მესამე ხარისხოვანი საიტები რომ არის მაგათზე ? |
|
|
Jul 3 2007, 08:32 AM
პოსტი
#11
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
DriZ
შეძლებით შეიძლება, მაგრამ გუგლი ძალიან ცოტას გადაგიხდის ეგეთ საიტზე რეკლამაში. ანუ პიკზო Sucks რა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თU რეალური ფულის შოვნა გინდა, საჭიროა ევროპული ან ამერიკული სერვერი, და .com .net .biz .org და ა.შ. დომენი. -------------------- I do it from behind...
|
|
|
Jul 3 2007, 06:42 PM
პოსტი
#12
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 44 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 494 |
Power_VANOსპასიბა ამომწურავი ინფორმაციისთვის
მაგ დომენების აგება როგორ ხდება ფულის გადახდაა საჭირო? თუ კი, მაშინ რა გზით ხდება ფულის გადახდა? (ისე რაიმე სტატია ან რამე მაგის მაგვარი ხომ არაა სადმე ფორუმზე რომ წავიკითხო და უფრო ღრმად რომ გავერკვე ამ დომენის აღების ამბავში?) |
|
|
Jul 3 2007, 06:51 PM
პოსტი
#13
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 115 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 482 |
ის წიგნები არ იწერება, წყდება დაუნლოადი. ვანო. იქნებ ბინზე ამიტვირთო ის ფაილები?
|
|
|
Jul 3 2007, 07:10 PM
პოსტი
#14
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 44 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 494 |
|
|
|
Jul 3 2007, 08:44 PM
პოსტი
#15
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
DriZ
ჰო, იასნია ფულია საჭირო, ისე ყველაზე კარგი ვარიანტი servage.net-ს აქვს 1 დომენს მთელი ცხოვრების განმავლობაში გჩუქნის. დეტალები თუ გაინტერებს, http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=761 ეს ნახე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
Sep 2 2007, 09:31 PM
პოსტი
#16
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 44 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 494 |
ადსენსზე ერთმა იუზერმა რამოდენიმეჯერ რომ დაკლიკოს შეილება?
|
|
|
Sep 3 2007, 01:27 PM
პოსტი
#17
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
DriZ
კი, ოღონდ საიტის მფლობელი არ უნდა იყოს. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
Sep 3 2007, 07:07 PM
პოსტი
#18
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 44 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 494 |
domen
ერთ დღეში რამოდენიმეჯერ დაკლიკვა შეილება ? (ალბათ კლიკის ფასი დაიწევს ხო ?) თუ დღეში ერთხელ დაკლიკვა შეუძლია? |
|
|
Sep 4 2007, 12:02 AM
პოსტი
#19
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 44 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 494 |
ჩემთან ერთად ვისაც ინეტერნეტი აქვს (ანუ მეზობელს რა) შეუძლია იმას ადსენსზე დაკლიკება? ან მაგალითად ინტერნეტკაფეში
რომ შეხვიდე და სხვადასხვა კომპიდან დააკლიკო მოსული პონტია ეგ? |
|
|
Sep 5 2007, 05:49 PM
პოსტი
#20
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 44 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 494 |
ანუ ერთ აიპს 9 კლიკლის გაკეთება შეუძლია?
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 07:44 PM |